მიწისქვეშეთის გასაღები

By _whoisliluu_

3K 334 678

ნათელი ოკეანის სამეფოს, ოკეანის ნაპირას ჩარჭობილი სკეპტრონის ხმალი არცერთი ტახტის მემკვიდრეს არ ამოუღია და არ... More

***
პერსონაჟები
***
PLAYLIST
პროლოგი
თავი 1- " დასაწყისში "
თავი 2- " ერთი საღამო ქალაქში "
თავი 4- " არასწორი სვლა "
თავი 5- " ოფიციალური მშვიდობა "
თავი 7- " გრძელი დაულეველი ღამე "
თავი 8- " ჩადენილი ცოდვა "
თავი 9- " ისაკანის ამბორი "
თავი 10- " კეთილი განსაზღვრებით "
თავი 11- " გონების მიძინება "
თავი 12- " ათასობით მოკაშკაშე ვარსკვლავი "
თავი 6- " სისხლის თქეში "
თავი 13- " მათი ხვედრი "
თავი 14- " ვერცხლისფერი თასი "
თავი 15- " ჩურჩული მთაში "
თავი 16- " დაკავშირებულნი "
თავი 17- " ტანჯვისკენ მიმავალი ბილიკი "
თავი 18- " სინათლის მაძიებელი ვამპირი "
თავი 19- " ბასრი წვეტი "
თავი 20- " სიყვარულის ელექსირი "
თავი 21- " ნარჩენების ძალა "
თავი 22- " ღალატის გემო "
თავი 23- " სიკვდილის მომასწავებელი ზარები "
თავი 24- " საყვარელი მსხვერპლი "
თავი 25- " ტკბილი, მაგრამ სახიფათო "
თავი 26- " აივოლიერნების სახელმწიფოები "
თავი 27- " ცეცხლით ნაკოცნი "
თავი 28- " ღამის ყვავილი "
თავი 29- " ბრილიანტი "
თავი 30- " მდუმარენი "
თავი 31- " არჩევითი იარაღი "
თავი 32- " ველური მომთაბარეები "
თავი 33- " ვესპერსისი "
თავი 34- " ღამეული შეტაკება "
თავი 35- " მოწამლული სისხლი "
თავი 36- " ქვის გული "
თავი 37- " მწარე მახვილი "
თავი 38- " ლამაზი ბოროტება "
თავი 39- " ქარიშხლის მომასწავებელი "
თავი 40- " ტყუილები და საიდუმლოებები "
***
თავი 41- " უკანასკნელი მხედარი "
თავი 42- " ცეცხლის აღზევება "

თავი 3- " სკეპტრონის ხმლის ცერემონიალი "

80 8 21
By _whoisliluu_

მონატრებული მეგობრების ნახვისა და მოლხენის შემდეგ ეირლისი საკუთარი ოთახისკენ გაემართა.
ქალაქიდან დაბრუნების შემდეგ თავის ტკივილმა საშინალად შეაწუხა ამიტომ კიბეები აირბინა და ოთახის კარები შეაღო. კაბა გაიხადა და საწოლისკენ გაემართა. თავის ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მისი ტვინი უკვე ნელ-ნელა აფეთქებისკენ მიიწევდა ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოსდა ვიღაც თავში უროს გამეტებით ურტყამდა და როდესაც თავის ტკივილმა დაძინების საშუალება არ მისცა სამეფო კარის ექიმების ოთახისკენ გაემართა, მაგრამ ოთახი დატოვა თუ არა ბარბაცი დაიწყო, გონება ნელ-ნელა დაებინდა და მალევე იატაკზე უგონოდ დაეცა.
მისმა სხეულმა ამ წამს ისეთი გრძნობა განიცადა თითქოსდა ერთი სამყაროდან
მეორე სამყაროში გადაინაცვლა.

- რა ხდება? - ირგვლივ მიმოიხედა გოგონამ და კოჭებამდე წყლით სავსე, ბნელ ოთახში სიარული დაიწყო.
ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, ბუზის ბზუილიც კი არ ისმოდა და არაფერი ჩანდა, ირგვლივ ყველაფერი შავი იყო, გოგონას თავი სიზმარში ეგონა, ეს ეს იყო უკან უნდა გამობრუნებულიყო როდესაც მისი მზერა სადღაც შორს მოცემულმა ბავშვის სილუეტმა მიიპყრო. დაუფიქრებლად გაემართა იქით სადაც ბავშვი ფანტანის გვერდით იჯდა და წყალში ხელებს აჭყაპუნებდა.

- ჰეი, პატარავ! - შეჰყვირა ეირლისმა ბავშვის სილუეტს რომელიც სინამდვილეში თავად ეირისი იყო ოღონდ წლების წინ. - აქ მარტო ყოფნა სახიფათოა! შეიძლება რაიმე იტკინო! - ეირლისი ბავშვისკენ წაიწია და ხელის დავლება სცადა, მაგრამ მან ეს გააკეთა თუ არა გოგონას სხეული წამიერად სადღაც აორთქლდა შემდეგ კი კვლავ ეირლისის წინ გაჩნდა. მოცემული სიუჟეტმა გამეორება იწყო და ამჯერად ეირლისმა გადაწყვიტა ბავშვს არ მიკარებოდა, მხოლოდ შორიდან ედევნებინა მისთვის თვალი.
თეთრთმიანი გოგონა მხიარულად იჯდა ფანტანთან და თავისი პაწაწინა ხელებით თავის ცხოველს ეფერებოდა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა ეირლისის თვალთახედვიდან, მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ ფანტანს მამაკაცის სხეული მოუახლოვდა.
კაცს მოსასხამი მოეხურა და ძალიან კარგად მალავდა საკუთარ ვინაობას ერთადერთი რაც შესამჩნევი გახლდათ მისი თვალები იყო და რაც ყველაზე მეტად გასაკვირი ეს მამაკაცის ვარდისფერი თვალები იყო.
ზუსტად იმდაგვარი თვალები როგორიც ეირლისს აქვს.
გოგონამ გააყოლა თვალი სანახაობას, დაინახა თუ როგორ მიუახლოვდა უცნობი პატარას და დაინახა თუ როგორ გადაიძრო მან მოსასხამი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად აძრწუნებდა ის იყო, რომ კაცის სახეს ვერ ხედავდა.
მამაკაცს სახე წაშლილი ჰქონდა. მთლიანი სახე წაშლილი ქონდა თვალების გარდა.

- არ მიეკარო! - დაიყვირა ეირლისმა როდესაც მამაკაცმა გოგონას ნიკაპზე მოჰკიდა ხელი, მაგრამ როგორც მოელოდა საკუთარი ხმა სილუეტებს ვერ მიაწვდინა. დაინახა და გაიგონა თუ როგორ უჩურჩულა უცნობმა გოგონას რაღაც და გაიგონა გოგონას პასუხიც.

- უნდა გეშინოდეს.. ჩვენი მუდამ უნდა გეშინოდეს.. გვიცნობ თუ არა ჩვენნაირების უნდა გეშინოდეს და გაგვირბოდე. - მამაკაცის სიტყვების გამომდინარე ისეთი წარმოსახვა შეგექმნებოდა თითქოსდა პატარა გოგონა მათ არ გაურბოდა და მხოლოდ ამიტომ მათ აბრაზებდა. პატარა ეირლისმა საყვარლად გადაიხარხარა და ვარდისფერი თვალები აუნათდა.

- მე შემიძლია გიცნოთ და გიცნობთ კიდეც, მაგრამ თქვენი არ შემეშინდება, არასდროს, აღარ შემეშინდება. - შემდეგ კი ეირლისის თვალებმა იხილა თუ როგორ გამოესახა გოგონას ხელზე ვარდისფერი ნათება და დაინახა თუ როგორ სასტიკად მოკლა გოგონამ მამაკაცი. ბავშვი სისხლის გუბეში იწვა და თვალები საშინლად ჩაშავებოდა.

- მას უნდა მივუახლოვდე. - გოგონასკენ წასვლა სცადა, მაგრამ ზუსტად ამ დროს იმ სამყაროს მოსწყდა და რეალობაში დაბრუნდა. თვალები გაახილა და მაშინვე შეამჩნია, რომ ელეაზარის ოთახში, ელეაზარის საწოლზე იწვა, მის გვერდით რეიანა და რაიანა წამოწოლილიყვნენ, მის ფეხებთან კი ელეაზარი მთელ სიგანეზე გაშხლართულიყო.

- ელეაზარ მომშორდი! - შეუღრინა ეირლისმა და ბიჭი საწოლიდან გადააგდო.

- ჯანდაბა ეირლის.. - ტკივილისაგან ამოიხვნეშა ელეაზარმა და ზურგზე ხელი მოისვა. ელეაზარისა და ეირლისის გაღვიძებამ კი რეიანა და რაიანაც შეაღვიძა.

- გაიღვიძე? - რეიანამ, ეირლისს სახეზე ხელი შეახო და იგი ახლოდან შეათვალიერა.

- რა მოხდა? რა მომივიდა?

- გონება დაკარგე, ელეაზარმა გიპოვა თავისი ოთახის კარებთან გათიშული და მაშინვე შეგვატყობინა, ძალიან ვინერვიულე, ასე უცებ რა უნდა მოგსვლოდა.. წესიერად არ იკვებები?
თუ წესიერად არ გძინავს?

- დედაჩემს და მამაჩემს ამის შესახებ არ უთხრათ კარგით?

- კი, მაგრამ.. - ეირლისმა ბიჭს გამაფრთხილებელი მზერით გახედა და როდესაც დარწმუნდა მართლა აპირებდა ხმის ამოღებას და დღევანდელი ამბის ტრიბერიუსისთვის მოყოლას იქვე მყოფი, ოქროსფრად მოოქროვილი ბალიში აიღო და იატაკზე წამომჯდარ ელეაზარს ესროლა. - კარგი ხო არაფერს არ ვიტყვი.

- ასე უცებ რა დაგემართა? საღამოს მშვენივრად იყავი. - ელერისის კალთაში თავი ჩადო რაიანამ.

- ძალიან უცნაური იყო.. თითქოსდა სიზმრების სამყაროში გადავინაცვლე.. სიზმარი ვნახე და დარწმუნებული არ ვარ ეს სიზმარი იყო თუ ოდესმე მართლა მოხდა..
გოგონა ვნახე, თეთრი თმითა და ვარდისფერი თვალებით.

- ისეთივე როგორიც შენ?

- შეიძლება ეგრე ითქვას, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდა იყო.. ჩემი პატარა ვერსია? - ელეაზარი საწოლზე ჩამოჯდა და ეირლისის მონაყოლის მოსმენა იწყო. - იქ ასევე კაციც იყო, რომელიც ამ გოგოს აშინებდა. გოგონას ენერგიის აფეთქების შესაძლებლობა გააჩნდა და ამის საშუალებით იგი გაანადგურა. -
ენერგიის აფეთქების ხსენებისას ელეაზარმა და ეარლისმა ერთმანეთს გადახედეს.

- კი, მაგრამ ენერგიის აფეთქების მაგია ხომ გადაშენებულია? ათასწლეულებზე მეტია არავინ გამოჩენილა რომელსაც ეგ მაგია ჰქონოდა. - ელეაზარისთვის უხერხული სიტუაცია ჩამოწვა. არ სურდა გაემხილა თავისი შესაძლებლობების შესახებ იმისდამიუხედავად, რომ რეიანა და რაიანა მისთვის დებივით იყვნენ და მათი ნდობა შეიძლებოდა.

- უბრალოდ სიზმარი იყო მეტი არაფერი დავივიწყოთ რა. - ეირლისმა თვალები მოისრისა და საწოლიდან წამოდგა. - რამდენი ხანი მეძინა?

- საკმაოდ დიდი ხანი გეძინა, უკვე გათენებულა. - ელეაზარი ზანტად წამოდგა და გოგოები ოთახში მარტომს დატოვა.

- როგორ მიდის სამეფო საქმეები კურანკანში? სამეფოების დამაკავშირებელი რუნები დაგახატეს? მტკინვეული იყო? შეგიძლია მაჩვენო? - კითხვები მიაყარა ეირლისმა, რეიანას. რეიანამაც ნელ-ნელა მისთვის საინტერესო პასუხების გაცემა იწყო.

- კი, სხვათაშორის საკმაოდ მტკინვეული იყო, თვეების განმავლობაში მეწვოდა და ვერ ვიცხრობდი. კაბის შესახსნელი შემიხსენი და იქ იხილავ დამაკავშირებელ რუნებს. - ეირლისმა რეიანას კაბის შესახსნელი ცოტათი შეხსნა და მალევე შენიშნა ოთხი სამეფოს ნიშანი რომელიც რეიანას ზურგზე გამოსახულიყო და ნელ-ნელა დაუსვა თითები თითოეულ მათგანს.
კურანკანის სამეფოს ნიშანზე წითლად გამოსახულიყო წმინდანი დრაკონი ალარონი.
ესთრიას სამეფოს ნიშანზე მწვანედ გამოსახულიყო წმინდანი დრაკონი მილარონი.
ნათელი ოკეანის სამეფოს ნიშანზე თეთრად გამოსახულიყო წმინდანი დრაკონი თალარონი.
ბნელი ოკეანის სამეფოს ნიშანზე კი შავად გამოსახულიყო წმინდანი დრაკონი გალარონი.

- ეს ყოველივე ისეთი ლამაზია..

- ეს ყოველივე არ არის! - მათ შუაში ჩაუხტა რაიანა. - იცი ეირლის ჩემი შესაძლებლობა აღმოვაჩინე, ამაში რეიანას ვაჯობე. - რეიანამ სახე დამანჭა და დას ბეჭზე უჩქმიტა.

- ის, რომ ჩემი შესაძლებლობა არ მიპოვია არ ნიშნავს იმას, რომ ჩემზე ძლიერი ხარ.

- მე არ მითქვამს, რომ შენზე ძლიერი ვარ დაიკო, უბრალოდ გასაკვირია როგორ არაჩვეულებრივად მართავ სამეფოს როდესაც საკუთარი შესაძლებლობა არც კი გიპოვია.
არაჩვეულებრივი ხარ. - რეიანას ლოყაზე აკოცა, რის შემდეგაც თავში ხელის წამორტყმა დაიმსახურა.
- იდიოტი ხარ რეიანა! - გაჰყვირა რაიანამ და დაშლილი ნაწნავების შესწორება იწყო.

- დღე სკეპტრონის ხმლის ცერემონიალია.. - დამწუხრებული ხმის ტონით წარმოსთქვა ეირლისმა და თეთრი კაბა ტანზე მოირგო.
თეთრი კაბა რომელიც მის მთელ სხეულ ფარავდა, წელზე ლამაზად გამოყვანილი, ოქროსფერი დეკორატებით, ფუმფულა და ფართო სახელურებით.

- სულ დამავიწყდა, რომ ეს დღეს იყო.
გუშინ იმდენი რამ მოხდა, რომ სკეპტრონის ხმლის ცერემონიალი ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. - რეიანამ სხეულზე წითელი კაბა მოირგო, წინა ნაწილი მუხლს ზემოთ იყო, უკანა ნაწილი კი კოჭებამდე იშლებოდა, წელზე ქამრით ლამაზად გამოყვანილიყო,
ხელებზე კი ლამაზი დეკორატიული ზოლებით შეელამაზებიათ.

- ძალიან მინდა ერთხელ მაინც შევეხო იმ ხმალს, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევენ. - დაიწუწუნა ეირლისმა და საწოლზე გადაწვა.

- სკეპტრონის მახვილი სახუმარო თემა არ არის ეირლის. დამპირდი, რომ დღეს რაიმე სისულელეს არ ჩაიდენ და შესაძლებლობას მოგვცემ წესიერად გადავაგოროთ ეს დღე. -
ეირლისმა საპასუხოთ ნაზად გაიღიმა შემდეგ კი გოგონებთან ერთად ელეაზარის ოთახი დატოვა.
სასადილოდ ჩასულთ ხალხი უკვე ადგილზე მისულნი დახვდათ.
ტრიბერიუსი როგორც ყოველთვის მაგიდის თავში იჯდა, მაგიდის მეორე ბოლოში კი დანიერისია იჯდა და საკვებს შეექცეოდა.

- როგორც იქნათ მოხვედით, ზუსტად თქვენ გელოდებოდით, დაჯექით. - ტრიბერიუსმა სკამებზე ანიშნა და გოგონებიც მალევე ერთმანეთის გვერდით დაჯდნენ.

- გავიგე შენი შესაძლებლობა გიპოვია.
ტრიბერიუსმა ხორცი დაჭრა და რაიანას გახედა, რომელიც სალათს შეექცეოდა.

- დიახ, ვიპოვე ჩემი შესაძლებლობა და საკმაოდ კმაყოფილიც დავრჩი.

- და რა არის შენი შესაძლებლობა ძვირფასო? - რაიანამ ლუკმა გადაყლაპა შემდეგ კი საუბარი გააგრძელა.

- კარგი სამიზინე ტრიბერიუს.

- შთამბეჭდავია, ესეიგი უკვე საკუთარი საბრძოლო იარაღიც აირჩიე ხომ ასეა?

- დიახ, მახვილი და წითელი მათრახი. კმაყოფილი გამომეტყველებით წარმოსთქვა რაიანამ და ხელებში მათრახი და მახვილი შეათამაშა.

‐ იმედია მოგვიანებით გამოვნახავ დროს და შენთან ერთად სანადიროდაც წავალ, აქამდე გიცდია ნადირობა? - რაიანამ უარის ნიშნად თავი გააქნია. - ჩემთვის უკეთესი იქნება, ამასთან ერთად მინდა შეგვატყობინოთ, რომ ცოტა ხნით სტუმრები გვეყოლება. - ყველამ ცნობისმოყვარედ ახედა ტრიბერიუსს და ელოდნენ თუ როდის იტყოდა თუ ვინ იქნებოდა მათი სტუმარი.

- ტრიბერიუს საყვარელო ვინ გვესტუმრება? - ვეღარ მოითმინა და ბოლოს მაინც იკითხა დანიერისიამ.

- ბნელი ოკეანის მეფე, პრინცი და მთავარსარდალი. - რეიანას სასმელი გადასცდა და ხველა აუტყდა.

- ტრიბერიუს შენს სამეფოში გვიყრი ყველა ჩვენგანს თავს თუ რა ხდება?

- ღმერთო როგორ დაიგრძელა ამან ენა ცოტა მიაჭერით ძალიან კარგი იქნება ყველა ჩვენგანისთვის, რაც კურანკანის სამეფოს დედოფალი გახდა ყველაფერს სხვანაირად უყურებს და ყველაფრის გაგება სურს.

- სწორედ იქცევა ჩემი წითური გოგო. -
გაიღიმა დანიერისიამ და რეიანას ხელი ჩაჭიდა. - დედაშენივით ლამაზები ხარ.. ორივე.

- ფრეიასა და შენ კარგი ურთიერთობა გქონდათ არა? - ის ფაქტი, რომ მათი მეგობრობა წარსული ფორმით მოიხსენიებოდა დანიერისიას გულს სტკენდა.

- ერთ დროს ჩემო საყვარლებო.. მე და დედაშენი კარგი მეგობრები ვიყავით.. - ტუჩები მოკუმა დანიერისიამ.

- რა დაემართა თქვენს მეგობრობას? - ცნობისმოყვარედ გახედა რაიანამ.

- ცხოვრება სასტიკია რაიანა საყვარელო.. იმდენად სასტიკი, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანების დათმობა და განწირვაც კი გვიწევს.. - სადილის დარჩენილი დრო სრულიად სიჩუმეში გაატარეს, ერთადერთი რისი ხმაურიც ისმოდა ეს
დანა - ჩანგალის ერთმანეთზე გასმის ხმა იყო.

- ნორა მოდი ალაგებაში
მოგეხმარები. - ნაზად გაიღიმა ეირლისმა და დასვრილი ჭურჭლის ალაგება დაიწყო.

- პრინცესა არ არის საჭირო! ნუ შეწუხდებით! - ხელებში წვდა ეირლის, მაგრამ როდესაც ეირლისი რაღაცას გადაწყვეტდა მის გადარწმუნებას ვერავინ ვერასოდეს ვერ მოახერხებდა, ამიტომ მოსამსახურეებთან ერთად მაგიდის ალაგებას შეუდგა და ჭურჭელი ნელ-ნელა სამზარეულოში გაზიდა.

- მგონი ეს ბოლოა. - ეირლისმა მაგიდა შეათვალიერა. - ნორა ბოლოა. შემთხვევით ამანდა ხომ არ გინახავს?

- თქვენი პირადი მოსამსახურე? დიახ ვნახე მე გავუშვი წყაროზე დოქით წყლის მოსატანად. - ეირლისმა ნორას საპასუხოდ გაუღიმა შემდეგ კაბა შეისწორა და ამანდას მოსაძებნად წყაროსკენ გაემართა.
დაბრეცილ ბილიკს გაუყვა და მალევე მიუახლოვდა მოჩუხჩუხე წყაროს რომლისკენაც ამანდა დახრილიყო და დოქით წყალს ეზიდებოდა.

- ვშიშობ დახმარება გესაჭიროება.

- პრინცესა. - თავისი პრინცესის წინაშე ქედი მოიხარა ამანდამ.

- დახმარება ხომ არ გინდა? - ამანდამ უამრავ ცარიელ დოქს გახედა შემდეგ კი ტუჩზე იკბინა.

- იცი დახმარება არ მაწყენდა, მაგრამ იცოდე ფრთხილად იყავი, რომ ჩავარდე და დასველდე გამორიცხული არ არის, რომ გაცივდეთ. - ამანდამ ეირლისს დოქები მიაწოდა, მალევე კი ორივემ საუბრის ფონზე იწყეს წყლის ზიდვა.
ბოლო დოქი იყო დარჩენილი ეირლისმა ხელი დაავლო და წყლით აავსო, ერთი დოქი ხელში დაიკავა, მეორე მხრებზე შეიდო და მარცხენა ხელით დაიკავა.

- მადლობა დახმარებისთვის. - ნაზად გაიღიმა ამანდამ და სველი ქერა თმები დაიწურა.

- ამანდა მგონი გაციება შენ უფრო გელის ვიდრე მე. - ჩაიცინა ეირლისმა და გოგონას მხარზე ხელი მიარტყა.
- სერიოზულად არ გაცივდე სასახლეში, რომ დავბრუნდებით ცხელი ჩაი დალიე და ტანისამოსი გამოიცვალე.

- პრინცესავ მე უნდა ვიზრუნო თქვენზე თუ პირიქით თქვენ ჩემზე?
ამანდა ბალახებში გაიჭრა და ეირლისი ცოტათი უკან ჩამოიტოვა.
- გავიგე, რომ სასახლეში სტუმრად ბნელი ოკეანის სამეფოდან მეფე და თავისი მხლებლები მოდიან, მართალია?

- მართალია, დღეს სკეპტრონის ხმლის ცერემონიალს დაესწრებიან შემდეგ კი ცოტა ხნის განმავლობაში ჩვენთან სასახლეში იცხოვრებენ.

- პრინცესა მსმენია, რომ ბნელი ოკეანის მეფე ხეიდენი ისეთივე ძლიერია როგორც წმინდანი დრაკონი გალარონი, ამბობენ მისი თვალები ისეთივე ყვითელია როგორიც კატის, ხოლო მისი კბილები ისეთივე ბასრია როგორიც ვამპირის.
იქნებ მეფე თქვენით დაინტერესდეს?

- ამანდა გეყოფაა! შეიძლება ვინმემ გაგიგოს და არასწორად გაიგოს!
დაპანიკდა ეირლისი და ირგვლივ მიმოიხედა. ამანდა კი ეირლისის რეაქციის დანახვისას გულიანად იცინოდა და დასამშვიდებლად ზურგზე ხელს უსვამდა.

- ნუ გეშინია პრინცესა აქ ამ დროს არავინ დადის.

- არაფრისაც არ მეშინია. - ეირლისმა ხელი ახურებულ ლოყებზე მიიდო და ღრმად ამოისუნთქა.

- პრინცესა არ მიდიხართ?

- მე.. მე.. მოვდივარ!

༒︎༒︎༒︎
ბნელი ოკეანის სამეფოში როგორც ყოველთვის სიბნელე სუფევდა, ზეცა წვიმისთვის ემზადებოდა და ზეცასთან ერთად მოქალაქეებიც საკუთარ სახლებში შეყუჟულიყვნენ.
ქალაქის ქუჩებში ნახევარ ელფების ხმა არ ისმოდა, ერთადერთი რაც ხმაურს იწვევდა ეს ხეიდენის ფეხის ნაბიჯები იყო, რომელიც სასახლისკენ მიიწევდა.
ბნელი ოკეანის სამეფო შავი ალმასებით იყო სავსე, ირგვლივ შავი ბრილიანტები კი ლამაზად ირეკლავდნენ სილუეტებს.
ხეიდენი კარიბჭეს აღებს და სასახლის ეზოში შედის მალევე დაუფიქრებლად მიემართება სატახტო ოთახისკენ იმ იმედით, რომ იკარიუზს იხილავდა, მისი მოლოდინები გამართლდა კიდეც.
სასახლის ჩამქვრალ ჭაღთან ახლოს ჰაერში იკარიუზი დამჯდარიყო და თვალები დაეხუჭა, რომ არა ხეიდენის შეძახილება სავარაუდოდ არც კი გაიღვიძებდა.

- ხეიდენ როგორ გამიხარდა შენი ხილვა. როგორ ჩაიარა შენმა საღამომ კურანკანის დედოფლის გვერდით?
ხეიდენმა ტელეკინეზის საშუალებით იქვე მყოფი ღვინის ბოთლი იკარიუზისკენ გაიქნია, ბიჭმაც ოსტატურად აიცილა და ბოთლი კედელს ხმაურით შეასკდა. - ასეთი აგრესიაც არ არის საჭირო დიდო ბიჭო.

- ქვევით ჩამოდი და წესიერად მოიქეცი, ხომ გსურდა სასახლე დაგეტოვებინა ხოდა გაემზადე მთავარსარდალო მომყვები. - იკარიუზმა ხელი გაატკაცუნა და მალევე ხეიდენის გვერდით აღმოჩნდა.

- როდის მივემართებით?

- რამოდენიმე საათში, მოსამზადებლად დრო მხოლოდ ორი საათი გაქვს, არც მეტი, არც ნაკლები.

- კი, მაგრამ..

- დროის ათვლა დაიწყო. - ხეიდენმა ქვიშის საათი გადაატრიალა სამეფო ტახტზე დასასვენებლად მიჯდა და გვირგვინი მოიხსნა. გვირგვინიც კი შავი ფერის ალმასებიდან იყო დამზადებული, როგორც წინასწარმეტყველები ამბობენ თუ ბნელი ოკეანის მეფის გვირგვინს ღმერთებისთვის შეუსაბამო მემკვიდრე დაიდგამს, გვირგვინი დაიშლება, შემდეგ კი უწმინდურ ცეცხლში დაიწვება. წინასწარმეტყველებს ახალი სამეფოს სისხლზე უარი კიდევ ამის გამოც არ განუცხადებიათ. როდესაც ხეიდენმა გვირგვინს ხელი მოჰკიდა, შემდეგ კი თავზე დაიდგა, მას არაფერი არ მოსვლია, პირიქით წამიერად ბზინვარებდა კიდეც.

- შენსას მაინც არ ეშვები ძმაო არა?
გვერდით მიუჯდა თიდერიუსი, ღვინის ჭიქებში ღვინო ჩამოესხა და სასახლის ოთახებში ტანსაცმელებით მორბენალ იკარიუზს აკვირდებოდა.

- ხომ იცი მანამ არ მოვისვენებდი სანამ გუშინდელი საქციელისთვის სამაგიეროს არ გადავუხდიდი.

- ძმაო რა გეშველება.. სამასი წლის მამაკაცი ხარ და ამ ასაკის არაფერი გეტყობა. - ხეიდენმა ბიჭს გვერდულად გახედა.

- შენც ჩემზე არანაკლები ხარ. - ცხვირი აიბზუა ხეიდენმა.

- შენზე მთელი ასი წელისადით უმცროსი ვარ.

- ერთიდაიგივეა. - თიდერიუსმა თავი გააქნია შემდეგ კი ღვინით სავსე ჭიქა ხეიდენს მიაწოდა.

- ხომ იცი არა, რომ ვერ ვსამ?
თიდერიუსმა მალევე ჭიქა უკან გაწია.

- მაპატიე აღარ მახსოვდა. - ალბათ
მეფობის მხრივ ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა თავად ხეიდენისთვისაც, მისი სხეული ალკოჰოლს ვერ იტანდა ამიტომ ერთი ყლუპიც კი მის სიმთვრალეს იწვევდა.
როდესაც დათვრებოდა კიდევ რას აკეთებდა ეს თავადაც არ იცოდა.

- მზად ვარ! - დაიყვირა იკარიუზმა და რამოდენიმე ბარგი გამოათრია.

- სერიოზულად? იკარიუზ ამდენი რა მოგაქვს? - იკარიუზმა თავი მოიფხანა და ბარგების გადანაწილება იწყო.

- ამათ მეეტლები წამოიღებენ, შენ კიდევ პარიკი არ დაგავიწყდეს.
ხეიდენმა ქერა, ზედმეტად რეალისტური პარიკი იკარიუზს თავზე მოარგო შემდეგ კი ბიჭს შორიდა დააკვირდა.

- ზედმეტად არ ვარგა არა?

- ამმ.. - მზერა იკარიუზს აარიდა თიდერიუსმა და ხეიდენს თავში უჩურჩულა.

" ეს ჯანდაბა საიდან მოიტანე?! "

ხეიდენი თავის თავში ხმის გაგონებისას წამიერად შეხტა, მაგრამ შემდეგ გაიაზრა, რომ ეს უბრალოდ თიდერიუსის შესაძლებლობა იყო.
იკარიუზის გადმოსახედიდან
" ადამიანის თავებში საძრომიალო მაგია. "

- მოდი იქნებ სხვაც ვცადოთ?
ჯიბიდან სხვა სახის პარიკებიც ამოაძვრინა ხეიდენმა შემდეგ კი სათითაოდ იწყო მათი იკარიუზის თავზე მორგება. ოცამდის პარიკი უარყვეს და ბოლოს როდესაც საბოლოოდ იმედი გადაეწურათ, სწორედ მაშინ გამოჩნდა შავი ფერის პარიკი, რომელიც თითქოსდა იკარიუზისთვის შექმნილიყო.

- მგონი ეს კარგია.. - ჩაიჩურჩულა ხეიდენმა და იკარიუზს სარკე მიაწოდა. იკარიუზმაც შეათვალიერა სარკეში საკუთარი სილუეტი და მალევე კმაყოფილი ხმის ტონით დაიწყო საუბარი.

- არაჩვეულებრივია, იმედია ისე კარგად დაწებდება, რომ საერთოდ დამავიწყდება ჩემი უჩვეულო გარეგნობის არსებობა. - იკარიუზმა რამოდენიმე საათში პარიკი წესიერად დაიწება პარიკი შემდეგ კი სამივემ ერთად აიღეს გეზი ნათელი ოკეანის სამეფოსკენ..

༒︎༒︎༒︎

- მამა. - სასახლის კარები შემოაღო ისარიუსმა, ოცდარვა წლამდე ახალგაზრდა, შავი თმებითა და საკმაოდ ლამაზი ყავისფერი
თვალებით.
ბიჭი დანიშნულების ადგილას მივიდა თუ არაა პირდაპირ მამისკენ დაიძრა, მის წინ ფეხი მოიდრიკა შემდეგ კი ხელზე ეამბორა, იგივე აქტივობა დედასთანაც გაიმეორა შემდეგ კი ეირლისის გვერდით დადგა.

- მიხარია შენი ხილვა შვილო.

- მეც მოხარული ვარ მამა.
ტრიბერიუსმა თავის შვილებს შორიდან გახედა და წამიერად გულში სითბო ჩაეღვარა.. ისარიუსით ძალიან ამაყობდა, მთელი იმედებს მასზე ამყარებდა და უმიზეზოდ სჯეროდა იმის, რომ ისარიუსი ხმლის ამოღებას შეძლებდა.

- მზად ხარ, რომ შეერკინო უძლიერეს მახვილს?

- რათქმაუნდა მამა, ჩემი იმედი გქონდეთ.

- მაქვს კიდეც.. არა მარტო შენი, შენი იმედიც მაქვს ჩემო თოვლის ფიფქის მსგავსო, ქათქათა პრინცესავ.
ტრიბერიუსმა ხელები გაშალა და თავისი პრინცესა გულში ჩაიკრა.
ეირლისის თავში კი მხოლოდ ერთი რამ ტრიალებდა, უნდოდა მამასთვის ეთხოვნა შეეძლო მას თუ არა ხმლის ამოღების ცდა, მაგრამ წინასწარ იცოდა პასუხი ამიტომ ცდილობდა არ შეემჩნია და არც ხმა ამოეღო ამის შესახებ სადმე.

- როდის მომეცემა შესაძლებლობა, რომ მახვილი ამოვიღო?

- როგორც კი ბნელი ოკეანის სამეფოდან სამეფოს წევრები ადგილზე იქნებიან. - ეირლისი მამის სიტყვებს უსმენდა და რატომღაც ძალიან აინტერესებდა თუ ვინ იყო იმდროინდელი მეფე ბნელი ოკეანის სამეფოსი.
ხეიდენს და თავის ჯგუფს ბევრი არც დაუგვიანებია, ისარიუსის მოსვლიდან ოციოდე წუთში გაისმა სამეფო მცველების ხმა, რომლებიც იტყობინებოდნენ, რომ ბნელი ოკეანის მეფე სასახლეს მოუახლოვდა. ხმა გაისმა თუ არა რამოდენიმე წუთში გაისმა კარებების გაღების ხმა და რამოდენიმე წამში სატახტო ოთახში გამოჩნდა სამეული.
ხეიდენი, თიდერიუსი და იკარიუზი ერთმანეთის გვერდით იდგნენ და მათი შავ - თეთრი თანისამოსი ლამაზად აჭრელებდა იქაურობას.
რეიანა იკრიუზისკენ იყურებოდა, ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოსდა ადრე ნანახი ჰყავდა, მაგრამ ვერ იხსენებდა თუ საიდან ახსენდებოდა ბიჭი.

- ტრიბერიუს! - მხიარულად წარმოსთქვა ხეიდენმა და მეფის წინაშე ქედი მოიხარა, იგივე გაიმეორეს თიდერიუსმა და იკარიუზმაც.

- დროული იყო ჩემო ბიჭო. - მხარზე
ხელი მიჰკრა ხეიდენს და ხელით წამოაყენა, ხოლო ახლა პრინცისკენ შეტრიალდნენ და თავი დაუკრეს, ისარიუსმაც იგივე გაიმეორა.
როდესაც ეირლისისკენ შეტრიალდნენ და მუხლის მოდრეკა სცადეს ეირლისისგან ხელის აწევით გაჩერდნენ.

- არ მჭირდება ასეთი სახის პატივისცემა, არ ხარ ვალდებული ჩემს წინაშე ქედი მოიხარო, ამიტომ მეორედ თავი არ შეიწუხო. - ხეიდენმა გოგონას ქვევიდან ახედა და ის უკეთესად შეათვალიერა, მის საქციელზე ჩაეცინა, მაგრამ ლაყბობა აღარ გაუგრძელებია, იგივეს სამწუხაროდ იკარიუზზე ვერ ვიტყვით.
რეიანა და იკარიუზი ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ, იკარიუზი ცნობდა მას, მაგრამ რეიანა ვერ იხსენებდა თუ სად ნახა და საიდან ახსოვდა მას მამაკაცი რომელიც მის წინ იდგა.

- დედოფალო.. - რეიანას ხელი აიღო იკარიუზმა და მაგრად დაექაჩა.

- აუჩ.. - ტკივილისგან ამოიხვნეშა რეიანამ და მთავარსარდალს გაკვირვებულმა გახედა, იკარიუზი მის ხელს ეამბორა და ყველასგან შეუმჩნევლად ხელზე უკბინა კიდეც.
- შეშლილი ხარ.. - ამოიჩურჩულა მხოლოდ იკარიუზის გასაგონად და ეს მოახერხა კიდეც.

- რაიანა სად არის? - სამეფო ოთახში შეკრებილ ხალხს თვალი მოავლო ტრიბერიუსმა. - ან რაიანა, ან ელეაზარი სად არიან? - მალევე ოთახში თავისტეხვით შემორბის ორი ახალგაზრდა, რომელიც ერთმანეთზე უარესად გამოიყურება, თმები აჩეჩვოდათ და სახის კუთხეებში ნაკაწრები ემჩნეოდათ. - რა დაგემართათ? - სერიოზული გამომეტყველებით იკითხა ტრიბერიუსმა და ბავშვები შორიდან შეათვალიერა.

- მომიტევეთ მეფეო დაგვიანებისთვის ჩვენ შევყოვნდით, დაცვას ვერ დავაჯერეთ ჩვენი ვინაობა. -
ტრიბერიუსმა წარბები აწია.

- როგორ მოახერხეთ და როგორ დააჯერეთ? - რაიანამ ხელზე შემოხვეულ მათრახს დახედა და ჰაერში აწია. - ესეიგი ძალის გამოყენებით შემოაღწიეთ სასახლეში.

- ასეა, ძალიან ხომ არ დავაგვიანეთ?
ელეაზარმა იქვე მყოფთ თვალი მოავლო და ერთად მყოფ ტრიოსკენ დაიძრა.

- ელეაზარი, ესთრიადან. - ელეაზარმა ბნელი ოკეანის სამეფოდან მომავალნი გაიცნო იმისდამიუხედავად, რომ არც ერთის და არც მეორის ვინაობა არ აინტერესებდა, შემდეგ კი თავის მეგობრებს დაუდგა გვერდში.
რამოდენიმე საათში კი ოკეანის ნაპირას, ჩარჭობილი სკეტრონის ხმლის გარშემო უამრავი მოქალაქე თუ სამეფოს წევრი შეკრებილიყო, მზიანი, თბილი დღე იყო ამინდიც ხელს უწყობდა ისარიუსს და ამას გამარჯვებად თვლიდა.
ისარიუსმა მოსაცმელი გაიხადა, მოსაცმელს კი ჩექმა მიაყოლა, თავისი მახვილი და მშვილდისარი იქვე მიყარა შემდეგ კი წყალში შეცურა.

- როგორ ფიქრობ გამოუვა?
ჩურჩულებდნენ რაიანა და რეიანა.

- შეუძლებელია, მეფე ისაკანის შემდეგ მახვილის ამოღებას ვერავინ შეძლებს. - სრული სიმშვიდით წარმოსთქვა მეფის თავში მდგომმა რეიანამ და წითელი კაბა შეისწორა.
ისარიუსი კი წყალში მახვილის ამოძვრენას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. საათების განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რამდენი გზით არ მოუარა მახვილს, როგორ აღარ ეცადა, რომ ამოეღო, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. - როგორც ვამბობ ხოლმე.. მახვილის ამოღებას ვერავინ შეძლებს. - ტრიბერიუსმა გოგოებს გამაფრთხილებელი მზერით გახედა, გოგოებიც მალევე მიდუმდნენ.
ეირლისი ელეაზარისა და ხეიდენის შორის იდგა და იქიდან გაჰყურებდა სანახაობას, წამიერად იჭერდა ხოლმე მეფის მზერასაც, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა იგნორი გაეკეთებინა.

- მამა. - ვეღარ მოითმინა ეირლისმა და მამისკენ დაიძრა.

- გისმენ შვილო?

- მინდა ხმლის ამოღება მე ვცადო.
ეირლისის ამ ერთმა წინადადებამ იქ შეკრებილი ყველას ყურადღება მიიპყრო. ახლა უამრავი თვალი აკვირდებოდა პრინცესას რომელმაც საკუთარი თავი ლომებს დასაგლეჯად მიუგდო.

- ხომ არ შეიშალე? მდედრს ხმლის ამოღება ჯერ არ შეუძლია, შემდეგ კი გგონია ნებას მოგცემ სასიკვდილოდ გაგწირო?

- გთხოვ მამა.. მხოლოდ ამ ერთხელ მომეცი ნება გავაკეთო ის რაც ჩემს გულს სურს. - ტრიბერიუსი ქალიშვილს აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩებოდა.

- იცი არა, რომ თუ მახვილს ვერ ამოიღებ სიკვდილით უნდა დაისაჯო?
ეირლისმა თავი დააქნია თანხმობის მიღების შემდეგ კი საკუთარი სხეული უამრავი ნაჭრისგან ნელ-ნელა გაინთავისუფლა.

- ელეაზარ შეგიძლია მომეხმარო?
ელეაზარის მაგივრად მისკენ ხეიდენი დაიძრა და ნელ-ნელა შემოაძრო თეთრი მოსასხამი.

- გამბედავი გოგო ხარ.. - ეირლისის შეკრული თმები შეხსნა ხეიდენმა და მის ყურთან ახლოს ამოიჩურჩულა.
- ძალიან კარგად იცი, მაგრამ მაინც ცდილობ გააკეთო ის რამაც შეიძლება შენი სიცოცხლე გაანადგუროს.

- ხეიდენ, უბრალოდ მოსასხამის გახდაში მომეხმარე, ზედმეტ საუბრებს მორჩი. - ხეიდენი გაჩუმდა, ხოლო ეირლისიმა სანდლები გაიხადა და შიშველი ფეხებით ჯერ კიდევ ცივ წყალში შეცურა. ეირლისი წყალში შევიდა თუ არა ისარიუსი ნაპირზე გამოვიდა, ახლა კი ნახევარი ქალაქი აკვირდებოდა მახვილთან მდგომ ეირლისს რომელიც ღრმად სუნთქავდა და მახვილის თავს ნაზად უსვამდა ხელს, ჯერ - ჯერობით მის ამოღების მცდეოლბას არ ფიქრობდა რადგან თუ სიკვდილი ელოდა ამის შემდეგ ცოტა ხნით მაინც უნდა დამტკბარიყო იმ სანახაობით რისი ხილვაც მისი ბავშვობის ოცნება იყო.
როდესაც სანახაობით გული იჯერა, მახვილის თავს ხელი მოკიდა და მისი ამოღება სცადა, ხუთი წუთის მანძილზე ყველაფერი ცუდად მიდიოდა, როდესაც ეირლისი უკვე ნებდებოდა ყველასათვის უცნობი მოვლენა გამოვლინდა.
ეირლისმა ხმალი კიდევ ერთხელ დაქაჩა და ქვევიდან რაღაც ლორწოვანი არსება დაეხვია მის ფეხებს, შემდეგ კი ისე, რომ გოგონამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო იგი წყლის ქვეშ ჩაითრია.

- რა ხდება? - ნერვიული ხმით იკითხა რეიანამ და დაუფიქრებლად მის გვერდით მდგომ იკარიუზს ხელზე მოეჭიდა. მათ წინ რამოდენიმე წამის წინ მყოფი მზიანი ამინდი, სიბნელემ და სიცივემ ჩაანაცვლა, ცა ჩამობნელდა, წყალი აბობოქრდა, მოქალაქეები კი იქაურობას ნელ-ნელა და სწრაფად შეშინებულნი ტოვებდნენ, რჩებოდნენ მხოლოდ ისინი რომლებსაც მართლა აინტერესებდათ თუ რა მოხდებოდა შემდეგ.

- თიდერიუს.. - ძმას გახედა ხეიდენმა და სახელური აიწია. - ჩემი ნაირევი განათდა.. - ხეიდენმა ეს წარმოსთქვა თუ არა იქაურობა ვარდისფერმა სვეტმა გაანათა მალევე კი ჩაბნელებული ცა, განათდა.
ამინდი ჩაწყნარდა, მაგრამ ეირლისი არსად ჩანდა..

- ტრიბერიუს სად არის ის? - დანიერისიამ მეუღლეს ხელზე ხელი მჭიდროდ მოხვია და თვალებით ეირლისის ძებნა დაიწყო, მაგრამ გოგონა არსად არ ჩანდა, თითქოსდა მიწამ ჩაყლაპაო.
რამოდენიმე წუთი კვლავ სიჩუმე სუფევდა სამეფოს ნაპირზე, ყველა იმას ჩურჩულებდა თუ როგორ მოკლა ღმერთებმა ეირლისი რადგან მან ხმალს ხელი შეახო, მაგრამ მალევე ეს ჩურჩული შეწყვიტეს რადგან წყლიდან ეირლისი ამოვიდა, სკეპტრონის მახვილით ხელში.
გოგონას ხელში თეთრად ანთებული მახვილი ეკავა, მახვილთან ერთად კი ეირლისის ვარდისფერი თვალებიც ანათდა.

- ამოიღო?

- მდედრმა მახვილი ამოიღო.

- ეს ხომ შეუძლებელია.. - მალევე მოესმა ეირლისის ყურებს მსგავსი ჩურჩული, მაგრამ ეს ყოველივე უკვე დაბურულად ესმოდა და დაბურულად ხედავდა. ერთადერთი რაც იმ წამს სურდა ეს ნაპირთან მიღწევა იყო. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოსდა ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა, ძლივს მიაბიჯებდა იქითკენ საითკენაც ხალხი ელოდებოდა და მართლაც მახვილი ჰაერში აწია თუ არა მაშინვე თაბრუს ხვევა იგრძნო და იქვე მყოფი ხეიდენის ხელებში ჩაიკეცა..
__________________________________________

მაინტერესებს რას ფიქრობთ ახალ პერსონაჟებზეეეე.. საშინლად მაინტერესებს..

VOTE & COMMENT

Continue Reading

You'll Also Like

9.5K 167 18
Aaron and Aphmau start off as enemies, and then progress to friends. Will Aaron escape the dangerous friend zone or get caught in it's trap, while so...
254K 12.5K 60
My name is Alex Cruz, I'm a omega, so I'm just a punching bag to my pack. But Emma, Queen of werewolves Sam, queen of dragons Winter, queen of vampi...
893K 30.6K 109
When Grace returns home from college, it doesn't go like she thought it would. With her past still haunting her everyday choices, she discovers a sid...
92K 2.2K 24
Bellatrix Hargreeves, or in other words #8, is the most dangerous of the sparrow academy even though she looks like the most harmless and sweetest th...