შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48

თავი 49

105 7 16
By Emolass99

რიუ დანი

სრულ კატასტროფაში აღმოვჩნდი.

ბოლო დღეების სიმშვიდითა და დეტექტივის დამაიმედებელი ინფორმაციით შვება მოგვრილმა მხოლოდ ერთი წამით გავიფიქრე კარგ დასასრულზე და სწორედ მაშინ ჩამომექცა სამყარო თავზე.

მთელი უბედურება იმ წუთიდან დაიწყო, როდესაც გრეისის დედასთან მიმავალ გზაზე ორიენტირებული, ტელეფონის გამაყრუებელმა სიგნალმა ყურადღება გამიფანტა.

რაფაელის ზარი უჩვეულოდ მძიმე შეგრძნებებით მავსებდა.

არ ვიცი ეს ჩემში არსებული მშობლის ინსტიქტის ბრალი იყო, თუ შეჩვეული უბედურებების, მაგრამ რაფაელის ზარს უკვე ანერვიულებულმა ვუპასუხე.

-რიუ, რიუ სად ხარ? გრეისი შენთანაა? დაიანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კომპანია სრულ ქაოსშია. შიგნით თანამშრომლები არ მასვენებენ, გარეთ კი ჟურნალისტებს ყველა გასასვლელი გადაკეტილი აქვთ. არ ვიცი რა ვქნა.-რაფაელის პანიკამ გონება დამიბინდა.

ჯერ ისიც კი არ ვიცოდი დაიანმა რა გააფუჭა, მაგრამ არსებული სიტუაციით ვგრძნობდი რაღაც მასიურად დიდის წინაშე ვიდექი.

-რაფაელ დამშვიდდი და სიტუაცია ნორმალურად ამიხსენი. გრეისი დედამისთან წავიდა და ახლა მეც იქით მივდივარ. დაიანმა რა ჩაიდინა ან მატეო სადაა?_კითხვებით გონება გამოჭედილმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი ერთიანად ვიკითხე და მანქანაში ხმამაღალზე ჩართული ყურმილიდან რაფაელის პასუხს მოუთმენლად დავუწყე ცდა.

-ყველაფერი საჯაროდ აღიარა რიუ. თქვენ შესახებ მოყვა. გრეისი დაადანაშაულა და მატეო..._ყურმილს მიღმა გაურკვეველი ჩოჩქოლისა და შეძახილების ხმამ რაფაელი ნაადრევად დაამუნჯა.

-ღმერთო ჩემო არა, არა, არა. ეს სრული სიგიჟეა! რიუ თქვენი ამბავი დღის სენსაციად იქცა. ახლახანს ტელევიზით გრეისი და მატეოს სკოლა აჩვენეს. გრეისი დედამისის სახლთან გამოიჭირეს, მაგრამ არ ვიცი მატეოს გამოჭერა უკვე მოახერხეს თუ არა. რიუ მე ვერ მივასწრებ! აქ სერიოზული ბარიერია. ბავშვთან უნდა წახვიდე სანამ უარესი მომხდარა!_სიტუაციით შეშინებოლმა ხმას უნებურად აუწია და ნერვიულობისგან მთლიანად ამაცახცახა.

მსგავსი დილემის წინაშე არასდროს ვმდგარვარ. ერთ მხარეს გასაჭირში მარტო დარჩენილი ის ქალი იდგა, რომლის წყალობითაც დღემდე მოვაღწიე, მეორე მხარეს კი ის იდეალური ბავშვი იდგა, რომელიც კიდევ ერთ გულისტკენასა და მსგავს წნეხს არ იმსახურებდა.

რომლის გასაჭირი უნდა დამეყენებინა პირველ ადგილზე ისე რომთავი დამნაშავედ არ მეგრძნო?

-ჯანდაბა დაიან! მატეოსთან მივდივარ! შენ კი ეცადე სიტუაცია როგორმე განმუხტო._რაფაელს ყურმილში ისე ჩავძახე, თითქოს ამ შემთხვევაში რაიმე მისი ბრალი ყოფილიყო.

ჩემი არჩევანით ასეთი დარწმუნებული და ამავდროულად იმედგაცრუებული პირველად ვიყავი.

გრეისს უფსკრულის წინ მარტოს ვტოვებდი. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მან ჩემთვის და მატეოსთვის გააკეთა ეს უკანასკნელი იყო, რასაც ჩემგან იმსახურებდა.

მთელი ამ უეცარი უბედურებიდან თავის გადარჩენა და საღ გონებაზე დარჩენა მხოლოდ იმ იმედით შევძელი, რომ ვიცოდი გრეისი თვითონ მომთხოვდა მის ნაცვლად მატეო დამეცვა.

რაფაეილთან საუბრის გაწყვეტის თანავე ტელეფობნზე საყვარელი ქალის ნომერი ეკრანზე დახედვის გარეშე ავკრიფე და საჭეზე დაყრდნობილმა გზა მოუთმენლად გავაგრძელე.

"თქვენ დაუკავშირდით გრეის დანს. გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება."

-რატომ არ მპასუხობ გრეის?! ტელეფონს უპასუხე!_შეშლილივით ჩავილაპარაკე და ნომერზე ჯიუტად, კიდევ ერთხელ დავრეკე.

-მიდი პატარავ უპასუხე. უბრალოდ იმის მოსმენა მინდა რომ გაუმკლავდები, სანამ შენამდე მოვაღწევ.

მისი მდგომარეობით შეშინებულმა მორიგი ხმოვანი სიგნალის მოსმენამდე უიმედოდ ვითხოვე და საჭეს ხელი მთელი ძალით დავარტყი, როგორც კი პასუხზე მორიგი უარი მივიღე.

სხვა გზა არ მქონდა. გრეისის კეთილდღეობა ჩემთვის, რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა ყოფილიყო მატეოსთან უნდა მივსულიყავი. არ უნდა დამეშვა ის მსგავს სტრესულ სიტუაციაში მარტო დამეტოვებინა. არ შემეძლო სხის პრობლემებზე გაცხოველებული მონადირეებისთვის ჩემი ვაჟი მარტივი ნადავლივივით პირდაპირ მათ ხახაში ჩამეგდო.

მატეოს სიტუაციის დროსთან ერთად გააზრების თანავე მანქანა უხეში მოძრაობით მოვაბრუნე და აკრძალული სიჩქარით ჩემი შვილისკენ დავიძარი.

სკოლიდან ჯერ კიდევ რამოდენიმე მეტრის დაშორებით შევამჩნიე კამერიანი ხალხისგან შეკრული ერთი დიდი გუნდი.

რაღაცას ისეთი ინტერესით დაჰყურებდნენ, გეგონებოდა მათი ყურადღების ცენტრში ყველაზე მადისაღმძვრელი ნადავლი მომხვდარიყო.

ვაგვიანებდი?

მატეოს მდგომარეობით შეშინებულმა ისედაც მაღალ სიჩქარეს უფრო მოვუმატე და პირდაპირ ბინძური ბრბოს წინაშე ხმაურიანად მხოლოდ იმის იმედად შევაჩერე მანქანა რომ მათი დამპალი გონება უდანაშაულო ბავშვიდან ჩემზე მომემართა, მაგრამ არ გამომივიდა. მათი მარტივი სამიზნისგან იმაზე მეტი ინფორმაციის გამოძალვა შეეძლოთ ვიდრე ოდესმე ჩემგან შეძლებდნენ.

-მატეო დან, მამათქვენი მართლა დედისგან მალულად გზრდიდათ?

-რა? დედაჩემი გრეისია._მატეოს უეცარმა მყიფე ხმამ წამით ადგილს მიმყინა.

-შეგიძლია გვითხრა იყო თუ არა რიუ დანის და გრეის ჰარპერის ურთიერთობა გაყალბებული?

-იცი რა გახდა იმის მიზეზი, რატომაც დედამ მიგატოვათ?

ეს სახე დაკარგული ნაბიჭვრები რვა წლის ბავშვს ფსიქოლოგიურად ტეხდნენ, უტაქტო კითხვებს ისე უსვამდნენ, თოთქოს მათ წინ ზრდასრული მოწმე იდგა ამის სრული უფლება ჰქონდათ.

ბრაზმა მთლიანად მშთანთქა.

ჩემსა დაიანს შორის რამდენად დიდი პრობლემაც არ უნდა ყოფილიყო, არავის ჰქონდა უფლება ამ პრობლემების შესახებ ჩემგან დაუკითხავად გარკვევა ეცადათ და ამ ყველაფერთან ერთად ამ საქმეში უდანაშაულო ბავშვი გაერიათ!

-მე არავის მივუტოვებივარ. დედაჩემი...

-დედათქვენმა დაიან ფეროუმ საჯაროდ გამოაცხადა რომ ის თვენი ბიოლოგიური დედაა და ის...

-ბავშვს მოშორდით და ახლავე შეწყვიტეთ ის რასაც აკეთებთ, თორემ გპირდებით ეს თქვენი სამსახურის უკქნასკნელი დღე იქნება!

მოთმინება დაკარგულმა ერთ-ერთი ქალისგან მოსმენილის გააზრების თანახმვე ბოლო ხმაზე ვიღრიალე და საჭირო ყურადღება საბოლოოდ მივიღე.

- რიუ დანი მოვიდა!_ბრბოში პირველმა წამოძახილმა შემაძრწულებელი, არაადამიანების ჯგუფს ჩემკენ ანიშნა და თითოეული მათგანი ჩემკენ პირველი კითხვის დასამელად წამოვიდა. ერთსაც კი არ უფიქრია, რომ მათი ბინძური ექსკლუზივის მოპოვების მცდელობისას შეეძლოთ პატარა ბავშვი გაეჭყლიტათ.

-ფრთხილად მეტკინა! მამა ვეღარ ვსუნთქავ!_ მატეოს პანიკურმა ყვირილმა ტვინში სისხლი გამიყინა.

ჩემ შვილს რას უკეთებდნენ?

მის გადასარჩენად ამუშავებულ ინსტიქტებს წამიერად ავყევი. ჩემკენ მომართული ბრბოს გაკვეთა უხეშად დავიწყე, გაურკვეველ სიტუაციაში მოხვედრისგან შეშინებული ჩაკუზული მატეო დანახვის თანავე ხელში ავიტაცე და გულში ძლიერად ჩავიკარი.

-ბატონი რიუ, დაიან ფეროუს განცხადებაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

-მართალია, რომ გრეის დანმა მისი ისტორია მიისაკუთრა და საბუთების გაყალბების შედეგად თავი მატეოს დედად გამოაცხადა?

მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა.

ფულისა და წარმტებისთვის სული ისე მიეყიდათ ვერც კი იაზრებდნენ რას აკეთებდნენ და რამხელა საფრთხეს წარმოადენდნენ.

მთლიანად ბავშვზე ორიენტირებულმა ჩემზე კოალასავით მოკრულ მატეოს სახე მათი ბინძური კამერებისგან დასაცავად ჩემი ხელით დავუფარე და გარშემო შემოკრებილი ხალხიდან გაღწევის მცდელობა უიმედოდ დავიწყე.

-თქვენ შეკითხვებს არ ვუპასუხებ! ახლა ერთადერთი რაც მინდა ჩემი ვაჟის სახლში მიყვანა, ამიტომ გზა გამინთავისუფლეთ სანამ...

-კომენტარის გაკეთებისგან თავს რატომ იკავებთ ბატონო დან?_ერთ-ერთმა მათგანმა მუქარის დასრულებამდე შემაწყვეტინა.

-ხალხს თქვენ შესახებ აგორებული ახალი სკანდალების რეალობაში დარწმუნება უნდათ. გთხოვთ ჩვენ შეკითხვებს უპასუხოთ და ამის შემდეგ დაგვტოვოთ!

ისინი არაფერს წარმოადგენდნენ! უფლება არ ჰქონდათ ჩემთვის მითითებები მოეცათ და გადაეწყვიტათ, როდის მომცემდნენ თავისუფლებას!

-მამა სახლში მინდა დედასთან და ბენთან._მატეოს შეშინებულმა ხმამ გული გამიწვრილა.

მას ჯერ კიდევ ეშინოდა მე კიდევ ჟურნალისტების ამხელა რაოდენობას მარტო ვერ ვუმკლავდებოდი.

რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ზუსტად იმ დღეს, როდესაც მძღოლის გარეშე წამოსვლა გადავწყვიტე?

-რიუ!_ხსნასავით გაგონილმა რაფაელის ხმამ და ბრბოდან მისი წყალობით გაკვალულმა ვიწყო სამშვიდობო ბილიკმა მის მიმართ ძველებური მადლიერებით ამავსო.

-მადლობა, რომ გამოჩნდი._მის მხარს ჩაჭიდებულმა მაშინვე გადავძახე, როგორც კი მანქანის უკანა სავარძლებამდე მივაღწიე და მატეო მანქანაში ჩავსვი.

-ბატონო რიუ, თავს დამნაშავედ არ გრძნობთ, იმის გამო რომ ქალბატონ დაიანს შვილი წაართვით და მისი ადგილი სხვას დაუთმეთ?

მანქანაში ჩაჯდომამდე მოსმენილმა შეკითხვამ აქამდე ნაგროვები, ჩემგან დამოუკიდებლად ამოხეთქა და რაფაელის მუდარის მიუხედავად უტაქტო ჟურნალისტს ბრაზისგან ბინდ გადაკრული თვალებით მივუბრუნდი.

-მე წავართვი? მე? დაიან ფეროუ ის ქალია, რომელიც შვილს მოყოლილ პასუხისმგებლობას გაყალბებული სიკვდილით გაექცა და რვა წლის შემდეგ მისი მონატრებული შვილი თქვენნაირი მხეცებისთვის გაწირა! კი, შეიძლება მატეოს ბიოლოგიური დედა ის იყო, მაგრამ მისი ნამდვილი დედა არასდროს ყოფილა! მხოლოდ ერთხელ ვიტყვი. მატეოს მხოლოდ ერთი დედა ჰყავს და ის ქალი ახლა ჩემ გვარს ატარებს!

დაიანისგან გამოწვეული პრობლემებით განრისხებულმა უნებურად ის ინფორმაცია დავამტკიცე, რომელიც გრეისს და მე კანონდამრღვევებად გვაქცევდა, მაგრამ აღარ მადარდებდა. ყველაფერი უკვე საკმაოდ არეული იყო და არაფერი მოხდებოდა, თუ დამსახურებულ ლაფში დაიანსაც ამოვსვრიდი.

-ანუ გინდათ თქვათ, რომ დაიან ფეროუმ თავად მიგატოვათ?

-ამის მიზეზი რა გახდა?

კითხვების ახალმა კორიანტელმა ერთიანად გადამიარა, მაგრამ მეტი პასუხის გაცემას აღარ ვაპირებდი.

მანქანაში მათი სრული იგნორის შემდეგ მაშინვე ჩავჯექი და დაძაბულ ძმასა და შვილს ჩუმად გადავხედე.

-გრეისთან უნდა წავიდეთ._საყვარელი ქალის გასაჭირის გახსენების თანავე მანქანა კვლავ გზაზე გავიყვანე თავის დამშვიდება მათგან შეუმჩნევლად დავიწყე.

ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა. მე და გრეისი ერთად შევძლებდით. ფრედერიკისგანაც და დაიანისგანაც თავს დავიხსნიდით.

-რიუ კიდევ ერთი პრობლემაა, მაგრამ სანამ გაიგებ იქამდე უნდა დამვიდდე კარგი?_ტელეფონის ჩუმად შემოწმების თანავე შეწუხებულმა რაფაელმა ყოყმანით წამოიძახა და სკამზე მოუთმენლად აწრიალდა.

-ამჯერად რაღა ხდება?_გადატანილი სირთულეების შემდეგ ისე ვიკითხე, თითქოს უკვე ვეღარაფერი შეძლებდა ჩემ განადგურებას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა აქაც შევცდი.

-გრეისი დედამისის სახლიდან, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მამამ წაიყვანა და ახლა ვერც მას ვეღარ ვუკავშირდები.

დზაფრულმა რაფაელმა ძლივს ამოღერღა და უეცრად წარმოუდგელად შემაშინა.

რას უპირებდა? მასაც ჩემგან გაქცევას აიძულებდა? ის მპირდებოდა რომ ბოლომდე ჩემთან დარჩებოდა. ასე რომ არ მოქცეულიყო და მაზაც მივეტოვებინე? მარტო ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი. მის გარეშე ვერ შევძლებდი.

-რიუ. ღრმად ისუნთქე. მგონი აჯობებს სახლში დავბრუნდეთ. მამას იცნობ. სახლში არ მიიყვანდა. ეცდება ტვინი გამოურეცხოს, მაგრამ გრეისს ხომ იცნობ. მისი ზღაპრებით არ მოტყუვდება. აუცილებლად დაბრუნდება და შემდეგ მის შანტაჟსაც ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენებთ კარგი? ახლა ერთადერთი რაზეც უნდა იღელვო მატეოა.

გამოუვალი სიტუაციის განსამუხტად უმცროსმა ძმამ გეგმა სასწაფოდ შეადგინა.

ყველაფერა ასე როგორ ვაფუჭებდი? გრეისი ამ ყველაფერს ისევე არ იმსახურებდა, როგორც მატეო და ერთ დროს თავად დაიანი. ყველაფერს მე ვანადგურებდი.

***

-გრეისი ჩემგან ამას არ იმსახურებს რაფაელ. მან ყველაფერი დათმო. მისი ოჯახიც კი, რომელიც მისთვის საკუთარი სიცოცხლესავით ფასობდა. მე და მატეოს თავი მთლიანადან ჯერ კიდევ იქამდე მოგვიძღვნა, სანამ ჩვენ შორის რამე იქნებოდა. ასე უმოქმედოდ სადამდე უნდა ვიჯდე? ახლა გარეთ უნდა ვიყო და ქუჩა-ქუჩა ვეძებდე. მისთვის უნდა ვიბრძოდე. რაიმე ისეთით, რომ გამოიჭიროს, რაზეც უარს ვერ იტყვის. ჩვენგან სამუდამოდ რომ გადამალოს?

საათობით ცდის შემდეგ საღამოს მოყოლილი პანიკისგან რაფაელთან ჩივილი დავიწყე და შემაწუხებლად მფეთქავი გულის ატანა უნებურად კიდევ უფრო გავამძაფრე.

-ყველაფერი დალაგდება რიუ. სულ რომ დაითანხმოს აქ ბარგის წასაღებად მოსვლა მაინც მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს რომ მის გადარწმუნებასაც შევძლებთ.

ჩემ გასამხნევებლად გამომეპასუხა და წამიერად ატეხილი ტელეფონის წკრიალს ასუხი დაუბრუნა.

გრეისზე ნერვიულობას ისიც ემატებოდა, რომ მატეო მის ლეკვთან ერთად ოთახში იყო გამოკეტილი და გამოვლილთან ერთად გრეისის არყოფნას თავისთვის განიცდიდა.

როგორ შეეძლო ერთ დღეს თავი და ბოლო ასე ეცვალა?

დილით გრეისთან ერთად მის ოჯახთან სტუმრობას განვიხილავდი და ვგეგმავდი მისის ჰარპერისთვის მადლიერებასთან ერთად გულწრფელად მეთხოვა ჩვენი ქორწინების დალოცვა.

როგორ შეიცვალა თვალის დახამხამებაში ყველაფერი ისე, რომ ახლა კიდევ ერთი მიტოვების მეშინოდა?

იქამდე სანამ რაფაელი ტელეფონზე საუბარს დაასრულებდა, ამჯერად რეკვა ჩემმა დაიწყო და გრეისის მოლოდინში ზარს ისეთი სისწრაფით ვუპასუხე ნომრისთვის არც კი დამიხედავს.

-გრეის.
-ბატონო რიუ.

ნაცნობი მამაკაცის ხმამ წამიერად იმედები გამიცრუა. მასთან ლაპარაკის და გაკიცხვის მოსმენის თავი არ მქონდა.

-მეგონა ამ საიდუმლოს დიდხანს შეინახავდით. იცით მაინც რამდენად არ გვაწყობს დაიანის გამოაშკარავება იქამდე სანამ მისი დაბრუნების ნამდვილ მიზეზს არ გავიგებთ?

-ბატონო ანტერსონ დღეს საკმაოდ ბევრი რამის გადატანა მოიწია და გთხოვთ. თუ მხოლოდ გასაკიცხად მირეკავთ ნება მომეცით გავთიშო.

ადვოკატის გაკიცხვით შეწუხებულმა დიდად აღარ დავაცადე უკმეხად მივახალე და ტელეფონის გასათიშად მოვემზადე.

-სასამართლო ჩაინიშნა. ორ დღეში ბავშვზე დავა ოფიციალურად დაიწყება. ამიტომ მოემზადეთ ბატონო რიუ. დაიანის საიდუმლოს გაგებამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

-თქვენ მითხარით რომ მატეოს დაკითხვა შანსს მომცემდა. ისე რატომ საუბრობთ, თითქოს უკვე წაგებულ მხარეს ხართ?

მისი სიტყვებით შეშინებულმა ვიკითხე და საუბარს მორჩენილ, ჩემ დიალოგზე გადმორთულ რაფაელს ავხედე.

-სიტუაცია შეიცვალა ბატონო რიუ. დაიანმა ბრალი დაგდოთ. თქვენი საბუთების სიმტკიცე შეირყა. ახლა გარეთ ნათქვამი თითოეული ჭორი თუ რეალობა თქვენ წინააღმდეგაა. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციასთან ბოლო საჩივარი ხელახლა გაიხსნება. ამჯერად ქორწინება ვეღარ გიშველით და თუ მას მართლა არასათანადო პირობებში ზრდიდით და ეს დამტკიცდა ბავშვის სიტყვა ფასს დაკარგავს. სასამართლო უფრო მშვიდ და საიმედო მეურვეს მიანდობს მის აღზრდას._სავარაუდო სიტუაციის ახსნის მოსმენამ უარესად დამზაფრა.

-რა შემიძლია გავაკეთო, რომ შანსები მოვიმატო?_მატეოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დამდგარმა ახალი შემართებით ვიკითხე და ნებისმიერი ახალი მისიის შესასრულებლად შევემზადე.

-არ ვიცი ბატონო რიუ. უკეთესი იქნება თუ დაიანის გარდა სხვა გამამართლებელი საბუთიც გვეჭირება.

-თუ ფრედერიკ დანის ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შანტაჟს გამოვიყენებთ ეს დაგვეხმარება?

ჩემმა ახალმა შეკითხვამ წინ მდგომ რაფაელს წამით ფერი დაუკარგა.

-გინდათ თქვათ რომ ამ ყველაფერს მამათქვენი გაიძულებდათ? ეს აქამდე, რატომ არ თქვით?

-ეს იმუშავებს?_მისი გაოგნების მიუხედავად ვიკითხე და პასუხს ცდა მოუთმენლად დავუწყე.

-თუ ამის მტკიცებულებას ნებისმიერი სახით მოიპოვებთ შეიძლება მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლოთ, ისიც საბუთების გამო.

-კარგი, მადლობა ბატონო ანდერსონ. მტკიცებულებას მოვიპოვებ.

-არა, რიუ ამას ვერ გააკეთებ._მასთან დამშვიდობების თამავე გააპროტესტა რაფაელმა და ფეხები ბავშვივით იატაკზე დააბაკუნა.

-სხვა გზა არ მაქვს.

-ხომ იცი ყველაფერს წაგართმევს თუ გაიგებს რომ მისი გამოყენება გინდა?_ანერვიულებულმა გაფართოებული თვალებით შემომხედა და მისი გამომეტყველებით უცებ ახალი იდეამ მომაწოდა.

-ვერ გაიგებს თუ ჩუმად გამოვიყენებთ._ჩემი იდეით დაიმედებულმა წამოვიძახე და დღევანდელი აქტივობების შემდეგ პირველად გავიღიმე.

***

მორიგი დღე გაილია.

დაღამდა, მაგრამ ღამემ მსგავსი მარტოობის განცდა პირველად მომანიჭა.

გრეისი ჯერ კიდევ არსად ჩანდა და რაღაც მეუბნებოდა, რომ არც გამოჩნდებოდა.

ფიქრები არ მასვენებდა.

მაინტერესებდა ფრედერიკმა ისეთი რა გააკეთა, რომ შინ აღარ ბრუნდებოდა.

მისაღებ ოთახში ჩვენ ადგილზე ჩამომჯდარი ამჯერად მე ვცდილობდი მის მოსვლას დავლოდებოდი, მაგრამ უიმედოდ.

მისი არ ყოფნით აღელვებულმა ნაცნობ ნომერზე კიდევ ერთხელ დავრეკე, მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ავტომოპასუხე ჩაირთო.

არ ვიცოდი ჩემთან საუბარს რატომ გაურბოდა. დღევანდელის გამო ჩემზე გაბრაზებული იყო თუ ეს მამას ბრალი იყო?

დიდი დოზა სევდის მძიმედ გადაყლაპვის შემდეგ მის ნომერზე ამჯერად შეტყობინების დატოვება ვცადე.

"კარგად ხარ?"

მისი მონატრებისგან ნაგროვები ცრემლები ძლივს დავძლიე და პასუხს ცდა უიმედოდ დავუწყე.

"კარგად ვარ."

მოულოდნელად მიღებულმა პასუხა დღეს ასე პირველად ამაღელვა.

აქამდე დივანზე უღონოდ მიწოლილი გახარებული მაშინვე წამოვჯექი და გრეისისგან მიღებულ პასუხს სასწაულივით დავუწყე ყურება.

"შეიძლება ვილაპარაკოთ?"

დაძაბულმა ტექსტი მაშინვე ავკრიფე და გრეისის ზარის დანახვის თანავე ფეხზე ისე წამოვხტი, თითქოს ჩემ დანახვას შეძლებდა.

-გრეის, მადლობა ღმერთს. ისე ვინერვიულე. კარგად ხარ?_მისი ხმის მოსმენის სურვილით შეპყრობილმა პასუხის თანავე ვიკითხე.

-კარგად ვარ რიუ.

მისი ხმა სუსტი და მყიფე იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რაღაც უჭირდა და ამის გამო ტიროდა კიდეც.

-ტიროდი. გრეის მამამ რამე ისეთი გითხრა?_მისი მდგომარეობით გულმოკლულმა უიმედოდ ვიკითხე.

-ყველაფერი რიგზეა რიუ. კარგად ვარ. ჩემზე არ ინერვიულო და მთლიანად მატეოზე კონცენტრირდი კარგი? მას დასჭირდები და არ დაუშვა რომ თავი მარტოდ იგრძნოს.

დანაღვლიანებულმა გამოსამშვიდობებელი სიტყვასავით დამიტოვა და წამით მიჩუმდა.

-გრეის, ასე რატომ ლაპარაკობ? სახლში მოსვლას არ აპირებ?_მისი საუბრით შეშინებულმა გაუბედავად ვიკითხე და მიღებული წუთიერი დუმილისას თვალები ძლიერად დავხუჭე.

მზად არ ვიყავი ის პასუხი მომესმინა, რომელსაც მოვისმენდი.

მისმა მძიმე ამოსუნთქვამ გული ასე პირველად მატკინა.

-მაპატიე რიუ. დღეს დედასთან დავრჩები კარგი? მატეოს მიხედე და არ დანებდე კარგი?_ხმა გაბზარულმა ისე მთხოვა თითქოს ის ბავშვი ვიყავი კარგადმოქცევისთვის ტკბილეულს რომ ჰპირდებოდნენ.

-ხვალ დაბრუნდები? გრეის გთხოვ, რაც არ უნდა ეთქვა და რითაც არ უნდა ეიძულებინე ხელი არ ჩაიქნიო. ამჯერად მე დაგეხმარები. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ დამპირდი რომ მის შანტაჟს არ აყვები.

მისმა დუმილმა გული უფრო მეტად დამწყვიტა. ჩემ მიტოვებას მართლა აპირებდა?

-კარგი. ასე მოვიქცევი, მაგრამ შენც უნდა დამპირდე, რომ მატეოს უჩემობას არ აგრძნობინებ._ყოყმანის შემდეგ მოსმენილმა პირველმა დამაიმედებელმა პასუხმა შვება მომგვარა.

ის დაიანი არ იყო. არანაირი მატერიალურზე არ გაგვცვლიდა.

-გპირდები გრეის. მის გვერდით ვიქნები. მე..._ენაზე მომდგარი სიტყვა წამიერად შევაჩერე.

ამის ხმამაღლა სათქმელად სწორი დრო იყო?

-მიყვარხარ გრეის._ეჭვების მიუხედავად დავასრულე და მის პასუხს დავუწყე ცდა.

არ ვიცი ეს მისი წარსული გულისტკენის ბრალი იყო, თუ ჩემდამი არც ისე მტკიცე გრძნობების, მაგრამ ამ სიტყვის გამოყენებას ჩემთან მიმართებაში ყოველთვის ერიდებოდა.

-ძილინებისა რიუ._გამონაკისი არც ეს სიტუაცია აღმოჩნდა.

უპასუხოდ დატოვებული აღიარების შემდეგ გრეისი მორიდებულად დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.

რა უნდა მექნა?

თავს ისე ვგრძნობდი თითქოს უფსკრულის კიდეში ვიდექი და ნებისმიერ წამს შემეძლო შიგნით ჩავვარდნილიყავი.

-მამა, სანამ დედა დაბრუნდება შეგიძლია ჩემთან დაიძინო? ვცადე, მაგრამ დედას გარეშე ვერ ვიძინებ._მაშინ, როდესაც სულ ერთი ნაბიჯი მეკლდა თავი მარტოსულად და სასოწარკეთილად მეგრძნო მატეოს დაღლილი ხმა გავიგონე და უნებურად ჩემი პრობლემები მთლიანად გადამავიწყდა.

მას ჩემთან ერთად დაძინება უნდოდა. გრეისის გარეშე. მხოლოდ მე და ის.

შეიძლება წარმოუდგენლად დიდი კატასტროფია წინ ვიდექი, მაგრამ ამ ყველაფერში რაღაც მაინც იყო.

ჩემ შვილს ჩემთან ყოფნით მარტოობის გრძნობის დაძლევა უნდოდა. ეს კი წლების მანძილზე ის კარგად დამალული საიდუმლო ოცნება იყო, რომელიც ყოველ დღე ბოლოს მიღებდა.

-ჩემთან ერთად დაძინება დედას გარეშე გინდა?_გაოცებულმა დასარწმუნებლად ვიკითხე და გაფართოებული თვალებით პიჟამოიან მატეოს თვალი მივადევნე.

პატარა ფეხებით ჩემკენ უსიტყვოდ დაიძრა. წინ სერიოზული სახით დამიდგა ჩემი ხელი მის პატარა ხელში მოიქცია და მისი ოთახისკენ ისე დაიძრა თითქოს ჩემ გაყვანას მისი ძალებით შეძლებდა.

მისი საყვარელი ქცევით ნასიამოვნები ფეხზე იქამდე წამოვდექი სანამ მატეო მისი ძალებია გამოყენებას დაიწყებდა და მეც უკან გავყევი.

მის ოთახში შესულს ლოგინის ბოლოში მოკალათებული ლეკვი თვალში მაშინვე მომხვდა, მაგრამ სანამ ამის გაპროტესტებას მოვასწრებდი მატეომ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და ნაადრევად გამაჩუმა.

-ბევრი არ იხმაურო მამა, ბენი ძლივს დავაძინე._ქურდულად გადმომჩურჩულა და ლოგინზე ფრთხილად აცოცდა.

მისი ქცევით გახალისებულმა ლოგინის მეორე მხარე მისი მითითებისამებრ ფრთხილად დავიკავე და ჩემკენ გადმობდრუნებულ პატარა მავნებელს ღიმილით დავუწყე თვალიერება.

ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე მაშინ დავდექი, როდესაც საბოლოოდ მასთან ნანატრ ურთიერთობას ვიწყებდი.

-დაიძინე მამა. დედაზე ნუ ინერვიულებ. ორივე ძალიან ვუყვარვართ და მარტო არასდეოს დაგვტოვებს.

საჭირო დროს გამოგზავნილი მფარველი ანგელოზივით გადმომჩურჩულა პატარა ხელებით სახეზე მომეფერა და თვალები მხოლოდ მას შემდეგ დახუჭა, როგორც კი პატარა კნუტივით მკერდზე ამეკრა.

ვერ ვიგებდი.

მას შემდეგ რაც ჩემი შეცდომების გამო მას გამოვატარე, მისნაირი შვილი, როგორ მყავდა?

მას არ ვიმსახურებდი. მისნაირი იდეალური ბავშვი მსოფლიოს იმსახურებდა მე კი ისიც კი არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა მის ჩემთან დატოვებას და ჩემი შეცდომების გამოსწორებას.

მორიგი შეკითხვებითა და მოულოდნელობებით გაჟღენთილი დღე ზუსტად ისე დაიწყო, როგორც იმ ქაოსს შეეფერებოდა, რომელშიც უკვე დიდი ხანია გაჭედილი ვიყავი.

ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე კარზე ატეხილმა კაკუნმა იმ შიშით გამაღვიძა, რომ მატეოს წასაყვანად მოვიდნენ.

ახალი შიშებით შეპყრობილი, მისი ლოგინიდან დასრესილი ტანსაცმლით წამოვხტი და კართან გაუბედავად მხოლოდ იმისთვის მივედი რომ მატეოსთვის დღის უკანასკნელი მშვიდი წუთები შეძლებისდაგვარად გამეხანგრძლივებინა.

-მოტყუებული, გასულელებული, ნაწყენი და გულნატკენი ვარ ბატონო რიუ! ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ასე მომატყუეთ! როგორ შეგეძლოთ არ გეთქვათ, როგორშეგეძლოთ ასე შეგეტოპათ და...

სახლში კარის გაღების თანავე ქარიშხალივით შემოვრდნილმა რეიჩელმა საუბარი მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი შემათვალიერა და გაიაზრა ჯერ მის აქ ყოფნასაც ვერ ვიაზრებდი.

-ისე რატომ გამოიყურები თითქოს ვინმემ მიგატოვა? გრეისი სადაა? მატეო? იცით მაინც თქვენგამო რამხელა პრობლემა შემექმნა?

წუთიერი პაუზის შემდეგ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციიდან მობრუნებულმა აგენტმა ქოთქოთი და ჩემი თავის ატკიება ახალი შემართებით დაიწყო.

-მამა, ვისი ხმაა, დედა დაბრუნდა?_მატეოს დაუყოვნებელმა გამოჩენამ კიდევ ერთხელ დამძაბა.

როგორ შეიძლებოდა დღე ასეთი ქაოსური ტემპით დაწყებულიყო?

-გრეისი სახლსინარ არის? რიუ, თუ ის გააპარე და მართლა...

-არ გაპარულა კარგი?_ქალის ენერგით დაღლილმა მაშინვე გავაწყვეტინე და იმ დივანზე ჩამოვჯექი, რომელიც ჩემი და გრეისის ყველაზე კომფორტული სასაუბრო ადგილი იყო.

-რეიჩელ? იცი მე, დედა და მამა შენი წასვლის შემდეგ ტყის სახლში ვიყავით, ჩემი დაბადების დღე ერთად აღვნიშნეთ და მამამ ლეკვი მაჩუქა._ჩვენი ერთ-ერთი პრობლემის გამკლავებისას დამეგობრებულ აგენტთან მატეომ გულღიად საუბარი ისე დაიწყო, თითქოს იმ წუთს არცერთი მისი გამოვლილი პრობლემა არ ახსოვდა.

-ლეკვი? როგორი შთამბეჭდავია მატეო შეგიძლია გამაცნო?_ბავშვის მოსაშორებლად ყალბი ღიმილით იკითხა რეიჩელმა და მატეო ბენის მოსაყვანად გაგზავნა.

-რიუ თქვენ თავს რა ხდება?_ ჩემთან მარტო დარჩენისა და იმ სტრესის საბოლოოდ შემჩნევის შემდეგ იკითხა, რომელთან გამკლავებასაც უიმედოდ ვცდილობდი.

-იმ კითხვაზე, როგორ გიპასუხოთ, რომელზე პასუხი თავადაც არ ვიცი?
საოწარკვეთილმა გაუფილტრავად ვუპასუხე და მძიმედ ამოვიოხრე.

იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი მოცემული სიტუაციით, მზად ვიყავი მისთვის ყველაფერი მომეყოლა.

-გრეისი სადაა რიუ? ვერაფერს ვგებულობ. მატეო მასზე ისევ ისე ლაპარაკობს. მისი მოყოლილი ისტორია იმ წყვილის ისტორიას გავს, რომელსაც მხარი დავუჭირე, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაა. გრეისი მატეოს ბიოლოგიური დედა არაა, შენ კი სავარაუდო ბავშვთან არასათანადო მოპყრობისთვის კიდევ ერთხელ მოწმდები. რა ხდება? თუ იმ ყველაფრიდან, რაც მე შევისწავლე და თქვენში დავინახე სიმართლის პატარა ნამცეცი მაინცაა, მზად ვარ ყველანაირად დაგეხმაროთ, მაგრამ უნდა ვიცოდე.

-დაიან ფეროუ მართლა მატეოს ბიოლოგიური დედაა._მის სიტყვებს მინდობილმა ჩემ ეჭვებს საბოლოოდ გადავაბიჯე და პასუხად მისი უკმაყოფილო ოხვრა მივიღე.

-ის რატომ დამალე? ეს თამაში რატომ დაიწყე, თუ მატეოს ნამდვილი დედა უკვე ჰყავდა?

-დაიანი გართულებულ მშობიარობას ემსხვერპლა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცოდი, სანამ ცოტახნის წინ კარზე არ მომადგებოდა და გამომიცხადებდა, რომ ჩემთან დაბრუნება უნდოდა.

-სიკვდილი გაითამაშა? ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? თქვენ ცუდი ურთიერთობა გქონდათ? იჩხუბეთ?

-ხვალ სასამართლოა. რეიჩელ მითხარით, რომ გითხრათ მატეოს დაბადებისგან და ჩემი ყოფილი ცოლის ყალბი სიკვდილისგან მიღებული სტრესის გამო მატეოსთან ბევრი შეცდომა დავუშვითქო ეს მიშველის? რომ გითხრათ დაკრძალვის ცერემონიალის მეორე დღეს, ცარიელ საფლავთან საათობით გაჩერებისა და ჩვილი მატეოს მარტო დიდხანს დავტოვების გამო ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა დამჭირდათქო, შანს ბოლომდე წამართმევს? თუ ვაღიარებ რომ მისი დაკარგვის შიშის გამო მამაჩემის შანტაჟებს დავემორჩილე და მატეოს დასატოვებლად 23წლის ასაკში მისი იგნორირება მარტო იმიტომ დავიწყე, რომ ჩემ გვერდით დასატოვებლად ერთადერთი გზა იყო? ყველაფერს ვაღიარებ, ოღონდ მითხარით რომ ამ ყველაფერს აზრი ექნება. მითხარით რომ არ წამართმევენ იმის გამო რომ გრეისის გამოჩენამდე მთელი ძალით ვთამაშობდი, თითქოს არ მიყვარდა.

ჩემი აღიარებით გაოგნებული აგენტი პირდაღებული გაფართოებული თვალებით მიყურებდა და აშკარად იმაზე ფიქრობდა რით ვენუგეშებინე.

-რატომ არ უჩივლე? სიტუაცია აქამდე რატომ მოიყვანე? _გაოცებულმა ამოილუღლუღა.

-გინახავთ ფულს რისი გაკეთება შეუძლია? მე მინახავს. ვიცოდი რომ მამაჩემი მუქარას შეასულებდა და როგორც არ უდა მეყვირა სამართალს ვერ მივაღწევდი.

-და გრეისი? მისდამი ურთიერთობა? ესეც მისი ახირება იყო?

-არა! გრეისიამ ისტორიაში ყველაზე სუფთა, მოსიყვარულე და დიდებული ადამიანია. მის გარეშე არ ვიცი რას ვიზავდი. ჩემთვის და მატეოსთვის უამრავი რამე დათმო. ახლა კი ნორმალურად არც კი ვიცი სადაა.

-მართლა გიყვარს ხომ ასეა? _ჩემი საუბრიდან გამოტანილმა ერთადერთმა დასკვნამ დამამუნჯა.

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვთქვი მნიშვნელობანი მხოლოდ ეს ინფორმაცია დაიჭირა?

-გგონიათ ახლა ეს მნიშვნელოვანია?

-ასეც ვიცოდი! ურთიერთობებში არასდროს შევმცდარვარ. თვალები ვერასდროს მოიტყუებიან, მე კი ეს დავინახე.

-მიხარია, რომ ამ ინფორმაციამ გაგახარათ, მაგრამ ახლა ამის დრო არ მაქვს. სანამ თქვენი ორგანიზაცია მატეოს წამართმევს მტკიებულებები უნდა ვიპოვო. დაიანის დაბრუნების ნამდვილი მიზეზი უნდა გავიგო და ფრედერიკ დანისგან ის აღიარება მივიღო, რომელიც რამეში დამეხმარება. ამიტომ ჩემთან თუ უბრალოდ საჭორაოდ მოხვედით შეგიძლიათ წახვიდეთ.

მისი უადგილო აღტაცებით გაღიზიანებულმა ემოციები საბოლოოდ ჩავყლაპე და ფეხზე წამოვიჭერი.

მასთან ფუჭი საუბარი უნდა დამესრულებინა. პასუხებს მაინც არ ვიღებდი.

-გინდა შენ კითხვაზე გიპასუხო რიუ დან? გინდა გაიგო იმ ყველაფრის შემდეგ რაც გაუაზრებლად გააფუჭე მატეოს დაკარგავ თუ არა? თუ ის ყველაფერი რაც მითხარი მართლა მოხდა და ამის მტკიცებულებების მოპოვება შეგიძლია, პირადად ვიზრუნებ რომ შენი და გრეისის სასჯელი მხოლოდ ნახევარ წლიანი მკაცრი დაკვირვება გახდეს.

Continue Reading

You'll Also Like

1.7M 120K 44
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
1.4M 35.2K 47
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
4.7M 295K 107
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
472K 14K 61
Silent, unforgiving and strikingly gorgeous, Rylan Parker is a cold-hearted businessman. An intimidating CEO, perfectly fitted in tailored suits and...