მკვრივ სხეულზე აკრული, ჩვევისამებრ, მატეოს ომახიანმა შეძახილმა და მისმა ლოგინზე დახტომამ გამომაღვიძა.
ჯერ კიდევ იმით შეშინებული, რომ მატეოს ჩვენი სიახლოვით მე და რიუ ასაკთან შეუსაბამო ინფორმაციას ვაწვდიდით, სხეული მაშინვე ბოლომდე დავიფარე და გაკრეჭილ მატეოს და მის ახალ მეგობარს დამფრთხალმა გავუღიმე .
-ეს არ მომწონს გრეის._მამის ურეაქციობით გულდაწყვეტილმა მატეომ ქვედა ტუჩი საწყლად გადმოაბრუნა და ჩემ პასუხამდე მეორე ნახტომისთვის მზადება დაიწყო.
-მატეო, არა. უკვე ხომ ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ მამა...
-უკვე დიდი ხანია ჩემთვის არ მოუცლია._ნიშნის მოგებით გამომეპასუხა პატარა ონავარი და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ბაყაყივით პირდაპირ რიუს ფეხებზე დახტა.
უეცარი ზეწოლით შეშინებულ რიუს, შვილის ჩვევების მიუხედავად, თითმის მთელი წუთი დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად რომ საფრთხე არავის ემუქრებოდა.
-მატეო!_საბოლოო დამშვიდებისა და სულის მოთქმის შემდეგ მკაცრი მამასავით წამოიყვირა რიუმ და ონავარ ვაჟს მის გაქცევამდე ჩაავლო ხელი.
დატყვევებულმა მატეომ წამიერად გადარჩენისთვის მებრძოლი ნადავლივით დაიკივლა და ჩვენ შორის კისკისით ჩაწვა.
-სკოლაში წასვლისთვის მზად ხარ?_მომღიმარმა შვილობილს თავისუფალი ხელით აჩეჩილი თმა გავუსწორე და სხეულზე მოხვეული პლედი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე.
-კი, მაგრამ ჯერ ადრეა. სპეციალურად გავიღვიძე რომ თქვენთანაც ვყოფილიყავი._საყვარლად გაიკრიჭა მსოფლიოში ყველაზე იდეალური ბავშვი და მამას ეშმაკურად გადახედა.
-ხედავ გრეის? ჩვენთან დროის გატარება სდომებია. კარგი. მაშინ მოდი სკოლის ამბები მომიყევი. ხომ არავინ გაბრაზებს?
სიტუაციის შესამოწმებლად შეფარვით იკითხა რიუმ და შვილის თმაზე თამაში დაიწყო.
YOU ARE READING
შეინახე დანის საიდუმლო
Romanceგრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდგარ მოქანდაკედ და საშუალო სკოლის, დაბალ ანაზღაურებად ხელოვნების მასწავლებლად იქცა. რიუ დანი ახალგაზრდა ქვრივი და მარტოხელა მამაა, ის გრეისის...