Backup Dancer [Minsung]

By Moon_s_21

4.1K 305 101

-თითქმის ყველაფერი სწორია. მხოლოდ პატარა დეტალი. - თქვა მან და ჩემს უკან დადგა. ვიგრძენი ზურგიდად მსუბუქად რო... More

1
2
3
4
...
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
...
New
18
New

17

183 15 0
By Moon_s_21

Author's POV

სიჩუმე იყო. ამ სიჩუმეში საწოლზე ოთხად მოკეცილი ბიჭი იწვა და სიცარიელეს უყურებდა. ცრემლები სახეზე ჰქონდა შემშრალი. არ ტიროდა, თითქოს ცრემლები დაუშრა.

ეს სიჩუმე კარების გაღების ხმამ დაარღვია, თუმცა მისკენ არ გაუხედავს.

- ჯისონ, - ნაცნობი, თბილი ხმა გაიგო ბიჭმა.
მძიმედ ამოიოხრა, წამოიწია, საწოლზე დაჯდა და ხმის პატრონს შეხედა.

- მინჰო.. - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. - აქ რას აკეთებ?

- ჰიუნჯინმა დარეკა, - მისკენ დაიძრა. ფრხილად წამოიწყო საუბარი თითქოს არ უნდოდა ბიჭის დაფრთხობა. - კარგად ხარ?

ჰანმა მხრები აიჩეჩა და ოდნავ გაიღიმა.

- კარგად ვარ.

მინჰომ ამოიოხრა. იცოდა რომ ბიჭი იტყუებოდა. მის წინ დაჯდა და ხელი სახეზე მოუსვა.

- ვიცი, რომ არ ხარ კარგად ჰან. რატომ ცდილობ ჩემგან ამის დამალვას? - მის სიტყვებზე ჰანს წამებში აუცრემლიანდა თვალები.

- არ მინდა რომ სუსტი ვიყო.

- ეს სისუსტე არ არის პატარავ. - მინჰო მისკენ დაიხარა და მის აკანკალებულ ბაგეებს ნაზად აკოცა.

- არ მინდა რომ ასე ვგრძნობდე თავს.

- ჩემთან ამ ემოციებს ნუ შეაკავებ, კარგი? - ხელი თმებში ნაზად შეუცურა.- მითხარი როგორ გრძნობ თავს, რა მოხდა, იტირე, გაბრაზდი.. მაგრამ გთხოვ, ნუ შეეცდები ჩემგან ამ ყველაფრის დამალვას, კარგი? - ჰანმა თავი ნაზად დაუქნია, რა წამსაც მისი თვალებიდან საბოლოოდ წამოვიდა ცრემლები და სახეზე გაიკვლია გზა.

მინჰომ ნაზად მოხვია ხელები და მის მკერდს მიაკრო ბიჭი. ისიც ბოლომდე დანებდა და მის მკლავებში ატირდა.

მინჰომ თმებშო ნაზად შეუცურა ხელი და ფრთხილად მოეფერა, ყურში კი თბილ სიტყვებს უჩურჩულებდა, რაც კიდევ უფრო ამშვიდებდა და უსაფრთხოდ აგრძნობინებდა თავს ჰანს.

დაახლოებით ნახევარი საათი ასე იყვნენ. ჰანმა ნელ-ნელა ტირილს მოუკლო, თუმცა მის მკლავებს არ შორდებოდა.

- შენც ასე ფიქრობ? - ჰანმა ხმა ამოიღო და მინჰოს ახედა. როცა მისი გაკვირვებული სახე დაინახა განაგრძო. - შენც ფიქრობ, რომ მე სიყვარული არ ვიცი?

- ასე არ ვფიქრობ.

- მაგრამ მე არ მყოლია მშობლები, რომლებიც მასწავლიდნენ რა არის სიყვარული. არც მათგან მიგრძვნია სითბო.. გგონია მათ ვგავარ?

- სიყვარული რომ იცოდე არ არის აუცილებელი რომ მშობლებმა გასწავლონ ჰან. ეს თავისით მოდის. შეხედე შენს თავს, ყველაზე ზრუნავ, განიცდი.. გგონია ეს სიყვარული არ არის? როგორ გაიფიქრე ის, რომ შენს მშობლებს გავხარ?

- ჰიუნჯინმა მითხრა, რომ მე ვერასდროს გავიგებდი რას გრძნობდა ის. რადგან არ ვიცი რა არის სიყვარული.. ის მართალია მინჰო.

- არ არის მართალი. ხომ იცი რომ რეალურად მაგას არ ფიქრობს არა? უბრალოდ ანერვიულებული იყო.. ახლა კი ძალიან ნანობს.- ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია ჰანს. მინჰო ოდნავ მოშორდა მას, მის წინ კარგად მოკალათდა და მის ცრემლიან, ჩაწითლებულ თვალებს შეხედა.

- შემიძლია დაგიმტკიცო.

- რ..რა? - გაკვირვებულმა შეხედა მინჰოს.

- შემიძლია დაგიმტკიცო რომ შენს მშობლეს არ გავხარ და მათთან საერთო არაფერი გაქვს.

- როგორ?

- მიპასუხე, როცა ჰიუნჯინი შემოვიდა სახლში ატირებული, რა რეაქცია გქონდა? ასე უბრალოდ მიატოვე ატირებული და ოთახში დაბრუნდი?

- ა..რა მისი დაწყნარება ვცადე.

- რა იგრძენი?

- არ მომწობდა ასეთს რო ვუყურებდი.. მინდოდა რომ აღარ ეტირა.

- შენც განიცდიდი მასთან ერთად, არა? - თავი დაუქნია. - ხედავ? შენ ზრუნავდი მასზე. ახლა მითხარი, რას გრძნობ ჩემს მიმართ? - ჰანი მოულოდნელობისგან შეხტა და თვალი აარიდა. - შემიძლია მე გითხრა, რას ვგრძნობ შენს მიმართ.

- მინჰო.. არ გინდა.

- მინდა, სწორედ ახლაა კარგი დრო. შემომხედე. - ჯისონმა სწრაფად შეხედა მას. - რასაც ვგრძნობ ეს უკვე უბრალოდ მოწონება აღარ არის ჰან. ეს სიყვარულია.

- რ..რა?

- ასეა. და იცი რატომ შემიყვარდი? იმიტომ რომ არ ხარ ცივი, უხეში. ყველაზე ზრუნავ, შენს მეგობრებზე, ჩემზე. იმის მიუხედავად, რომ ცუდად ხარ მაინც იმას ცდილობ, რომ სხვები კარგად იყვნენ. შენი ღიმილი მიყვარს, - სახეზე ნაზად მოუსვა ხელი აკანკალებულ ბიჭს,- თვალები, რომელში მთლიანად სიყვარული ჩანს. შენი სხეული მიყვარს, რომელიც იდეალურია. მიყვარს ყველა შენი შრამი, რომელიც შენს სიძლიერეს უსვამს ხაზს..

- მ..მინჰო..

- არ არის აუცილებელი მითხრა შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ.

- ვფიქრობ ყველაფერი ისედაც ნათელია. - ჰანი მისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა. კოცნაში იგრძნობოდა ის სიყვარული და ვნება რაც ერთმანეთთან აკავშირებთ.

- მიყვარხარ.. - კოცნაში ამოილაპარაკა ჰანმა. მინჰომ გაიღიმა და მას მოშორდა.

- ხედავ? არ არის აუცილებელი სიყვარული ვინმესგან ისწავლო. - ჰანმა ბედნიერმა გაიღიმა.

- არ გეთანხმები. - ჰანმა შეხედა და მინჰოს ხელს ხელი მოკიდა და ძლიერად მოუჭირა. - შეიძლება არ არის აუცილებელი, რომ მშობლებმა გვასწავლოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიყვარული შენ მასწავლე.

მინჰომ მის წინ მჯდომს წელზე ხელები მოჰხვია და წამებში მის კალთაში ჩაისვა.

- მიყვარხარ, - კვლავ შეარეთა მათი ბაგეები ერთმანეთს.

- მეც მიყვარხარ.

- პატარავ. - ცოტახანში სიჩუმე მინჰომ დაარღვია. ჰანმა მას ახედა. - გირჩევნია დავწვეთ და აქ ვიყოთ, თუ გავიდეთ? ჰიუნჯინი ძალიან განიცდის, გონია, რომ გეზიზღება..

- არ მეზიზღება.. - ამოიოხრა ჰანმა. - გავიდეთ.

- დარწმუნებული ხარ? შეგვიძლია ხვალ მოვაგვაროთ.

- არა, ახლა გავიდეთ. დღეს ისედაც ბევრი გადაიტანა.

ორივე წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდნენ. სასტუმრო ოთახს მიაუხლოვდნენ და ჰანმა ძლიერად მოკიდა ხელი მინჰოს. ღრმად ამოიოხრა და ფრთხილად შევიდნენ ოთახში.

ოთახში შესვლისთანავე დივანზე მსხდომმა წყვილმა გახედეს მათ და საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.

- ჰ..ჰან..- ხმა აკანკალებულმა თქვა ჰიუნჯინმა და ჩაწითლებული თვალებით შეხედა თავის მეგობარს. ის ფეხზე სწრაფად წამოდგა, მისკენ გაიქცა, მთელი ძალით ჩაეხუტა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი. - მაპ..მაპატიე, გთხოვ.. არ მიგულისხმია ის სიტყვები.. ძალიან გთ..ხოვ მაპატიე.. ძალიან მიყვარხარ.. შემიძლია წავიდე აქედან.. ვიც..ვიცი რომ ჩემი აქ ყოფნა არ გინდა.

- ჰიუნჯინ, - ჰანმა ხელები ძლიერად მოხვია ბიჭს და მის დამშვიდებას შეეცადა. - ყველაფერი კარგადაა. არ მინდა, რომ წახვიდე.

- მარ..მართლა?

- რა თქმა უნდა, - გაუღიმა და ცრემლები მოწმინდა. - ვიცი, რომ ძალით არ გინდოდა. მეც მიყვარხარ და არ მინდა შენი დაკარგვა. ერთადერთი მეგობარი ხარ ვინც მყოლია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შენხარ.

- ძალიან მიყვარხარ.. - ამჯერად ბედნიერების ცრემლები მოსდიოდა ჰიუნჯინს.

- უადგილოა ახლა რომ ვეჭვიანობ? - მათ უკან სუნგმინის ხმა გაისმა. ყველამ მას შეხედა და მის სიტყვებზე ყველას გაეცინა. ჰიუნჯინი მასთან მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა. მინჰო უკნიდან მიეკრო ჰანს და კისერში აკოცა.

- სიმართლე გითხრა მეც ვეჭვიანობ. - ჰანი მისკენ შებრუნდა და გაიღიმა.

- ვფიქრობ საეჭვიანო გაქვს. - მინჰომ წარბი ასწია. სუნგმინს და ჰიუნჯინს შეხედა და ეშმაკურად გაიღიმა.

- რამე ხმას თუ გაიგებთ ყურადღება არ მიაქციოთ. - თქვა, მომცინარე ჰანი ხელში სწრაფად აიყვანა და სიცილით დატოვეს სასტუმრო ოთახი.

Continue Reading

You'll Also Like

964K 59.6K 119
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...
444K 13.3K 96
Theresa Murphy, singer-songwriter and rising film star, best friends with Conan Gray and Olivia Rodrigo. Charles Leclerc, Formula 1 driver for Ferrar...
637K 23.2K 98
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...
4.3K 152 11
Mason Woods, eldest adopted son and former sidekick of Batman must help his father battle Deathstroke and the might of the League of Assassins upon l...