15

183 17 2
                                    

სეულში ვართ. დღეს ჩამოვედით და ხვალ ბოლო კონცერტი გვაქვს. მე სახლში დავბრუნდი ხოლო ჰიუნჯინმა, როგორც მითხრა, სუნგმინს სახლში დაელოდებოდა და ვფიქრობ დღეს არ დაბრუნდება. ძალიან ვნერვიულობ, ბიჭები ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობენ. ვარჯიშობენ, უამრავ გადაცემაში უწევთ მისვლა. მინჰოს ძილის პრობლემები აქვს და თავს კარგად ვერ გრძნობს. ძალიან ვნერვიულობ... დროც არ მქონია რომ მასთან მივსულიყავი. ახლაც რაღაც გადაცემაში არიან ჩაწერაზე, მომწერა რომ მოვიდოდა ჩემთან და დავლოდებოდი. ახლა აქ ვარ, საწოლზე ვარ წამოწოლილი და ველოდები. დროის გასაყვანად კი ტელეფონში ვიდეოებს ვუყურებ.

ცოტახანში ქვევიდან ხმა გავიგე და მივხვდი რომ მინჰო მოვიდა. ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემი სახლის გასაღები რომ მივეცი. ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გავედი, იქ კი გადაღლილი სახით მდგომი მინჰო დამხვდა. ამოვიოხრე, მასთან მივედი და ძლიერად ჩავეხუტე. სუსტად ჩაეცინა და ხელები მომხვია.

- მომენატრე. - ამოვიჩურჩულე.

- ვიცი პატარავ. მეც მომენატრე. ხვალ ბოლო კონცერტია და შემდეგ ვეცდები უფრო ბევრი დრო გავატარო შენთან, კარგი? - მას მოვშორდი და თავი დავუქნიე.

- გშია? სწრაფად მოგიმზადებ რამეს.

- არა, უბრალოდ დავწვეთ კარგი?

- კი მაგრამ ჭამე რამე? მინჰო ისედაც ძალიან ბევრს მუშაობ, ჭამა გჭირდება. - ანერვიულებული თვალებით შევხედე.

- კარგად ვარ ჰან. უბრალოდ ძილი მჭირდება.

- ვნერვიულობ...

- სანერვიულო არაფერია, საყვარელო. - გამიღიმა და თავზე ნაზად მაკოცა. - თან ბიჭებთან ერთად ვჭამე ცოტა.

თავი დავუქნიე და ოთახში შევედით. სწრაფად გამოვიცვალეთ და ცივ საწოლში ჩავწექით. მისკენ მივიწიე და მის სხეულს ძლიერად მივეკარი. მანაც ხელი წელზე მომხვია და მის მკერდს ამაკრო.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now