შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

5.1K 548 1.7K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 48
თავი 49
თავი 50

თავი 47

101 8 11
By Emolass99

-რა გააკეთეთ?_რიუს გაცოფებულ წამოძახილს დასჯილი ბავშვივით რაფაელთან ერთად ვუსმენდი და კონცენტრირებას ვერაფრით ვახდენდი.

"ჩემი დახმარება გჭირდება გრეის? მაშინ გაფრთხილებ! შენ გვერდით იქამდე ვიბრძოლებ, სანამ ეს საქმე  სარგებელს თავადვე მომიტანს. იცოდე ფრთხილად იყავი. ერთი არასწორი ნაბიჯიც კი შეიძლება შენთვის სავალაო აღმოჩნდეს."

ფრედერიკის სიტყვებს ახსნას ვერაფრით ვუძებნიდი. რას გულისხმობდა შეცდომის დაშვებაში? არ ვიცოდი რას შეეძლო მისთვის მხარიდ შეცვლის საბაბი მიეცა.

-გრეის, ხვდები მაინც რა გააკეთე? გითხარი ამას თავად მოვაგვარებდი. შენ კი რა გააკეთე? დასახმარებლად მამაჩემთან გაიქეცი!_მოთმინება დაკარგულმა რიუმ პატარა ბავშვივით დამტუქსა.

-მას ნუ უბრაზდები რიუ. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მისი დახმარებით დაიანის საიდუმლოს გაგების შანსი უფრო გვქონდა._ჩემ დასაცავად რაფაელი ერთგული გუშაგივით წამოენთო, მაგრამ უფროსი ძმის მკაცრმა მზერამ მაშინვე დაადუმა.

-სამაგიეროდ ამასთან ერთად ფრედერიკ დანს ჰგონია რომ იმდენად უიმედო მდგომარეობაში ვართ მის გარდა სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს!_გაბრაზებულმა დანმა უკმაყოფილოდ წამოიძახა.

-მაპატიე._დადუმებულმა ანერვიულებული რიუს დასამშვიდებლად ჩუმად ამოვილუღლუღე და თავი ჩავხარე.

სხვა გზა არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რიუ ჩემზე ღელავდა არ შემეძლო ქეითის ჯანმრთელობა გამერისკა.

ჩემმა მობოდიშებამ აღელვებული რიუ თითქოს დააცხრო. ჩვენ წინ ბოლთის ცემა შეწყვიტა, წინ დამიდგა და დანანებით დამიწყო ყურება.

დასადგურებული სიჩუმე უჩვეულოდ შემაწუხწბელი იყო და ვერ ვხვდებოდი ეს ჩემი გადაწყვეტილების, თუ რაფაელის ჩვენთან ყოფნის ბრალი იყო.

-კარგი, მე წავალ. დიდი მისია მაკისრია. _სიტუაციიდან თავის დასაძვრენად ენერგიულად წამოენთო რაფაელი და სახლიდან ისე გავარდა ადგილიდან დაძვრა ვერცერთმა მოვასწარით.

-გრეის...

კარის მოხურვისა და შუაღამით, კვლავ მარტო დარჩენის თანავე რიუმ დაბალი ხავერდოვანი ხმით მომმართა და ჩემ წინ ჟურნალების მაგიდაზე ჩვევისამებრ ჩამოჯდა.

-ვიცი რიუ, ვიცი, გეგმებში ხელი შეგიშალე, მაგრამ ჩემი ოჯახი...

თავის გასამართლებლად დაწყებული საუბარი საყვარელი კაცის ძლიერმა ჩახუტებამ გამაწყვეტინა.

-ნამდვილად შეიშალე გრეის. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა, რომ გამეგო წასვლა გაიძულა ან რამით დაგაშანტაჟა._ჩემ კისერში სახე ჩამალულმა ნაწყენი ბავშვივით დაიბუზღუნა და თბილი ტუჩები იქვე მომაკრა.

-არ წავალ რიუ. უკვე ხომ გითხარი? შენ გვერდით ვიქნები. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის რომ თქვენ გვერდით ვიყო. _მისი ნამდვილი ღელვის მიზეზით გულმომთბარმა ჩემ თვალწინ მოსიყვარულე კაცად გადაქცეულ დანს ღიმილით მივმართე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.

წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მომწონდა, როდესაც ღიად მაჩვენებდა მისთვის რამდენად ფასეული ვიყავი.

-ამ ყველაფრით დავიღალე გრეის. ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ერთად მშვიდად გვეცხოვრა._დანანებით ჩაიბუტბუტა რიუმ.

-ამის დროც მოვა რიუ. იქამდე კი ჯობია ჩვენ ამომავალ ვარსკვლავთ ბიჭუნას თვალი ვადევნოთ._მატეოს გახსენების თანავე ახალი საკითხი მაშინვე წამოვჭერი.

-სკოლაში რაიმე მოხდა?_შვილის ამბით დაინტერესებული რიუ დივანზე გვერდით მომიჯდა, ხელი მხარზე მომხვია და ინფორმაციის მისაღებად მოემზადა.

-როგორც ვშიშობდით რიუ. ჩვენი მატეოს ვინაობის გამჟღავნების თანავე ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ერთ დღეში ჩვეულებრივი მოსწავლიდან სკოლის პოპულარულ ბავშვად იქცა._აღელვებულმა მატეოს მოყოლილი ჩემ პირველ მესაიდუმლეს მაშინვე გადავეცი და ნერვიულობისგან თითების სრესვა დავიწყე.

-მშვენიერია. როგორც იქნა ჩვენმა მავნებელმა დამსახურებული ყურადღების მიღება დაიწყო. _შვება მოგვრილმა რიუმ მაშინვე წამოიძახა და მომხიბვლელი ღიმილი მთლიანად ჩემკენ მომართა.

-არა რიუ. მშვენიერებისგან ეს ყველაფერი შორსაა. საშუალო სკოლაში მეც ვასწავლიდი. დიდ სახელს ბევრი დაპრკოლებაც მოსდევს თან. მატეო აქამდე სკოლის ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. ყურადღებას ბევრი არ აქცევდა. სულ ორი მეგობარი ჰყავდა და მისთვის ესეც საკმარისი იყო. ახლა კი იმ ბავშვების ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლებსაც სხვა ინტერესები ამოძრავებთ. როდესაც დღევანდელი დღის შესახებ მომიყვა თავი ცუდათ ვიგრძენი რიუ. მითხრა რომ ახალი მეგობრები ჰყავდა, რომლებმაც მისი ძველი მეგობრებიდან ლანჩზე, მარტო ის მიიწვიეს. რიუ ვიცი შეიძლება ვაბუქებდე, მაგრამ მეშინია. ჩვენ წინ დიდი საიდუმლოს გახეთქვის საფრთხე გვაქვს. არ მინდა მატეომ ღალატისა და დამცირების ადამიანური გაკვეთილი ასეთ დროს მიიღოს. მეშინია, რომ ნამდვილ მეგობრებს დაკარგავს და თავს დაღალატებულად იგრძნობს.

ახალი სადარდებელი გულიდან მხოლოდ რიუს თვალწინ მოვიშორე და მის ჩაფიქრებულ სახეს გამოსავალის პოვნის იმედად დავუწყე ყურება.

-გრეის, მატეო ჭკვიანი ბიჭია. ეს მისი ცხოვრებისეული პირველი გაკვეთილია. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვუთხრათ, მაგრამ საბოლოოდ ისევ მან უნდა გადაწყვიტოს. მართალი ხარ შეიძლება გარკვეულმა სიტუაციამ გული დასწყვიტოს, მაგრამ მთავარი ის არის რომ მას ჩვენ გვერდით ვეყოლებით და სირთულეების შემსუბუქებაში დავეხმარებით.

ჩვენ მნიშვნელობაში დარწმუნებულმა დიჯად მიპასუხა და ჩემ თმაზე თითებით თამაში ისე დაიწყო მაგიდაზე დადებული საქაღალდისთვის თვალი არ მოუშორებია.

-მოსმენა დანიშნეს?_სასამართლოსა და დაიანის მოთხოვნის გახსენების თანავე სხეული ახალი დაძაბულებით დამეჭიმა.

ეს ყველაფერი დანის პირზე სიარულს გავდა. ერთ არასწორ ამოსუნთქვასაც კი შეეძლო ჩვენი სამყარო თავდაყირა დაეყენებინა.

-ჯერ არა. მხოლოდ საჩივრის წერილი მივიღე. დაიანს მატეოს სრული მეურვეობის უფლების მიღება უნდა, მაგრამ ჩვენი საბუთების წყალობით საქმე გაიწელება. მოსმენამდე გამოძიება უნდა დაიწყოს._საქმის სირთულით მხრებ დამძიმებულმა ჩემ თმაზე თამაში საბოლოოდ შეწყვიტა და შუბლი მოისრისა.

ჩვენი საბუთებით თამაშს გამართლებას მხოლოდ მატეოს მამის შანტაჟის გამხელა მოუტანდა, მაგრამ პირობა უკვე დადებული მქონდა. მისი ჩარევა არ შეგვეძლო.

დრომ სვლა ჩვენი პრობლემების საწინააღმდეგოდ დაიწყო.

ყოველი ახალი დღე ზღვას გავდა. წყნარსა და მშვიდს. აი, ზუსტად ისეთს, როგორიც შტორმის დაწყებამდე არის ხოლმე. მშვიდი, მკრთალი და გამაოგნებლად უსუსური.

ჩვენი ყოველდღიურობა ჩვეულებრივი და ნამდვილი ოჯახისას გავდა. ყოველ დილით მატეო რიუსთან ერთად სკოლაში მიმყავდა, შინ დაბრუნებული კი ახალი გამოფენისთვის ახალი ნამუშევრების ესკიზებს ვხატავდი. დღის საყვარელ საქმეში გალევის, მატეოს მოყვანისა და რიუს დაბრუნების შემდეგ კი ნამდვილი ოჯახივით საღამოს ერთად ტელევიზორის წინ საოჯახო ფილმების მარათონში ვატარებდით.

ყველაფერი კარგ სიზმარს ჰგავდა, რომელიც პრობლემებისგან დაღლილს შემართებისა და ძალების აღდგენაში ქურდულად გეხმარებოდა.

ჩვენი სიზმარი მის კალაპოტს ნელა მიუყვებოდა და გვავიწყებდა, რომ ადრე თუ გვიან გამოღვიძება მაინც მოგვიწევდა.

ერთი კვირის გალევის შემდეგ, რიუს მოლოდინში, მატეოს დაძინების შემდეგ ტელეფონზე უცხო ქვეყნის კოდით შემომავალი ზარი მივიღე.

ჩვენი გაურკვეველი მომავლითა და ფრედერიკის დაუსრულებელი თამაშებით შეშინებულს ზარის ასაღებად რამოდენიმე წუთი დამჭირდა.

რა მოხდებოდა, თუ ვინმე საიდუმლო გამოძიების დეტალების დასაზუსტებლად მირეკავდა? მათთვის რა უნდა მეთქვა?

-გისმენთ?_ყოყმანის შემდეგ ზარს მაინც ვუპასუხე და პრობლემის გაღვივების შიშით გავინაბე.

-გრეის ჰარპერ?_ყურმილიდან მომავალმა უცნობმა ხმამ, მძიმე აქცენტით წამით დამაბნია.

-მე მარია დე ლა როში ვარ. გახსოვთ? ჩვენ დანის გალერეის გახსნაზე შევხვდით._პირის გაღებამდე მოსმენილმა წარდგენამ წამით დამამშვიდა.

იმის გააზრებამ, რომ ჩემი ახალი ოჯახის დაკარგის წუთები ჯერ კიდევ შორს იყო, მხრებიდან მძიმე ლოდი მომხსნა.

-სასიამოვნოა თქვენი ხმის კიდევ ერთხელ მოსმენა. _ ჩემი პრობლემებისგან დახსნილმა სუნთქვას ამოვაყოლე.

-გრეის, არ ვიცი შესაფერის დროს გირეკავ თუ არა, მაგრამ ჩემი შემოთავაზების თაობახე მინდოდა გასაუბრება.

საქმეზე ორიენტირებულმა ესპანელმა მომიბვლელმა ქალმა საუბარი პირდაპირ პროფესიონალური მიმართულებით წარმართა და ჩემი გონებაც თან წაიყოლა.

-შემოთავაზების?_ დაუსრულებელი საფიქრალით ტვინ გამოჭედილმა ჩვენი ბოლო საუბარის გასახსენებლად ვიკითხე და სახელოსნოს დივანზე მოხერხებულად მოვკალათდი.

-დიახ. გახსოვს ჩვენ ესპანეთში საერთო გამოფენის შესახებ ვისაუბრეთ. მაშინ დეტალები ჯერ კიდევ არ იყო დაზუსტებული, მაგრამ ახლახანს სპონსორები გამოჩნდენ. მთლიანად ანაზღაურებენ ხარჯებს. ჩემთან თანამშრობლობის შემთხვევაში მზად არიან თქვენი საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყონ და გამოფენის შემდგომ ჩვენთან ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმონ. ანაზღაურებაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. გეგმის წარდგენისა და თქვენი ნამუშევრების გაცნობის თანავე სპონსორებმა პირველივე ჯერზე სრული კოლექციის შეძენისთვის მილიონი დოლარი უკვე გამოყვეს, მაგრამ ეს თანხა გაორმაგდება, თუ გამოფენას ისეთი შედეგები ექნება, როგორსაც ვარაუდობენ.

ესპანელი ხელოვანის გამაოგნრბელ შემოთავაზებას დამუნჯებული ვუსმენდი და ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.

სასოწარკვეთილების პიკზე ვიყავი. ნებისმიერ წამს, ახალ ჩასუნთქვას შეეძლო უფსკრულში ჩავეგდე და გავენადგურებინე. რიუს და მატეოს დაკარგვის შიშთან ერთად იმაზე ნერვიულობაც მიწევდა, რა მოხდებოდა, თუ ფრედერიკი ჩემი დის მკურნალობის დაფინანსების შესახებ გაიგებდა. 

მიღებული შემოთავაზება ჩემთვის სიბნელეში გაბრწყინებული პირველი ვარსკვლავის კაშკაშს გავდა.

შემეძლო მსგავს შემოთავაზებას თვალდახუჭული გავყოლოდი და მთელი ჩემი ახლანდელი პრობლემა წარსულში მომეტოვებინა.

მე წავიდოდი, რიუ დაიანს დაუბრუნდებოდა და მატეოსთან ერთად არარსებული ოჯახის შექმნას ცდიდა, მე კი ჩემი ნამდვილი ოჯახის ჯანმრთელობაზე თავადვე ვიზრუნებდი.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით იდეალური დასასრული უნდა ყოფილიყო.

ორივე, მეც და რიუც იმას მივიღებფით რამაც ერთად შეგვყარა, მაგრამ აღარ მინდოდა.

აღარ შემეძლო რაიმე მატერიალურის საფასოდ მათი დათმობა. ჩემი ღირებულებები და ფასეულობები გასაქანს არ მიტოვებდა.

არ შემეძლო ძლიერი მატერიალისტი ქალივით საჭიროებების მიხედვით მეფიქრა და ის ადამიანები მიმეტოვებინა, რომლებიც ჩემთვის ცხოვრების მთავარი მონაპოვარნი იყვნენ.

არ შემეძლო რიუ ახალ გასაჭირთან ისევ მარტო დამეტოვებინა. არ შემეძლო მეც ისევე გამეტეხა, როგორც ეს დაიანმა გააკეთა. არ შემეძლო მსოფლიოში იდეალური ბავშვი ბედის იმედად დამეტოვებინა და იმ ქალისთვის მიმენდო, რომელმაც პირველი ჩასუნთქვის წამიდან უარყო.

-გრეის, ხაზზე ხარ?_ფიქრებში ჩაკაგულს მარიას ხმა სადღაც შორიდან მომესმა.

-მე..._ჯერ კიდევ იმის დასამტკიცებლად რომ მისთვის არ გამითიშავს საუბარი დავიწყე, მაგრამ მაშინვე გავჩუმდი.

რა უნდა მეთქვა? ზღაპრული შემოთავაზების მიუხედავად მათ ვერ დავტოვებდი.

-მარია, ეს შემოთავაზება ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი პატივია. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ან როგორ მოვიქცე. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ, მაგრამ...

-რიუ დანის ბზარებს ჯერ ჯიდევ შეკეთება სჭირდება?_ქალის მოულოდნელმა შეკითხვამ წუთით დამაბნია და მთლიანად დამამუნჯა.

მის ხმაში გამკრთალი თავდაჯერებულობა თითქოს ჩემი საიდუმლოებების გამჟღავნებას ცდილობდაო.

-შენ...

-მეც ხელოვანი ვარ გრეის. გამოფენაზე რიუ დანის მთავარი სკულპტურის დანახვის წამიდან მივხვდი რომ თქვენ შორის ყველაფერი ისე მარტივად არ იყო, როგორც გარედან ჩანდა. თქვენი მზერები პერფორმანსის დროს არ გამომპარვია, შემდეგ კი უკვე ახალი ამბავი გავრცელდა. რიუ დანი მის საიდუმლო სიყვარულსა და ჩუმად გაზრდილ შვილს დაუბრუნდა. ეს ყველაფერი ლამაზი ზღაპარივით ჟღერდა. გამიხარდა რომ ერთმანეთს დაუბრუნდით, მაგრამ არ მეგონა რომ ეს ჩვენ საქმესთან დაკავშირებით პრობლემას შექმნიდა.

რეალობასა და თამაშს შორის გავლებული ძაფების დაკავშირების თანავე მარიამ მაშინვე ამოიოხრა და წუთით მიჩუმდა.

-საქმე ამაში არ არის მარია. რიუ კარიერულ წინსვლაში ხელს არასდროს შემიშლის, მაგრამ ახლა იმ სიტუაციაში არ ვარ რომ ისინი აქ მარტო დავტოვო.

შესაძლებელი რომ ყოფილიყო და  რიუს ცხვირწინ შვილის წართმევის საქმე რომ არ ჰქონოდა აფარებული იქნებ ამ საქმეზე დათანხმება თავადვე შემოეთავაზებინა,  კომპანია უკანმოუხედავად დაეტოვებინა და ჩემთან და მატეოსთან ერთად დედამიწის შორეულ მიწაზე დიდი სიხარულით გადმოსახლებულიყო.

-უარი ასე მტკიცედ არ მითხრა გრეის. რიუს დაელაპარაკე. ორი წელი დანის მსგავსი კომპანიისთვის არაფერია. მას დაელაპარაკე და ერთად შეთანხმდით. თუ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ორი წლით რაფაელს გადააბარებს და მატეოსთან ერთად აქ წამოგყვება, გპირდები ჩემ ყველაზე მდიდრულ სახლს დაგითმობთ და თქვენი მთავარი საყრდენი გავხდები.

ესპანელი ქალის მოულოდნელმა და წარმოუდგენელმა შემოთავაზებამ ჩემი გაოგნება კიდევ ერთხელ შეძლო.

ოცდარვა წლის განმავლობაში საკმაო ცხოვრებისეული გაკვეთილები მქონდა გამოვლილი, რომ მცოდნოდა, დედამიწის ზურგზე შენთვის ზედმეტად არავინ შეიწუხებდა თავს, თუ მისთვის შენ თანხმობას სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა.

მარია დე ლა როშის სასოწარკვეთილებამდე მიღწეული შემოთავაზება, კარიერის მწვერვალისკენ მიმავალი ბილიკის ბოლო საფეხურზე შემდგარი ქალის სიტყვებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი.

ვერ ვხვდებორი ერთ მილიონიან საქმეს, როგორ შეეძლო მისი მწვერვალზე აყვანა.

-შენ შემოთავაზებას ვაფასებ მარია, მაგრამ ვერ ვხვდები. ჩემი თანხმობას ამდენად დიდი მნიშვნელობა, რატომ აქვს?_ცნობისმოყვარეობით ავსებულმა მოურიდებლად ვიკითხე და ყურმილს მიღმა, სხვა კონტინენტზე მცხოვრებ ქალს დავუწყე ცდა.

-ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რამდენად უნიკალური ხელოვანი ხარ ხომ ასეა გრეის? ამხელა ინვესტიციას ახალბედა ხელოვანებში თითქმის არასდროს დებენ. როდესაც შენთან თანამშრომლობის იდეა გამიჩნდა და გეგმასთან ერთად შენი მონაცემები წარვადგინე დაუფიქრებელი თანხმობა მივიღე. ეს გამოფენა შენთვის პირდაპირ, წვალების გარეშე, მწვერვალზე მოხვედრას ნიშნავს. ამ კოლექციისა და გამოფენის შემდეგ მთელი მსოფლიო გაგიცნობს. მილიონიანი შემოთავაზებები შენთვის ყველაზე პატარა საქმეები იქნება. მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი ცნობილი ხელოვანი გახდები და ამ შემთხვევაში მე...

-შენ იმ ქალად დარჩები, რომელმაც   გზა კონკურენციის მიუხედავად მე დამითმო და წარმატებისკენ მეგობარივით გამიძღვა.

ჩემი კარიერული წინსვლის შესაძლო ვარიანტებს შორის მისი ჩანაფიქრის ამოკითხვამ თავი წამით ამაყადაც კი მაგრძნობინა.

ჩემი სკულპტურები არა თუ დღის სინათლეზე გასვლას, არამედ მწვერვალების დაპყრობისკენ მიმიძღოდნენ, მაგრამ როგორც ადრე, არც ახლა შემეძლო ამ მწვერვალებისკენ წასვლა.

-გრეის, ძვირფასო დავბრუნდი._კარის საკეტის წრიპინმა და რიუს დაღლილმა შეძახილმა წამიერად ისე ამანერვიულა, თითქოს ვინმეს რაიმე უკანონოს კეთებაში გამოვეჭირე.

-მაპატიე მარია, ახლავე უნდა წავიდე. _შეშინებულმა ტელეფონი ქალის პასუხის მოსმენამდე გავთიშე და ოთახში შემომავალ გადაღლილ რიუს ფართედ გავუღიმე.

არ ვიცი ჩემ თავს რა ხდებოდა, მაგრამ მისი დანახვა მარიას ზარის შემეგ სხვანაირად მაშინებდა.

ჩემ რაღაც ნაწილს მთელი გულით უნდოდა საყვარელი კაცისთვის წარმოუდგენლად დიდი წარმატების შესახებ მოეყოლა, ნაწილს კი სწორედ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სიკვდილამდე აშინებდა.

მისთვის გული რომ მეტკინა?

რომ ეფიქრა რომ მეც დაიანივით წავიდოდი?

-დაგაგვიანდა. რაიმე მოხდა?_ მასზე ფოკუსირებულმა სახეზე მოწოლილი სიმხურვალის დაცხრობა უიმედოდ ვცადე.

სირთულეებით მხრებ დამძიმებული რიუ დივანთან ზლაზვნით მოვიდა, ხელში მოქცეული პიჯაკი ჩემ გვერდით დააგდო და ტუჩები ჩემსას ისე მოაკრა, თითქოს ამით ძველებური ენერგიის აღდგენას ცდილობდა.

-რთული დღე იყო. დღეს ადვოკატს ველაპარაკე. დაიანზე ჯერ ისევ არაფერი გვაქვს იმის გარდა, რომ ვიცით ეს წლები საფრანგეთში ცხოვრობდა. მამაჩემის დაქირავებულმა გამომძიებელმა გაარკვია, რომ დაიანი იქ ხშირად უჩინარდებოდა, მაგრამ მიზეზი ჯერ ვერ იპოვა.

-ფიქრობ რაიმე ცუდს აკეთებდა? _ჯერ კიდევ მისი გრძნობებით შეშინებულმა გაუბედავად ვიკითხე და გვერდით ჩამომჯდარ დანს ლოყაზე მივეფერე.

-არ ვიცი გრეის. ამ ყველაფერმა საშინლად დამღალა. უბრალოდ, რომ შემეძლოს ყველაფრის მხრებიდან ჩახსნა და თქვენთან ერთად სადმე გაქცევა...

-კომპანიას და მთელ შენ შვიდ წლიან მიღწევებსაც ასე დათმობდი?

რიუს სურვილით დაიმედებულმა გაუბედავად ვიკითხე.

მისთვის ჩემი შემოთავაზების შესახებ თქმა ჯერ კიდევ მეშინოდა.

მიუხედავად იმისა რომ ესპანეთში წასვლის რეალური შანსი ცხვირ წინ გვედო, მაინც მეშინოდა.

დაუსრულებელი სტრესის მიუხედავად რიუ უკვე წლებს ითვლიდა დამოუკიდებელი ადამიანი იყო.

სულ რომ მოგვეხერხებინა და აქაურობა დაგვეტოვებინა, რამდენად შეძლებდა ფინანსური მდგრადობის გარეშე  ჩემი შემოსავლის იმედად ჩვენთან მშვიდი ცხოვრების გაგრძელებას?

-გგონია წუთით მაინც დავფიქრდებოდი? ჩემ გალერეასაც კი დავთმობდი ოღონდ დარმუნებული ვიყო, რომ ტყუილებისა და შანტაჟის საფრთხის გარეშე, თქვენთან ერთად ცხოვრებას შევძლებდი.

ჩემ შეკითხვაზე საპირისპიროს დასამტკიცებლად ალაპარაკებული რიუს შეკრულმა წარბებმა და სახის გამომეტყველებამ უჩვეულოდ დამამშიდა.

იქნებ არც ისე ცუდი იქნებოდა სასამართლოს ჩავლის შემდეგ აქედან მართლა წავსულიყავით?

Continue Reading

You'll Also Like

566K 19.3K 144
Read and find out...
42.3K 1.8K 19
აღწერა: ყველაფერი ამ წინადადებით დაიწყო: "ნუნა, გთხოვ შემეხე." მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: "ჯონგუკ, შემეხე. გთხოვ..." ** ნუნა - ასე მიმართავენ ბი...
44.4K 2.1K 20
Playboy ნარცისი რომელსაც,თავის თავზე მეტად არავინ აინტერესებს,მაგრამ მოხდება რაღაც რაც დაინტერესებს.