წარსულმა მომავალში შემოაბიჯა

De LKV1234567

10.1K 573 144

წყვილი, რომელსაც არავინ ელოდა... Mai multe

შეხვედრა
კონფერენცია და ის
კლუბი
თვალები გაახილე პატარავ
ტკივილნარევი წარსული
მკვდარი ხარ ბარბაქაძევ!!
მხოლოდ ბიზნესპარტნიორი
არა ის უფრო მეტია
თითქმის კოცნა
ახალი თავი არ არის!
ზარი
წვეულება
ისინი შეერთდნენ
ავტორის წერილი
ნუთუ რეალურად მოხდა?
ახალი მოთხრობა!!!!!!
პაემანი ნაწილი 1
პაემანი ნაწილი 2
პაემანი ნაწილი 3
საუკეთესო მეგობრებს ვერაფერს გამოაპარებ!

მოლოდინები

475 23 3
De LKV1234567


მეძინა? ერთი წუთიც არა. ჯანდაბაშიც წასულხარ ანდრია ბაგრატიონო, შუა ლანძღვაში ვიყავი როდესაც მაღვიძარამ დარეკა, რისთვის რეკავს უკვე ხომ მღვიძავს ანდრიას წყალობით, არადა დარწმუნებული ვარ მაგ მონსტრმა ტკბილად გამოიძინა.  ძლივს ძლივობით ავდექი, შხაპი მივიღე და გამზადება დავიწყე. და აი ლოლა რეკავს

- ჰეი დეტექტივო

- ჰეი დეტექტივო? სერიოზულად? - დეტექტივი არაა? რა უნდა?

- დეტექტივი არ ხარ?

- ღმერთო ლინა როგორ ნერვებზე მოქმედებ

- რამე დავაშავე? - ღრმად ამოისუნთქა არა სწორი იქნება თუ ვიტყვით ამოიხვნეშა

- დაჟე კითხულობ?

- არც ვიკითხო?

- ვაიმე ლინა!!! გადამრევ, გუშინ სად გაუჩინარდი? - ჯადაბა გუშინ ლოლა სულ გადამავიწყდა

- ჰაჰა დეტექტივო აუქციონერებს ვესაუბრებოდი საქმეზე და ალბათ დრო გამეპარა - არ დაიჯერებს

- ეგრე მოატყუე ბებიაშენი , კარგად გიცნობ ლინა ალბათ იმაზე კარგად ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, ამიტომ ახლა გეთაყვა თავიდან ამოიგდე ჩემო მოტყუების ყველა საშუალება და დაფქვი - ამ დილაუთენია ამისთვის მზად არ ვაარ.

- შენ ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს რაა

- დეტექტივი ტყვილად არ გავმხდარვარ - დარწმუნებული ვარ თვალები გადაატრიალა

- ანდრიამ მაკოცა - მივახალე ეგრევე

- მაგარ.... მოიცა რაააააა? - ყურის ბარაბნები გამისკდა

- ჰო - ჩურჩულით ვუთხარი

- მეგონა მაგისთვის კვერცხები არ ჰქონდა

- რა არ ჰქონდა? - კვერცხები?

- ესეთი გამოთქმაა სულელო, ანუ ვიგულისხმე გამბედაობა

- რაღა საჭირო იყო სიტყვა კვერცხების გამოყენება

- ახ დამავიწყდა ჩვენი ლამაზი ლინა ხომ ზედმეტად ნაზია ასეთ თემებში

- ლოლა გავთიშავ

- კარგი, კარგი... ისე ისეთი ვნებიანი იყო როგორც შენს ცხელ სიზმარში? სხვათაშორის მინდა ავღნიშნო არც სიზმარი მოგიყოლია - გავუთიშე. ხომ გავაფრთხილე არაა? თვალები გადავატრიალე მის კომპეტენტურობაზე. რა დრო გასულა, ოხ დეტექტივო ადამიანს არაფერში გამოადგები რა. 

ჰმმ რა ჩავიცვა? თან დღეს კარგი ამინდია. დაიმახსოვრეთ საქმე როცა მოდას ეხება უბრალო მაგრამ ელეგანტურ სტილზე კარგი არაფერია, მაგრამ გაითვალისწინეთ თქვენ მასში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ, მთავარი ესაა, კი ამბობენ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო მაგრამ მსხვერპლის გაღების გარეშეც შეგიძლიათ გალამაზდეთ. დიდი ფიქრის შემდეგ საბოლოოდ არჩევანი ამ კაბაზე გავაკეთე.

მანქანაში ვზივარ და ვფიქრობ როგორი დღე მელის წინ? რაც ანდრია გამოჩნდა ნორმალური დღე მე არ მქონია. აბა ისეთი მოსაწყენი ცხოვრება გირჩევნია ანდრიამდე რაც გქონდა? ამომძახა ქვეცნობიერმა. მოსაწყენი სულაც არ იყო?  აბა როგორი იყო? აი ისევ. ნორმალური იყო, სამსახური, საბუთები და... ხო ისევ საბუთები. ჰო ნამდვილად არაა მოსაწყენი, მგონი ჯობია გაჩუმდე. ფიქრები გავფანტე იმ მომენტშივე მანქანა კომპანიის წინ გავაჩერე თუ არა, გადმოვედი თუ არა ანანო შემეგება

- დილა მშვიდობის ლინა - მისი საფირმო ღილით მომეგება

-  დილა მშვიდობის - გავუღიმე, მაგრამ ღიმილი იმ წამსვე სახეზე შემახმა როდესაც ანდრია დავინახე რომელიც დამკვეთს ვითომ ესაუბრებოდა, დიახ ვითომ. ჩემს დათვალიერებაში იყო გართული, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მაგრამ როგორღაც საპასუხოდ იგივე დავუბრუნე და მეც ავათვალიერე, როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურება.

ანანოს ნათქვამი ერთი სიტყვაც კი არ გამიგია, ჩემსა და ანდრიას შორის ძლიერი სექსუალური დაძაბულობა სუფევდა და დარწმუნებული ვარ ამას თვითონაც გრძნობდა. მისი მზერა... სხვანაირია... თითქოს უფრო ინტენსიური და მომთხოვნი... საშიშიც. მზერის გაწყვეტა მე გავბედე და ანანოსთან ერთად ჩემს კაბინეტში ავედი. შესვლისთანავე ამოვისუნთქე და ვეცადე ჩემი მთელი ყურადღება სამსახურისთვის დამეთმო, მგონია სულ ავირიე, ჩემს დისციპლინაში ბზარი გაჩნდა.

- ანანო ყველაფერი მომახსენე, გუშინდელი ივენთიდან დაწყებული ამ კვირის შეხვედრებით დამთავრებული - რამდენიმე წამი მიყურა, თითქოს რაღაცას მიხვდა და საუბარი დაიწყო. იმედი მაქვს არაფერი შეუმჩნევია.

- გუშინდელი საღამო როგორც მოსალოდნელი იყო წარმატებით დასრულდა, ბევრს უნდა თქვენთან და ბატონ ანდრიასთან... 

- მისი სახელი არ ახსენო - წამომცდა, ჯანდაბა. თვალებდაჭყეტილმა შემომხედა, ეხლა რაღა ვუთხრა.

- ვიგულისხმე ის რომ დირექტორი ანდრია ჯობს ჰაჰა - როგორ არ გამოგდის ტყუილი ლინა. წარბაწევით შემათვალიერა და განაგრძო

- აჰ გასაგებია, სად გავჩერდი? დიახ... გუშინდელი ივენთის და თქვენი მთავარი პროექტის წარდგენის შემდეგ ბევრს უნდა თქვენთან და დირექტორ ანდრიასთან პარტნიორობა. წლის საუკეთესო კომპანიის ტიტულის მიღების შანსის პროცენტმაც კი საგრძნობლად მოიმატა, რაც უფრო ზრდის ჩვენი კომპანიის გაფართოების შანსსაც, გილოცავთ ნამდვილად დაიმსახურეთ - გამიხარდა, შრომა დაფასდა.

- დავიმსახურეთ, ეს ხომ ჩვენი გუნდის დამსახურებით მოხდა, ჩვენი ძალისხმევით.

- აჰ დიახ - დაიმორცხვა, ჩავიღიმე.

- დღე შეხვედრებით გაქვთ გადატვირთული...  11ის ნახევარზე დირექტორ ანდრიასთან გაქვთ შეხვედრა, უნდა განიხილოთ და გადაწყვიტოთ  რომელი კომპანია იქნება მომგებიანი ჩვენი მთავარი პროექტის განსახორციელებლად - შეხვედრა ანდრიასთან? რაღაც არ მახსოვს

- ანანო შეხვედრა ანდრი... დირექტორ ანდრიასთან არ დამინიშნავს, თუ სწორად მახსოვს

- თქვენ არა მაგრამ დირექტორმა ანდრიამ პირადად დანიშნა გუშინ საღამოს ივენთის შემდეგ - ოჰ რათქმაუნდა ნაკლებს არც მოველოდი, თვალები მოვისრისე.

- კარგი, შემახსენე შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე - მიანც ვერსად გავექცევი

- ზუსტად დროა - საათს დავხედე და 10საათსა და 27წუთს აჩვენებდა, მშვენიერია.

- და კიდევ შეხვედრა მის კაბინეტში ჩატარდება - ეს უკვე მეტისმეტია

- მის კაბინეტში? მგონი ასეთი შეხვედრებისთვის სპეციალურად საკონფერენციო დარბაზი გვაქვს

- დიახ, მეც ვეცადე ახსნა მაგრამ მან თქვა რომ არ იყო საჭირო ასეთი დიდი ფართის გამოყენება ასეთი პატარა შეხვედრისთვის - ანუ ასე არაა, კარგი.

- კარგი ანანო გასაგებია შეგიძლია წახვიდე - თავი დამიქნია და კაბინეტი დატოვა, მეც ანალოგიურად უკან მივყევი. ანდრიას კაბინეტთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე. რამდენიმე წამში მისი ბოხი ხმა გავიგე, ტაომ დამაყარა.

- შემოდი - კიდევ ჩავისუნთქე და შევედი. ანდრია მაგიდასთან არ იჯდა, მიმოვიხედე და სასმლის დახლთან დავინახე, როდის მერე აქვს კაბინეტში სასმლის მთელი დახლი. კოსტუმი არ ეცვა, გაეხადა და პერანგის რამდენიმე ღილიც შეეხსნა, ამ ყველაფერს კი ვისკის ჭიქა ამშვენებდა, რომელიც მას უფრო მიმზიდველს ხდიდა. 


- შეხვედრა გვაქვს, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. მეგონა ასეთ შეხვედრებს ორივე მხარე ათანხმებდა.

- გმადლობ კარგად ვარ - იგნორი, როგორი ნაცნობია. თვალები გადავატრიალე, ანდრიამ კი ჭიქა დახლზე დადო და ჩემთან მოახლოება დაიწყო, ადგილიდან არ გავნძრეულვარ. მომიახლოვდა, თან საგრძნობლად.

- ჰო შეხვედრა, რომელიც სასწრაფოა და არ მქონდა დრო შემეთანხმებინა.

- გაგეფრთხილებინე მაინც

- გემახსოვრებოდა? ჩვენი კოცნის შემდეგ - ვიცოდი, ვიცოდი ადრე თუ გვიან შემახსენებდა. ავხურდი, ალბათ გავწითლდი კიდეც. შერცხვენის თავიდან ასარიდებლად მზერა ავარიდე. ჩაიხითხითა

- რატომ ამარიდე მზერა? შეგრცხვა არააა? - ხელი მოიტანა და ყელზე შემახო

- ახურდი კიდეც, ასე მკვეთრად ზემოვქმედებ შენზე პატარავ? - ხელი მოვიშორე და ჩვენს შორის მანძილი გავზარდე.

- აქ ამისთვის არ მოვსულვარ - ვეცადე ცივად მეთქვა, მაგრამ ალბათ ჩემი ხმა კატის კნავილს უფრო ჰგავდა. ჩაიხითხითა...ისევ...

- ვიცი, შეხვედრა გვაქვს, საქმიანი - ბოლო სიტყვა გამოკვეთა.

- ეგრე დგომას აპირებ? დაჯექი - მისი მაგიდის წინ მდგომ სკამზე მიმანიშნა, მაგრამ სანაცვლოd დივანზე დავჯექი მისგან შორს. ჩაიცინა, მაგრამ ეხლა ეს უფრო სარკასტული იყო.

- ძალიან ჯიუტი ხარ იცი?

- თვალთახედვაში გყავს ხალხი ვისთან მუშაობაc გინდა? - დავაიგნორე, როგორც მან.

- შეიძლება ასეც ითქვას

- დაასახელე

- შენ. - სკამიდან ადგა და მაგიდას მიეყრდნო

- შეგიძლია ოდესმე საქმეს სერიოზულად მოეკიდო?

- შენ შეგიძლია ოდესმე არ გაექცე?

- რას გავექეცი?

- შენ გგონია ვერ შევამჩნიე დილით როგორ დამაიგნორე?

- ეს იმიტომ... იმიტომ რომ გუშინდელი კოცნა... ეს უხერხული იყო - ამაზე საუბარი უნდა? კარგი ასე იყოს.

- ჩემთვის არ ყოფილა უხერხული ლინა 

- მაგრამ ჩემთვის იყო, ის ხომ... - შევყოვნდი

- პირველი იყო? ვიცი - სახეში შევხედე

- ძალიან გეტყობა რომ პირველი იყო და ვერ წარმოიდგენ როგორ მსიამოვნებს მე ეს - ისევ მზერა ავარიდე, მაგრამ ახლა უკვე  ჩემს წინ ჩაიმუხლა.

- მაგრამ  მინდა იცოდე რომ ჩვენი კოცნის არცერთი წამი არ იყო თამაში და არც მინანია 

- მართლა? - სიხარულის მოზღვავება ვიგრძენი.

- კი მართლა - გამიღიმა, ვერ გავიაზრე როდის ავდექი ფეხზე და როდის ვიდექი მასთან ძალიან ახლოს. ხელები წელზე შემომხვია, ეს ჩვევაში აქვს უკვე.  ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ლოყაზე რამაც გამოიწვია ნაპერწკლები მთელ სხეულში. 

- ძალიან იღბლიანი ხარ რომ თავის შეკავება შემიძლია - ღმერთო!

- უნდა გავჩერდეთ სანამ ვინმე მოვა აქ - ჩუმად ვუთხარი

- ჩემი ოფისია

- ვიცი მაგრამ მაინც - იმ მომენტში როცა მან უკან დაიხია სიცივე ვიგრძენი, თითქოს რაღაც დამაკლდა, რაღაც ამომაცალეს. კარისკენ გაემართა, მეც უკან გავყევი მაგრამ უცებ მობრუნდა, ჩვენი ხელები ერთმანეთში ახლართა და მისმა მოულოდნელად დასმულა კითხვამ შოკი მიმაღებინა.

- პაემანზე წამომყვები? - ანდრიას ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, გონება ქაოსმა მოიცვა და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. 

- თქვი რამე პატარავ

- პაემანი?

- ხო, პატარავ. პატივს დამდებ და ნებას მომცემ დაგიმტკიცო ჩემი სერიოზული განზრახვა პაემნის სახით? - ვუყურებდი მის ლამაზ თვალებს, რომელიც სავსე იყო იმედით და რომელმაც ასე გამაბედნიერა. იმდენად გახარებული ვიყავი მინდოდა მეხტუნა და მეყვირა მაგრამ თავი შევიკავე და ვეცადე შემენარჩუნებინა ჩემი იმიჯი მაგრამ სახეზე აყვავებულმა ღიმილმა გამყიდა. 

- დიდი სიამოვნებით - ყურში ჩავჩურჩულე რამაც მისი გაღიმება გამოიწვია, ის ღიმილი რომელიც ყველა ქალის სავიზიტო ბარათია მაგრამ ამ მომენტში მე მეკუთვნის, მხოლოდ მე.

- ვგიჟდები შენს ღიმილზე - წამომცდა რის გამოც ანდრიამ უფრო გადაიხარხარა, მე კი სახე ხელებში ჩავმალე აწითლებული სახის დასამალად.

- ასეა? მაშინ უფრო ხშირად გავიღიმებ - თქვა თუ არა ისევ მისკენ მიმიზიდა, ხელი მომენტალურად მკერდზე დავადე, ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას. ხელი სახესთან მოიტანა ჯერ ლოყაზე მომეფერა შედეგ კი თითი ჩემს ქვედა ტუჩს გადაატარა

- ნებას მომცემ? - ნაცნობი სიტყვებია. თავი დავუქნიე, მინდოდა მეკოცნა, მინდოდა ისევ მეგრძნო ეს სიამოვნება, ვიგრძენი მისი რბილი ტუჩები ჩემსას როგორ შეეხო და ის გავაკეთე რაც ყველაზე მეტად მინდოდა, ავყევი, კოცნაში ავყევი. ყველანაირად ვეცადე მტკიცედ ვმდგარიყავი მაგრამ მისი კოცნა ისეთი თბილი და ვნებით სავსე იყო. მისი მარცხენა ხელი ჩემს თმებში იყო, მეორე ხელი კი წელზე, დაცემის საშუალებას არ მაძლევდა, ხელები ავწიე, რომ მისი გლუვი თმა შემეგრძნო. კოცნა გააღრმავა რამაც ჩემი წამოკვნესება გამოიწვია, სხეული ჰაერს ითხოვდა მაგრამ უკან დახევა არ შემეძლო, არც მინდოდა. არ მინდოდა ეს დასრულებულიყო.



1400 სიტყვა ;)




Continuă lectura

O să-ți placă și

676K 35.8K 20
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
4.2M 264K 101
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
3.5M 283K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...
1.8M 45.7K 67
When Ana confronts her new neighbour after being kept up all night by his sex noises, she's mortified to discover he's none other than Freddie-the po...