პაემანი ნაწილი 3

247 18 2
                                    

- იცეკვე ჩემთან - წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები ჩემი საყვარელი სიმღერის მელოდია გაისმა. დაუფიქრებლად თავი დავუქნიე და არ მივეცი ცრემლებს საშუალება ჩემს სახეზე გზა გაეკვლიათ, კი სიხარულის ცრემლები იყო მაგრამ მაინც. ანდრიამაც გაიხადა ფეხსაცმელი და ორივემ დავიწყეთ ცეკვა ფეხშიშველმა ჩემი საყვარელი სიმღერის ფონზე. ბედნიერებისგან ყურებამდე ვიცინოდი და მსიამონებდა ჩემს ტერფებს ქვეშ თბილი ქვიშის შეგრძნება. 

- იდეალურია, ეს ყველაფერია იდეალური, შენ ხარ იდეალური. მე ამას ნამდვილად არ ვიმსახურებ - ჩავიბურტყუნე რა დროსაც თავი მკერდზე დავადე.

- პატარავ, შენ ამას უბრალოდ ვერ ხვდები, შენ ამაზე უფრო მეტს იმსახურებ. რომ შემეძლოს მთლიან სამყაროს გაჩუქებდი - ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე ამაწევინა, რადგანაც ის ჩემზე ბევრად მაღალია თვითონ დაიხარა, ხან თვალებში მიყურებდა ხან ტუჩებზე. ჩვენს ტუჩებს სანტიმეტრებიღა აშორებდნენ წყურვილის დასაკმაყოფილად რა დროსაც იმხელხა ხმა გაისმა რომ საშუალება არ მოგცა ჩვენი წყურვილი დაგვეკმაყოფილებინა. ცაში ავიხედე და დავინახე უამრავი ფერადი ფეიერვერკი რომელიც ამ ყველაფერს კიდევ უფრო იდეალურს ხდიდა. გაოგნებული ვიყავი, ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო. წინ დავიწყე გაუაზრებლად სვლა და შემდეგ უკვე სირბილი იმ იმედით რომ ამ ლამაზ ნათებას მივწვდებოდი. 

ამ სილამაზით ვიყავი დატყევებული რა დროსაც ანდრიამ ხელი ჩამავლო, თავისკენ შემატრიალა და ჩვენი ტუჩები წამებში შეაერთა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ამ სილამაზით ვიყავი დატყევებული რა დროსაც ანდრიამ ხელი ჩამავლო, თავისკენ შემატრიალა და ჩვენი ტუჩები წამებში შეაერთა. 

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now