Will Be Back Again | J. JK

By jkhtv7

14.9K 854 195

❗არის +18 ❗ რა მოხდება მაშინ, როცა შენი მასწავლებელი შენთან სწავლის ნაცვლად , სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყებს... More

ეს ვინ არის? 🧐
ცოდვილი
გადამარჩინე.
ძალადობა
ამის დედაც!
OMG
დაასათაურეთ
ჩემი ქალიშვილია
დავიღალე 😕
still with you
დასასრული?
😘👽
ლექტორი ( სეზონი 2)
მუდამ მეყვარები

პარკი

559 50 25
By jkhtv7

- ლიზა, ევა დააძინე და ჩემთან შემოდი, სალაპარაკო გვაქვს.- ბრძანება გასცა ჯონგუქმა თავისი კაბინეტიდან.

მეც ევა ავიყვანე და დასაძინებლად წავიყვანე. გვერდით მივუწექი, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და ოთახს ისე ათვალიერებდა,თითქოს პირველად ხედავდა.

- რა მოხდა დე? - საბანი კარგად დავაფარე, მხოლოდ სახე უჩანდა.

- გახსოვს მამიკომ რომ დამპირდა, პარკში წაგიყვანო, ასე მალე რატომ დაავიწყდა? - თვალები აცრემლიანებული ჰქონდა და ტუჩებს იწვალებდა.

- არა პატარავ, არ დავიწყებია, უბრალოდ დღეს არ ეცალა, მე და მამიკო აუცილებლად წაგიყვანთ პარკში, არ იტირო კარგი? - მისი პატარა სხეული გულმკერდზე ავიკარი, თან ვუმღეროდი და თან ვეფერებოდი.

მალევე ჩაეძინა, გვერდით თავისი საყვარელი თოჯინა მივუწვინე და ჯონგუქის ოთახისკენ გავემართე.

შესულს დავინახე ისევ ის სათვალე ეკეთა და საბუთებს ჩაკირკიტებდა.
კარების ხმაზე ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა და სათვალიდან ამომხედა.

შემდეგ მოიხსნა და მაგიდაზე დადო.

- გისმენ. - მაგიდის წინ მდგომ სავარძელზე ჩამოვჯექი და დაველოდე, თუ როდის ამოიღებდა ხმას.

- გამოგვიჭირეს, სერიოზულ შარში ვართ. - წამოდგა, შუშის კარადიდან ვისკი გამოიღო და ორი ჭიქაც წამოაყოლა.

- უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.- სახე ხელებში ჩავრგე.

- მაგრამ....მაგრამ ვინ დაუჯერებს თინეიჯერს, რომელიც ლექტორის დანახვაზეც კი სველდება? - მკვლელი მზერა ვსტყორცნე - ეგრე ნუ მიყურებ, ჩემი თავი არ მიგულისხმია. - თვალები აატრიალა და ვისკი დაასხა.

- რაიცი, იქნებ დაუჯერონ?!

- უნდა გავაჩუმოთ. - ჭიქა გამომიწოდა, მეც გამოვართვი და ერთიანად გამოვცალე.

- როგორ?

- ფულით.- კმაყოფილმა ჩაიცინა და კიდევ ჩამომისხა.

- ჩემს დათვრობას აპირებ? - გამომცდელი მზერით შევხედე და ისევ გამოვცალე.

- ცუდი იდეა არ არის.- სმირკი აიკრა.

მაგიდაზე უადგილოდ დადებულ სათვალეს გავხედე, შემდეგ ავიღე და მისი კარგად შეთვალიერება დავიწყე.

- რა საჭიროა ეს გეკეთოს ლექციაზე? - როგორც ჩანს სასმელი მომეკიდა და უფრო მეტი გამბედაობა მომცა.

- და რატომაც არა? - ეშმაკურად ჩაიცინა.

- ნუ მეთამაშები ჯეონ, ხომ იცი, რომ დამარცხდები. - სათვალე მაგიდაზე დავაბრუნე.

- სათვალეს მხოლოდ იმიტომ ვიკეთებ,რომ ვიცი როგორც ვიმოქმედებ შენზე... ჩათვალე გამოწვევაა. - ფეხზე წამოდგა, მაგიდას მიუჯდა და ისევ სათვალე გაიკეთა.

- გამოწვევა მიღებულია.

ფეხზე წამოვდექი, ის-ის იყო უნდა გავსულიყავი, როცა ევას ნათქვამი გამახსენდა.

- ჯონგუქ, - მისკენ მთელი ტანით შევტრიალდი. - ევას პარკში როდის წაიყვან? ბავშვს ეწყინა, დაპირდი წაგიყვანო და ჯერ კიდევ არ შეგისრულებია პირობა.

- აჰ...დღეს უნდა წამეყვანა. - სავარძელზე გადაწვა.

- ხვალაც თუ არ წაიყვან, პირადად ვიზრუნებ, რომ ერთი შვილის მეტი არ გვყავდეს! - კმაყოფილმა ჩავიცინე და კაბინეტი დავტოვე.
( ანუ რა იგულისხმა ხომ მიხვდით...)
                 
                                         ***
- ადექიით! გათენდაა! დეე! მამიკო!-დილით მესმის ევას ხმა, ქალბატონი საწოლზე ამომძვრალიყო,ჩვენს ზემოდან დახტოდა და ცდილობდა გავეღვიძებინეთ.

-ხუთი წუთი... დღეს შაბათია...- ამოვილაპარაკე და თავი ისევ ბალიშში ჩავრგე.

- აუუუ, მაა! - ახლა ჯონგუქს მიადგა, არხევდა და თან კოცნიდა,რომ გაეღვიძებინა, მაგრამ ამ ხერხმა რომ არ გაჭრა ეშმაკურად ჩაიცინა და საბანში ჩაძვრა.

- ააა , მეტკინა! - ჯონგუქი წამებში ძირში აღმოჩნდა, ევა კი გულიანად იცინოდა.- ამ გაიძვერამ ტრაკზე მიკბინა! - ამბობს და ფეხზე დგება, შემდეგ კი ევას თვალებდაწვრილებული უყურებს.

მეგონა გამოვძვერი, მაგრამ მეც რომ ვიგრძენი წელზე კბილები, მოვეგე გონს და საწოლიდან წამოვფრინდი.

- ლიზა, ბავშვი გაგვიცოფიანდა! - ამბობს ჯონგუქი და ჩემს უკან იმალება.

- ნუ ცანცარებ , - ვუთხარი და საწოლზე მყოფს ევას გვერდით მივუჯექი. - ქალბატონო ევა, რას მივაწეროთ ასეთი ტკბილი გაღვიძება? - სიმწრით ვიღიმი.

ევამ ცოტა შეიშმუშნა და შემდეგ ჯონგუქს გახედა.

- რაო? - ეუბნება ჯონგუქს  და თან საჩვენებელ თითს საფერთქელზე იდებს.

- ვერ გაიგებ, ხშირად დედიკოც უბერავს. - ეუბნება ღიმილით და ხელში აჰყავს.- ახლა კი დაგიჭირე!- საწოლზე ისვრის, შემდეგ კი უღიტინებს.

- ღმერთო ასეთი რა დაგიშავე, ჭკუას რომ არიგებდი ეს ჩერჩეტი სად იყო? - ამოვიოხრე, საწოლის კუთხეში დავწექი  და  ვეცადე დამეძინა.

- შენ გეძებდი! - ბაჭიასავით გაიკრიჭა და ისევ ევას დაუწყო წვალება.

- დე... მიშველე! - ამბობს სიცილისგან აწითლებული და ჯონგუქს ფეხებს უშენს, ფეხი გაქნევა და ჯონგუქის ძირში დაცემა ერთი იყო.

- აჰ..ღმერთო..შვილებო...- მოთქვამდა და ხელი ფეხებშუა ჰქონდა.

-  შვილებო? - წარბის აწევთი გავიმეორე.

- ამ გაიძვერას... წყალობით მეტ შვილს ვერ ვეღირსებით...ვგლოვობ,მაცადე! - ძლივს გადააბა სიტყვები და ისევ გააგრძელა წუწუნი. - ეს ბავშვი...ჩვენი შვილია თუ... FBI-ის აგენტი? დილის შვიდ საათზე თავზე გვადგება, არ გვაძინებს და ჩემს კვერც...ამას არ ვიტყვი.- გმინვით დგება ფეხზე და ევას მკვლელის მზერას მე მაპყრობს.

- მე რა შუაში ვარ? - დაბნეულმა ვიკითხე.

- შენ გგავს!

- მე?

- შენც ეგრე ჩამაზილე ერთ დროს.

- პარკში წავიდეეთ! - ევამ ხმამაღლა დაიყვირა და ჯონგუქს მკლავებზე ჩაეხუტა.

- მეძინება.- ვწუწუნებ და ისევ ბალიშს ვეხუტები.

                          ***

- ეს რად მინდა? - ვეკითხები ჯონგუქს, რომელსაც შავი პირბადე უკეთია და თეთრს მე მაწვდის.

- სიფრთხილეს თავი არ სტკივა.-რომ არ გამოვართვი, ახლოს მოიწია, წამიერი კოცნა დამიტოვა და  პირბადე მეც გამიკეთა.

- მეც მინდა! - წუწუნით შემოდის ოთახში ევა, სახიდან იისფერ პირბადეს იშორებს და ჯონგუქს ფეხზე რვაფეხასავით ეწებება.

- რა გინდა, ონავარო? - ხელში იყვანს და ევას გამოწეულ ტუჩებზე გულიანად იცინის.

- წეღან დედას რომ აკოცე, მეც მინდა! - ორივე ხელი კისერზე შემოხვია და ჯონგუქის ტუჩებისკენ გაიწია.

- ქალბატონო, პარკში ხომ არ გვაგვიანდება? - ჯონგუქს მოვაშორე . ისე იყო „ჩაბდღვნილი“ ჯონგუქს, რომ რამდენიმე წამით ვიფიქრე რომ ისევ ჯონგუქს ჰყოლოდა.

- წავედით! - ტაში შემოჰკრა.

10 წუთის შემდეგ ~

პარკი ჩვენი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში იყო, მანქანას მოდებული მოწყენილობის გამო სადაც იყო ევას ჩასთვლემდა.

- გეძინება? - ვკითხე და სავარძელიდან ჩემს კალთაში გადმოვანაცვლე.

- ცოტა, მაგრამ პარკში მინდა!- ჩვეული ენერგიით თქვა.

- მოვედით! - ამბობს ჯონგუქი და მანქანას აჩერებს, პირბადეს ისწორებს და შემდეგ მანქანიდან გადადის.

იგივე გავიმეორეთ მე და ევამაც.

- იქ მინდა! - ხელზე გვექაჩება და მე ჯონგუქს და თან საქანელასკენ მიგვათრევს.

- ნუ ხარ სულ სწრაფი. - თვალებს ვატრიალებ და ხელში ამყავს, რადგან ძირში წყალი ესხა  და ფეხი არ ასრიალებოდა.

- მიდი,  ევა, გაიქეცი და გაერთე! - ტაში შემოჰკრა ჯონგუქმა, ევა გამომართვა და ბავშვების ბრბოში გაუშვა.

- რომ დაიკარგოს...- ამოვილაპარაკე, როცა ევა თვალს ამოეფარა.

- ყოველთვის ნეგატიურ რამეებზე ნუ ფიქრობ.

- უბრალოდ, მეშინია.

- ნუ გეშინია.

- ეს პირბადე ნერვებს მიშლის! - ვამბობ და სახიდან უხეშად ვიშორებ.

- სხათაშორის მეც! - იგივე გაიმეორა.

მზერა ისევ ბავშვებისკენ მქონდა, რაც ჯონგუქს არ გამოპარვია.

- ნუ გეშინია, გაერთოს, იქ შეიხედე...-ხელი ხის ძირას მყოფ სამ, მაღალ,  შავებში  ჩაცმულ კაცებისკენ მიმითითა. - ისინი ევას გამო არიან იქ, ახლა კი წამოდი , ცოტა  გავიაროთ. - ღიმილით მითხრა.

~~~

უკვე მოსაღამოვდა, მე და ჯონგუქი ევასკენ გავემართეთ, რადგან წამოგვეყვანა და სახლში დავბრუნებულიყავით, მაგრამ მისულს არავინ არ იყო პარკში.

- ევა! -   დავუძახე, მაგრამ პასუხი არსაიდან არ იყო.

- ჯანდაბა, ბიჭებიც არ მპასუხობენ.-ნერვებ მოშლილმა იყვირა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიტენა.

- ევა! - ისევ გავყვიროდი უმისამართოდ.

- დედა! - სიბნელეში ევა დავლანდე , ტანსაცმელი სულ დახეული ჰქონდა და თან ტიროდა.

მისკენ გავიქეცი და ხელები მაგრად შემოვხვიე, გულ-ამოვარდნილი სლუკუნებდა და პატარა მუჭებით ცრემლებს იწმენდდა.

- სად იყავი, იცი როგორ შეგვაშინე?-ჯონგუქმა ტონს აუწია, რის გამოც ევა უფრო ატირდა და გულმკერდზე ამეკრო.

- ნუ უყვირი! - კბილებში გამოვცარი.

- იქ...იქ ცუდი..ბიძია...იყო.- ამოილუღლუღა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.

- ევა, შემომხედე. - სხეულიდან მოვიშორე და მის დაკაწრულ სახეს შევხედე, ნაკაწრებიდან სისხლი ჯერ ისევ სდიოდა.- სახლში წავიდეთ, კარგი...იქ დედიკო მოგხედავს. - თავზე ვაკოცე და ხელში ავიყვანე.

ჯონგუქი მანქანას ნელა, მაგრამ დაძაბული მართავდა.
სახეზე ეწერა, რომ შეწუხებული იყო, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, ძალაც ვერ მოვიკრიბე რომ რამე მეთქვა.

ევას ეძინა, სიჩუმე იყო, და მეც ჩამეძინა.

_-_-_-_-_-_-_-_-_-_+_+_-_-__-_-_-_-_--_-_--_-

ჰაი 👋

დავბრუნდი 😊

ანუ პირველ რიგში რისი თქმა მინდა.

დღეს გადავხედე წინა სეზონს და მივხვდი, რომ პერსონაჟი, სახელად „მინა“ მყოლია🥲 ამიტომ შეცდომაში რომ არ მოექცეთ გეტყვით, რომ ჩოი მინა არ არის ის, ვინც წინა სეზონში.🙂

~~~

აბა,  თქვენი აზრით ვინ შეიძლება იყოს ჯეონის ოჯახის ახალი მტერი?👽

გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება 😊

კარგად 👋

Continue Reading

You'll Also Like

14.9K 854 15
❗არის +18 ❗ რა მოხდება მაშინ, როცა შენი მასწავლებელი შენთან სწავლის ნაცვლად , სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყებს ცხოვრებას? და თუ მის მიმართ გრძნობები გი...
57K 4.7K 16
_ ကိုရင်ငယ်လေးရယ် ကလေးလေးရယ် နောက်ပြီး နောင်တတစ်ပွေ့တစ်ပိုက်နဲ့ ထိုအမျိုးသားရယ် Start date: 5 march 2023 End date: ....
187 0 10
Sa isang mataas na paaralan, pinagtagpo ng kapalaran. Si Teyz Megiddo, isang guro, at ang dalagang si Aiko Tagumpay. Isang lalakeng nababalot ng mis...