შეინახე დანის საიდუმლო

De Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... Mai multe

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 44

93 11 35
De Emolass99

დღეები კალაპოტს მშვიდად მიუყვებოდნენ.

რიუს და მატეოს გვერდით გატარებული ყოველი დღე ჩემ შეზღუდულ ზღაპარში არსებონას უფროდაუფრო მშვენიერს მხოლოდ იმიტომ ხდიდა, რომ მათგან წასვლა მეტად მტკინვეული და შეუძლებელი გამხდარიყო.

ყოველ დილით რიუს მკლავებში გაღვიძება, დილის მოსალმებად ქცეული მხარზე მოკრული თბილი ტუჩები და თბილი დარიჩინის ფერი თვალების ყურება ნამდვილი ნეტარება იყო.

შემიყვარდა.

შემიყვარდა დილაობით ოთახში მატეოს ხმაურიანი შემოსვლები. ერთობლივად საუზმის მომზადება, ხმაურიანი და ხალისიანი სადილები, ტყეში გასეირნება, საღამოობით კი კოცონის გარშემო მატეოსთან ერთად მოყოლილი ახალი გამოგონილი ისტორიების მოსმენა.

მე მათ ცხოვრებაში არსებობა შემიყვარდა და სწორედ ამის გამო, ბოლო თვის ყოველი დასასრულისკენ მიმავალი დღე მეტად რთული ასატანი ხდებოდა.

ჩემ დროებით ოჯახთან გასატარებელი დრო ნელ-ნელა ქვიშის საათივით გაილია.

მატეოს დაბადების დღე მომდევნო დღეს იყო.

მამასთან და ჩემთან მისი პირველი დაბადების დღის გასატარების იდეით აღტაცებული მატეო სახლის უკან, ვერანდაზე დადგმულ ხის საქანელაზე რიუსთან ერთად იჯდა და პატარა დეტალებს ისეთი ინტერესით ათანხმებდა, თითქოს ჩვენ პატარა წვეუებაზე მთელი ცხოვრება იყო დამოკიდებული.

-გთხოვ მამა. გეფიცები აუცილებლად მოვუვლი._მატეოს დაუსრულებელი კაპრიზის მოსმენამ უნებურად გამაცინა.

აქ გატარებულ ერთ თვეს ნაადრევად გაზრდილი მატეო, მისი ასაკის შესაფერის ბავშვად ექცია.

მამის ხელგაშლილობის დანახვის თანავე პატარა მავნებელმა ჯერ ჩვენ პირად სივრცეში შემოჭრა, შემდეგ კი მთლიანად მის ჭკუაზე მომართვა დაგვიწყო.

ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დღის აქტივობები მთლიანად პატარა დანს აეღო თავის ხელებში.

მისი წყალობით სახლი ბალიშების ომის ველად არაერთხელ ვაქციეთ, ადრეულ გაზაფხულზე ძველი კარვით მოვაწყეთ კემპინგი, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახლკარო ჩიტებისთვის პატარა სახლები დავამაგრეთ, ტყეში დამატებითი შეშის მასალის მოსატანად ვიყავით, დავკრიფეთ სოკოები, რომლებიც ბოლოს ჩვენი მწირი ცოდნის გამო მაშინვე ნაგავზე მოვისროლეთ და რაც მთავარია მივიღეთ კიდევ უამრავი შეკვეთა უმცროსი დის თაობაზე.

-გამომართვით._მატეოს მორიგი ახირების გაგებამდე მამა-შვილს გამზადებული ცხელი შოკოლადის ჭიქები ჩამოვურიგე და მატეოს გვერდით, საქანელაზე უკანასკნელი თავისუფალი ადგილი ჩემი ფინჯანით ხელში შევავსე.

-პატარავ, გთხოვ უთხარი, რომ თავი დამანებოს კარგი?_შვილის წუწუნით დაღლილმა რიუმ გაბუტული ბავშვივით დაიწუწუნა. თავისუფალი ხელი მატეოს გავლით ჩემ მხარს დაადო და ცერა თითით ფერება დამიწყო.

-ამჯერად რა არის? ტყეში დათვზე სანადიროთ უნდა წავიდეთ თუ...

-პატარა ლეკვი._ახალი სურვილი მატეომ ამჯერად მე გამიზიარა და სურვილისგან აკაშკაშებული თვალები კნუტივით მომანათა.

-ცუდი იდეა არაა. მამამ უარი უკვე გითხრა?_მისი ყურებით გახალისებული, მატეოს თმაზე წავეთამაშე და თავზე მაშინვე ვაკოცე.

-პატარავ, მეგონა ჩემ მხარეს იქნებოდი._შეურაცხყოფილივით წამოიძახა რიუმ და ხელი გულზე ისე მიიჭირა, თითქოს მისთვის გული მართლა მეტკინა.

-მაპატიე ძვირფასო, მაგრამ შენზე პირველად მატეო შემიყვარდა._თამაშში რიუს მაშინვე ავყევი და მატეოს ჩემკენ ისე მოვწიე, თითქოს ასე რამის დამტკიცებას შევძლებდი.

-ანუ მაინც გიყვარვარ არა?_შესაძლებლობის მოცემის თანავე რიუმ თემა მაშინვე შეცვალა და ამაყად მომღიმარმა ტუჩებზე პატარა კოცნა მაშინვე დამიტოვა.

ერთმა თვემ ბევრი რამ შეცვალა. რიუსთან თითქმის ყოველ საღამოს განმარტოვების, დაუსრულებელი კოცნებისა და ჩახუტებების მთელი სერიების მიუხედავად, მისთვის ხმამაღლა ერთხელაც არ მითქვია, რომ მიყვარდა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა ამის რამდენად დიდი სურვილი მქონდა.

მე უკან დასახევი გზა უნდა დამეტოვებინა, რომ ყველაფერი ნაკლებად მტკინვეული ყოფილიყო.

-კარგი რა მამა. ამის დრო არ არის! დედას მერეც აკოცებ. ახლა ჩვენ ლეკვზე ვლაპარაკობდით._ტკბილ ტუჩებს პატარა მავნებელმა მაინვე დამაშორა და უკმაყოფილოდ დაიჩივლა.

-მატეო უკვე გითხარი. ლეკვისთვის ჯერ პატარა ხარ. თუ მას მოგიყვან მხოლდ მოფერება და ჩახუტება საკმარისი არ იქნება. როდესაც პასუხისმგებლობას ახალ არსებაზე იღებ უნდა იცოდე, რომ მას დიდ სიყვარულთან ერთად მოფრთხილება, კვება, დაბანა და მიხედვა სჭირდება.

-მაგრამ მე მზად ვარ რომ მასზე ვიზრუნო._უკმაყოფილოდ წამოიძახა მატეომ და წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა.

-გრეის, გთხოვ უთხარი რამე. უთხარი რომ ცხოველისთვის ჯერ კიდევ პატარაა._ბავშვთან წინააღმდეგობით დაღლილმა შველა ისევ მე მთხოვა და უნებურად მისი დაკვირვებისგან მომაცდინა.

მატეო მზრუნველი და მოსიყვარულე ბავშვი იყო. პრობლემა არც ადგილის არქონასა და ფულში არ იყო, მაგრამ რიუს რაღაც მაინც აწუხებდა.

-კარგი, დღევანდელი დღისთვის საკმარისია. მატეო ლოგინში. უკვე ათი საათია._მათი სადავო თემა თავშეკავებული მოსამართლესავით მაშინვე შევწყვიტე. საქანელიდან ჩამოვედი და მატეოს წინ ნამდვილი დედასავით დავუდექი.

-მარტო მე რატომ? მამასთვისაც გვიანია!_დაუკმაყოფილებელმა შეკრული წარბებით საყვარლად ამოიბუზღუნა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.

-იმიტომ, რომ რიგში ჯერ შენ ხარ. შენ დედა დაგაძინებს, მე კი დედა უნდა დავაძინო._ბავშვის გასახალისებლად რიუმ მატეოს ნიშნისმოგებით გადასჩურჩულა და მაშინვე ღიტინი დაუწყო.

-არ შეიძლება მეც თქვენთან ერთად დავიძინო?_მატეომ ყოყმანის შემდეგ იკითხა და რიუს რეაქციას მაშინვე დააკვირდა, როგორც კი უფროსმა დანმა ხელში აიყვანა.

-მგონი კარგი იდეა...
-არა, დღეს მე და დედამ მარტოებმა უნდა დავიძინოთ. გახსოვს ბიძიამ წინა კვირას რა გითხრა, როდესაც ჩვენ ლოგინში დაგინახა?

ბავშვის თავიდან მოსაშორებლად რიუმ მატეოს მაშინვე რაფაელის ბოლო ვიზიტი შეახსენა და თავი დარცხვენილად კიდევ ერთხელ მაგრძნობინა.

-მითხრა, რომ ჩემი თქვენთან დიდხანს წოლა იმას ნიშნავდა რომ ჯერ დის ყოლისთვის მზად არ ვიყავი.

ბოლო პერიოდის ერთად გატარებისა და რიუს კიდევ უფრო ახლოს გაცნობის შემდეგ დარწმუნებით შემეძლო მეთქვა. რიუ რაფაელისგან არაფრით არ განსხვსვდებოდა.

-რიუ კარგი რა... არაფერი მოხდება თუ ერთ ღამეს...

-ჩუმად პატარავ. ნება მოგვეცი ჩვენ გადავწყვიტოთ შენთან ვინ დაიძინებს._მაშინვე გამაჩუმა რიუმ და მატეოს კიდევ ერთხელ დახედა.

-რას იზავ? შეგიძლია ჩვენთან ერთად დაიძინო, მაგრამ მაშინ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებ...

-მე ჩემ ოთახში ვიძინები!_რიუს სიტყვის დასრულებამდე წამოიყვირა მატეომ და მის ოთახში უკან მოუხედავად შევარდა.

-შენც მისნაირი ხარ. ბავშვის სურვილებს იყენებ, რომ სასურველი მიიღო._რიუს ბავშვურობით გაოცებულმა, მაშინვე დავიჩივლე და წამიერად ჩემ ზურგს აკრულ დანს ხელები ჩავკიდე.

-ვერ გამამტყუნებ გრეის. შენი სურნელის წინააღმდეგ უძლური ვარ. _ჩემზე მოხუტებულმა კისერზე თბილი კოცნა დამიტოვა, თავი მხარზე ჩამოდო და ჩემი კანის სურნელი ხარბად შეისუნთქა.

-კი, მაგრამ არაფერი მოხდებოდა მატეო ჩვენთან კიდევ ერთი დღე თუ დაიძინებდა._ბავშვის ოთახისკენ დაძრულმა ტკიპივით მოკრულ რიუს მაშინვე ვუსაყვედურე.

-კარგი რა გრეის. შენ მას სულ ჰყავხარ, მე კიდევ ჩემი დროის გამოყენებას ვცდილობ._მომღიმარმა ტუჩები ამჯერად ლოყაზე მომაკრა და ჩემ მუცელთან ახლართული თითები უფრო მომიჭირა.

მისმა სიტყვებმა ხასიათი წამიერად გამიფუჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი დროის გამოყენებაში რიუ სამსახურში დაბრუნებასა და მამამისთან ბრძოლის გამართვას გულისხმობდა, ჩემი გული და გონება მაინც იმ ფიქრებს დაუბრუნდა, სადაც მე მისი დროებითი გამოსავალი ვიყავი.

წამიერად დანაღვლიანებული რიუსთან ერთად მატეოს დაძინებამდე კიდევ ერთხელ მოვესიყვარულეთ და ჩვენ ოთახში ამჯერად უჩუმრად დავბრუნდი.

გავიგონე უკან უსიტყვოდ ადევნებულმა რიუმ ზურგს უკან მოხურული კარი, როგორ გადაკეტა და მისი ხელები კვლავ ჩემ მუცელთან ახლართა.

-გრეის, მოდი ბავშვი ვიყოლიოთ._ყოყმანის შემდეგ მოულოდნელად შემომთავაზა და ნიკაპით მხარზე ისე ჩამომეყრდნო, თითქოს წამის წინ ყველაზე მოულოდნელი რამ არ შემოეთავაზებინა.

-რა თქვი?_გაოგნებულმა ძლივს ამოვილუღლუღე და მის სიტყვებში იუმორისტული შტრიხების ძებნა დავიწყე.

-უკვე ერთი თვეა მატეო ამას გვეხვეწება. იმაში ცუდი რა არის თუ კიდევ ერთ მატეოსნაირს გავაჩენთ?-საკითხის სერიოზულობაში დასარწმუნებლად რიუმ წარბები შეკრა წელზე ხელები კიდევ ერთხელ მომხვია.

-ჩემთან საერთო შვილზე მართლა ფიქრობ?_ჯერ კიდევ დაბნეულმა ვიკითხე და წარბები საწყლად ავწიე.

მთელი თვე ის ფიქრები მტანჯავდა, რომ რიუსთვის დროებითი ურთიერთობა აღმოვჩნებოდი. ის რომ სიმართლის გაგების თანავე ხელს გამიშვებდა მშვიდად სუნთვის უფლებას არ მაძლევდა, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის ნაცვლად მის წინ ვიდექი და ვისმენდი შემოთავაზებას, რომელსაც დროებითი ურთიერთობის დროს არავინ იღებდა.

-რა თქმა უნდა. ამაში დაუჯერებელი რა არის? უკვე გითხარი რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ. მატეოსთვისაც ნამდვილი დედა ხარ. ჩვენი ქორწინებაც ოფიციალური იყო. ყველა ის დეტალი გვაქვს, რომელიც ახალი ბავშვისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს._ჩემი რეაქციით დაბნეულმა ღიმილით ჩამომითვალა და სახე მაშინვე ჩამოეშალა, როგორც კი ჩემი ამღვრეული თვალები დაინახა.

-ისე რატომ იყურები, თითქოს ჩემში ეჭვი გეპარებოდა?_დაეჭვებულმა ყოყმანის შემდეგ იკითხა და თვალებში ყურება ისე დამიწყო, თითქოს მისი სიტყვების რეალობაში დარწმუნებას შეძლებდა.

მისთვის რა უნდა მეპასუხა? რამდენადაც მინდოდა მის გრძნობებს ავყოლოდი და ცუდზე არ მეფიქრა, რაფაელის სიტყვები თავს იმდენჯერ მახსენებდა.

მიზეზი მქონდა.

მიზეზი იმისა, რომ რიუ მარტივად დამთმობდა.

-კარგი!_ჩემი დუმილით ნაწყენმა საბოლოოდ ამოიოხრა, ხელში პატარა ბავშვივით ამიყვანა ლოგინზე ისე მომისროლა, თითქოს მისი ბალიში ვყოფილიყავი.

-ახლა მეტყვი პრობლემა რაშია. ეს დედაშენს ეხება? მამაჩემის ხუშტურებს? თუ რამეს ისე არ ვაკეთებ, რომ ჩემ შენდამი დამოკიდებულებაში ეჭვი ჯერ კიდევ გეპარება?_ჩემ ზემოდან მოქცეულმა მკაცრი დეტექტივივით განმიცხადა და ჩემ პასუხს კიდევ ერთხელ, სუნთქვაშეკრულმა დაუწყო ცდა.

-მე..._მთელი გულით მინდოდა მისთვის ჩემი მთავარი სადარდებელი გამეზიარებინა. მინდოდა მეთქვა, რომ ვიცოდი შინ დაბრუნების შემდეგ აზრს შეიცვლიდა, ჩემი უიმედობა კი მიტოვების გრძნობისგან დამიცავდა, მაგრამ არ შემეძლო.

არ შემეძლო ჩვენი უთანხმოებით მატეოს დაბადების და ჩვენი ბოლო ჰარმონიული დღე ჩამეშალა.

-თვითონ ამბობ რომ მამაშენის გავლენის ქვეშ ხარ. ამის გამო ისედაც საკმარისი წნეხის ქვეშ ვართ და ახლა გინდა მორიგი ბავშვი დააყენო მსგავსი საფრთხის წინაშე?_ჩემი თავის გასამართლებლად მოფიქრებული პასუხი, არც იმხელა ტყუილი იყო, რამხელაც ჩანდა.

ჩვენ ურთიერთობას საფრთხე რომც არ შექმნოდა და მეც მასთან ერთად შვილების ყოლა, როგორც არ უნდა მდომებოდა, როგორ შეეზლო მსგავს გარემო პირობებში ამაზე ეფიქრა?

-მატეოს უთხარი, რომ ახალ არსებას ახალი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა, მაგრამ შენ...

-არ მითქვამს რომ ამ საკითხზე ახლავე უნდა გვეზრუნა. თავადაც ვიცი მეორე ბავშვზე გაგების შემთხვევაში მამა ამოსუნთქვის საშუალებას არ მომცემდა, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ შენთან ერთად ამ ნაბიჯისთვის მზად ვიყავი. არ მეგონა შენ თვალებში ჩემ მიმართ ამხელა ეჭვს თუ დავინახავდი. _ჩემ მუხლებზე გადამჯდარმა ნაწყენმა ამოიბუტბუტა და თავი დახარა.

-ვიცი გეშინია, რომ მატეოს მსგავსად ბავშვობას კიდევ ერთ უდანაშაულო ბავშვს წავართმევ და ვიცი რომ ჩემი იმედი ჯერ კიდევ არ გაქვს, მაგრამ მე...

მისი მსგავს მდგომარეობაში დანახვით გულმოკლული, ჩემ მუცელთან დაწყობილ ხელებს მაშინვე დავწვდი, ჩემკენ დავქაჩე და ზემოდან დაცემულ სხეულს მთელი ძალით ჩავეხუტე.

იმის არ მეშინოდა, რომ მისგან ბავშვის გაჩენის შემდეგ ისიც მატეოს მსგავსად დაიტანჯებოდა.

თავი როგორადაც არ უნდა მომეჩვენებინა, რიუს ვიცნობდი. აღარასდროს დაუშვებდა იგივე შეცდომა დაეშვა, რაც მატეოსთან დაუშვა.

-ეჭვი არ მეპარება რიუ. საუკეთესო მამა იქნები._მის სხეულში ჩაფლულმა ჩუმად ჩავიბუტბუტე და ლოყაზე ამჯერად მე ვაკოცე.

-ასე ფიქრობ?_ფერებისგან განაბულმა სასაცილოდ ამოიკრუტუნა და მთელი სახის დაკოცვნა შეუჩერებლად დამიწყო.

-ასე ვფიქრობ, მაგრამ დასარწმუნებლად ჯერ კიდევ რაღაც მჭირდება._მისი ტკბილი ტუჩებისგან დასახსნელად წამოვიძახე და ლოგინზე საბოლოოდ წამოვჯექი.

-რა? შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, რაც კი...

-ეს მატეოს ეხება._წარბები ნიშნისმოგებით ავათამაშე და უნებურად რიუ ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენე.

-არა, გრეის არა!_არჩევანის წინაშე აღმოჩენილმა ჯიუტად გაიმეორა.

-თუ გინდა დამარწმუნო რომ მზად ხარ მამა კიდევ ერთხელ გახდე ეს უნდა გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში...

-კარგი, კარგი! ხვალ დილითვე წავალ._შანტაჟში წაგებულმა საუბარი მაშინვე შემაწყვეტინა, ლოგინიდან გაბუტული წამოდგა და დასაძინებლად ტანსაცმლის გახდა დაიწყო.

-აი ასე. ახლა კარგი ბიჭი ხარ რიუ._გვერდით მოწოლილი დანი პატარა ბავშვივით შევაქე და მასზე მიხუტებულმა თვალები ახალი დღისთვის შესამზადებლად დავხუჭე.

***

-დედა, მამა სად წავიდა?_პატარა მავნებლის დაბადების დღისთვის მზადებისას უკვე მეათედ იკითხა მატეომ და გარშემო დაინტერესებულმა შემომიარა.

-მატეო, ხომ გითხარი არა? მამა მაღაზიაში ტკბილეულის მოსატანად წავიდა. დაგვიბარა, რომ ტორტის ცხობა დაგვეწყო და მალევე შემოგვიერთდებოდა.

აკოსილ თმაზე თავსაბურავის მჭიდროდ მოხვევის შემდეგ შვილობილს კიდევ ერთხელ განვუცხადე და სამზარეულოში მასთან ერთად გავედი.

მერვე წლის, პირველი დღე მატეოს ორმაგ ენერგიას მატებდა, მასთან მარტო დარჩენილს კი დაუსრულებელი შეკითხვების კორიანტელთან გამკლავება ძლივსღა შემეძლო.

-გრეის, დარწმუნებული ხარ, რომ გუშინ ძალიან არ გავაბრაზე? მისი წყენინება არ მინდოდა._მამის კიდევ ერთხელ დატოვებით შეშინებულმა დახლის მეორე მხრიდან დადგომის თანავე მკითხა და წარბები საწყლად შეჭმუხნა.

მისი ასეთი ემოციები ჩემი გულის ტკენას ყოველთვის ახერხებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მატეო იმ გულნატკენ ბავშვს საერთოდ აღარ გავდა, რომელიც გავიცანი, მასში მარტოობისგან შეშინებული ბიჭუნა არსებობას მაინც განაგრძობდა.

მისი თვალების დანახვის თანავე შემეძლო იმის გაგება, რომ დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად წასული რიუს აქ არ ყოფნა მატეოს მოსვენებას არ აძლევდა.

-მატეო, მამას არაფერი სწყენია. კარგი? გპირდები დღეს ტორტს მამასთან ერთად ჩააქრობ და ამას არა მარტო დღეს, არამედ ყოველ ახალ დაბადების დღეზე იქამდე გააკეთებ, სანამ სურვილი გექნება.

ბავშვის დასამშვიდებლად მთელი ჩემი ენერგია გამოვიყენე და მისი ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად წინ დადგმულ ჯამში რეცეპტის მიხედვით ორი ჭიქა ფქვილი მატეოს ჩავაყრევინე.

არ შემცდარვარ. პატარა მავნებელი ტორტის მზადების პროცესმა მარტივად გაართო.

ბისკვიტის ფორმების გაზქურაში გამოცხობისა და ლურჯი კრემის მომზადების შემდეგ დღის მთავარი მოვლენის აწყობა უკვე ცნობისმოყვარეობისგან აჟიტირებულ დანთან ერთად დავიწყე.

-გრეის, შეხედე ასე უფრო ლამაზი გამოდის._ბისკვიტის ახალი პრინციპით მორთვის აღმოჩენისთანავე წამოიძახა მატეომ და პატარა ხელებით ჩემი დახმარება დაიწყო.

მთლიანად მას მინდობილს, რიუს გარეშე დროის დიდხანს გატარება აღარ დაგვჭირვებია.

ტორტის საბოლოოდ მორთვის შემდეგ, სახლში შემომავალი კარები მძიმედ გაიღო და ჩვენი ყურადღებაც მაშინვე მისკენ მიმართა.

-მამა, მოხვედი?_უჩვეულო დუმილის მიღებით დაინტერესებულმა მატეომ რიუს სამზარეულოდან გასძახა და დახლს მიღმა დამოუკიდებლად ამოძრავებულ ჰელიუმის ბუშტებს თვალი გაოცებულმა გააყოლა.

-ეს რა არის?_უეცარი სანახაობით დაინტერესებულმა მატეომ სვლა მაშინვე მისაღები ოთახისკენ დაიწყო და მეც აღელვებულმა მხარი მაშინვე ავუბი.

ჯერ კიდევ არ ვიცოდი რიუ საჩუქრის გადაცემას, როგორ მოიფიქრებდა, ამიტომ ეს ჩემთვისაც ისეთივე ამაღელვებელი იყო, როგორ მატეოსთვის.

-მის ბედნიერ კივილამდე დროს აიღთვლი?_სამზარეულოს კარიდან ქურდულად შემოპარულმა რიუმ მოულოდნელად გადმომჩურჩულა და წამოყვირებამდე გამაჩუმა.

-არა, არ იყვირო, ვიდეოს გააფუჭებ._შვილის გახარებაზე ორიენტირებულმა მაშინვე შემაჩერა და კამერით ხელში მატეოს უკან ჩემთან ერთად აედევდა.

ბუშტების უჩვეულო მოძრაობით დაინტერესებულმა მატეომ ხის ავეჯის უკან დაშვებულ ლენტამდე დიდი ინტერესით მიირბინა.

ცაში ნახევრად აწეული ფერადი ბუშტები დინჯად ჩაათვალიერა და მაღალი ტონალობის ხმების გამოშვების თანავე თავადაც დივნის უკან ჩაიმალა.

-შეუძლებელია, გრეის, შეხედე ლეკვი!_სიხარულისგან ხმა დაწვრილებულმა თავი ამჯერად კრემისფერ ფუმფულა ლეკვთან ერთად ამოყო და პირველი ერთგული მეგობარი გულში ძლიერად ჩაიკრა.

ბავშვის გულწფელ რეაქციებს არც პატარა არსება დაუტოვებია აუღელვებელი.

ბუშტებ მობმულმა ლეკვმა სასაცილოდ ამოიკრუსუნა და აღელვებულმა მატეოს სახის გალოკვა დიდი მონდომებით დაიწყო.

-რას იტყვი პატარა მავნებელო. შენი პირველი საჩუქარი მოგეწონა?_შვილის ემოციებით ავსებულმა რიუმ მისი რეაქციების ვიდეოზე აღსაბეჭდად იკითხა და ამაყად გვერდით ამომიდგა.

-ეს, ეს..._პატარა მეგობრის ალერსითა და დაუვიწყარი საჩუქრით გულ აჩუყებულმა მატეომ სიტყვებს ბოლო ვერ მოუბა. ხმა გაბზარულმა თვალები ისე დახუჭა და სიხარულისგან პირველად ასრუტუნდა.

-საუკეთესო საჩუქარია მამა._ატირებულმა სათქმელი მაინც დაასრულა და ლეკვი ცრემლიანი თვალებით შეათვალიერა.

-ხომ გითხარი._მატეოს სიხარულით აჟიტირებულმა რიუს ნიშნისმოგებით გადავჩურჩულე და მატეოსთან ახალი ბინადარის ახლოდან გასაცნობად მივირბინე.

-გრეის, რას იტყვი ბენი რომ დავარქვათ?_თვალცრემლიანარჩევის საკითხავად დიდი ნაცრისფერი თვალებით ამომხედა და გული კიდევ ერთხელ გამითბო.

-მშვენიერი არჩევანია მატეო._მომღიმარმა არჩევანი მოვუწონე და ოჯახის ახალ წევრს მეც მივეფერე.

ორი ენერგიული არსების წყალობით დღე მალე გაილია.

ბენის პირველი სადილისა და გასეირნების შემდეგ მატეოს ტორტის ჩაქრობის დრო მოვიდა.

მორიგი დასამახსოვრებელი მომენტის კამერით აღსაბეჭდად ოპერატორობა მე შევითავსე და მომღიმარმა დიდი აღტაცებით ვუყურე, თუ როგორ ჩააქრო მატეომ მამასთან ერთად მისი პირველი ტორტი.

-მამა, ბიძიას დაურეკე კარგი? უთხარი რომ ჩემი და დედას გაკეთებულ ტორტზე ვპატიჟებ და თან ბენსაც გავაცნობ._აგარაკის სახლიდან შინ დიდი ხნის დაბრუნებულებს, მატეომ ახალი მითითება მანქანაშივე მოგვცა და კალთაში ჩასმული ლეკვი კიდევ ერთხელ მიიხუტა.

-კარგი რა მატეო. დღეს საკმარისი არ იყო? გზამ საკმარისად დამღალა და აღარ მინდა რაფაელმაც დამიმატოს._შეწუხებულმა რიუმ ბავშვივით დაიწუწუნა და მანქანიდან ბარგის ასაღებად ზლაზვნით გადავიდა.

-მამა მართალია პატარავ. შეგვიძლია დღეს დაისვენოთ და ხვალ...

მატეოს გადასარწმუნებლად წინასწარ დალაგებული სიტყვები გონებიდან მაშინვე ამომიფრინდა, როგორც კი ეზოში შესულმა, სახლის წინ უცნობი ქალის სხეული დავლანდე.

-პატარავ, ყველაფერი რიგზეა? _ჩემოდანის შემოგორების თანავე იკითხა რიუმ და დაბნეულმა გაფართოებული თვალებით შემათვალიერა.

ნუთუ დასასრულთან ასე ახლოს ვიყავი?

-წამოდი სახლში შევიდეთ._ჩემი რეაქციის დაიგნორების თანავე რიუმ ხელი მაშინვე ჩამკიდა და გაზონზე ბენთან ერთად მორბენალ მატეოს თვალი ღიმილით შეავლო

უნდა შემეჩერებინა.

აქედან ახლავე უნდა გამეყვანა და მისთვის მეთქვა.

-რიუ..._მისი დაკარგვით შეშინებულმა გაუბედავად დავუძახე და ადგილზე შევჩერდი.

არ ვიცოდი, როგორ მაგრამ საბედნიეროდ რიუს კართან მდგომ ქალამდე მისი ემოციები ჯერ კიდევ არ უშვებდა.

-გრეის, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. გარეთ არ გინდა. აუცილებლად ვილაპარაკებთ, როგორც კი სახლში შევალთ.

-მაგრამ რიუ, უნდა გელაპარაკო. მე...

სახლთან მიახლოვებით შეშინებულმა მისი უკან წამოყვანა ჯიუტად ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.

მგზავრობით დაღლილი დანის ერთადერთი სურვილი სახლში შესვლა და დასვენება იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი აკლდა მისი სამყაროს ხელახლა განადგურებას.

კარს აყუდებული ქალი უკვე სრულ მზადყოფნაში იყო ჩემი და რიუს ურთიერთობა ქარისთვის გაეტანებინა.

-არ შევმცდარვარ. ვიცოდი, რომ დღეს დაბრუნდებოდით._მომღიმარმა ქალმა ლამაზი ვარდისფერი ტუჩებითა და ფოტოებისგან განსხვავებით გრძელი შავი თმით დინჯად წარმოთქვა და ჩემკენ მობრუნებულ რიუს სახიდან ფერი გადააცალა.

სუნთქვა შემეკრა.

ახლა სწორედ იმ მომენტის წინაშე ვიდექი, რომელსაც უკვე ერთი თვეა გავურბოდი.

კარგად მივიწყებული ხმის რეალობაში დასარწმუნებლად, გაოგნეული დანი ხმის ადრესანტისკენ გულის გამაწვრილებელი სიდინჯით მიბრუნდა და გაოცებული წამით შებარბაცდა.

-დაიან?_სუნთქვა შეკრულმა რიუმ, შვიდი წლის მანძილზე გულით ნატარები საყვარელი ქალის სახელი ძლივს ამოილუღლუღა და ჩემზე ჩაკიდებული ხელი მაშინვე გამიშვა.

Continuă lectura

O să-ți placă și

310K 18.2K 19
"ဘေးခြံကလာပြောတယ် ငလျှင်လှုပ်သွားလို့တဲ့.... မဟုတ်ရပါဘူးဗျာ...... ကျွန်တော် နှလုံးသားက သူ့နာမည်လေးကြွေကျတာပါ.... ကျွန်တော်ရင်ခုန်သံတွေက...
266K 25.8K 62
Ryan and Aaruhi The story of two innocent hearts and their pious love. The story of one sided love. The story of heartbreak. The story of longing a...
600K 49.6K 24
Indian Chronicles Book III My Husband, My Tyrant. When Peace Becomes Suffocation. Jahnvi Khanna has everything in her life, a supporting family, a hi...
4.7M 298K 108
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...