შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 37

82 11 26
By Emolass99

გრეის ჰარპერი


პრესკომფერენციის შემდეგ ატეხილი ახალი ქაოსი, რიუსთან ხელჩაკიდებულმა დავტოვე და რაფაელის დარიგებისამებრ იქვე პატარა კაბინეტში შევედი.

-გრეის, არც კი ვიცი რა უნდა გითხრა. ის რაც შენ გააკეთე...

-ის რაც მე გავაკეთე მთლიანად მატეოს დამსახურებაა. შეიძლება რაფაელთან, როგორც ძმას, საუბარი ჯერ არ გინდა, მაგრამ ის შენი მდივანიცაა. უნდა მოგესმინა, როდესაც გირეკავდა! _მადლიერებით სავსე რიუს საუბარი მაშინვე გავაწყვეტინე და პატარა ბავშვივით დავტუქსე.

თუ საღამოს ყველაფერი ისე არ მოხდებოდა, როგორც რაფაელმა მითხრა წარმოუდგენლად დიდ შარში გავყოფდი თავს.

-აქ რას აკეთებთ? _დაბნეულმა წარბები შეკრა და ოთახის ბოლოში ჩამომჯდარ რაფაელსა და მატეოს გაფართოებული თვალებით შეხედა.

-რაფაელს დღეს ბავშვთა დაცვიდან დაურეკეს. შენი და მატეოს შემოწმება უნდოდათ. რადგან მისი საბუთები კარგად დამალულია, შენთან იმის დაზუსტება უნდოდათ მატეო მართლა ჩვენი შვილი იყო, თუ მე უბრალო დამხმარე ვიყავი და მის დამალვაში გეხმარებოდი. _არსებული მდგომარეობა რიუს სიტყვა-სიტყვით გადავეცი და ჯერ გიდევ შეშინებულ მატეოს გავხედე.

-საჯაროდ სიტყვით ამიტომ გამოხვედი._ჩემი ქმედების ამოხსნისთანავე ჩაიბუტბუტა რიუმ და ჯერ კიდევ ჩემ თითებში ახლართული ხელი ძლიერად მომიჭირა.

-და ეს მხოლოდ დასაწყისია რიუ. მათ შეხვედრა დღეს საღამოს დავუნიშნე. თქვენთან სახლში მოვლენ. ბავშვის უსაფრთხოების შესამოწმებლად სათითაოდ გაგესაუბრებიან. რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამენ, სახლს შეამოწმებენ და თავს დაგანებებენ.

საუბარში რაფაელი ჩაერთო და გვერდით მჯომ დიდ თვალებიან მატეოს თმაზე წაეთამაშა.

-კარგი. მაშინ პრობლემა არ გვაქვს ხომ ასეა? სახლში ყველაფერი რიგზეა. ისეთს ვერაფერს ნახავენ, რაც დააეჭვებთ. მატეო, ხომ შეძლებ მათ დარწმუნებას, რომ გრეისი დედაშენია?_თანატოლივით შეეკითხა რიუ შვიდი წლის ბავშვს და ფართედ გაიღიმა, როდესაც მატეოსგან მააინვე თანხმობა მიიღო.

-პრობლსმა სხვა რამეში მდგომარეობს. რადგან ქორწინებაში არ ხართ და ჩვენი ისტორიის დამაჯერებლობისთვის ვახსენეთ რომ გარკვეული პერიოდი დაშორებულები იყავით, ეს შემოწმება მხოლოდ ერთი ვიზიტით არ დასრულდება ძმაო. შენი და გრეისის ურთიერთობაში დასარწმუნებლად რამოდენიმე ვიზიტს დანიშნავენ. სიტუაცია შევისწავლე. იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი ურთიერთობა ბავშვის დასატოვებლად მოგონილი ტყუილი არ არის, გრეისის სამედიცინო ისტორიას შეისწავლიან. შეამოწმებენ მატეო მართლა გააჩინა თუ, არა.

-მაგრამ გრეისის სამედიცინო ჩანაწერებში...

-რაფაელმა უკვე მოაგვარა. ჩემი ექიმი მოისყიდა და ჩემი ჩანაწერები ჩაასწორებინა._წამიერად დაძაბულ რიუს რამოდენიმე საათის წინ რაფაელის ახსნილი გავუმეორე და უმცროს დანს უფლება მივეცი ძმისთვის სიტუაცია დაწვრილებით აეხსნა.

-თქვენი საქმისთვის გამოყოფილი აგენტი, მოულოდნელი ვიზიტებით შეგამოწმებთ. შეამოწმებენ თქვენ ოთახს, ურთიერთობას, ბავშვისადმი დამოკიდებულებას. დაგისვამენ ისეთ დეტალურ შეკითხვებს, როგორებიცაა მაგალითად: ლოგინის რომელ მხარეს გძინავთ, რომელი ტანის ლოსიონს ხმარობს თქვენი პარტნიორი და კიდევ მრავალი ისეთი დეტალი, რომელიც წესით ყველამ არ უნდა იცოდეს. პრობლემა სწორედ ესაა. საღამომდე დეტალური მომზადება გჭირდებათ. ერთმანეთის შესახებ თითოეული დეტალი უნდა გაიგოთ, დაწვრილებით უნდა შეათანხმოთ თქვენი სასიყვარულო ისტორიის დეტალები. ოთახი ისე უნდა მოაწყოთ, რომ ზედმეტი კითხვა არ გაჩნდეს._მისი გაფუჭებულის გამოსწორებაზე ორიენტირებული რაფაელი ძმას მთელ გეგმას დაწვრილებით უხსნიდა და კიდევ ერთხელ მახსენებდა, რომ რიუზე ნაწყენს მასზე შეყვარებული ქალივით მოქცევა მომიწევდა.

-მეხუმრები? ეს ყველაფერი, ასეთ მოკლე დროში, როგორ უნდა მოვაგვაროთ? ამ კომფერენციის შემდეგ დარწმუნბული ვარ მამა შეხვედრას მომთხოვს და კიდევ უფრო მეტ დროს წაგვართმევს._შეზღუდულ დროში ჩატეული დაუსრულებელი დავალების გააზრების თანავე წამოიძახა რიუმ და შეწუხებული მატეოს გვერდით ჩამოჯდა.

-მამა, მეც მოგეხმარებით._მამისკენ მიცოცებულმა მატეომ რიუს თავის მოსაწონებლად ფართედ გაუღიმა და პრობლემებისგან დაღლილი პირველად გააცინა.

-მატეო მართალია. მამასთან მე მოვაგვარებ. შენ დასვენების დღეს აიღებ და გრეისთან და მატეოსთან ერთად სახლის მიხედვას დაიწყებ._ უკვე შემუშავებული გეგმა რაფაელმა ძმას მაშინვე გაუზიარა და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.

დრო ცოტა გვქონდა. შუა დღის თორმეტი საათიდან, ჩემი და რიუს ზღაპრის რეალობაში მოსაყვანად დრო, მხოლოდ შვიდ საათამდე გვქონდა.

სასწრაფოდ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად სახლში ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, ამჯერად სამივენი დავბრუნდით.

-შენი ოთახიდან ნივთების ჩემთან ატანა დავიწყოთ._პერანგის მაჯებამდე აკეცვის თანავე განმიცხადა რიუმ და რაფაელის მოცემული შეკითხვების ფურცლები მატეოს გაუწოდა.

-მე და გრეისი დავალაგებთ, შენ კი მოგვეხმარები და ამ კითხვებს წაგვიკითხავ.

ჩვენი დასაქმების შემდეგ ნატალის ძველ ოთხში რიუსთან ერთად შევაბიჯე და ტანსაცმლის კარადიდან ტანსაცმლის გადმოწყობა დავიწყეთ.

-როდის გაიცანით ერთმანეთი? წელი და ადგილი._ენის ბორძიკით ამოიკითხა მატეომ პირველი წინადადება და ჩვენც პირველი საფიქრალი გაგვიჩინა.

-მარტივია, 2013 წლის დეკემბერში, რიჩმონდის ხელოვნების მუზეუმში,
დეკორატიული ხელოვნების გამოფენაზე._ჩემი ტუმბოდან ნივთების ამოლაგებაში გართულმა რიუმ შეკითხვას მექანიკურად უპასუხა და უნებურად მისი და დაიანის ისტორიის დახმარებით, ჩვენის აწყობა დაიწყო.

-ვინ უთხრა პირველად "მიყვარხარ"?_საკიდებიანი ტანსაცმლით დახუნძლულმა მატეოს მორიგი შეკითხვა რიუს ოთახისკენ მიმავალს მომესმა და უნებურად ავნერვიულდი.

ერთმანეთისთვის მსგავსი არასდროს არაფერი გვითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ უსახელო ურთიერთობაში ერთმანეთის ტუჩების არცერთს არ შეგვრცხვენია, ეს ყველაფერი დიდი ტყუილი იყო და მის უკან არანაირი მსგავსი გრძნობა არ იმალებოდა.

-მე.
-მე.

ტანსაცმელების რიუს ლოგინზე დაყრის თანავე ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ და ჩვენი უნისონით მატეო ავაკისკისეთ.

-გრეის, არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ის კაცი არ ვარ, ვინც გრძნობებს მალავს. როგორც კი ვინმეს მიმართ გრძნობები მიჩნდება მაშინვე ვამბობ და ჩემ შიშებს საშუალებას არ ვაძლევ ახალ ურთიერთობას გავექცე._ორაზროვნად მომმართა რიუმ და მისი სიტყვებით ჩვენი პირველი კოცნის შემდეგ დაწყებული დიალოგი შემახსენა.

-შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მგონია მსგავსი სიტყვის გამოყენება თქვენი სამომავლო გეგმების განხორციელების მიზნითაც შეგეძლოთ ბატონო რიუ._ჯერ კიდევ მასზე გაბრაზებულმა ფორმალურად მხოლოდ იმიტომ მივმართე, მიხვედრილიყო დახმარების მიუხედავათ, მისი ჯერ კიდევ ერთი სიტყვის არ მჯეროდა.

-გრეის, უკვე გითხარი, ჩემი გეგმა და ჩვენი კოცნა..._ჩემთან კამათში ჩასაბმელად გამზადებული რიუ მაშინვე შეჩერდა, როგორც კი შენიშნა ჩვენ წინ მდგომი ფურცლებ მომარჯვებული მატეო, დიდი ნაცრისფერი თვალებით, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოილებლად სასაცილოდ გაკრეჭილი გვიყურებდა.

-შემდეგი კითხვა რა არის?_დანებებულმა რიუმ ბავშვის ყურადღება ახალი შეკითხვისკენ მიმართა და მისი კარადა ჩემი ტანსაცმლისთვის ადგილის მოსაძებნად გამოაღო.

-რომელმა აკოცეთ პირველმა?_მატეოს მორიგმა შეკითხვამ რიუ ადგილს მიაჯაჭვა მე კი მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვა.

ყოველი მომდევნო კითხვა ერთმანეთზე უარესი იყო და თითოეული მათგანი ორივე ჩვენგანს ისე გვირტყავდა, თითქოს ჩვენი წაჩხუბება უნდოდა.

-მარტივია, მამამ. დავინახე ეს, როგორ გააკეთა და შემდეგ კალთაში ჩაგისვა. _ამაყად განაცხადა მატეომ და ისე გამეკრიჭა, თითქოს საგმირო საქმე ჩაედინა.

-კარგი, მოდი შემდეგი კითხვა წაიკითხე._მძიმედ ჩახველების შემდეგ რიუმ გამბედაობა მოიკრიბა და რამოდენიმე საკიდის ჩამოხსნის შემდეგ ჩემი ტანსაცმლის დაბინავების საშუალება მომცა.

მატეოს მორიგი კითხით უკვე დაზაფრული ვიყავი. გაცნობა, სიყვარულის ახსნა, კოცნა, შემდეგი რაღა უნდა ყოფილიყო?

-ერთმანეთის კვების რაციონი?

პირადული კითხვებისგან თავის დახსნით ნასიამოვნებს ის იყო შვებისგან უნდა ამომესუნთქა, როდესაც ზურგს უკან მდგომი რიუს ხმამაღალი ამოსუნთქვის ხმა გავიგე.

- საუზმეზე ყავა, კვერცხი და ბეკონი, სამსახურის გამო არ სადილობს, ვახშამზე კი ყოველ ჯერზე ახალი კერძების დაგემოვნება უყვარს._ერთ თვიანი რიუსთან ცხოვრების შემდეგ მისი რაციონი მაშინვე ჩამოვთვალე და გაუაზრებლად რიუს პასუხს დავუწყე ცდა.

-საუზმეს იქამდე არ ჭამს, სანამ მატეოს სიმინდის მარცვლებს, ან კვერცხს არ მოუმზადებს, სადილს ყოველთვის ტოვებს, რადგან არ მოსწონს მაგიდასთან მარტო ჯდომა, ვახშმისთვის მზად არის ჩემი მომზადებული თითოეული კერძი დააგემოვნოს და თავი მომაჩვენოს, რომ ყველაფერი მოსწონს. -კარადიდან გამოღებულ ხელჩანთაში ნივთების ჩალაგებით გართულმა შეკითხვას ზედმიწევნით ისე უპასუხა ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს.

ამ ყველაფერს მართლა ამჩნევდა? საიდან იცოდა რომ მარტო ჭამა არ მომწონდა, ან როგორ ამჩნევდა რომ მისი გემოვნება ჩემსას ყოველთვის არ ემთხვეოდა?

საკუთარი პასუხის გააზრება რიუმ მხოლოდ რამოდენიმე წამში შეძლო. ჩანთაში ჩამძვრალმა მხრები მაშინვე გაშალა და თავი ნელა ამოწია.

-შემდეგი შეკითხვა?_ჩემკენ მოსაბრუნებლად გამადებული რიუსგან გასაქცევად მატეოს თემის შეცვლა სასწრაფოდ ვთხოვე.

-ლოგინის, რომელ მხარეს უყვარს წოლა თქვენ პარტნიორს?_თვალებ დაწვრილებულმა მატეომ მაშინვე ამოიკითხა და რიუს დაინტერესებულმა გახედა.-მამა პარტნიორი რას ნიშნავს?

შვილის შეკითხვაზე ჩაფიქრებული რიუ მატეოსკენ ნელა მიბრუნდა და მოსაშველებლად მე გამომხედა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. დრო იყო შვილის ცნობისმოყვარეობა დამოუკიდებლად დაეკმაყოფილებინა.

-ეს რაღაც შეყვარებულებსა და ცოლ-ქმარს შორისაა. მაგალითად მე და გრეისი._საკუთარი სიტყვებისგან გასაქცევად რიუმ, საუბართან ერთად, ჩემი ოთახიდან ამოტანილი პატარა დეკორატიული ნივთების მის ნივთებთან ერთად განლაგება დაიწყო.

- მალე ვიქორწინებთ, მაგრამ უკვე ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ ერთ ლოგინში დავიძინებთ და...

-მატეო, პარტნიორი იგივე შეყვარებულია, კარგი?_რიუს ახსნის არჩევანით გაოცებულმა მას საუბარი იქამდე გავაწყვეტინე, სანამ ბავშვს რაიმე სისულელეს ეტყოდა და უარესად დააბნევდა.

-როგორც არ უნდა იყოს. მე ლოგინის მარჯვენა მხარეს წოლა მიყვარს. _თემა მაშინვე შეცვალა რიუმ უნებურად გამაღიმა.

მიუხედავად იმისა რომ მასზე ნაწყენი ჯერ ისევ ვიყავი, ის მაინც მომწონდა, რომ მის შესახებ ეს პატარა დეტალი აგარაკზე ერთად გატარებული ღამის შემდეგ, უკვე ვიცოდი.

-მათთვის უფრო დამაჯერებელი არ იქნება, თუ ამასთან ერთად ვეტყვი, რომ ჩახუტებული ძილი გიყვარს?_მის შესარცხვენად მატეოს თანდასწრებით ვიკითხე და რიუს აჭარხლებული სახის დანახვისას სიცილის შესაკავებლად ტუჩზე ვიკბინე.

-შეგვიძლია ისიც დავამატოთ, რომ კოცნისას ერთ-ერთ ჩვენგან ძალიან მოსწონს, როდესაც...

-მოდი უბრალოდ დალაგება გავაგრძელოთ._სამაგიეროს გადასახდელად მომზადებულ რიუს სიტყვა მაშინვე გავაწყვეტინე და მამის პასუხით დაინტერესებული მატეო სასწრაფოდ ჩემკენ მოვაბრუნე.

ჩემი ქმედებით გახალისებული რიუს ხითხითი ზურგს უკან მომესმა და მისმა კარგმა განწყობამ უნებურად გავლენა ჩემზეც იმოქმედა.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რამდენად გაბრაზებული ვიყავი. მისი კარგად გაცნობის შემდეგ ვიცოდი ეს ხითხითი ის უჩვეულო სიხარულის გამომხატველი ჟესტი იყო, რომელიც ყველაზე იშვიათი მოსასმენი იყო.

მატეოს დაუსრულებელ შეკითხვებზე პასუხით გართულები საღამომდე მოსაგვარებელ პრობლემებს ერთმანეთის მიყოლებით ვასრულებდით და ჩემი ოთახის დაცლასთან ერთად, რიუს ოთახს ნელ-ნელა ჩვენად ვაქცევდით.

საქმეში გართულმა, რიუსთან ერთად მის ლოგინზე ახალი თეთრეულის მორგების შემდეგ, შევნიშნე ლოგინის მის მხარეს ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმულ დაიანის ფოტოს რიუ ბოლოსკენ, როგორ იტოვებდა.

ჯერ ისევ უყვარდა. მისი დათმობა ისევ ერთულებოდა და ეს თავს ცუდ ადიანად მაგრძნობინებდა. იმის ნაცვლად, მის მდგომარეობაში შევსულიყავი, დაიანის მშურდა. რიუს შვიდ წლიანი მარტოობის მიუხედავად ის მაინც ყველაფერს ერჩივნა, ჩემ თავს ერჩინა.

-შეგიძლია მხოლოდ მათი მოსვლისას დამალო._მის გასამხნევებლად ჩემი სურვილის წინააღმდეგ წავედი და რიუს ხელში მოქცეულ ჩარჩოზე ვანიშნე.

ჩემმა შეთავაზებამ რიუს სახეზე უეცარი ღიმილი მოჰგვარა და ფოტოდან ყურადღება პირდაპირ ჩემკენ მომართა.

-საჭირო არ არის. ვფიქრობ უკვე დროა მისი გაშვება დავიწყო._მომღიმარმა ისე მომმართა, თითქოს ამით ჩემთვის იმედის მოცემა უნდოდა, მაგრამ ზედმეტად ნაწყენი ვიყავი იმისთვის, ამისთვის ჩემზე გავლენის უფლება მიმეცა.

-უნდა ვიჩქაროთ რიუ. აგენტი უკვე ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდეზ, შენი ბოლო ჩანთა კი..._კარზე ზარის ხმამ საუბარი გამაწყვეტინა და ერთიანად დამძაბა.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ურთიერთობის რეალობაში დასარწმუნებლად უკვე ჩვენი სარეცხიც კი ერთმანეთში არეული გვქონდა, გამოჭერის შიშმა მაინც შემიპყრო.

რომელიმეს რამე რომ შეშლოდა და ყველაფერი არეულიყო?

-კარი გააღე გრეის. მე ჩანთას სხვენში ავიტან._ფოტოს ჩანთაში ჩადების თანავე წამოიძახა რიუმ და მითითების მოცემის შემდეგ ოთახიდან ჩემთან ერთად გავიდა.

-დედა, დედა, მგონი მოვიდნენ._როლში შეჭრილმა მატეომ შესაძლებლობის მიცემის თანავე ჩემი სახელი სულ გადაივიწყა და ფეხზე ისე მომეხვია, თითქოს ამით დაეჭვებული აგენტების დარწმუნებას შეძლებდა.

კართან პატარა შვილობილთან ერთად მისულმა, თამაშის დაწყებამდე ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ მთელი დაძაბულობა მხრებიდან მოვიხსენი და კარის გამოღების თანავე დანახულ ორმოც წლამდე ქალს ფართედ გავუღიმე.

-ქალბატონი გრეისი?_ცხვირზე სათვალე დაკოსებულმა ქალმა ალმაცერად შემათვალიერა და გაცნობის ნიშნად ხელი გამომიზია.

-რეიჩელ გილმორი. მე თქვენი საქმის შესასწვლად გამოყოფილი აგენტი ვარ.- ხელის ჩამორთმევის თანავე მიღებულმა ინფორმაციამ მაიძულა ქალისთვის ძალით გამეღიმა და გულთბილი დიასახლისივით მისაღებ ოთახში შემეპატიჟებინა.

-ბატონი რიუ სახლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა?_გარემოს შეთვალიერებით გართულმა ქალმა მაშინვე იკითხა და ჩემ ფეხზე ჩამოკიდებულ მატეოს შეუმჩნევლად გაუღიმა.

-არა, სახლშია. ოთახში გამოსაცვლელად ავიდა და რამოდენიმე წუთში ჩამოვა. ჩაის ან ყავას ინებებთ? _ქალის თავის მოსაწონებლად ათამაშებულმა მას კიდევ ერთხელ გავუღიმე.

-არა, ქალბატონო გრეის. დიდი დრო არ მაქვს. თქვენ შემდეგ კიდევ ერთ საქმეზე მივდივარ, ამიტომ მინდა ყველაფერი მალე მოვაგვაროთ.

-პატარავ, აგენტი მოვიდა?_კიბეებზე წამიერად ჩამორბენის თანავე, კრემისფერ ჰუდსა და შარვალში გამოწყობილი რიუ გვერდით მაშინვე ამომიდგა და რეიჩელს მისალმების ნიშნად თავი დაუკრა.

-მაპატიეთ, რომ ამ გაუგებრობაში გაგრიეთ._გაცნობის შემდეგ მიმართა რიუმ ქალს.

-მართლა ბატონო რიუ? სიმართლე გითხრათ იმედ გაცრუებული ვარ. მამათქვენის გახმაურებული ამბის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ თქვენზე მსგავს ბრალდებას მოვისმენდი._ქალის გულწრფელმა აღიარებამ სადღაც ღრმად იმედი გამიჩინა.

რეიჩელი იმ ქალს არ ჰგავდა, რომელიც პოპულარული საქმის გამო სახელის მოხვეჭას მატეოს წყალობით შეძლებდა.

-ეს მხოლოდ ბრალდებაა ქალბატონო რეიჩელ. ამაში აუცილებლად დარწმუნდებით, როდესაც ჩვენ საქმეს შეისწავლით.

მისაღებში დივანზე ჩენ წინ ქალის დაჯდომის თანავე რიუმ ბრალდება მაშინვე მტკიცედ წარმოთქმული სიტყვებით შეარყია და ქალს წამით ღიმილი მოჰგვარა.

-კარგი. მოდით პირველ რიგში თქვენი ისტორიის შესახებ მომიყევით. ერთმანეთი, როდის გაიცანით?_უკვე ნაცნობი შეკითხვის მოსმენამ მეც და რიუც ერთიანად მოგვადუნა და აქამდე მოფიქრებული ისტორიის მოყოლას შევუდსქით.

მუზეუმში გაცნობის ისტორიას ორივე ჩვენანი მატეოს დაკარგვის შიშით ისე ტკბილად აღვწერდით, ეჭვი მის რეალობაში თავადაც მეპარებოდა.

ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა და მცირედი დეტალების დაწვრილებით გამოკითხვის შემდეგ რეიჩელმა სახლის შესწავლა, მხოლოდ ჩვენთან გასაუბრებისას გაკეთებული ჩანიშვნების შემდეგ მოითხოვა.

მატეოს ოთახში შესულმა ქალმა ოთახის თითოეული დეტალის სურათის გადაღების შემდეგ გარკვეული აღნიშვნები გააკეთა და ამჯერად ჩვენი ოთახისკენ აიღო გეზი.

-რამდენი ხანია, რაც შერიგდით?_ოთახის პირველადი მოთვალიერებისას იკითხა ქალმა და ჩვენკენ მაშინვე მობრუნდა.

რაიმე ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო?

-დაახლოებით ერთი თვეა._დაძაბულმა დასჯილი ბავშვივით ვუპასუხე და რიუს ნერვიულად ავხედე.

-რაიმე პრობლემაა ქალბატონო გილმორ?_ეჭვების გასაქარწყლებლად ამჯერად რიუმ იკითხა.

-საერთო ფოტოები არსად გაქვთ. მესმის შეიძლება დიდი ხანია ერთად არ იყავით, მაგრამ...

-ეს ჩემი ბრალია._სიტუაცია მაშინვე ჩემ თავზე ავიღე და ქალს მეგიბულად გავუღიმე.

-რაფაელის შემდეგ შევშინდი. იქედან გამომდინარე, რომ მატეოს სოციალური სივრცისგან დამალვა გვინდოდა, რიუს კი სახლში არაერთი წვეულების მოწყობა უწევდა, უფლებას არ ვაძლევდი ფოტოები სადმე გამოეჩინა. შემდეგ დავშორდით. ერთმანეთის ფოტოების ნახვა აღარც გვინდოდა, მაგრამ ახლა მგონი ეს შეზღუდვა მოგვეხსნება. ასე არ არის რიუ?_გვერდით მდგომს თამაშში აყოლა ყალბი ღიმილით მოვთხოვე და ქალის ცნობისმოყვარეობაც ასე თუ ისე დავაკმაყოფილეთ.

-კარგი, მგონი პირველი დღისთვის საჭირო ინფორმაცია მოვაგროვე._'ჩვენ' ოთახში უჯრების, თაროებისა და აბაზანის დეტალური დათვალიერების შემდეგ წამოიძახა ქალმა და მეც და რიუც უნებურად დაგვამშვიდა.

ისეთი არაფერი ყოფილა, რაც კითხვებს გააჩენდა.

-მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მოულოდნელ ვიზიტებზე მოვალ. ერთი დღე კი მხოლოდ მატეოსთან გასაუბრებისთვის დამჭირდება.

ოთახიდან გასვლისას გაგვაცნო ქალმა და უკან მოქცეულებს უეცრად ჩაფიქრებული მოგვიბრუნდა.

-კიდევ არის ერთი საკითხი. ქორწილის დღე უკვე დათქვით? რაფაელმა მითხრა, რომ შეთანხმდით ეს ნაბიჯი გადაგედგათ._დაინტერესებულმა ძლივს მოდუნებულები კიდევ ერთხელ დაგვძაბა და ახალი საფიქრალი გაგვიჩინა.

ეს ის საკითხი იყო, რომელზე საუბარს ჯერ ორივე გავურბოდით.

-ჩვენი ქორწილი...

-ნიშნობის ბეჭედი არ გაქვთ ქალბატონო გრეის?_საუბარი ქალმა მაშინვე გამაწყვეტინა, როგორც კი ჩემ თითზე ბეჭედი ვერ დაინახა.

არასწორი შეკითხვა მივიღეთ.

მთელი დღის მზადების შემდეგ, მთავარი დეტალი ქორწინება და ბეჭედი გონებიდან ორივე ჩვენგანს ამოგვივარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკანმოუხედავად გაქცევა ყველაზე მეტად მინდოდა, ამის უფლება არ მქონდა. გამოსავალი წამებში უნდა მეპოვა და ამხელა სპექტაკლი ჩაშლიშან მეხსნა.

-რიუს მსგავს ნიშნობაზე უარი ვუთხარი. ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა, როდესაც ნიშნობის ბეჭედს მხოლოდ ქალი ატარებდა, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ორივენი შევთანხმდით. ბეჭდების შეკვეთა მივეცით. ქორწილამდე პატარა ცერემონიალს გავმართავთ და ბეჭდებს ერთდროლად მოვირგებთ._პირველივე იდეის თავში გავლების თანავე წამოვიძახე და ჩემი ახალი გეგმით დაბნეული აჰენტი აღვაფრთოვანე.

-მსგავსი რამ იშვიათად მსმენია. ეს ხელოვანი ხალხის ხედვებია?_ჩემი იდეით მოხიბლულმა ქალმა მაშინვე გამიღიმა და რიუს გვერდით ამომდგარს თვალი ამაყად შეგვავლო.

-ნამდვილად ასეა ქალბატონო რეიჩელ. ვერც კი წარმოიდგენთ რა ვიგრძენი, როდესაც ცალ მუხლზე დამდგარმა მტკიცე უარი და ბრძანება მივიღე, რომ ბეჭედი უკან დამებრუნებინა._თამაშში აყოლილმა რიუმ მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა.

-რაც შეეხება თარიღს. ქორწინებას მატეოს დაბადების დღისთვის, ერთ თვეში ვაპირებდით. გვინდოდა მისი დაბადების დღე და ჩვენი ოჯახის ისევ შეკვრა ერთად აღგვენიშნა, მაგრამ ამ მოულოდნელი სიტუაციის შემდეგ ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ თარიღს გადმოვწევთ. დღეს მატეომ სკოლა უკვე გააცდინა იმის შიშით, რომ ეს გაურკვევლობა მისთვის სტრესული ასატანი გახდებოდა. არ მინდა ბავშვებმა ან უტაქტო მასწავლებლებმა რაიმე არასწორად უთხრან. ამიტომ დაჩქარებული ქორწილი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

-თარიღს, როდესაც დააზუსტებთ აუცილებლად მითხარით. შეიძლება დაჩქარებული ქორწინება მატეოს კეთილდღეობისთვის გინდოდეთ, მაგრამ ეს ჩვენ უფრო დიდ ჩართულობას გამოიწვევს. საბუთების სისწორისთვის შეიძლება უფრო მეტი ვიზიტი დამჭირდეს, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ. დღევანდელი დასკვნის შედეგები თქვენ სასიკეთოდ საკმაოდ კარგი იქნება._საბოლოოდ გადმოგვჩურჩულა ქალმა და მისი სიმპათიები სახლიდან გასვლამდე ქურდულად გაგვიზიარა.

ესეიგი უნნდა მომიტევოთ. დღეს გასვლა მომიწია და ამიტომ ვერ მოვასწარი ადრე დადება. ახლა ღამის 1 საათია არ ვიცი წაიკითხავთ თუ არა, მაგრამ მაინც გეტყვით. თვალის გადავლებას ვერ ვახერხებ და ბოდიში შეცდომებისთვის 😁👀

Continue Reading

You'll Also Like

3.7M 291K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...
453K 26.7K 44
The story continues to unfold, with secrets unraveling and new dangers lurking in the shadows. The Chauhan family must stay united and face the chall...
188K 14.6K 36
Her marriage was fixed which was an arranged marriage but she moved to London to pursue her career and dreams and after that, she would marry. But in...
752K 39.7K 21
This book is about the two daughters-in-law of Rajputs who have gotten married to the two Rajput siblings and are best friends as well even before be...