შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

5.1K 548 1.7K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50

თავი 32

99 11 50
By Emolass99

ახალი, გაურკვეველი ურთიერთობისგან გასაქცევად წამოწყებული საუბარი იქამდე გაგვიწყდა, სანამ რიუსგან ჩემ მოსაზრებასთან დაკავშირებულ პასუხს მივიღებდი.

ოთახში ნაადრევად შემოსულმა მატეომ ორივე ჩვენგანი პირველ საერთო თემას მოგვწყვიტა და იმ ყოველდღიურობაში დაგვაბრუნა, რომელიც პრობლემებითა და მოვალეობებით იყო სავსე.

კვირის ბოლო დღის წყალობით, დანში დანიშნულ ინტერვიუზე წასვლა კვლავ მატეოსთან ერთად მომიწია.

საერთო გზის წყალობით, გამბედაობა მოკრებილმა რიუმ ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩვენი თან წაყვანა გადაწყვიტა და მისი მანქანების კოლექციიდან კამერებისგან ყველაზე კარგად დაცულ მანქანაში დამალული საგანძურივით გაგვანაწილა.

დანის ოფისამდე მატეოს და რიუს ერთგული მძღოლის წყალობით ზედმეტი საუბრის გარეშე მივედით.

შენობის გარეთ უკვე ათობით ოპერატორი და ჟურნალისტი იდგა. თითოეული მათგანი შენობაში შესვლამდე აქეთ-იქით ტუჩების ცმაცუნით დადიოდნენ და ჩემთან დასასმელ შეკითხვებს ზედმიწევნით იზეპირებდნენ.

ავნერვიუდი.

შენობაში შევლის წუთიდან პასუხისმგებლობა თითოეულ იმ კითხვაზე უნდა ამეღო, რომელსაც დამისვავდნენ.

რა უნდა მექნა, რომელიმე კითხვაზე არასწორი პასუხი რომ გამეცა? რიუსთან აგორებული ჭორები რომ ვერ ჩამეცხრო?

-დამშვიდდი გრეის._მანქანის კომპანიის დახურულ პარკინგზე გაჩერების თანავე გადმომჩურჩულა რიუმ და გამხნევების ნიშნად ხელი სულ რამოდენიმე წამით ჩამკიდა.

-მე შენ გვერდით, გალერეის ხელმძღვანელის სახელით ვიქნები. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს ჩემ კისერზე იქნება. ერთად მოვაგვარებთ._ჩუმად გადმომჩურჩულა ბატონმა დანმა და მის გვერდით, ფანჯრის მხარეს მოკალათებული გაკრეჭილი მატეოს ყურადღების გადასატანად ბავშვის თავი ჩვენიდან ფანჯრისკენ თოჯინასავით მიატრიალებინა.

მამის ჯერ კიდევ შეუჩვეველმა თამაშმა მატეო ააკისკისა და ჩვენც საპასუხისმგებლო შეხვედრა წამიერად გონებიდან ამოგვიგდო.

კომპანიაში საიმედო შესასვლელიდან შეღწევის თანავე დიდ დერეფანში რაფაელი შემოგვეგება და მატეო ჩემთვის ხელის შესაწყობად გადაიბარა.

გალერეის აღმოჩენის სტატუსით კომპანიაში მისულმა, ინტერვიუს დაწყებას დაახლოებით ნახევარი საათი ვუცადე.

რიუსთან განხილული საქმიანი დეტალების შემდეგ, კონფერენციის დარბაზში მასთან ერთად შევაბიჯე და სუნთქვა მაშინვე შევწყვიტე, როგორც კი კამერებისა და ფოტოაპარატების  ჩხაკუნის ყურის წამღები ხმები გავიგონე.

ჩვენთვის განკუთვნილ მაგიდასთან მოკალათების თანავე წინ სკამებზე ჩამომჯდარი ჟურნალისტები ერთიანად აფუსფუსდნენ და კითხვებზე პასუხების მისაღებად გაემზადნენ.

ოცდარვა წლიანი ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრების შემდეგ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენა ჩემთვის დიდ მიღწევებთან ერთად,  დიდი სტრესის მომტანიც იყო.

შეკითხვების ის კატეგორია, რომლებიც ჩემ გაკიცხვასა და დამცირებას ემსახურებოდა სურვილს მიჩენდა დრო უკან დამებრუნებინა და რიუს შემოთავაზებაზე უარი თავის დროზევე მეთქვა.

ჩემ ნამუშევრებსა და სამომავლო გეგმებზე რამოდენიმე შეკითხვის გადაგორების შემეგ, ჩემსა და რიუს ამოუცნობი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ორივე ჩვენგანს მოგვიწია.

შეგრძნებას, რომელსაც რიუსთან პირადი ურთიერთობის უარყოფისას ვგრძნობდი სურვილს მიჩენდა ჩემი თავისთვის დამეცინა.

მიუხედავად იმისა, რომ დილით რიუს უფლება არ მივეცი ჩვენი კოცნისთვის სახელი მოეძებნა, იმის თქმა რომ ჩვენ შორის არაფერი იყო ყველაზე დიდ ტყუილად მიმაჩნდა.

რიუსთან შეთანხმებისამებრ, დასმულ შეკითხვებს დამაჯერებლად ვუპასუხეთ და კუთვნილი ადგილი შესაძლებლობის მოცემის თანავე მაშინვე დავტოვე.

-მაგარი იყავი გრეის, თითქმის მამასავით მკაცრად ლაპარაკობდი. ისინი ნამდვილად შეაშინე._ჩემ გასამხნევებლად წამოიძახა მატეომ და ისე ჩამეხუტა, თითქოს ინტერვიუდან საერთო აზრი მართლა გამოეტანა.

-მატეო მართალია. ერთად ზედმეტად ჰარმონიულად გამოიყურებოდით. მეტიც თქვენმა შეთანხმებულმა პასუხებმა იმაზეც კი დამაეჭვა გუშინ ჩემი წამოსვლის შემდეგ რამე ხომ არ შეცვალეთ?_ჩემ გამოსაჭერად ცბიერად ამათვალიერა რაფაელმა და მაშინვე გაიცინა, როდესაც მატეოს სახე აწითლებულმა დავხედე.

-მატეო!_დარცხვენილმა ორპირობაში გამოჭერილ დანს მკაცრად დავხედე.

რაფაელი ის უკანასკნელი ადამიანი იყო, ვისაც მინდოდა ჩემი და რიუს კოცნის შესახებ გაეგო.

-მაპატიე გრეის, უბრალოდ მინდოდა ბიძიასთვის მეთქვა რომ შენი ალბატროსი მამა გახდა._თავის გასამართლებლად მაშინვე წამოიძახა მატეომ და ჩემგან გასაქცევად კვლავ რაფაელს ამოუდგა გვერდით.

-არ გაბრაზდე გრეის. მატეოს უბრალოდ უნდოდა დაეზუსტებინა ჩემი ძმის კალთაში ჯდომა და კოცნა ნიშნავდა, თუ არა იმას, რომ ერთად იყავით._ჩუმად გადმომჩურჩულა რაფაელმა და წარბები კმაყოფილებისგან აათამაშა.

მისი და მატეოს ცბიერი სახით შეწუხებულმა ახალი განსახილი თემისგან ყურადღების გადასატანად უღონოდ ამოვიოხრე, ჯერ კიდევ ჟურნალისტებთან დარჩენილ რიუს ჩუმად გავხედე და რაფაელი მის პატარა თანამზრახველთან ერთად კონფერენციის დარბაზიდან დასჯილი ბავშვებივით გავიყვანე.

-კარგი._ცარიელი, საიმედო ადგილის პოვნის თანავე წამოვიწყე და ერთმანეთის გვერდით ამომდგარ ორ ბავშვს მკაცრი მშობელივით, დოინჯ შემორტყმულმა შევხედე.

-მგონი თქვენ მაჭანკლობას ზედმეტად რბილად მივუდექი._ჯერ ისევ ჩემი საფიქრალით შეწუხებულმა უკმაყოფილოდ ამოვიოხრე და რაფაელს გავხედე.

-ვიცი რომ გინდათ მე და რიუ დაგვაახლოვოთ, მაგრამ არსებობს მომენტები, რომლებშიც არ უნდა ჩაერიოთ. მატეო, ის რაც გუშინ დაინახე ყველას არ უნდა მოუყვე. რაც შეეხება რაფაელს. არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ხუმრობა მაინც მოვისმინო. ჩემსა და რიუს შორის რაღაც იყო, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია.

მათ დასამარცხებლად ორივე მათგანი დავტუქსე და ის იყო მათთვის ზურგი უნდა მექცია, როდესაც სიჩუმის ნაცვლად, პასუხად რაფაელის უკმაყოფილო ოხვრა მივიღე.

-ახლა გასაგებია._შეწუხებულმა დანმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ფერმკრთალი თითებით მატეოს ხელი გულნატკენი ბავშვივით დაიჭირა.

-რიუ მამაჩემის დაგეგმილ ბრმა პაემანს ამიტომ დასთანხმდა. მაპატიე ონავარო. ვეცადეთ, მაგრამ მგონი მაინც უცხო დედინაცვლის ყოლა მოგიწევს._შეწუხებულმა რაფაელმა  დაბნეულ მატეოს უიმედოდ მიმართა და ჩემი გონება მთლიანად მისი სიტყვებისკენ მიმართა.

გუშინდელი რიუს გულახდილი საუბრის წყალობით ვიცოდი, რომ დაიანის შემდეგ მიღებული სტრესის გამო ვერავის ხვდებოდა.

ახლა სიტუაციას რა ცვლიდა? გუშინ ჩემ ალერსში გართული მიმტკიცებდა რომ შვიდი წლის შემდეგ ერთადერთი ქალი ვიყავი, რომელიც არ აშინებდა.

სასაცილო იყო, მაგრამ ახალ პაემანზე წასვლის გადაწყვეტიება, ჩვენ კოცნამდე, ან კოცნის შემდეგ, რომ მიეღო, ორივე შემთხვევაში დაზარალებული მე ვრჩებოდი.

-წამოდი გრეის. რიუს ჟურნალისტებთან დამთავრების შემდეგ თათბირი აქვს. თქვენ გაცილებას ვერ შეძლებს, მაგრამ თქვენი წაყვანა მე მთხოვა.

ახალი ფიქრებით ტვინ გამოჭედილს, გამოფხიზლება რაფაელმა მაიძულა და გვერდით აკისკისებული მატეო წამიერად იღლიაში მისი საქაღალდესავით ამოიდო.

მათ უკან ადევნებულს, რაფაელის მოწოდებული ინფორმაციის წყალობით, აღარც კოცნაზე და აღარც ფრედერიკთან საუბარზე ფიქრი აღარ შემეძლო.

ჩემი გონების ის ნაწილი, რომელიც გუშინდელს გამუდმებით ატრიალებდა და ცდილობდა მორიგ შეყვარებულ ქალად ვექციე, იმაზე ფიქრს ვერ წყვეტდა რა მოხდებოდა, თუ ჩემთან გადალახული ფსიქოლოგიური პრობლემის შემდეგ, რიუს პაემანი წარმატებით ჩაივლიდა.

მანქანით ჩუმად მგზავრობის განმავლობაში საკუთარ თავთან ჭიდილს უიმედოდ ვაგრძელებდი.

ახალი კითხვები შიგნიდან მჭამდა და დაუოკებელ სურვილს მიჩენდა რაფაელისთვის რიუს პაემანთან დაკავშირებული თითოეული დეტალი გამომეკვლია.

-უჩვეულოდ ჩუმი ხარ გრეის. რამე გაწუხებს?_მატეოს ეზოში შესვლის თანავე იკითხა რაფაელმა და წარბები გამომცდელად აათამაშა.

-უბრალოდ ინტერვიუმ დამღალა. შეგიძლია წახვიდე._მის მოსაშორებლად მოკლე პასუხი დავუბრუნე და მანქანიდან გადასასვლელად კარი გამოვაღე, მაგრამ რაფაელმა იქამდე შემაჩერა, სანამ განძრევას შევძლებდი.

-გრეის, თუ მის პაემანზე ნერვიულოდ, არ გინდა. მამა დაიანის შემდეგ ხშირად ცდილობდა რიუსთვის სასურველი კანდიდატი შეერჩია, მაგრამ...

-მაგრამ მათთან თავს ცუდად გრძნობდა? ვიცი. ეს ყველაფერი უკვე მოვისმინე. ვიცი რომ წლებია არავის შეხვედრია, მაგრამ როგორც ჩანს  პრობლემები მოაგვარა. _რაფაელს საუბარი გაუაზრებლად გავაწყვეტინე და იმ ბრაზით, რომელიც წამიერად ამოვანთხიე, თავადაც გაოცებული დავრჩი.

-როგორც არ უნდა იყოს, არ მადარდებს. რიუ თავისუფალი კაცია. შეუძლია იმას შეხვდეს, ვინც უნდა. გუშინ ჩვენ შორის მომხდარი ისეთი არაფერი ყოფილა, რომ რამეში შეეზღუდა. _თავი მაშინვე დავიმშვიდე და მანქანიდან ოხვრით გადმოვედი.

რაფაელს, როგორც არ უნდა ეცადა, არ მიმდოდა ეფიქრა რომ რიუზე ვეჭვიანობდი.

-გრეის, ამ პაემანს რიუ მხოლოდ გუშინდელი მამასთან გადამხდარი ინციდენტის გამო დასთანხმდა. ეცადე ამაზე იფიქრო. თქვენ შორის რაც არ უნდა ხდებოდეს, მამამ ეს ყველაზე ბოლოს უნდა გაიგოს, რომ ნაკლები პრობლემები შექმნას._მისკენ მიბრუნებულს, უმცროსმა ძმამ რიუს დატვირთული საღამოს ნამდვილი მიზეზები უყოყმანოდ გამიზიარა და გულწრფელად გამიღიმა.

-მის პაემანზე არ ვფიქრობ. _შინაგანად დამშვიდებულმა, რაფაელის თავიდან მოსაშორებლად თავის მოჩვენება გავაგრძელე და კარის მიხურვის თანავე უმცროსი დანი კვლავ სამსახურისკენ გავაცილე.

სახლში შესვლის თანავე წამიერ სიჩუმეს მძიმედ ამოსუნთქვით შევეგებე და კარებს თავის დასამშვიდებლად მივეყრდენი.

ასე პირველად ვეჭვიანობდი.

წინა ურთიერთობაში ნაგემები ღალატის წყალობით ეს შეგრძნება ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, მაგრამ რიუს შემთხვევაში რაღაც განსხვავდებოდა.

იმაზე ფიქრი რომ დღევანდელ საღამოს შეეძლო ჩემი ღირებულება რიუს თვალში მიწასთან გაესწორებინა, სურვილს მიჩენდა დანში ფეხით მივსულიყავი, რიუსთვის ხელი ჩამეკიდა და სახლში იქამდე გამომეკეტა, სანამ ფრედერიკი მისთვის ახალი ქალების შერჩევას არ შეწყვეტდა.

-გრეის, ჯერ ისევ ჩემზე ბრაზობ? _მისი ოთახიდან ჩემ საძებნელად გამოსულმა მატეომ საწყლად დაბრეცილი წარბებით ჩემთან მოირბინა, მისი ხელებით ჩემი დაიჭირა და მისაღებ ოთახში იმ დივანზე დამსვა, სადაც წინა დღით რიუსთან ერთად ახალი ზღვარი გადავკვეთე.

-გეფიქები გრეის, რაფაელს აღარაფერს ვეტყვი, ოღონდ აღარ გამიბრაზდე, კარგი? _ტუჩ გადმოგდებულმა მატეომ პატარა ხელებით თმაზე ხელი ფრთხილად გადამისვა და მკერდზე მოსაფერებლად გამზადებული კნუტივით ამეკრა.

-კარგი, ამჯერად გაპატიებ._მისი სითბოთი გაბრუებულს გაუაზრებლად გამეღიმა და ჩემზე მოხუტებულ ხორბლისფერ თმიან დანს ხელები მეც ძლიერად მოვხვიე.

-გრეის, ბიძიამ როდეაც თქვა, რომ ახალი დედინაცვალი მეყოლებოდა იხუმრა, ხომ ასეა?_ჩაფიქრებული მატეო, რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მომშორდა და გაფართოებული ნაცრისფერი თვალებით შემომხედა.

-არ მინდა შენ გარდა ვინმე დედაჩემი გახდეს!_ისე ამოიბუზღუნა, თითქოს მის უარს რამის შეცვლა შეძლებოდა.

-ასეა, იხუმრა. ამაზე ნუ იფიქრებ და მეცადინეობისთვის მოემზადე.

მისი ყურადღება სხვა თემისკენ მაშინვე მოვმართე და მატეოს სამეცადინოსკენ ჩემი გონების მიმართვით ვცადე ის უსიამოვნო შეგრძნება თავიდან მეც ამომეგდო, რომელიც ჯერ კიდევ გაუაზრებლად ჩემ დამძიმებას განაგრძობდა.

რიუს პაემანზე ფიქრისგან გასაქცევად ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო.

მატეოს მეცადინეობის შემდეგ, რიუს სტუდიაში დავბრუნდი და თითებს უფლება მივეცი პლასტელინის კუბიკისგან ახალი ნამუშევრის შექმნა პატარა ონავართან ერთად დამეწყო.

დღის ბოლო და რიუს დაბრუნების დრო უჩვეულოდ  იწელებოდა.
მატეოსთან ერთად ვახშმობის შემდეგ მის დასაძინებლად ოთახში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავი.  ბავშვის დაძინების შემდეგ სრულ სიჩუმეში დარჩენილმა რიუს ყოფნა-არყოფნა  ფრთხილად შევამოწმე და მისი ვერსად ნახვის შემდეგ მისაღებ ოთახში შევჩერდი.

დღე ნელ-ნელა დასასრულისკენ მიიწევდა. საათის წიკწიკი უსიამოვნო ფიქრებს ყოველ წამს მეჩურჩულებოდა და მოსვენებას მიკარგავდა.

მოვალეობის მოსახდელად შემდგარი პაემანი აქამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ სრულდებოდა.

გამაყრუებელი სიჩუმე იმის მტკიცებას დაუღალავად განაგრძობდა, რომ რიუ სახლში დაბრუნებას ჯერ კიდევ არ აპირებდა.

იქნებ ჩემ დღევანდელ სიტყვებს მისი გეგმები შეეცვალა? იქნებ უარყოფით გაღიზიანებულს ყურადღების გადატანა სხვა ქალზე ეცადა?

იმაზე ფიქრი რომ რბილი ჟოლოსფერი ტუჩები ახლა შესაძლოა სხვის კანს ეხებოდა სისხლს მიყინავდა.

მას შემდეგ რაც მისი თითოეული შეხების ღვთაებრივობა ვიგრძენი, ჩემში არსებული ეგოისტი გრეისი სასტიკ უარზე იყო ეს შეგრძნებები ვინმესთვის დაეთმო.

ისევ იგივეს ვაკეთებდი.

იმის გამო, რომ პრობლემებით მხრებდამძიმებულს, ახალი განსაცდელის თავიდან არიდება მინდოდა, სასურველ ადამიანს ხელიდან კიდევ ერთხელ ვუშვებდი.

ღამეს მორიგი დღე თითქმის სრულად ჩაეყლაპა.  დღე დასრულებამდე უკვე წუთებს ითვლიდა, მე კი მაიძულებდა დამღლელი დღის შემდეგ სურვილის წინააღმედ დამეძინა.


-გრეის._ნაზმა ჩურჩულმა და ცივი თითების სახეზე შეხებამ დივანზე ჩაძინებულს გამოღვიძება კიდევ ერთხელ მაიძულა.

ძილის გამაოგნებელი შესაძლებლობების წყალობით, დამძიმებული ქუთუთოების ზანტად ამუშავებისას გამოჩენილი რიუს მომღიმარი სახის დანახვას მისაღებ ოთახში ჩაძინების მიზეზი აღარც შეუხსენებია.

პირდაპირ ჩემი სახის წინ, იატაკზე ჩამომჯდარი რიუ იშვიათად სანახავი თბილი ღიმილით ჩემ დაკვირვებას, ცერა თითით კი ჩემ ლოყაზე ფერებას არ წყვეტდა.

-მოხვედი?_ჯერ ისევ ძილისგან გაბრუებულმა ტუჩები ზანტად ავამოძრავე და არსაიდან გამოჩენილ პლედში ცხვირი ჩავმალე.

-მოვედი._ღიმილით გადმომჩურჩულა რიუმ და ყოყმანის შემდეგ თბილი ტუჩები შუბლზე მომაკრა.

-აქ რატომ გძინავს?_ამჯერად ჩემ თმაზე თამაშისას ჩაიბუტბუტა და დასმული შეკითხვით თითოეული ის ფიქრი ხელახლა ამიშალა, რომელსაც მისი ლოდინისას ვებრძოდი.

-პაემანმა, როგორ ჩაიარა?_დივანზე უცებ წამომჯდარმა თვალები გამოსაფხიზლებლად მოვისრისე და სუნთქვა შეკრულმა რიუს პასუხს ცდა მოუთმენლად დავიწყე.

რომ მოსწონებოდა? ჩემთან გაზიარებული წინა საღამოს შემდეგ დისკომფორტი მასთანაც რომ აღარ ეგრძნო?

-ესეიგი მაინც გითხრა._თავისთვის ჩაიცინა რიუმ და დივანზე გვერდით მომიჯდა.

-დაგაგვიანდა. ანუ პაემანმა კარგად ჩაიარა._სასურველი ინფორმაციის მიღებად კარგი მეგობარივით ჩავიბუტბუტე და ძილისგან მოდუნებულმა თვალები წამით ისევ დავხუჭე.

-გინდოდა, რომ კარგად ჩაევლო?_მაცდურად იკითხა რიუმ და ხელი დივნის საზურგეზე, ჩემს ზურგს უკან გადადო.

-არ ვიცი. ჩემი საქმე არ არის...

თავის გასამართლებლად წამოწყებული საუბარი ტუჩებზე დატოვებულმა პატარა კოცნამ შემაწყვეტინა და მუცელი წამიერად მოზარდი რომანტიკოსი გოგოსავით ამიწრიალა.

-სახლში, კომპანიის წლისთავის, წვეულების ორგანიზების გამო დამაგვიანდა._ჩემი დუმილით ნასიამოვნებმა დანმა ლამაზი, გრძელი თითებით თმა ყურს უკან უკითხავად გადამიწია და კიდევ ერთხელ გამიღიმა.

-მაგრამ რაფაელმა მითხრა, რომ ფრედერიკის დანიშნულ ბრმა პაემანს დასთანხმდი._ეჭვებით შეწუხებულმა გულში ხინჯად ჩადებულ ინფორმაციას თავი მაინც არ დავანებე და ამით რიუს სიამოვნება უფრო მეტად მივანიჭე.

-მართალია. მამაჩემს მორიგ დაგეგმილ პაემანზე დავთანხმდი და კომპანიის კაფეტერიაში მომაბეზრებლად გრძელი ოცი წუთი გავატარე ერთ-ერთი ჟურნალის დირექტორის შვილთან._შეძლებისდაგვარად ხალისიანად ამიხსნა რიუმ და ჩემს ზურგს უკან მოთავსებული ხელით მკერდზე მიმიხუტა.

-გრეის, მგონი ჩემი გუშინდელი საუბარი ნამდვილად ვერ გაიგე. _ჩუმად ჩაიხითხითა ბატონმა დანმა და ტუჩბი ამჯერად თმებზე მომაკრა.

-არ მესმის, რას გულისხმობ. შენმა ლოდინმა ზედმეტად დამხღალა._მის თბილ სხეულთან შეხებისას დარჩენილმა სიმშვიდემ უფლება არ მომცა ძილის დაუცხრომელ შეგრძნებას შევბრძოლებოდი.

არაფედი მომხდარა. ფრედერიკის დაგეგმილი პაემანი ნამდვილად მის დასამშვიებლად გადადგმული ნაბიჯი იყო და ამაში რიუს გულწრფელი ღიმილიც მარწმუნებდა.

-კიდევ აქ დაძინებას აპირებ?_ჩემი დუმილის მიზეზის შესამოწმებლად ჩუმად გამომჩურჩულა ბატონმა დანმა და ჩუმი ხითხითით წამით მისი გულის გაბმული ბაგაბუგის სასიამოვნო ხმა გადაფარა.

-უფლებას არ მომცემთ ბატონო რიუ?_თვალებ დახუჭულმა, მთვარეულივით ამოვიბუტბუტე და სხეულს მეტად მოდუნების უფლება მივეცი.

დროს რიუ ჩემთვის იმ ადამიანად ექცია, რომელთან მოდუნება მსგავს მომენტში ზედმეტი ფიქრისა და დავის გარეშე შემეძლო.

-კარგი._წუთიერი დუმილის შემდეგ ამოიოხრა უფროსმა დანმა, ჩემ ძილისკენ მიდრეკილ სხეულს ოდნავ მოშორდა, თავისუფალი ხელი მოკეცილ მუხლებს ქვეშ ამომდო და პატარძალივით ხელში ზედმეტი წვალების გარეშე ამიტაცა.

-აი ამიტომ არ ვწყვეტდი ვარჯიშს._თავისთვის ჩაიცინა რიუმ და ჯერ კიდევ ძილბურანში გახვეული, დერეფნის გავლის შემდეგ, ჩემ ოთახში, ლოგინზე ფრთხილად დამაწვინა.

-ეს არ მომწონს რიუ. შეიძლება მარტივად მივეჩვიო._თვალებ დამძიმებულმა მადლიერების ჩემებურად გამოხატვის ნიშნად ჩემ გვერდით ჩამომჯდარ რიუს დარჩენილი ძალების გამოყენებით გავხედე და ფართედ გავიღიმე.

-არც ისე მძიმე ხარ. ცოტაოდენი წვალების შემდეგ შეიძლება დამითანხმო კიდეც, რომ ლოგინამდე ხელში აყვანილი მოგიყვანო.

სიცილით ამიბა რიუმ მხარი და გამოსამშვიდობებლად შუბლზე კოცნა კიდევ ერთხელ დამიტოვა.

-რიუ..._ლოგინიდან წამოსადგომად შემზადებული დანი მაშინვე შევაჩერე, როდესაც გავიაზრე ჯერ მზად არ ვიყავი გამეშვა.

-თუ ძალიან დაიღალე და შენ ოთახში ასვლა გეზარება შეგიძლია აქ დარჩე._თვალებ დახუჭულმა ფიქრის გარეშე ამოვიბუტბუტე და მის მოქმედებას გულგაჩერებულმა დავუწყე ცდა.

-პრობლემა არ გექნება? შეიძლება ძილში შენთან ზედმეტად ახლოს მოვიდე. _გამომცდელად იკითხა და პასუხის გაცემავდე ვიგრძენი, როგორ ჩაიზნიქა ლოგინი  ჩემ გვერდით.

-არ მგონია ამან შემაწუხოს._ტუჩების ცმაცუნით ჩავილაპარაკე და სუნთქვა მაშინვე შევწყვიტე, როდესაც მისი ხელები ჩემ წელზე, შუბლი კი შუბლზე ვიგრძენი.

-არც ასეთი სიახლოვე შეგაწუხებს?_სუნთქვას ამოაყოლა რიუმ და მისი ფეხი ჩემსას ისე გაადო, თავი მის პერსონალურ ბალიშად ვიგრძენი.

-შემიძლია ავიტანო.

ესეც ახალი თავი.

იმდენად მინდა გაგიზიაროთ თვალიც არ გადამივლია. ამიტომ თუ რომელიმე ჩემზე ადრე წაიკითხავთ მომიტევეთ შეცდომები.😅🙏

Continue Reading

You'll Also Like

88.5K 3.5K 16
-მაისური ცოტა ჩამოიწიე.. კლუბის ოფიციანტი ხარ, სწავლულთა გუნდის კი არა! ხელი გამკრა მიცუკომ და ჩემს ისედაც ამოღებულ ბრეტელებიან მაისურს დახედა. -ლიფი...
4.3M 287K 61
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
765K 108K 39
Yaduvanshi Series #3 it is a book under yaduvanshi series. But it could be read as standalone too. Nitya Raghavendra is a telugu businesswoman earnin...
117K 3.8K 15
"შენ გამიღიმე, უბრალოდ გამიღიმე. მე შეგიყვარებ, უბრალოდ შეგიყვარებ" September, 2020.