შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

5.1K 548 1.7K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50

თავი 31

98 12 51
By Emolass99

სუნთქვა შეკრული, გაბრუებული სხეულითა და დაბუჭებული ტუჩებით მატეოს გვერდით ჩემი პიჟამათი ვიწექი და თავბრუდამხვევ გრძნობებთან ერთად გვერდით მოწოლილი გაკრეჭილი ბავშვისთვის საჭირო ახსნა-განმარტების მოძებნას უიმედოდ ვცდილობდი.

მისთვის რა უნდა ამეხსნა, როდესაც რიუსთან გადადგმური მსგავსი ნაბიჯის ახსნა თვითონაც არ შემეძლო.

არ ვიცოდი ამ კოცნის მიზეზი მხოლოდ სასმელი იყო, ვნება, თუ გრძნობები, რომლებსაც აქამდე ვერც კი ვიაზრებდი.

-ახლა შემიძლია დედა მართლა დაგიძახო?_ახალი ენერგიით გამოღვიძებულმა მატეომ წინა ღამით ნანახი ხითხითით შემახსენა და ჩემ მუცელზე ამოცოცებულმა თითებით ჩემ სახეზე თამაში დაიწყო.

ღამით რიუსთან გაზიარებული ინტიმური მომენტი, რისი დამსახურებაც არ უნდა ყოფილიყო, იმას მაინც ვერ უარვყოფდი, რომ ეს არ მომეწონა ან გამეორების სურვილი არ მქონდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც რიუს პიროვნებას უფრო ახლოდან ვიცნობდი, ჩემში მის მიმართ ემოციური კავშირი უფროდაუფრო იზრდებოდა.

არ მიყვარდა.

ზედმეტად ზრდასრული ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი გრძნობებისთვის სახელი დამერქმია, მაგრამ იმას რასაც ვგრძნობდი არც უბრალოდ მეგობრობა იყო.

-გრეის, მიპასუხე რა? შეიძლება ახლა დედა დაგიძახო? _კითხვაზე პასუხის მისაღებად მოუსვენრად გამიმეორა მატეომ, ჩემი მუცლიდან ზემოთ ამოცოცდა და დიდი ნაცრისფერი თვალები პასუხის მისაღებად ჩემსას გაუსწორა.

-რატომ გინდა რომ დედა დამიძახო? არ ვამბობ, რომ ეს არ მომწონს, ან წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ მე მაშინაც ძალიან მიყვარხარ, როდესაც გრეისს მეძახი._მისი ბოლო დროინდელი აქტიური მოთხოვნით პირველად დავინტერესდი და ჩვევისამებრ შვილობილთან ზრდასრულივით საუბარი დავიწყე.

ჩემმა შეკითხვამ მატეო დიდი ფილოსოფოსივით ჩააფიქრა. კითხვაზე პასუხის მოსაძებნად გვერდით გადაგორდა და ჩემ გაშლილ ხელზე თავი კომფორტულად ჩამოდო.

-დედა არასდროს მყოლია. აქამდე არც ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა, მაგრამ შემდეგ სკოლაში სიარულისას შევამჩნიე. ჩემ კლასელებთან მოსული დედები შვილებს ისევე ეფერებოდნენ, როგორც შენ მე მეფერები. ნიკოლმა მითხრა, რომ დედა ყოველთვის გვერდით ჰყავდა, სანამ არ დაიძინებდა. ისევე, როგორც შენ აკეთებ. დედამისი ყოველთვის ცდილობს ნიკოლი გაახაროს, ჩაეხუტოს, ის საჭმელი მოუმზადოს, რომელიც უყვარს._დასერიოზულებულმა მის თითებზე თამაშისას ამოიბუტბუტა და წამიერად ამომხედა.

-გრეის, როდესაც დავფიქრდი მივხვდი, რომ შენც ზუსტად ასე მექცევი. გიყვარვარ, ყოველთვის ცდილობ გამახარო, ჩამეხუტო და ღამით მარტო არ დამტოვო. რატომ არ შემიძლია მაშინ დედა დაგიძახო?_დანაღვლიანებულმა მის პატარა ფიქრებზე პასუხის მიღება ჩემგან კიდევ ერთხელ სცადა და ამით გული მეტად მომიწურა.

ის, რომ ჩემი ქმედებები სურვილს უჩენდა მისთვის აქამდე უცხო სტატუსი მომერგო გულს მიხარებდა, მაგრამ ამასთან ერთად  მასევდიანებდა.

მატეოს მიმართ ნამდვილად წარმოუდგენელ სიყვარულს ვგრძნობდი და სწორედ ამის გამო გული მტკიოდა, რომ დედობრივ მზრუნველობაზე მხოლოდ მეგობრის მოყოლილიდან იგებდა.

-მატეო ეს უბრალოდ სიტყვაა. მე ისედაც შვილივით მიყვარხარ. საჭირო არ არის დედა დამიძახო იმისთვის რომ მიყვარდე. თან ყველაფერი ისე არაა, როგორც...

-ვიცი, ვიცი. რაფაელმა უკვე მითხრა. იმისთვის რომ დედაჩემი გახდე, მამაც უნდა შეგიყვარდეს, მაგრამ ის ხომ უკვე გიყვარს, არა? გუშინ შენ და მამამ ალბატროსებივით თქვენი სიყვარულის გამორჩეული ენა იპოვეთ. ხომ ასეა? შენ მეუბნებოდი, რომ როდესაც ალბატროსები ერთმანეთს იპოვიდნენ, განსაკუთრებული სიყვარულის ენას პოულობდნენ, შემდეგ კი ოჯახს ქმნიდნენ.

კარგად ფიქრის შემდეგ, მისი დასკვნები გამოიტანა უმცროსმა დანმა და ლოგინზე ჩემი რეაქციის დასანახად სასწრაფოდ წამოსკუპდა.

უპასუხო კითხვებით ტვინ გამოჭედილ მატეოს შეწუხებულმა თვალი მაშინვე ავარიდე და უღონოდ ამოვიოხრე.

და მაინც, როგორ უნდა ამეხსნა შვიდი წლის ბავშვისთვის ჩემი სიტუაცია?

როგორც მის ცხოვრებაში გამოჩენილ მნიშვნელოვან ადამიანს, არ მინდოდა მატეოსთვის ცუდი მაგალითი მიმეცა და გულწრფელი გრძნობებისთვის ფასი დამეკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა მატეოსთვის სიყვარულისა და ერთგულების მასწავლებელი ვყოფილიყავი, მის წინ მდუმარედ ვიჯექი და ვერ ვფიქრობდი მისთვის, როგორ ამეხსნა რომ გუშინ რიუსთან არა რაიმე წრფელი გრძნობა, არამედ დროსთან ერთად მოტანილი ვნება მაკავშირებდა.

-ვიცი ჩემო ონავარო. ვიცი რომ გითხარი ალბატროსები ოჯახს მალევე ქმნიდნენ, მაგრამ ადამიანებთან ყველაფერი ბევრად რთულადაა. ოჯახად ქცევამდე არც ისე ცოტა დრო გვჭირდება._ სიტუაციის სათანადოდ ახსნის ყველაზე ხელსაყრელი გზის პოვნის შემდეგ, მატეოს ფართედ გავუღიმე და ადგომისკენ ვუბიძგე.

მისი გამზადების შემდეგ ჩემ ოთახში გასვლა ასეთი გულის ამაჩქარებელი პირველად გახდა.

თითქოს მატეოს ოთახის კარს გამომცდარი ახალ რეალობას მთელი ღამის შემდეგ პირველად შევეგებე.
გუშინდელის შემდეგ არ ვიცოდი რიუსთან, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

წინა ღამე ორივე ჩვენგანისთვის ემოციური იყო. ორივენი ნასვამები ვიყავით და ალკოჰოლით გამძაფრებული შეგრძნებების გამო  ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რომლის შემდეგ არცერთმა ვიცოდით რა მოხდებოდა.

იმ უხერხულობასა და გაურკვევლობასთან შესახვედრად მზად არ ვიყავი, რომელიც დღეს რიუსთან შეხვედრისას მელოდა.

გულ ამოვარდნილმა და ჯერ კიდევ წინა ღამის შეგრძნებებით თავბრუ დახვეულმა თავი ისე მოვიწესრიგე რიუსთან შეხვედრისა და დღევანდელ ინტერვიუზე ფიქრის მეტი არაფერი გამიკეთებია.

სამზარეულოსკენ მიმავალს ზედმეტი ღელვისგან მუცელი იქამდე ამომიტიალდა, სანამ მატეოს საუზმის გასამზადებლად მიმავალი გავიაზრებდი რიუ ადგილზე დამხვდებოდა თუ არა.

დერეფნის ბოლოს შეჩერებულს, რამოდენიმე წუთი დამჭირდა გამბედაობა მომეკრიბა და სამზარეულოში ისე შევსულიყავი,
მაგრამ ჩემი ნერვიულობა ფუჭი აღმოჩნდა, როდესაც სამზარეულოში შესულმა გავიაზრე  ირგვლივ მხოლოდ ცივი კედლები და ხის ფაქტურის ავეჯის გარემოცვაში ვიყავი.

უხერხული შეხვედრის თავიდან აცილებით გახარებული მატეოს საუზმის გასამზადებლად მაშინვე დავიძარი და მაცივარში საჭირო პროდუქტების მოსაძიებლად დიდი დიასახლისივით ავფუსფუსდი.

ჩვევისამებრ კვერცხისა და ბეკონის შესაწვავად შემზადებულმა, გუშინდელ გამოფენაზე მოსმენილი, გონებაში გაჭედილი მელოდიის ტემპზე ტანის შეუმჩნევლად რხევა დავიწყე და გაზქურაზე ტაფა გახარებულმა შემოვდგი.

უხერხული შეხვედრისგან გადარჩენა პატარა ბავშვივით მახარებდა.

-დაჯექი მატეო, საუზმე მალევე იქნება._ზურგს უკან, ფეხსაცმლის ბაკაბუკის ხმის მოსმენის თანავე წამოვიძახე და კვერცხის შეწვა ისე გავაგრძელე მისთვის არც კი გამიხედავს.

ჯერ კიდევ დღის ჩემი სასიკეთოდ დაწყებით გახარებული, გამარჯვების მარშს ვასრულბდი, როდესაც წამის მეასედში ჩემ ყურთან ჩუმი ხითხითი, წელზე კი სუნთქვის შემკვრელი, თლილი თითების შეხება ვიგრძენი.

წამიერად სუნთქვა შეკრული და დარცხვენილი უკან დამფრთხალი მსხვერპლივით მივბრუნდი და შეცხადებაც ვერ მოვასწარი, მიწიერ ნეტარებად ქცეულ ტუჩებს ჩემით ისე შევეგებე.

-ბატონო რიუ!_უჩვეულო სალამის მიღებით გაბრუებულმა უფროსი დანი ხელის კვრით უკან მხოლოდ იმის შიშით გავწიე, რომ მატეოს ერთად კიდევ არ დავენახეთ.

ჩემ წინ ამაყად მდგომ რიუს ჩვევისამებრ იდაყვებამდე ლამაზად აკეცილი კრემისფერი პერანგი და ყავისფერი კლასიკური შარვალი მოერგო და ბერძნული ღვთაებასავით, მომხიბვლელად მიღიმოდა.

-გრეის, გუშინ ღამით ბევრი ვიფიქრე. მგონი მზად ვარ შეღავათი გაგიკეთო და როგორც  ჩემ ქვეშევრდომს, უშუალო მიმართვის უფლება მოგცე._ჩემი ტუჩებისკენ მომართული თვალებითა და მომნუსხველი ღიმილით ჩაიბუტბუტა რიუ დანმა. ჯერ კიდევ მის გასაწევად გაწვდილი ხელები მისაში მოიქცია და ჩემ წელთან ისე დაიჭირა, თითქოს ასე ჩემ გაკავებას ცდილობდა.

-ბატონო რიუ, რას აკეთებთ?_მისი აქამდე უცნობი მხარის დანახვით დაბნეულმა და მონუსხულმა ძლივს ამოვილუღლუღე და ხელების გათავისუფლება უიმედოდ ვცადე.

მიღებული წინააღმდეგობით შეწუხებულმა დანმა მისი უპირატესობის გამოვლენა არ დააყოვნა და დიდი ტორებით გაკავებული, მის მკერდს ზედმეტი ძალდატანების გარეშე ამაკრა.

-არ მესმის რაზე მელაპარაკები._თვალებ დაწვრილებულმა თავის მოტყუება განაგრძო და მხურვალე სუნთქვის ამოშვებით ჩემ კისერზე ახალი კოცნის დასატოვებლად დაიხარა.

-რიუ არა!_ჩემ წინ უეცრად მოსიყვარულე მამაკაცად გადაქცეული რიუსგან ხელები საბოლოოდ დავიხსენი და მისგან შეძლებისდაგვარად უკან დავიწიე.

-მატეო ნებისმიერ წამს შეიძლება შემოვიდეს. არ მინდა ჩვენი ასე დანახვით ფუჭი იმედები მივცე._მისი დაბნეული სახის გამომეტყველების დანახვის თანავე თავი მარტივად გავიმართლე და მის წინ ისე მოვიბუზე, გაზქურაზე შემოდგმული ტაფა არც კი გამხსენებია.

-ფუჭი იმედები?_ჩემი რეაქციებით დასერიოზულებულმა შეკრული წარბებით მკითხა და გაფრთხილების მიუხედავად ჩემ წინ ზედმეტად ახლოს დადგა.

-დღეს დილიდან უკვე მომიწია იმ ვარაუდების მოსმენა, რომ ჩვენ შორის რაღაც იყო, რომ შემეძლო ახლა უკვე მისი ნამდვილი დედა გავმხდარიყავი და მე...

-ჩვენ შორის რაღაც იყო გრეის. ეს ვარაუდი არ არის._მოსმენილი სიტყვებით დაბნეულ დანს ჩემთან თამაში აღარც გახსენებია განაწყენებულმა ისე შეიცხადა და წარბები შეკრა.

როდესაც თავს ჯერ კიდევ ვაიძულებდი მეფიქრა გუშინდელი მომენტი სასმელის დამსახურება იყო, მსგავსი სიტყვების მოსმენა ნამდვილად დამამუნჯებელი სიახლე აღმოჩნდა.

რიუსგან კოცნასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის აღება ის უკანასკნელი რამ იყო, რასაც ველოდი, მაგრამ შევცდი.

მის წინ ახლა იმ ქალივით ვიდექი, რომელმაც სიამოვნებისთვის გამოიყენა და მცდარი იმედები მისცა.

-გრეის, გუშინდელი საუბარი და ქმედებები შენთვის საკმარისი არ იყო?_იმედგაცრუებულმა რიუმ ჩუმად დაიჩურჩულა და ჩემ უკან გაზქურა ისე გამორთო წინ გადმოწევისას ლამის გამქრალი დისტანცია არც კი შეუმჩნევია.

მისი სიახლოვითა და ინდივიდუალური ელეგანტური სურნელით თავბრუდახვეულმა გამოსაფხიზლებლად თავი მაშინვე გავაქნიე და ბატონი დანის ჩემკენ მომართულ კარამელისფერ თვალებს  მზერა გაუბედავად გავუსწორე.

მიუხედავად იმისა, რომ რიუს მიმართ დიდ მიზიდულობასა და სიმპათიას ვგრძნობდი, არ ვიცოდი მისთვის რა მეპასუხა.

ჩემი გონება ახალ გრძნობებს ჯერ კიდევ მარტივად ერეოდა და უფლებას არ მაძლევდა შეყვარებული ქალივით მხოლოდ მასზე მეფიქრა.

რიუსთან ასეთი სიახლოვე ჩემთვის სახიფათო იყო. მიუხედავდ იმისა, რომ მზად ვიყავი გვერდში ნებისმიერი პრობლემისას ამოვდგომოდი, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მისი პრობლემების გაღრმავების მიზეზად ყოფნის ძალა შემწევდა.

-რიუ, გუშინ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. გამოფენა, მამაშენთან კამათი, ნასვამები ვიყავით...

-ისეთი მთვრალი არ ვყოფილვარ, რომ შენთვის გაუაზრებლად მეკოცნა. ჯანდაბა გრეის, გუშინ მატეო რომ არა, დარწმუნებული ვარ იმაზე ბევრად მეტს გავაკეთებდით, ვიდრე კოცნაა._ჩემგან მიღებული ემოციებით გაღიზიანებულმა უკმაყოფილოდ წამოიძახა, მაგრამ ჩვენი დისტანცია მაინც არ დაურღვევია.

ამას კარგად ვხედავდი.

მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ჩემგან სასურველი პასუხები მიეღო, თავადაც არ იცოდა ჩემთან ურთიერთობაში ჩასაბმელად მზად იყო თუ არა. იმისთვის საკმარისად ვიცოდი, რომ შემძლებოდა მის თვალებში დანახულიდან შინაარსი გამომეტანა.

-ვიცი. რიუ, არ ვამბობ რომ გუშინდელი არ მომეწონა. მართალი ხარ, რომ არა მატეო გუშინ ჩემით შეჩერებას ვერ შევძლებდი და ამის აღიარების არ მრცხვენია.

ჩემ პრინციპებს მინდობილმა დიდხანს ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩამოუყალიბებელი ქალივით არ მოვქცეულიყავი და რიუსთან ყველაფერი გულღიად მეღიარებინა.

-არ მეშინია ვაღიარო, რომ არ მინდა შენთან იგივე კიდევ გავიმეორო, ან არ შეგეხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი გრძნობები იმდენად ძლიერი არ არის, რომ მზად ვიყო ამ სურვილების გამო ახალი პრობლემები გამოვიწვიო.

ჩემმა გულწრფელობამ რიუს თვალებში ჩალექილი ღელვა და იმედგაცრუება ოდნავ ჩააცხრო.

იმის მოსმენამ, რომ მის მიმართ ლტოლვას განვიცდიდი თითქოს დააკმაყოფილა კიდეც, მე კი დამამშვიდა.

-ახლახანს თავი გამოყენებულად ვიგრძენი._მის სახეზე დაბრუნებულმა ღიმილმა შვება მომგვარა.

მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამი სიტყვები გულნატკენი კაცისას ჰგავდა, ტუჩები, რომლიდანაც ეს სიტყვები მოვისმინე საერთოდ არ განიცდიდნენ ჩემ აღიარებას.

-რიუ, არ მინდა სტატუსებისა და ახალი ვალდებულებების აღება.  უბრალოდ მინდა ამ ნაბიჯისთვის სახელების დარქმევას გავექცე. ორივე ჩვენგანი საკმარისად დიდები ვართ, რომ ზედმეტად არ ვიჩქაროთ. ის რაც გვქონდა ნამდვილად ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგონება გახდა, მაგრამ არ შემიძლია ამის გამო ჩემი ოჯახი საფრთხეში ჩავაგდო.

Continue Reading

You'll Also Like

10.2M 640K 168
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
117K 3.8K 15
"შენ გამიღიმე, უბრალოდ გამიღიმე. მე შეგიყვარებ, უბრალოდ შეგიყვარებ" September, 2020.
850K 8.4K 68
𝐢𝐧𝐜𝐥𝐮𝐝𝐞𝐬 𝐚𝐥𝐥 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐛𝐨𝐲𝐬 ✦ .  ⁺   . ✦ .  ⁺   . ✦ don't forget to vote, share and comment. 🤍
97.6K 3.6K 15
ფიკში გამოყენებული იქნება 🔞🔞 სცენები და უწმაწური სიტყვები.ასე რომ თუ არ გსიამოვნებთ ასეთი ჟანრი ნუ წაიკითხავთ. ფიკი არის ჯონგუკზე, მის პირველ სიყვ...