შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 29

80 11 22
By Emolass99

მოულოდნელი ვიზიტით დაბნეული, რიუს მანქანაში მის გვერდით უსიტყვოდ ვიჯექი და ვცდილობდი გალერეიდან გამოსვლისას დასმული შეკითხვები გონებიდან ამომეგდო.

მისვლისას გამოჩენილი გულგრილობისგან განსხვავებით, ჩემი შენობის დატოვება ნამდვილ სენსაციად იქცა.

წამიერად კამერებ მომარჯვებული ხალხის ყურადღების ეპიცენტრში მოქცეული, თითქოს მათ კლანჭებში დავიკარგე. კამერების ნათებით აჭრელებული თვალებისა და ერთმანეთში არეული შეკითხვების თავს დატეხვით შეშინებულმა მანქანამდე მხოლოდ რიუს დახმარებით მივაღწიე და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც თავი ავარიდე.

ოცნება ნამდვილად ავისრულე. ესპანელი მხატვრის შემოთავაზების შემდეგ, საღამოზე არაერთი შეკითხვა მივიღე, თუ რა გეგმები მქონდა მომავლისთვის, მაგრამ ეს თავადაც არ ვიცოდი.

მატეოსა და რიუს ცხოვრებაში მთელი გონებით გადაშვების შემდეგ, მხოლოდ ის მადარდებდა თუ რატომ მიწევდა რიუს მშობლებთან სტუმრობა და კიდევ როგორი დამცირება უნდა ამეტანა ამპარტავნებითა და სიამაყით სავსე ოჯახისგან.

-რიუ..._გვერდით მჯდომს ყოყმანის შემდეგ გადავჩურჩულე და მაშინვე გავჩუმდი, როდესაც გავიაზრე გონებაში დაგროვებული კითხვებიდან ერთის არჩევას ვერ ვახერხებდი.

-მიდი გრეის მკითხე. ვიცი ცნობისმოყვარეობა მალე გონებას გადაგიწვავს._მხოლოდ ჩემ გასაგონად გადმომცურჩულა რიუმ და მძღოლს ისე გახედა თითქოს ამოწმებდა მანქანაში საუბარი უსაფრთხო იქნებოდა თუ არა.

-ფრედერიკთან დაკავშირებით უნდა ვინერვიულო? დღევანდელი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ საკმარისად არ მოვწონვარ. თუ იქ მორიგი აბსურდული ბრალდებების მოსასმენად მიგყავარ...

საფიქრალის თანამზრახველთან გაზიარება მაშინვე შევწყვიტე, როდესაც უცნობი მიზეზით დაძაბული დანის თითები ჩემსაში აიხლართა და მისი გავლენა ზედმეტი მცდელობის გარეშე მაგრძნობინა.

-გაინტერესებდა რას გიმალავდი არა? ეჭვი მაქვს მამაჩემის კაბინეტის კარის მიხურვის წუთიდან ყველა შენ შეკითხვაზე პასუხს მიიღებ. ვერ დაგპირდები რომ თავს დამცირებულად არ იგრძნობ და ვიცი რომ უცხო ქალისგან ბევრს ვითხოვ, მაგრამ მინდა დამპირდე რომ რაც არ უნდა მოხდეს არ გაიქცევი და მატეოსთვის ბრძოლაში მარტო არ დამტოვებ._გამაოგნებელი სიმშვიდით ამიხსნა რიუმ და ფანჯარაში იქამდე გაიხედა სანამ მისი სიტყვების გააზრებას შევძლებდი.

ამდენი გაქცევის შემდეგ, მისი სიმშვიდე მაშინებდა.

რიუ, რომელსაც ვიცნობდი, კარგად დამალული საიდუმლოს შესანახად ხელს მკრავდა და შეძლებისდაგვარად ჩემგან შორს გაიქცეოდა, მაგრამ გარემოებები სრულიად სხვაგვარად ვითარდებოდა.

თითქოს გვერდით მჯდომს ფარხმალი საბოლოოდ დაეყარა და დიდი წინააღმდეგობით დაღლილი განაჩენს შეგუებოდა.

ფრედერიკ დანთან საუბარი ისეთს რას შეცვლიდა რომ შევეშინებინე და ჩემთვის მატეოს მიტოვება ეიძულებინა?

-მოვედით._დადუმებულს კვლავ რიუს მშვიდმა ხმამ შემახსენა თავი და სხეული გაუსაძლისი ღელვით ამივსო.

მანქანა რიუსთან ერთად უსიტყვოდ დავტოვე და დანების მორიგ სასახლეში ისე შევაბიჯე, მის აღმაფრთოვანებელ დიზაინზე წამითაც არ მიფიქრია.

რიუს თქმით დანების საიდუმლოში ბოლომდე ჩაძირვამდე მხოლოდ რამოდენიმე წუთიღა მრჩებოდა.
იმაზე ფიქრის თავი საერთოდ არ მქონდა თუ რამდენად მდიდრული სურნელი ტრიალებდა მაღალ თეთრ კედლებში.

დიდი დარბაზის გავლის შემდეგ, რიუ ერთ-ერთ კართან გაუბედავად შეჩერდა და დაძაბულმა წამით ისე შემათვალიერა, თითქოს მზად იყო აქედან ჩემთან ერთად გაქცეულიყო, ოღონდ მისი საიდუმლო არ გამეგო.

-შემოდით!_კაბინეტის კარის შეღების თანავე გაცემულმა ბრძანებამ სხეული დამიძაბა.

ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავდი, კარგი არაფრის მანიშნებელი იყო.

დიდი ოთახის ცენტრში დადგმული სავარძლის წინ ფრედერიკ დანი ადგილს რიუს დედასთან ერთად ურყევად იკავებდა და ჭაღარა, შეკრული წარბებით ისე გვიყურებდა თითქოს დიდ დანაშაულში გამოვეჭირეთ.

-დასხედით!_მორიგი ბრძანება ამჯერად ნორა დანმა გასცა და მისი მაგიდის მიღმა დადგმული ორი სავარძლისკენ დასაკითხად გამზადებული ეჭვმიტანილებივით მიგვითითა.

მათ ბრძანებას მხოლოდ რიუს ადგილიდამ დაძვრის შემდგომ დავემორჩილე და მითითებისამებრ მათ წინ დაკარგული ბავშვივით დავჯექი.

ისინი რიუს მშობლები იყვნენ, მაგრამ გარემოებები ოჯახურ სითბოს ნამდვილად არ ასხივებდა.

სახე გამკაცრებული, უფროსი დანების წინ, რიუ დამარცხებული მოწინაღმდეგესავით თავდახრილი იჯდა და მშობლების საუბრის დაწყებას დინჯად უცდიდა.

მორიგ გაურკვევლობაში აღმოჩენილი ჯერ კიდევ მძიმე გარემოს მიზეზის ამოხსნას ვცდილობდი, როდესაც მაგიდაზე ხმაურიანად დაგდებული საქაღალდის ხმამ მშიშარა ბავშვივით დამაფრთხო.

-საიდან იცნობს არსაიდან გამოჩენილი შეუმდგარი ხელოვანი რიუ დანს? რა იმალება მათი პერფორმანსისა და ახალი ნამუშევრის მიღმა? გრეის ჰარპერის ნამუშევრის მიღმა დანების მორიგი საიდუმლო უნდა ვეძებოთ? თუ ასეა რა აკავშირებს ან საიდან იცნობს ქალბატონი ჰარპერი კომპანია დანის  ხელმძღვანელს? აი რა კითხვები გააჩინა შენმა წინდაუხედაობამ! _ჟურნალისტებიდან მოსმენილი კითხვების გამეორების შემდეგ, ფრედერიკმა მაგიდას ხელები ძლიერად დაარტყა და რიუს ისე შეხედა თითქოს თავს ძლივს იკავებდა მისთვის არ დაერტყა.

-შენი ახალი თამაშის დასამალად უკვე არაერთხელ გადავიხადე, მაგრამ გაჩერების ნაცვლად, მცდელობები მაინც გააგრძელე!_შვილით გაცოფებული ფრედერიკი ამჯერად საქაღალდეს დასწვდა და ათამდე საიდუმლოდ გადაღებული სურათი მაგიდაზე მოურიდებლად მიმოფანტა.

ფოტოებზე საკუთარი თავის დალანდვის თანავე სავარძლიდან მაგიდისკენ გაუცნობიერებად გადავიწიე და ახალი საიდუმლო ფოტოების გაფართოებული თვალებით ყურება დავიწყე.

ფერად ქაღალდებზე ის მოგონებები ზედმიწევნით იყო აღბეჭდილი, რომლებსაც რომ არა გარემოებები დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი.

საიდუმლოდ გადაღებულ ფოტოებში მატეს თამაშისას გადაღებულ ჩემსა და რიუს საერთო ფოტოებთან ერთად, იმ ღამის სურათები იყო, როდესაც რიუ სახელოსნოდან დაძინებული მატეოს გამოყვანაში დავიხმარე.

მაშინ არ შევმცდარვარ.

რამოდენიმე კადრად დაბეჭდილ სურათებში რიუს მატეო გულზე მიეხუტებინა, მე კი მის შესამაგრებლად ხელი უფროსი დანის წელზე ისე მომეხვია დაჯერება გაგიჭირდებოდა რომ ერთი ოჯახი არ ვიყავით.

-ჭკუას ვერასდროს ისწავლი ხომ ასეა? რამდენჯერაც შენი რეპუტაციის შენარჩუნებას ვცდი, იმდენჯერ უფროდაუფრო მეტს აკეთებ! _შვილის დუმილით გაღიზიანებულმა ფრედერიკმა რიუს წამოკიდება კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ ყბებ დაჭიმული დანი ადგილს შეურყევლად იკავებდა და მოსმენილ თითოეულ ბრალდებას ჯიუტად იტანდა.

-ბატონო ფრედერიკ, იქნებ...

-ხმა ამოიღე და ამიხსენი!_საუბარი უფროსი დანის მოულოდნელმა ყვირილმა პირველივე მცდელობაზე ჩამაგდებინა.

მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთობა ჩემ თვალწინს სრულიად სხვა კარებს ხსნიდა.

ახლა დარწმუნებით შემეძლო მეთქვა. რიუ ის გულცივი ადამიანი ნამდვილად არ იყო, რომელიც მასთან შეხვედრისას გავიცანი.

-ასახსნელი არაფერია. გრეისი მატეოს მოვლაში მეხმარება. იმის გამო რომ მატეოს გამხელილი ვინაობა შიდა წრეში დამეტოვებინა, მას ჩემთან თანამშრომლობა, სანაცვლოდ კი გამოფენას დავპირდი. ჩვენ ორს მხოლოდ მატეოს საიდუმლო და სამ წლიანი კონტრაქტი გვაკავშირებს. რაც შეეხება ნამუშევარს. გრეისი ხელოვანია, რომელიც მისი გრძნობებით ხელმძღვანელობს. ის რომ მის სკულპტურას ჩემი სახე აქვს არ ნიშნავს რომ მისი გრძნობები მე მეკუთვნის.

თავ ჩახრილმა რიუმ მამას არსებული ვითარება მისკენ ახედვის გარეშე განუმარტა და მზერა ჩემკენ გაუბედავად გამოაპარა.

იტყუებოდა.
მამის გასანეიტრალებლად იმ არასწორ სცენარს მიუყვებოდა, რომელში ეჭვი აქამდე მეც მეპარებოდა. მატეოს მოვლას გამოფენის სანაცვლოდ არ დავთანხმებივარ. ეს ერთად გატარებული ბოლო კვირის წყალობით რიუმაც იცოდა, მაგრამ მამასთან ამის თქმა არ ღირდა.

-მატეო, მატეო, მატეო! შენთან დაკავშირებული ყოველი პრობლემის თავში ჯერ დაიანი, ახლა კი მატეო დგას! ჯერ არასასურველი ცოლის გამო დანის დაკისრებული მოვალეობებისგან გაქცევის მცდელობა იყო. შემდეგ შენი ამბოხების მიზეზის სიკვდილის შემდეგ კალაპოტში ისევ ჩადექი, მაგრამ მატეო... _რიუს ცხოვრებაზე გაცოფებულმა ფრედერიკმა კბილებში გამოცრა და მისი სიტყვებით გაღიზიანებული შვილის სახის პირველად დანახვით ნასიამოვნებმა, ღვარძლიანად ჩაიცინა. 

-ჩემი ბრალია. მთავარი შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც დედაშენს დავუჯერე და ბავშვის დატოვების უფლება მოგეცი. _ფრედერიკის წარმოთქმულმა სიტყვებმა წამით გული გამიჩერა.

მიღებული ინფორმაციით შოკირებულმა რიუს მაშინვე გაფართოებული თვალებით გავხედე და დანახული ემოციებით შეწუხებულმა მოწოლილი ბრაზი ძლივს გადავყლაპე.

ვინ იყო ფრედერიკ დანი და რა უფლება ჰქონდა შვილის გრძნობებითა და ვალდებულებებით ასე ეთამაშა? რიუ მარიონეტი არ იყო! გულგატეხილი კაცი იყო, რომელიც მზად იყო შვილის მის სიახლოვეს დასატოვებლად საკუთარი და მატეოს სიცოცხლე ტკივილისთვისა და წნეხისთვის გაეწირა.

-მამობრივმა გრძნობებმა გადამავიწყა, რომ შენ არცერთ პირობას ფასი არ ჰქონდა. ისევ გენდე და აი სად მოვედით! ყოველ ჯერზე მეტად ცდილობ მის გამოსაჩენად ახალი სცენარები დაწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე  გავიწყდება, რა მოხდება თუ  გაიგებენ რომ მცირეწლოვან ბავშვს  უყურადღებოდ ჩრდილში ზრდიდი? ასე მხოლოდ კარიერას არ დაკარგავ ხომ ასეა ?_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ფრედერიკმა ბრაზისგან აცახცახებული რიუს კიდევ ერთხელ წაქცევა სცადა.

-შვილს აშანტაჟებთ ფრედერიკ?_სახე ანთებულმა დედის ასაკის კაცს მზერა მტრულად გავუსწორე.

ამჯერად არ გამოუვიდოდა! შესაძლოა უგულო დანს, რიუ მისი გრძნობებითა და ყველაზე ბნელი შიშებით გამოჭერილი ჰყოლოდა, მაგრამ ჩემზე არაფერი იცოდა.

არ იცოდა, რომ მატეოს ამჯერად ერთის ნაცვლად ორი მცველი ჰყავდა და ნებისმიერ წამს მზად ვიყავი მისთვის და რიუსთვის რისკზე წავსულიყავი.

ჩემი უეცარი გამბედაობით გაოცებულმა ფრედერიკმა შვილისკენ მიმართული სახე ჩემკენ ისე მოაბრუნა, თითქოს უეცრად ალაპარაკებული ქვა დაენახა.

-რა თქვი?_წარბების აწევით ჩამეძია უფროსი დანი და ამჯერად ჩემკენ გადმოიწია.

-ამბობთ რომ რიუს საიდუმლოს გასაჯაროვების შემთხვევაში მატეოს წაართმევენ. რას ფიქრობთ, რა მოხდება თუ მედია გაიგებს, როგორ აშანტაჟებდით შვილს წყეული კომპანიის ადგილისთვის?_მოთმინება დაკარგულმა თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ხმის ტემბრს ვუმატე და საბოლოოდ მტრის დასამარცხებლად გამზადებული თავგანწირული ჯარისკაცივით ფეხზე წამოვენთე.

-გრეის შეწყვიტე._ჩემი რეაქციით გაოცებულმა რიუმ ფრედერიკის სახის პირისპირ მყარად მდგომს მაჯაზე ხელი ჩამავლო და კვლავ სავარძელში დამაბრუნა.

კიდე რამე არ ვიცოდი? რა აჩერებდა რიუს რომ მამას ჩემთან ერთად ამხედრებოდა.

-არაფერი შეცვლილა. გაბედული, ამბიციური და მებრძოლი. მხოლოდ სხვა სახელით. _შეუმდგარი ადამიანისგან მიღებული შანტაჟით შეურაცხყოფილმა დანმა კბილებში გამოცრა და მოსისხლე მტერივით, ცივი ნაცრისფერი თვალები მომაპყრო.

-ახლა გასაგებია საიდან გაჩნდა ჩემ შვილში ძველებური მეამბოხე. თხრა არასწორ ადგილზე დაიწყეთ ქალბატონო გრეის. სამართალი ხელმოცარულების მხარეს არასდროს არ არის. დარწმუნებული ხართ რომ ჩემ ერთ პატარა ბრალდებას მაინც გაუძლებთ? _ფულისა და დიდებისთვის სულ გაყიდულმა დანმა, თავდაჯერების საჩვენებლად ფართედ გამიღიმა და ცოლის გვერდით პირველად ჩამოჯდა.

-ბატონო ფრედერიკ, იცით რა არის ხელმოცარულ ადამიანში ყველაზე საშიში? მე უკვე ფსკერზე ვარ. მეტად ვეღარ ჩამძირავთ. ისეთი არაფერი მაქვს რის წართმევასაც შეძლებთ. გაჭირვებისთვის ოცნებები ერთხელ უკვე დავთმე და არც ახლა გამიჭირდება მათზე მატეოსთვის უარის თქმა._პრინციპულად ვუპაუხე ფრედერიკს და ფეხზე ისე წამოვდექი, თითქოს ჩემ წინ მჯდომის არცერთი მომდევნო სიტყვა არაფრად მიმაჩნდა.

-სანამ ცოცხალი ვარ, მატეო დღის სინათლეს ვერ ნახავს!_მოთმინება დაკარგულმა ფრედერიკმა ახალი ბრძანება ჩემი სიჯიუტის მძიმედ ჩაყლაპვის შემდეგ გასცა და თავადაც ფეხზე წამოდგა.

აშკარა იყო ჩემი, როგორც შეუმდგარი ადამიანის სიჯიუტეს ბატონი დანი მწყობრიდან მარტივად გამოჰყავდა, მაგრამ ჩემთან დანებებას მაინც არ აპირებდა.

-უკვე გითხარი მამა. მზად ვარ შენი ნებისმიერი შეურაცხყოფა ავიტანო, მაგრამ ჩემი შვილისთვის განაჩენის გამოტანის უფლებას არ მოგცემ. _რიუს წითელი ხაზის გადაკვეთის შემდეგ დამუნჯებულმა უფროსმა ვაჟმა საუბარი საბოლოოდ დაიწყო და ხელი ისე ჩამკიდა, თითქოს ოჯახის წინააღდეგ წასული თავქარიანი შეყვარებულები ვიყავით.

-დანი ჩემი შექმნილი კომპანიაა! სანამ დანის სახეს ატარებ, შენი ცხოვრება ჩემ ხელშია! ერთხელ დაშვებული შეცდომის გამო დანი თითქმის დავკარგე. უფლებას არ მოგცემ მატეოს გამოჩენით კომპანია დაანგრიო!_მტაცებელი ცხოველივით დაიღრიალა ფრედერიკმა და მაგიდას ამჯერად მტკიცედ შეკრული მუშტი დაარტყა.

-ამაზე ნუ ინერვიულებ მამა. გზას აუცილებლად მოვნახავ, რომ მატეომ ნამდვილი ცხოვრება ისე დაიწყოს, შენი ძვირფასი კომპანია იმავე ტალახში არ ამოსვაროს, რომელიც შენი შეცდომის გამო ძლივს ჩამოვრეცხე.

გამაოგნებელი სიმშვიდით დაბრუნებულმა პასუხმა ფრედერიკს მოთმინება კიდევ ერთხელ დააკარგინა, მაგრამ მორიგი მწარე სიტყვების მოსმენა აღარ მომიწია.

ჩემ ხელს ძლიერად ჩაჭიდებულმა რიუმ მშობლების სასახლიდან უკან მიუხედავად ისე გამიყვანა.

Continue Reading

You'll Also Like

484K 14.2K 61
Silent, unforgiving and strikingly gorgeous, Rylan Parker is a cold-hearted businessman. An intimidating CEO, perfectly fitted in tailored suits and...
2.8M 161K 50
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...
600K 49.6K 24
Indian Chronicles Book III My Husband, My Tyrant. When Peace Becomes Suffocation. Jahnvi Khanna has everything in her life, a supporting family, a hi...
460K 27.1K 44
The story continues to unfold, with secrets unraveling and new dangers lurking in the shadows. The Chauhan family must stay united and face the chall...