შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

5.1K 548 1.7K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49
თავი 50

თავი 26

84 9 38
By Emolass99

დრო უჩვეულოდ ჩქარა მიიწევდა გახსნის დღისკენ.

ყოველ დილით, მატეოს სკოლაში გაცილების შემდეგ, რიუს სახლში სტუმარივით ვბრუნდებოდი და თვალებ ახვეული ამჯერად პლასტელინზე დეტალებს ბრმად, მხოლოდ ხელის შეგრძნებების დახმარებით ვამატებდი.

რიუსთან უშუალო შეხება ამ დღეების განმავლობაში ჩემი განუყრელი საქმიანობა გახდა.

დილით კამერების წინ, შუაღამით კი ერთმანეთის პირისპირ დარჩენილები, დაუღალავად ვაგრძელებდით ახალ სკულპტურაზე მუშაობას.

პლასტელინის ფიგურის გვერდით ჩამომჯდარ რიუს უკვე აღარც კი ვეკითხებოდი. თვალებ ახვეული მის თითოეულ დეტალს ისე ვამოწმებდი სკულპტურაზე გადასატანად.

ყოველი ახალი დღე მის სიახლოვეს ისე მაჩვევდა, თითქოს ეს აღარასდროს დასრულდებოდა.

დარღვეული დისტანცია და ზედმეტი შეხებები ჩემ სხეულს ყოველ ჯერზე უფრო მეტად წვავდა.

რიუ ჩემთვის ედემის ბაღის აკრძალული ხილივით იქცა. მისი სიახლოვე მტანჯველ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ რეალობას შეჭიდებული გონება საშუალებას არ მაძლევდა მის მიმართ გაღვივებული სურვილები მიმეღო და უფლება მიმეცა კვლავ მეამიტ გოგოდ ვექციე.

რიუ დანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ადამიანი იყო. მასთამ სიახლოვე არც მე და არც ჩემ ოჯახს კარგს არაფერს მოუტანდა.

ჩემი და რიუს დაახლოების სურვილით გაერთიანებული რაფაელი და მატეო თითქოს საერთო მისიისთვის გაერთიანებულიყვნენ.

ყოველი გადაღების შემდეგ, ორივე მათგანისგან დაუსრულებლად ვისმენდი, თუ რამდენად ზღაპრული იქნებოდა რიუსთან პირად ურთიერთობაში შესვლა.

პატარა ონავარის წყალობით ყოველი ვახშამი რიუსთან ერთად იმ კითხვებითა და იდეებით იყო სავსე, თუ როგორ ვგავდით ნამდვილ ოჯახს.

გახსნამდე დღეები სინათლის სისწრაფით მაკლდებოდა.

ჩემი სკამის წინ მყარ საყრდენზე დამაგრებული პლასტელინის გროვა კი ამჯერად რიუ დანის ნამდვილი ანარეკლი იყო.

დიდი წვალების შემდეგ, ყალიბის აღებამდე და ფიგურის თაბაშირში ჩამოსხმამდე იმ დეტალების დამზადება დავიწყე, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სკულპტურას ხელოვნების ნიმუშად აქცევდა.

-ბზარები?_ჩვევისამებრ შუაღამით სახელოსნოში უეცრად შემოჭრილმა ხმამ ჩემი შეშინება კიდევ ერთხელ შეძლო.

-გახსოვს, როდესაც გითხარი რომ შენ სკულპტურას ისე გავაკეთებდი, როგორც გხედავდი?_მასთან გულწრფელ საუბრებს მიჩვეულმა რიუს გახედვის გარეშე ვკითხე და მისი პლასტელინის ფიგურის კისერზე, სპეციალური წვრილი მახვილი, ბზარის ეფექტის უკეთ შესაქმნელად კლაკნილ ხაზად ჩამოვუსვი და კიდეები თითებით ისე ავპრიხე გახლეჩილი ფოლადის ზედაპირს მოგაგონებდა.

-გგონია ბზარები მაქვს?_სიღრმისეული საუბრიდან თავის დასახსნელად ჩუმად ჩაიცინა უფროსმა დანმა და ჩემ ზურგთან, მისი სკულპტურის უკეთ შესათვალიერებლად დამიდგა.

-რაღაცას ჯერ კიდევ მალავ რიუ. საიდუმლო გაქვს, რომელიც შიგნიდან გჭამს და ნელ-ნელა განგრევს. შეიძლება ამის დამალვა გარეგნულად მარტივად შეგიძლია, მაგრამ მატეოსთან მიმართებაში შენი დისტანციის გაზრდის დაუსრულებელი მცდელობები ჩემ აზრში მეტად მამტკიცებს._ისე ავუხსენი თითქოს მის სულიერ მდგომარეობაზე არც კი ვსაუბრობდი.

-ეს იდეა ჩემი და მატეოს ურთიერთობამ გაგიჩინა?_დაინტერესებულმა უარყოფის გარეშე იკითხა და გვერდით მომიჯდა.

-არა, მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. შენთან სიახლოვეს გატარებულ ყოველ ახალ დღეს ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს. ის არ ხარ, ვინც ასე გინდა რომ მეგონო. გარდა ამისა, როდესაც თვალებ ახვეული პირველად შეგეხე უცნაური ემოციები ვიგრძენი. ვიგრძენი რომ ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი პრობლემა, რაღაც გამოუსწორებელში გძირავს და თავის დახსნის საშუალებასაც ვერ ხედავ.

ჩემი საუბრის მოსმენით პირდაღებულ რიუს გვერდით გახედვის გარეშე ვხედავდი და ვცდილობდი მოულოდნელად დაწყებული გულახდილი საუბარი სიცილით არ გამეფუჭებინა.

-ნამდვილად ხელოვანი ხარ გრეის? ხანდახან მგონია რომ ჩემ სახლში შემოპარული ფსიქოლოგი ხარ, რომელიც დედაჩემმა ჩუმად გამომიგზავნა._ბავშვურად მიპასუხა  რიუმ და თემის გადატანით მანიშნა რომ საუბრისთვის მზად არ იყო.

-არ ვიცი, იქნებ მართლა მისი გამოგზავნილი ვარ? დიდი სიამოვნებით გიპასუხებდი, მაგრამ მაცდენ რიუ. კონცენტრაცია მჭირდება, შენ კი...

-გაბნევ?_ჩემი სიტყვები ამაყად დაასრულა და დიდი მაცდუნებელივით ჩემკენ კიდევ ერთხელ მოიწია.

-როგორც მოდელმა ჩემთან მუშაობა დღეს დაასრულე. ნება მომეცი მარტო დავრჩე და ნამუშევარი დავასრულო. დრო აღარ მაქვს რიუ. ხვალ ყალიბის აღება და თაბაშირის ჩამოსხმა უნდა მოვასწრო, რომ გამოფენამდე ყველაფერი მოვასწრო._მასთან საუბრის დასრულება საქმის სირთულეებზე ხაზის გასმით ვცადე და მის მკერდთან მორიგი ბზარის იმიტაცია გამოვძერწე.

-შემიძლია დაგეხმარო. თუ დროსთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება შემიძლია ჩამოსხმაში...

-მინდა რომ გამოფენამდე ნამუშევარი არ ნახო._მისი თავიდან მოშორების მიზეზი საბოლოოდ ამოვღერღე და რიუსკენ გაუბედავად მივბრუნდი.

ეს ნამუშევარი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

წლების შემდეგ ის ჩემი პირველი საპასუხისმგებლო სკულპტურა იყო.  ამასთან ერთად ნამუშევარში პირველად ვაქსოვდი ემოციებს, რომლებიც მე არ მეკუთვნოდა. ეს ყველაფერი ზედმეტად პირადული იყო. მზად არ ვიყავი მუშაობა რიუს მეთვალყურეობის ქვეშ გამეგრძელებინა და მასში დანახული თითოეული ემოცია ნაბიჯ-ნაბიჯ განმეხილა.

-დარწმუნებული ხარ რომ დახმარება არ გინდა? მართლა შემეძლო დაიანთან მიღებული გამოცდილებით...

-ძილინებისა რიუ._დასერიოზულებულ ბიზნესმენს მარტივად მოვუჭერი და მის წასვლამდე ფორთოხლისფერ დივანზე მიმოფანტული მატეოს პატარა ნაძერწების ასალაგებლად წავედი.

სახელოსნოს კარი ჩემ ზურგს უკან ზედმეტი ხმაურის გარეშე გაიღო და დაიხურა, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ სტუდიაში ისევ ჩემ თავთან და ფიქრებთან მარტო ვიყავი.

პატარა კუბიკებისა და მრგვალი ფორმის პლასტელინების აკრეფვის შემდეგ ჩემი ყურადღება დივნის საზურგეზე დასმულმა, დრამატულად დამჯდარმა პატარა კაცუნამ მიიქცია.

ფიგურა სულ მუჭის ზომის იქნებოდა. ფეხები მკერდამდე მიეტანა და ზედ პატარა ხელები ისე შემოეხვია, თითქოს ამ ჟესტით მარტოობისგან გაქცევას უიმედოდ ცდილობდა.

-ეს..._მატეოს პატარა ნამუშევრით შთაგონებულმა, რიუს ფიგურას გონებაში დახატული ახალი იდეის შესამოწმებლად გავხედე და აღფრთოვანებული მაშინვე ჩემ ნაძერწს დავუბრუნდი.

სამუშაო მაგიდაზე მოთავსებული ხელსაწყოებიდან პლასტელინის ამოსათლელად საჭირო ფორმა ხელში მაშინვე მოვიქციე და რიუს ქანდაკებას ზურგი ისე ამოვუთალე თითქოს ფაიფურის ქანდაკების ამომტვრეული ნაწილი ყოფილიყო.

საჭირო სიღრმის მიღწევის შემდეგ, ზედაპირზე დარჩენილი "კანის" ნაწილებს ბზარების მგავსად, ზედაპირები გახლეშილი მეტალივით ზევით ავუპრიხე და პირდაპირ გულმკერდის უკან, მატეოს გამოძერწილი ფიგურა ვიზუალის უკეთ აღსაქმელად დავსვი.

-საოცარი ბიჭი ხარ მატეო._მისი წყალობით მიღებული საბოლოო შედეგით აღფრთოვანებულმა შეშლილივით ჩემთვის ჩავიბუტბუტე და ნამუშევარს თვალი ამჯერად დამთვალიერებელივით შევავლე.

რიუს ფიგურას სახასიათო მკაცრი გამომეტყველება ნამდვილი დანივით სახეზე მიჰყინვოდა. იდაყვებამდე ნაძერწი ხელები და წელი ძველი ქანდაკებების მსგავსად ჩამოშლილის ეფექტს ქმნიდა. ბზარებიც სათავეს სწორედ აქედან იღებდა. დაკლაკნილი ხაზები, სრული სიზუსტით დამუშავებულ თითოეულ კუნთოვან ქსოვილს კვეთდა, ისედაც გამკაცრებულ სახეს კი სევდასთან მებრძოლი ჯარისკაცის ეფექტს აძლევდა.

სხეულს მოდებული ბზარები ნელ-ნელა მისი ზურგისკენ მიიკლაკნებოდნენ და სწორედ იქ წყდებოდნენ, საიდანაც რიუს ნამდვილი გრძნობები იღებნენ დასაბამს.

ნამუშევრით კმაყოფილი, ძველებურმა მოუთმენლობამ ამავსო.

დაღლილობა და ძილი, სკულპტურის საბოლოო ვერსიის ნახვის სურვილმა ერთი ხელის მოსმით გონებიდან ამომირეცხა.

ყალიბი დღესვე უნდა ამეღო!

სახელოსნოს ერთ ბოლოში ჩამწკრივებული საცხებისა და სილიკონით სავსე სათლების წვალებით გამოთრევის შემდეგ, ჯერ მატეოს გამოძერწილი ფიგურის, შემდეგ კი რიუს ფიგურის ძირითადი ყალიბი ავიღე.

საათობით ლოდინის შემდეგ, როდესაც თაბაშირის ყალიბი საბოლოოდ შევკარი, თეთრი წვალებით გამზადებული თაბაშირი ყალიბში ჩავასხი და საბოლოო შედეგის სანახავად იქვე, ფორთოხლის ფერ დივანზე მოვკალათდი.

-გრეის!

მუშაობამ მთლიანად მშთანთქა. ნამუშევრის საბოლოო შედეგის ნახვის სურვილით შეპყრობილმა, გონს მოსვლა მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, როდესაც ყალიბში ჩამოსხული თაბაშირის ცდაში ჩაძინებული, რიუს გაოცებულმა ძახილმა გამომაღვიძა.

ფორთოხლისფერ დივანზე მოკალათებული ადგილს მაშინვე მოვწყდი, როდესაც გავიაზრე უკვე დილა იყო, მატეო კი სკოლაში წასაყვანი მყავდა.

-დამეძინა! მატეოს დავაგვიანებ._გადავიწყებული პასუხისმგებლობით შეწუხებულმა თაბაშირით დასვრილი კომბინიზონის უიმედოდ ჩამობერტყვა და გასასვლელისკენ სვლა დავიწყე, როდესაც რიუს თაბაშირის ყალიბზე მიყინული გაოგნებული მზერა დავიჭირე.

-შეშლილი ხარ გრეის? გუშინ შუაღამით აქედან წასვლისას ჯერ კიდევ პლასტელინზე მუშაობდი. როდის მოასწარი ყალიბის გაკეთება და ფიგურის ჩამოსხმა?_ნამუშევრის ბოლო ეტაპზე გადასვლით გაოცებულმა რიუმ საბოლოოდ იკითხა და ისე შემომხედა თითქოს ადამიანი არ ვყოფილიყავი.

-რიუ ამის დრო არ მაქვს, მატეო...

-უკვე სკოლაშია. რაფაელს გავაყოლე. შეიძლება პლასტელინში საბოლოო შედები ვნახო?_ცნობისმოყვარეობით ავსებულმა რიუმ მატეოს ინფორმაცია სასწრაფოდ გადმომცა და ნაჭრით დაფარული პლასტელინით გამოყვანილი მოდელისკენ დაიძრა.

-რიუ არა!_მის შესაჩერებლად ხმამაღლა წამოვიძარე და ნიმუშს წინ გადავეფარე.

მზად არ ვიყავი მისთვის ნამუშევარი მენახებინა. მინდოდა გახსნის დღეს მასაც სხვა დამთვალიერებლებთან ერთად ენახა და მისი რეაქციისთვის თვალი შორიდან მედევნებინა.

-ასეთი რა გააკეთე გრეის? მატეოს დაუჯერე და ცხვირი დამიგრძელე?_ჩემ გასახალისებლად იკითხა რიუმ და ხელი ნაჭრისკენ ისე წაიღო თითქოს წინ წინაღობად არც კი ვედექი.

-გთხოვ._ხელი მის მაჯას მთელი ძალით მოვუჭირე და პატარა ბავშვივით უიმედოდ ავხედე.

-რატომ არ გინდა ვნახო?- რიუმ კითხვა ამჯერად დინჯად დასვა და ხელი ისე დაწია, ჩემი ხელის მოშორება არც კი უფიქრია.

-პლასტელინში ნანახი ფიგურა საკმარისი არ არის რიუ. მინდა ჩაფიქრებული იდეა ბოლომდე დავასრულო და განახო შენი ყურებისას რას ვხედავ.

თავის გასამართლებლად ჩანაფიქრი რიუს ზედმეტი დავის გარეშე გავუზიარე და ხელი საბოლოოდ გავუშვი.

მიუხედავად იმისა, რომ თაბაშირის ფიგურას მხოლოდ ყალიბიდან ამოღება უნდოდა, იყო დეტალები, რომელთა დამატებით, მინდოდა რიუსთან მნიშვნელოვანი სათქმელი მიმეტანა.

-გთხოვ, ეცადე გახსნამდე არ ნახო. თუ ოდნავ მაინც..._საუბარი მაშინვე შევწყვიტე, როდესაც გავიაზრე ჩემი სიტყვები სასოწარკვეთილი შეყვარებული ქალის სიტყვებივით ჟღერდა.

-მადარდებ?_ჩემი წინადადება რიუმ დაასრულა და თავი მორცხვი ბავშვივით ჩახარა.

-ვიცი ეს უცნაურად ჟღერს. არ მინდა იფიქრო, რომ მე...

-კარგი, გრეის. გპირდები მის წარდგენამდე  არ ვნახავ._მომნუსხველად გაიღიმა რიუმ და ხელი ამჯერად მან ჩამკიდა.

დავიბენი.

მის პირობაში ქვეტექსტი უნდა მეძებნა? ის ფაქტი რომ თავის გამართლება არ მაცადა, უცნაურად მავსებდა და წარმოუდგენლად თბილი გრძნობებით მავსებდა.

-დღევანდელი გადაღებებისა და მატეოს სკოლიდან გამოყვანის შემდეგ საქმეს გადადებ? _მორცხვი სკოლის მოსწავლესავით მკითხა რიუმ და ლოყაზე შიგნიდან ნერვიულად იკბინა.

რას აპირებდა?

-რაიმე პრობლემაა?_იმედგაცრუებებითა და ვარდნით სავსე წარსულის წყალობით რიუს შეკითხვამ ახალი შიშები გამიჩინა.

ქეითის მკურნალობასთან დაკავშირებით პობლემა რომ ყოფილიყო? იქნებ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გამოფენასთან დაკავშირებით რაიმე ხარვეზი იყო?

-მინდა შენ და მატეო გახსნის დღისთვის ტანსაცმლის შესარჩევად წაგიყვანოთ._გაუბედავად მიპასუხა რიუმ და ნერვიულობის გადასაფარად ცალყბად გაიღიმა.

სასიამოვნოთ გაოცებული დავრჩი.

ამ დღეებს რიუში გარდამტეხი ცვლილებები მოეხდინა და საბედნიეროდ ახლა მზად იყო მატეოსთან ერთად მეტი დროის გასატარებლად.

-მატეოს ვინაობას ეს პრობლემას არ შეუქმნის? წინაზე ჩემი წაყვანისას ლამის ჭორები აგორდა. რა იქნება მატეოზე რომ გაიგონ?_მატეოს საფრთხეში ჩაგდებით შეშინებულმა, რიუს ახალი მცდელობა სულ გადამავიწყა.

-გრეის, შენ მატეოს დედა ხარ. მე კი,  როგორც ხელგაშლილი გალერეის მფლობელი, ჩემი კეთილი ნებით მზადყოფნას გამოვთქვამ ახალ ხელოვანს და ძლიერ ქალს კიდევ ერთხელ დავეხმარო და მათ შესაფერისი სამოსი ვუყიდო. ამაში რაიმე საფრთხის შემცველს ხედავ?

იდეისა და სცენარის გაცნობით დაკმაყოფილებულმა ისე დამხედა, თითქოს მოფიქრებულისთვის ჯილდოს ელოდა კიდეც.

-ტანსაცმელს ისევ შენ მიყიდი?- კვლავ განებივრებული გოგოსავით ვიკითხე და ამაყად ჩავიღიმე.

-სხვა გზა არ მაქვს. უკვე გითხარი რომ ყოველთვის შეუფერებლად იცვამ. არ მინდა გახსნაზე ძველი კაბით მოხვიდე.

ჩემო ხალხებო 🥺🥰

სამწუხაროდ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და შემაწუხებელ ტკივილებთან ჭიდილი მიწევს ბოლო დღეები.

ამ ყველაფრის გამო წერაზე ორიენტირება ძალიან მიჭირს. მეც არ მინდა რომ რეჟიმიდან ამოვვარდე და დავიკარგო. გპირდებით ყველანაირად ვეცდები დღეგანოშვებით ახალი თავები დავდო, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე მინდა იცოდეთ რომ ამას სიზარმაცის გამო არ ვაკეთებ 🥺🥺

მადლობა ყურადღებისთვის 🥺🥰❤️

Continue Reading

You'll Also Like

5.5M 489K 98
✫ 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐎𝐧𝐞 𝐈𝐧 𝐑𝐚𝐭𝐡𝐨𝐫𝐞 𝐆𝐞𝐧'𝐬 𝐋𝐨𝐯𝐞 𝐒𝐚𝐠𝐚 𝐒𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 ⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎ She is shy He is outspoken She is clumsy He is graceful...
27.7K 2.1K 16
აღწერა: " უი, დაგინახე. დავინახე რაც გააკეთე" ფიქცია, სადაც გოგონამ დაინახა თეჰიონი, რომელიც დირქტორის მანქანას საღებავებით ხატავდა და მას შემდეგ თე...
3M 118K 75
"ဘေးခြံကလာပြောတယ် ငလျှင်လှုပ်သွားလို့တဲ့.... မဟုတ်ရပါဘူးဗျာ...... ကျွန်တော် နှလုံးသားက သူ့နာမည်လေးကြွေကျတာပါ.... ကျွန်တော်ရင်ခုန်သံတွေက...