შეინახე დანის საიდუმლო

Od Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... Více

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 24

89 11 59
Od Emolass99

ძველი ჯინსის კომბინიზონის მორგებისა და გადასაღებ მოედანზე შეშინებული ბავშვივით დაბრუნების შემდეგ, კამერებს მიღმა წუთით შევჩერდი.

მითითებისამებრ პერსონალს რკინის ღერძის აწყობა ისე დაეწყოთ, თითქოს ნამდვილად ცნობილი ხელოვანი ვყოფილიყავი.

რკალად ჩამწკრივებული კამერების მთავარ ობიექტში რიუ განკუთვნილ ადგილზე ჯერ ისევ მისი თეთრი მაისუთით იჯდა, ხელში კი შავი ატლასის სახვევს ათამაშებდა.

ზუსტად სამი კვირის წინ ბატონი დანი ჩემთვის მხოლოდ ტელევიზორებისა და სიახლეების გარეკანზე დაბეჭდილი წარმატებული ბიზნესმენი იყო, ახლა კი მის წინ ვიდექი და თავს ვამზადებდი თვალებ ახვეულს მისი სხეული შეხებით დაწვრილებით შემესწავლა.

-დროს ვკარგავთ ქალბატონო გრეის. ადგილი დაიკავეთ._ჩემი ყოყმანით შეწუხებულმა რეჟისორმა ხმამაღლა ამოიოხრა და რიუსთან ისე შემაგდო, წამით თავი ლომებთან მებრძოლი გლადიატორი მეგონა.

-მიდი გრეის. ყოყმანს მოეშვი და მოემზადე._ჩემთან მოსულმა რიუმ ჩუმად გადმომჩურჩულა და მისი მაისურის ბოლოებს ზედმეტი ფიქრის გარეშე დასწვდა.

-მოიცადე, აქ გაიყინებით ბატონო რიუ. იქნებ ჯერ გათბობა დაგვემონტაჟებინა? როდესაც კოლეჯში მოდელს ვიყენებდით ჩვენ აუცილებლად...

საუბარი სუნთქვასთან ერთად გაუაზრებლად შევწყვიტე, როდესაც ჩემი გადაღების გადადების მცდელობა, რიუმ მისი მაისურის სხეულიდან წამიერი მოშორებით გამაწყვეტინა.

არ შევმცდარვარ. მისი სხეული ნამდვილად ხელოვნების ნიმუში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი აღნაგობა აქამდეც შემჩნეული მქონდა, ზედმეტი ქსოვილის გარეშე ფართე მხრებისა და იდეალურად გამოყვანილი წელის დანახვა ბატონ დანს ნამდვილ ბერძნულ ღვთაებად აქცევდა.

-მეჩვენება თუ სიტუაციიდან გაქცევას ცდილობ? რა დაემართა იმ გრეისს, რომლისთვისაც მხოლოდ მანეკენი უნდა ვყოფილიყავი?_მაცდურად გადმომჩურჩულა რიუმ და შევნიშნე  ამაყად, როგორ ჩაიღიმა.

-უბრალოდ არ მინდა შეგცივდეთ და ჩემ გამო გაცივდეთ._სასწრაფოდ გავიმართლე თავი და ვცადე მისი სხეულისთვის თვალი ამერიდებინა.

-კარგი, ბატონო რიუ, სახვევი გაუკეთეთ ქალბატონ გრეისს და დავიწყოთ. _ახალი ბრძანება გასცა კამერებს მიღმა დარჩენილმა რეჟისორმა.

ჩვენი ფოტოებში დაჭერილი კადრები კითხვებს ჯერ კიდევ არაფრისგან აჩენდა. რა მოხდებოდა, როდესაც ეს ყველაფერი გახსნისას ჰოლოგრამის სახით საჯაროდ გავრცელდებოდა.

თვალებზე სრიალა ქსოვილის ასაფარებლად რიუს სხეული ჩემკენ ზედმეტი ყოყმანის გარეშე დაიძრა, მაგრამ სანამ მის გამოყვანილ მკერდს აკრძალული მანძილიდან დავინახავდი, ნაზმა მატერიამ გარემოს აღქმის შესაძლებლობა იქამდე დამიფარა.

მხედველობის დაქვეითების შემდეგ გამოღვიძებულ სხეულს, ზედმეტად ახლოს მდგომი ფიგურის აღსაქმელად მხოლოდ რამოდენიმე წამი დასჭირდა.

ჯერ კიდევ სახვევის გაბაფთვაზე ორიენტირებული რიუს გულმკერდს იმდენად ახლოს ვედექი, მისი კანიდან მომავალ სიმხურვალეს სახეზე ვგრძნობდი.

-კარგი, ვიწყებთ. გრეის ისე მოიქეცით, როგორც უშუალოდ ძერწვის დაწყებამდე მოიქცეოდეთ. ეცადეთ კარგად გადმოსცეთ თუ რას და როგორ აკვირდებით ძერწვის დაწყებამდე.

ახალი მითითებები საბოლოოდ მომცა რეჟისორმა და მყიფე ხმით გადამღებ ჯგუფს კამერების ჩართვა უბრძა.

რიუს სიახლოვეს დგომა და თავის მოჩვენება, რომ ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებდა, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.

-აქ ვარ გრეის._დადაბლებული ხმის ტემბრით  გადმომჩურჩულა რიუმ და ჩემი გაუბედავად წამოწეული ხელები მისაში ძლიერად მოიქცია.

სიბნელეში ჩაკარგული, უცხო შეხებას გაორმაგებულად ვგრძნობდი, ამიტომ მაჯებზე მოხვეული გძელი თითებიდან წამოსულ პულსაციას ზედმიწევნით შევიგრძნობდი.

მისმა ხელებმა ჩემსას თავისუფლად მოძრაობის საშუალება მხოლ მას შემდეგ მისცა, როდესაც მის კისერთან დამაწყობინა.

სუნთქვა შეკრულსა და გულ აჩქარებულს თავის შემოსაძახებლად რამოდენიმე წამი დამჭირდა.

რიუ ჩემი უფროსი, მატეოს მამა და ახლა უკვე ჩემი მოდელი იყო. მის სიახლოვეს ჩემზე გავლენა არ უნდა მოედინა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცოდი ჩვენკენ მომართულ კამერებთან ერთად სანახაობას თვალს ათობით ადამიანი ადევნებდა.

მოქმედება მხოლოდ მძიმედ ამოსუნთქვის შემდეგ დავისყე.

ახალი ხედვის წყაროდ ქცეული ხელები რიუს კისრიდან, მის სახემდე ავიტანე. სტრუქტურის შესასწავლად სუნთქვა შეკრულმა თითები ჯერ მის შუბლს, შემდეგ კი საფეთქლებს გადავატარე და ყოყმანის შემდეგ მის თვალებთან შევჩერდი.

მისი გრძელი წამწამების ფახუნმა წამით დამაფრთხო კიდეც, მაგრამ დაკისრებული მისიის შესრულება მაინც გავაგრძელე და ჩემი თითები მისი დახუჭული თვალებიდან, სწორ ცხვირსა და ყვრიმალებზე ჩამოვაცურე.

თვალებზე გადაკრულ სიბნელეში, ჩემმა გონებამ, ხელით შესწავლილი გარეგნობის პაზლივით აწყობა დაიწყო.

მისი ყბის ხაზისა და ნიკაპის კარგად დაკვირვების შემდეგ ამჯერად ტუჩებზე გადავერთე და მუცელში აწრიალებული მწველი შეგრძნებების მიუხედავად, სავსე ტუჩებს თითები ისეთი სიფრთხილით გადავატარე, თითქოს ჩემი არასწორი ქმედება, რაიმე ზიანს მიაყენებდა.

ზედა ტუჩის ფორმის შესასწავლად ხელები ლოყებზე გაუბედავად დავაწყე და ცერა თითებით ტუჩის ყველაზე მაღალი წერტილიდან ორივე ბოლოსკენ გავუყევი.

მგრძნობიარე არეალზე უცხო შეხებამ რიუს სუნთქვა წამიერად დაუმძიმა და ყბები დაუჭიმა.

მისი რეაქციით ნასიამოვნებმა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ღიმილი მაინც ვერ დავმალე.

ამ გაურკვეველ ამაფორიაქებელ გრძნობებთან ერთად, მარტო არ ვიყავი და ამას ჩემ ხელებს მიღმა, დაჭიმული ყბის კუნთებიც მოწმობდა.

-უბრალოდ ძიება გააგრძელე გრეის._სუნთქვას მოწყვეტილმა სიტყვებმა სხეული ერთიანად ამიწრიალა, როდესაც მისმა მოულოდნელმა შეხებამ მაიძულა ფაფუკი ტუჩებიდან ხელები მის მკერდზე გადამეტანა.

სხეულზე არსებული სიმკვრივის უეცარმა ცვლილებამ სახე ამიჭარხლა.

ფერმკრთალი კანის ქვეშ, თაბაშირის ანტიკური სკულპტურასავით გამოყვანილი კუნთოვანი ქსოვილი უჩვეულოდ სასიამოვნო აღსაქმელი იყო.

რიუს სხეულზე მომართული ხელები მისი მკერდიდან მხრებზე გადავიტანე და თხელი კანის ქვეშ მკვრივი რელიეფების უკეთ აღსაქმელად მისი მკლავების დამასაჟება დავიწყე.

-ეცადე მალე დაასრულო გრეის._ყურთან მოსმენილმა მძიმე ჩურჩულმა წამით გამაქვავა.

დეტალების გარკვევას ისე გავერთე, ჩემ კისერთან დაფრქვეული მხურვალე ამონასუნთქვის არსებობა ვეღარც კი შემემჩნია.

-დაგბურძგლათ ბატონო რიუ?_ჩემ ხელებში ჩავარდნილი დანის სხეულის უეცარი რეაქცია, მაშინვე ვიგრძენი, როგორც კი ხელები მისი მკლავებიდან ისევ მკერდის დიდ კუნთებთან გადავიტანე და დიდი სიფაქიზით მუცლის სწორ კუნთოვან მასას ჩამოვუყევი.

ჩემ თითებს შორის ამოძრავებული კუნთოვანი ქსოვილი ძალიან ნაზად, ამოყვანილი ფიგურებით მიუყვებოდა კუთვნილ გზას და შარვლის შესაკავთან უჩინარდებოდა.

-სიცივის ბრალია._ცუდი მატყუარასავით გადმომჩურჩულა ბატონმა დანმა და დარწმუნებული ვარ თავს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, რომ კამერებს ხმის ჩაწერის უფლება არ მისცა.

-სულ ცოტა დარჩა ბატონო რიუ._მის გასამხნევებლად გადავჩურჩულე და თვალებ ახვეულმა ისე ავხედე, თითქოს მის დანახვას შევძლებდი.

მიღებული დუმილით დაკმაყოფილებულმა ამჯერად მისი ზურგის კუნთების შემოწყება დავიწყე.

განიერი ზურგის კუნთების წყალობით ჩემი ხელები მათ შესასწავლად საკმარისად გრძელი არ იყო.

მასთან ისედაც დარღვეული საზღვრების მტკიცედ გადაკვეთის შემდეგ, ორივე ჩვენგანის ერთდროული, მძიმე ამოსუნთქვა მაშინვე ვიგრძენი, როგორც კი მის ხერხემალთან თითების მისაწვდენად წინ ზედმეტად გადავიწიე და რიუს მკერდს პირდაპირ სახით ავეკარი.

-გრეის..._მისმა ჩუმმა ოხვრამ, ისედაც ცხელ კანთან შეხებით აწითლებული სახე მეტად ამიხურდა.

ეს ყველაფერი ზედმეტი იყო. რიუს შეხება მანეკენზე მუშაობას ნამდვილად არ გავდა. მის კანთან შეხებისას მხოლოდ მის აღნაგობას არ ვგრძნობდი.

არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელი იყო, მაგრამ თვალებ ახვეულს, ხელების წყალობით თითქოს მისი კარგად დამალული შიშებისა და განცდების ახსნა შემეძლო.

-დავასრულე._სუნთქვა შეკრულმა მხოლოდ მის გასაგონად ჩავიბუტბუტე და სახე მის სხეულს მაშინვე მოვაშორე.

-კარგი, გადაღებულია._ახალ სამყაროში მოხვედრილს, რეჟისორის მყიფე ხმამ თავი მაშინვე შემახსენა.

ჯერ ისევ უცხო შეგრძნებებში ჩაკარგულმა სახვევის მოსახსნელად ხელები ზლაზვნით წავიღე და მაშინვე შევჩერდი, როგორც კი ნაცნობმა თითებმა ჩემი საქმის გაკეთება თავად დაიწყეს.

ვალდებული არ იყო ასეთ პატარა დეტალში დამხმარებოდა, მაგრამ ამას გარკვეული მიზეზის გამო მაინც აკეთებდა.

მის სიახლოვეს ჩემი თითოეული ნერვული დაბოლოებით ვგრძნობდი და ვერ ვიგებდი ეს ყველაფერი აკრძალული ხილივით, ყველაზე მომხიბვლელი რატომ იყო.

ქსოვილის მოშვების თანავე თვალები გაუბედავად გავახილე და ჩემკენ მომართული რიუს, განსხვავებულად აკაშკაშებული ქარვისფერი თვალების დანახვისას წამით ისევ გავშეშდი.

რაღაც იცვლებოდა. რაღაც ისეთი, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად იწყებდა ზრდას და ჩვენ თან ჩაყოლებას.

არ ვიცი ამ შეგრძნებების მიზეზი წინა დღით მასთან კამათი იყო, თუ რაფაელის სიტყვები, მაგრამ ვგრძნობდი ამაყი ბიზნესმენის ცხოვრებაში ყოველი ახალი დღის შემდეგ, უფრო ღრმად ვეფლობოდი .

-ქალბატონო გრეის, რკინის კონსტრუქცია უკვე აგიწყეს. დღეს თუ მუშაობის დაწყების პროცესსაც გადავიღებთ დღევანდელ გეგმას წარმატებით დავასრულებთ. _ჩემთან მოსულმა რეჟისორმა ახალი მითითებები ისე გადმომცა, რიუსთან დაჭერილი პირველი თვალის კონტაქტი არ შემიწყვიტავს.

-ძმაო, გაიყინები ჩაიცვი და გრეისს ადგილი დაუთმე._რაფაელის ჩემ თვალთახედვის არეალში შემოჭრამ, რიუსთან ერთად მეც გამომარკვია.

უმცროსი ნახევარ ძმის ხელში მოქცეული ნაცრისფერი პერანგით რიუს სხეულის დაფარვამდე, წამით მაინც შევძელი მისი სხეულის ამჯერად თვალით შეთვალიერება და ღიმილი ვეღარ დავმალე, როდესაც გავიაზრე ჩემ ხელებს თითოეული მისი სხეულის დეტალი სრული სიზუსტით აღექვა.

-შემიძლია დღეს დავიწყო, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ რაიმე საინტერესოს გადაიღებთ.

მაშინღა ამოვილუღლუღე, როგორც კი რაფაელმა მაცდურად გაკრეჭვის შემდეგ ძმას ხელი მხარზე გადახვია და გადასაღებ მოედანს გაარიდა.

-ეს რა იყო ძამიკო, ნუთუ დაიანის შემდეგ შენში ქალების მოყვარულმა მამაკაცმა ისევ გაიღვიძა?_გავიგონე ძმის გასახალისებლად, როგორ გადასძახა რაფაელმა, რიუს და ხელი მხარზე დაუტყაპუნა.

-უკვე გითხარი რაფაელ, შეწყვიტე კუპიდონობა. _ძმის მცდელობით შეწუხებულმა რიუმ ხმამაღლა ამოიოხრა და შეუმჩნევლად ისევ ჩემკენ გამოიხედა.

კამერების წინ ამჯერად მარტოდ დარჩენილს მომიწია წინ დადგმული კონსტრუქციისთვის პლასტელინით ხორცი შემესხა. ამან კი იმაზე დიდი დრო წაიღო, ვიდრე ველოდი.

მატეოს სკოლიდან წამოყვანის დრო ახლოვდებოდა, გადამღები ჯგუფი კი ჩემ მარტო დატოვებას ჯერ კიდევ არ აპირებდა.

-ბატონებო, რიუ დანმა გადმომცა, რომ დღევანდელი დრო ამოიწურა. ქალბატონ გრეისს ნება მიეცით შვილთან წავიდეს, შემდეგ კი მუშაობა მშვიდად გააგრძელოს.

სახელოსნოში აფუსფუსებული გადამღები ჯგუფი რაფაელმა მალევე დააფრთხო და მათ შინ დაბრუნება აიძულა.

-წამოდი წაგიყვან. რიუმ მითხრა რომ უკვე აგვიანებ._ქურდულად გადმომჩურჩულა რაფაელმა და სახელოსნოდან იქამდე გამიძღვა, სანამ პერსონალი აბარგებას დაასრულებდა.

უმცროს დანთან მგზავრობა თავს უხერხულად მაგრძნობინებდა. რაფაელის სახეზე აკრული ღიმილი ყოველ ჯერზე მახსენებდა, რომ ცდილობდა ჩემსა და რიუს შორის რომანტიული გრძნობები გაეღვივებინა და ვინ იცის გადაღებების შემდეგ კიდევ რას ფიქრობდა.

სკოლის წინ დანის მანქანა ამჯერად დამალვის გარეშე გაჩერდა. იმაზე ორიენტირებულმა რომ მატეოსთან ვაგვიანებდი, სკოლის ეზოში მანქანიდან ჩქარა გადავინაცვლე და დაკარგული ბავშვივით ჩემ ძებნაზე ორიენტირებულ მატეოს ხელი დავუქნიე.

-გრეის, დაგაგვიანდა._მამამისივით დამტუქსა პატარა დანმა და გაღვივებული შიშის მიუხედავად ძლიერად ჩამეხუტა.

-მაპატიე ჩემო პატარა. გამოფენისთვის მამას სტუდიაში შევყოვნდი, მაგრამ გპირდები ასე აღარ განმეორდება.

თავი მაშინვე გავიმართლე და ხორბლისფერი თმა ბავშვს სასაცილოდ ავუჩეჩე.

-მამას გამოძერწვა უკვე დაიწყე?_ჩემი მიწოდებული ინფორმაციით აღფრთოვანებულ მატეოს ნაცრისფერი კაშკაშა თვალები გაუფართოვდა და ფართედ გამიღიმა.

-კი, მაგრამ ჯერ მხოლოდ პლასტელინის ერთი დიდი გროვაა. _ბავშვური სილაღით დავუბრუნე პასუხი პატარა მეგობარს და სკოლის შენობიდან კვლავ რაფაელის მანქანისკენ გავუძეხი.

-გრეის, შეიძლება მეცადინეობის შემდეგ მის გამოძერწვაში მეც დაგეხმარო? თან მამა თუ გაგაბრაზებს მოგეხმარები რომ დიდი ცხვირი გავუკეთოთ._მისი იდეით გახალისებულმა მატეომ დილით რიუსთან გაზიარებული უცნაური, ემოციური მომენტი სულ გადამავიწყა.

მომწონდა, როდესაც მატეოს სიტყვებსა თუ ქმედებებში მამასთან მიმართებაში მომატებულ გამბედაობას ვხედავდი.

-არ მგონია მამაშენმა გრეისი კიდევ გააბრაზოს, მაგრამ რას იტყვი გრძელ ცხვირს ჩემი გაბრაზებისთვის თუ გაუკეთებ?_მანქანიდან გადმოსული რაფაელის ჩვენ ბავშვურ დიალოგში უეცრად ჩართვამ გამაკვირვა.

ნამდვილად არ მეგონა, თუ უდარდელი რაფაელი მატეოსთან ზედმეტი ძალდატანების გარეშე მეგობრულ დამოკიდებულებას გამოავლენდა.

-ბიძია!_რაფაელის დანახვით გახარებულმა მატეომ მაშინვე წამოიძახა და მომღიმარ ბიძას ჭაობის ბაყაყივით მიახტა.

მატეოსთან ერთად რაფაელი ბოლოს მაშინ ვნახე, როდესაც ჩემთან მის ჩუმად წასაყვანად მომაკითხა. მაშინდელი მატეოს რეაქციებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მეგონა თუ ბიძასთან ისეთი დამოკიდებულება ექნებოდა, როგორსაც ახლა ვხედავდი.

-ონავარო, გრეისის გამოჩენის შემდეგ სულ გადამივიწყე არა?_ბავშვის დასატუქსად მხიარულ მოზარდად ქცეულმა რაფაელმა ტუჩი წინ გადმოაგდო და მატეო მანქანაში დრამატულად ჩასვა.

-არ გეწყინოს ბიძია, ისევ მიყვარხარ._საჭესთან დაბრუნებულ რაფაელს, უკან ამომდგარი ახითხითებული მატეოს ხელები კისერზე გველივით მოეხვია და უნებურად გააღიმა.

-მაგრამ გრეისი მეტად მიყვარს._ბოლოს დაამატა გაეშმაკებულმა მატეომ და ამჯერად ჩემ გვერდით დაბრუნდა.

მათი უდარდელი და ბედნიერი შეხვედრით გაოცებული დავრჩი.

რაფაელთან ჩემი კამათი ძირითადად იმას ეხებოდა, რომ მატეოს მსგავსი ცხოვრების გამოვლის შემდეგ არ ეხმარებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი.

ბიძასთან მატეოს, რიუზე ბევრად უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა.

გადამღები ჯგუფის წასვლამდე, დროის გასაყვანად რაფაელის წყალობით მატეოსთან და მასთან ერთად ვახშმობა, სწრაფი კვების ობიექტში საოჯახო მენიუში შემავალი ბურგერითა და სალათით მოგვიწია.

შინ დაბრუნებისას დაღლილმა მატეომ მანქანა ზედმეტი ლოდინი გარეშე დატოვა და ჩემ კართან ნამდვილი ჯელტმენივით მოირბინა.

-გაოცებული ხარ გრეის. აბა, ბოდიშს არ მომიხდი? შეიძლება მის სინათლეზე გამოსაზვლელად არაფერს ვაკეთებ, მაგრამ როგორც ხედავ მატეოსთვის იმაზე კარგი ბიძა ვარ ვიდრე გეგონა._მთელი საღამოს ნაგროვები ემოციები წამიერად ამოანთხია რაფაელმა და მატეოს ჩემი კარის გამოღების თანავე ღიმილით გახედა.

-წამოდი გრეის, სამეცადინო მაქვს, თან მინდა დაძინებამდე ვნახო, როგორ ძერწავ._ხელზე მოჭიდებულმა მატეომ ჩემი მანქანიდან გადმოყვანა მთელი მისი ძალებით სცადა და რაფაელისთვის პასუხის დასაბრუნებელი დრო აღარ დამიტოვა.

-ჩემ დილით ნათქვამზე იფიქრე გრეის. ახლა ნამდვილად იცი კუპიდონობა ვისთვის გადავწყვიტე.

მანქანის კარის მიხურვამდე მომაძახა რაფაელმა და ისე წავიდა, ჩემი რეაქციისთვის თვალი წამითაც არ შეუვლია.

მატეოსთვის ისედაც ჩემ მაქსიმუმს ვაკეთებდი. არ მესმოდა რიუს შეყვარება რას შეცვლიდა? მატეოს საკუთარ შვილად რიუსთან ურთიერთობის გარეშეც ვთვლიდი.

Pokračovat ve čtení

Mohlo by se ti líbit

427K 12.8K 37
The Sokolov brothers are everything most girls want. Intimidating, tall, broody, they are everything to lust after. Not that they... particularly car...
1.6M 120K 44
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
1.5M 136K 46
✫ 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐎𝐧𝐞 𝐈𝐧 𝐑𝐚𝐭𝐡𝐨𝐫𝐞 𝐆𝐞𝐧'𝐬 𝐋𝐨𝐯𝐞 𝐒𝐚𝐠𝐚 𝐒𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 ⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎ She is shy He is outspoken She is clumsy He is graceful...
296K 17.2K 18
"ဘေးခြံကလာပြောတယ် ငလျှင်လှုပ်သွားလို့တဲ့.... မဟုတ်ရပါဘူးဗျာ...... ကျွန်တော် နှလုံးသားက သူ့နာမည်လေးကြွေကျတာပါ.... ကျွန်တော်ရင်ခုန်သံတွေက...