შეინახე დანის საიდუმლო

De Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... Mai multe

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 22

88 10 65
De Emolass99

-ბატონო რიუ თქვენ სახელოსნოში მუშაობა? ნამდვილად გინდათ რომ ჩვენზე ჭორები აგორდეს? ჯერ არაფერი ხდება და ჩვენი ფოტოების გამოსყიდვა უკვე დაგჭირდათ, რა იქნება თქვენ სახლთან რომ დამაფიქსირონ? დედაჩემი ნამდვილად მოკვდება, ტელევიზიით რომ გაიგოს თქვენთან აგორებული ახალი ჭორის შესახებ.

თათბირის შემდეგ ნაგროვები პანიკის რიუსთან ამონთხევა, გრძელი დღის რუტინულად გავლის და მატეოს დაძინების შემდეგ საბოლოოდ შევძელი.

უკვე ჩვევად ქცეული ღამის საუბრების მთავარი ობიექტი ამჯერად მე უნდა ვყოფილიყავი.

ბატონი დანის სახლში მოყვანილი გადამღები ჯგუფი მატეოსთვის და ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი შეეძლო ამდენი ხნის ნანახი საიდუმლოს გათქმა, მაგრამ რატომღაც მისაღებ ოთახში ვისკის ჭიქით ხელში მჯდომი რიუსთვის ეს საფრხეს არ წარმოადგენდა.

-ჯერ?_ჩემი მონოლოგიდან ამოღებული ერთადერთი სიტყვით დაინტერესებულმა უცნაური მზერით წარბის შეუხრელად ამომხედა და ჭიქიდან სასმელი მოსვა.

შიშისგან ატეხილი პანიკისას წამოროშილი ერთი სიტყვა რიუსთვის ახალ სათამაშოდ ისე ვაქციე თავადაც ვერ გავიაზრე.

მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდა ამ სიტყვისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა არ მიმინიჭებია, ჩემი ყურადღების გადატანას ამით მაინც ცდილობდა.

-იცი რასაც ვგულისხმობ!_მისი სიმშვიდითა და ცბიერებით გაბრაზებულმა მტკიცედ განვუცხადე და ჩემი ქმედებით ნათლად მივანიშნე, რომ ამ თემაზე სერიოზულად საუბარი მჭირდებოდა.

- უბრალოდ დამშვიდდი გრეის და მომენდე. აბა რა გინდოდა მეთქვა?
ვილიამსბურგში ფარეხში მიტოვებულ სახელოსნოში გამეგზავნე? თავად ამბობდი რომ მუშაობა დროში გაწელილი პროცესი იყო. არც მე და არც შენ არ შეგვეძლო ამხელა გზაზე საათობით გვევლო და ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობები გვერდით გადაგვედო. მატეოს მთელი დღით მარტო დატოვებდი? ჩემი სახელოსნოს იდეა ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იყო. გადამღები ჯგუფი მატეოს არყოფნის პერიოდში გადაიღებს, შენ კი მუშაობას ღამითაც გააგრძელებ. ვერავინ იტყვის, რომ ერთმანეთს საიდუმლოდ ვხვდებით, რადგან ყველას ეცოდინება რომ ჩვენ შორის მხოლოდ თანამშრომლობაა. ასე ვერც ჩემი საიდუმლო ფოტოგრაფის ფოტოებს ექნება აზრი.

მისი ჩანაფიქრის საბოლოოდ გაზიარებამ დამაშვიდა. რიუს ნებისმიერი ჩანაფიქრი ლოგიკური და კარგად გათვლილი იყო, მაგრამ მატეო ისევ ავიწყდებოდა. რიუს სახლზე მომართული ყურადღების შემდეგ მატეო რომ შეენიშნათ? იმ კაცის პირად სივრცეში, რომელიც სკანდალებში არასდროს ეხვეოდა, უცნობი ბავშვი ნამდვილად კითხვებს გააჩენდა.

-მატეოზე რა იქნება?_ამჯერად დამშვიდებულმა ვიკითხე და მის წინ ჩამოვჯექი.

-ცოტახნით სახლში ეზოს უკანა მხრიდან შემოსვლა მოგიწევთ. _მხრების ჩეჩვით წამოიძახა და ფეხზე ამჯერად თვითონ წამოდგა.

მიუხედავად იმისა რომ გამოსავალი უკვე ნაპოვნი ჰქონდა მისი ტვინი, რაღაცაზე ფიქრს ჯერ მაინც ვერ წყვეტდა.

-რაზე ფიქრობ?

დაცლილი ჭიქის ამოსარეცხად სამზარეულოში მიმავალ რიუს უკან ცნობისმოყვარე დეტექტივივით ავედევნე და მისი გამოტეხვა უიმედოდ ვცადე.

-ხვალისთვის უნდა მოვემზადოთ. მასალის საყიდლად ხელფასს წინასწარ ჩაგირიცხავ. ხვალ გადამღები ჯგუფის მოსვლამდე უკვე ყველაფერი მზად უნდა იყო.

ჭიქის რეცხვაში გართულმა ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკა და ჭიქა მის ადგილს დაუბრუნა.

გამოფენაზე მონაწილეობაში ხელფასს მიხდიდა? მსგავსი რამ აქამდე, რომ გამეგო ამდენ წლიან შესვენებას ნამდვილად არ ავიღებდი.

-გამოფენისთვის ხელფასს მივიღებ?_ჩემი ფიქრების გადასამოწმებლად ვიკითხე და ჯერ კიდევ გაოცებულმა წარბები მაღლა ავწიე.

ჩემი პირველი ჩაშლილი გამოფენისთვის კოლექციის ღირებულების ნახევრის გადახდა მომიწია, ახლა კი ანაზღაურებას აქეთ ვიღებდი.

-გამოფენა? სადმე გაგიგია, რომ უცნობ ხელოვანებს მათი ნამუშევრებისთვის ფულს უხდიდნენ? _ჩემი შეკითხვით გახალისებულმა იკითხა და მთელი სხეულით ჩემკენ მობრუნდა.

-ხელფასს მატეოს ძიძობისთვის გიხდი._მაშინვე დასერიოზულდა რიუ, როგორც კი შენიშნა ჩემთვის მოსაცემი ფულის მიზეზს ვერ ვხვდებოდი.

-მატეოს მოვლაში ფულს არ ვიღებდი._მისი ახსნით გაოცებულმა წარბები ზემოთ ავზიდე.

მატეოს ძიძობაში ფულის აღება არც კი მიფიქრია და ეს ჩემთან საუბრის შემდეგ რიუს ისედაც უნდა სცოდნოდა.

-კონტრაქტი ბოლომდე არ წაიკითხე? ყოველთვიური ანაზღაურებით აგიყვანე და თვის ბოლოს ორი ათასის მოცემას ვაპირებდი.

დასახელებული თანხით გაოცებულს თვალები ლამის შუბლზე ამივიდა. ნათანის ხელფასი და რიუს ქეითთან დახმარება ჩემთვის საკმარისი იყო. ამხელა თანხის მიღება რაში მჭირდებოდა?

-მთელი კვირა იმუშავე გრეის. მთელი კვირა და ერთხელაც არ გიფიქრია, რომ სხვისი შვილის მოვლაში ფულს არ გადაგიხდიდი?_ჩემი საქციელით გაოცებულმა ისე შეიცხადა, თითქოს რაღაც არა ამქვეყნიური ჩამედინა.

-თქვენი გაცნობის დღიდან იმას ვამტკიცებ, რომ მატეო ჩემთვის ფულის საშოვნელი აპარატი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს....

-რანაირი ადამიანი ხარ გრეის? მატეო შენთვის არც ნათესავი და არც ნამდვილი შვილია. როგორ შეგიძლია მასზე გეზრუნა და სასყიდელის მიღებაზე არ გეფიქრა?_რიუ დანს აქამდე, ჩემზე რაც არ უნდა ეფიქრა, ამჯერად დარწმუნებული ვიყავი საბოლოოდ იაზრებდა, რომ მის გარშემო მყოფ ფულის მოყვარულ ადამიანებს ნამდვილად არ ვგავდი და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებდა.

-მატეო მართლა მიყვარს რიუ. მისი შეხვედრის დღიდან მასთან უცნაურ კავშირს ვგრძნობ. ვიცი მასთან ბიოლოგიურად არაფერი მაკავშირებს, მაგრამ ნამდვილად საკუთარი შვილივით მიყვარს. ის ჩემ ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა და ამიტომ მინდა მის ბედნიერებაში წვლილი მეც შევიტანო.

ჩემი ახსნა განმარტების მოსმენა, რიუსთვის ასეთი გულწრფელი მოსასმენი პირველად იყო. მატეოსადმი გადმოცემულ ჩემ გრძნობებში ეჭვი აღარ ეპარებოდა და ამას მის თვალებში, რაღაც ამოუცნობთან ერთად ვხედავდი.

ბატონი დანი ჩემგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით მოშორებით იდგა. ამოუცნობი მიზეზით დანაღვლიანებული თვალები ჩემკენ მოეპყრო და რაღაც ახალზე ფიქრობდა.

-რაზე ფიქრობ?_მისი საფიქრალის ამოცნობით დაღლილმა რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ისევ ვკითხე და ჩემი მხარდაჭერის ნიშნად, მაგიდაზე დადებულ მის ხელს ჩემი დავადე.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დანთან უკვე ერთი კვირა ვცხოვრობდი, ჩვენ შორის ფიზიკური კავშირი ის იშვიათი რამ იყო, რასაც შეხვდებოდი.

სწორედ ამიტომ გამოარკვია ჩემმა მოულოდნელმა შეხებამ ჩაფიქრებული დანი და ამოუცნობი თვალებით ჩემში რაღაცის ძებნა დაიწყო.

-ჩემი სახელოსნო შენთვის ჯერ კიდევ არ მინახებია._მოულოდნელად წამოიძახა რიუ დანმა და წამიერად ჩამოწეული ხელი ისევ მისაში, ზედმეტი ფიქრის გარეშე მოიქცია.

უზარმაზარი სახლის უკანა გასასვლელისკენ ის კაცი მიმიძღვოდა, რომელზეც მთელი ჩემი შთაბეჭდილებები ქარბორბალასავით ქაოსურად იცვლებოდა.

სამი კვირის წინ მის ნახვას არც კი ვფიქრობდი. მეგონა კომპანია დანის გადამრჩენელი სამუდამოდ ჩემი სამაგალიტო ადამიანი იქნებოდა, მაგრამ ეს შთაბეჭდილებები მატეოს გამოჩენამ ერთიანად დამაკარგინა.

იდეალური არ იყო. ყველაზე დიდ და მიუტებვებელ შეცდომებს უშვებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველასგან მალულად, საიდუმლო შეცდომების გამოსწორებას მაინც ჯიუტად ცდილობდა.

სახლიდან გამოსვლისა და მოზრდილ შენობასთან ჩემი პატარა ბავშვივით მიყვანის შემდეგ, რიუმ გაუბედავად გამომხედა.

თითქოს ჩემგან მიღებული გვერდში დგომის მიუხედავად, მაინც მერყეობდა ყველასთვის დახურული კარი პირველად ჩემთვის გაეღო.

-კარგი._სუნთქვა შეკრულმა რიუმ ყოყმანის შემდეგ, ეჭვები გონებიდან საბოლოოდ ამოიგდო და ხის მაღალი კარები საკეტის გახსნის შემდეგ ხმაურიანად შეაღო.

ზეთის საღებავების სურნელმა თითქოს წლობით ლოდინის შემდეგ, თავისუფლებისთვის საბოლოოდ გაიბრძოლა და დამსახურებული თავისუფლება იგემა.

თეთრად შეღებილი მაღალი კედლების წყალობით, შუაღამით მთვარის შუქზეც კი შევნიშნე როგორ აკიაფდნენ კედელზე აკრული ძველი ნახატები.

ეს ადგილი ბნელ ზღაპარს გავდა.
ერთიანად სიმშვიდითა და უეცარი სევდით გავსებდა.

სახელოსნოში შესვლის თანავე რიუმ სინათლის ანთებით წლობით დატოვებული სიბნელე დათრგუნა და შენობაში შემოსვლა მარტივი ჟესტით მანიშნა.

მოზრდილ ოთახში შესულს ამჯერად საღებავებთან ერთად, უჩვეულოდ ნაცნობი სურნელი შემომეგება.

ამ ერთი შეხედვით შეუმჩნეველ სურნელს ყველაზე მეტად ვაფასებდი და მიყვარდა.

ოთახის მოთვალიერებისა და კედელზე აყუდებული დიდი ტილოების დანახვის შემდეგ, თვალში არც მეტი, არც ნაკლები პატარა ზომის თაბაშირის ფიგურები მომხვდა.

ჭერზე გაჭრილი ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი, ყველაზე ბნელ კუთხეში მოქცეულ ფიგურებს უჩვეულო ტონებში ღებავდა და ზღაპრულ სანახაობად აქცევდა.

რიუც მოქანდაკე იყო?

მოულოდნელი სანახაობით გაოცებულმა, ერთ ადგილზე ჩამომდგარ, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილ ბიზნესმენს გავხედე და თავი უცნაურად ვიგრძენი, როდესაც მის სევდის დასამალად დახრილ სახეს შევხედე.

-არ ვიცოდი, რომ სკულპტურების გაკეთება იცოდი._მის ასალაპარაკებლად ჩავიბუტბუტე და ფიგურების უკეთ შესათვალიერებლად მათ წინ დავიხარე.

-ისინი დაიანის ნამუშევრებია._გულ მოწურულმა მძიმედ ამოიბუტბუტა და მის ნახატებს ისე გახედა, თითქოს აქაურობა მისთვის, რაღაც სახელოსნოზე მეტი ყოფილიყო.

მატეოს დედაც ჩემნაირი იყო?

მიღებული ინფორმაცია ის უკანასკნელი იყო, რის მოსმენასაც ველოდი.

რიუს ცხოვრებაში არსებული მთავარი ადამიანი ჩემ მსგავსად მოქანდაკე იყო. ვინ იცის აქ რიუსთან ერთად რამდენჯერ იქნებოდა ნამყოფი და რამდენ მოგონებას იტევდა ეს კედლები.

-აქ იმ ნამუშევრების შეგროვება გვინდოდა, რომლებსაც ჩვენ გალერეაში გამოვფენდით. გვინდოდა ჩემი ნახატებითა და მისი მინიმალისტური ფიგურებით მსოფლიოს ყველა გალერეა მოგვევლო, მაგრამ შემდეგ მატეო გაჩნდა, მან კი დაიანი ჩაანაცვლა. ჩვენი მომავლის გეგმები აქ დაიბადა და აქვე დასამარდა. _სინანულითა და სევდით ავსებულმა სახელოსნოს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, თეთრი კედლებისა და მიმოფანტული ნამუშევრების ნაცვლად იმ მოგონებებს დაუწყო ცქერა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ უშვებდა.

არ შემეძლო.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად მომწონდა ეს სივრცე.

აქაურობა რიუსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ემოციური კვანძი იყო, ამიტომ არ შემეძლო ეს სივრცე მისთვის წამერთმია და ჩემი წინსვლების საწყისად მექცია.

-არ შემიძლია._მისი ემოციებით გულდამძიმებულმა საბოლოოდ ამოვიოხრე და რიუს პირისპირ დავუდექი.

-თქვენ გუნდს უთხარით, რომ ამ პერფორმანსზე უარს ვამბობ.

ჩემკენ მოპყრობილ დანაღვლიანებულ თვალებს ახალი გადაწყვეტილება მაშინვე ვამცნე და შენობის დასატოვებლად დავიძარი, როდესაც მისი ხელი მაჯაში დაუყოვნებლივ ჩამავლო და წასვლის საშუალება აღარ მომცა.

-ეს არ გააკეთო გრეის. _მშვიდად მომმართა რიუმ და ისევ მის წინ დამიყენა.

შეიძლება აქ მატეოს გამო ვიყავი, მაგრამ მაინც არ მინდოდა მისთვის მნიშვნელოვანი ემოციური ადგილი ჩემად მექცია.

მე მისთვის არავინ ვიყავი. როგორც უცნობ ადამიანს, არ შემეძლო ჩემი ოცნებები მათ ნაადრევად შეწყვეტილ ფესვებზე ამეშენებინა.

-რიუ, ეს შენთვის ემოციური ადგილია. მისი დაკარგვის შემდეგ აქ რამდენჯერ იყავი? არ მინდა აქაურობამ ჩემ გამო მისი დანიშნულება დაკარგოს.

ვცადე მისთვის ჩემი დამოკიდებულება გულწრფელად ამეხსნა.

რადგან ეს ის ადგილი იყო, სადაც რიუმ ნებით მის ტრაგიკულ ისტორიაზე პირველად მიამბო, მზად ვიყავი მეც გულწრფელობით მეპასუხა.

-გრეის, მნიშვნელობა არ აქვს მე და დაიანს აქაურობასთან რა გვაკავშირებს. ეს სახელოსნო წარმატებების მოსატანად ავაშენეთ, შეიძლება დაიანს არ გაუმართლა, მაგრამ ნება მიეცი ოცნებები შენ მაინც აგისრულოს.

მისმა გულწრფელმა სიტყვებმა უეცრად უსიამოვნო შეგრძნებებითა და ეჭვებით ამავსო.

ჩემი სახით დაიანის აუხდენელი ოცნებების ასრულება უნდოდა? ნუთუ გამოფენაში მონაწილეობის მიღება ამიტომ შემომთავაზა?
ჩემ ნამუშევრებზე დადებითი რეაქცია ნამდვილად მათ ვიზუალს მოეხდინა, თუ ამან მის თვალში დაიანთან დამაკავშირა?

გონებაში ერთდროულად დატრიალებულმა შემაწუხებელმა აზრებმა ასე პირველად დამანაღვლიანა.

მთელი მისი ეჭვიანობები ნათანთან და უჩვეულოდ მშვიდი საუბრები ჩემთან სწორედ ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ დაიწყო.

ჩემში მის დაიანს ხედავდა?

-რატომ მეხმარებით ბატონი რიუ?_გულდაწყვეტილმა რიუს მისი დახმარების ნამდვილი მიზეზი გაუბედავად ვკითხე და თვალი დიდი ძალისხმევის შემდეგ გავუსწორე.

საკუთარი ქმედებები და გრძნობები თავადვე მაოცებდა. ვერ გამეგო ამ ფიქრებს ასე, რატომ დავესევდიანებინე, როდესაც შემეძლო ეს ყველაფერი უპრობლემოდ ჩემ სასიკეთოდ გამომეყენებინა.

-ამას ასე რატომ მეკითხები გრეის? შენი ნამუშევრები...

-მე დაიანი არ ვარ ბატონო რიუ. გრეისი ვარ. ქალი, რომელსაც წარმატების მიღწევა საკუთარი შესაძლებლობებით უნდა. ვიცი დაიანი თქვენთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ სამწუხაროდ მე ის არ ვარ. შეიძლება გითხარით რომ მატეო ჩემთვის შვილივითაა, რომ ჩემი ნამუშევრების დღის სინათლეზე გატანა მინდა, მაგრამ მე დაიანი არ ვარ ბატონო დან. გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემში მისი დანახვა. ეს არ მომწონს. მირჩევნია ისევ ჩემ ხელმოცარულ და ერთფეროვან ცხოვრებას დავუბრუნდე, ვიდრე ვიცოდე ჩემში მისი ოცნებების ახდენის ახალ შანსს ხედავთ.

გულნატკენმა და შეურაცხყოფილმა მთელი ჩემი ნაფიქრალი რიუს წინ ამოვალაგე და მისგან გაქცევა კიდევ ერთხელ უიმედოდ ვცადე.

-გრეის..._ტყუილში გამოჭერილი ბავშვივით ამოიბუტბუტა რიუმ და მაჯაზე ხელი კიდევ ერთხელ მომიჭირა.

-გადამღებ ჯგუფს უთხარით რომ არ მოვიდნენ. იმ მნახველთა რაოდენობაც დამაკმაყოფილებს, რომლებიც პერფორმანსის ნახვის გარეშე დაინტერესდებიან ჩემი ნამუშევრებით.

-ასეთი რატომ ხარ გრეის? მსგავსი შესაძლებლობა სხვისთვის, რომ მიმეცა უარს წამითაც არ იტყოდა. რატომ არ შეგიძლია ჩემი დახმარება უბრალოდ მიიღო?_ჩემი უარით გულდაწყვეტილმა იკითხა.

-იმიტომ რომ ამით მე არ მეხმარებით ბატონო რიუ. მესმის მატეოს დედა არ ახსოვს და მე მარტივად ამიტომ მიმიღო, მაგრამ თქვენც უნდა სცადოთ ჩემში ყოფილი საყვარელი ქალის ნაცვლად ის გრეისი დაინახოთ, რომელსაც თქვენი დახმარება უნდა.

გულიდან წამოსული სიტყვებისა და ხელის გათავისუფლების შემდეგ კარისკენ უკან მოუხედავად წავედი, როდესაც მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შემაჩერა.

-შეიძლება ბევრ რამეში მას მახსენებდე, მაგრამ შენი ნამუშევრები ნამდვილად მომეწონა გრეის. ისინი დაიანის ნამუშევრებს არ გვანან. მათში ჩატეული გრძნობები დღის სინათლეზე გამოსვლას ნამდვილად იმსახურებენ, ამიტომ გთხოვ უარს ნუ იტყვი. გინდა შენში გრეის ჰარპერის გარდა არავინ დავინახო? მაშინ ყველაფერი გააკეთე რომ შენი ნამუშევრების საშუალებით ეს უკეთესად შევძლო.

Continuă lectura

O să-ți placă și

3M 115K 32
"Stop trying to act like my fiancée because I don't give a damn about you!" His words echoed through the room breaking my remaining hopes - Alizeh (...
1.7M 126K 45
"Why the fuck you let him touch you!!!"he growled while punching the wall behind me 'I am so scared right now what if he hit me like my father did to...
4.7M 299K 108
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
757K 39.9K 21
This book is about the two daughters-in-law of Rajputs who have gotten married to the two Rajput siblings and are best friends as well even before be...