შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.6K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 18

86 9 67
By Emolass99

-რიუ, აქ რას აკეთებ?_მისი არასწორ ადგილზე დანახვით გაოცებულმა რიუს მაშინვე შევუბღვირე, როგორც კი უეცარი სტუმრის გასამასპინძლებლად დედა სამზარეულოში გაიქცა.

-ბატონო რიუ, გრეის. ბატონი რიუ. ჯერ შეაღამე არ დამდგარა._თავდაჯერებულმა  დანმა ყველასგან შეუმჩნევლად ყურში გადმომჩურჩულა, მაცდურად გამიღიმა და გვერდი ისე გამიარა თითქოს ჩემი იქ ყოფნა არც შეემჩნია.

-თქვენ ალბათ ქეითი ხართ არა?_მისმა მოურიდებელმა შეკითხვამ სხეული დამიძაბა.

იმ ტყუილების სიაზე არ მომიყოლია, რომელიც მასთან საქმის დაჭერის შემდეგ ვთქვი.

ერთ ზედმეტ გაუაზრებელ სიტყვასაც კი შეეძლო დედის ან დის გულის გაჩერება.

-ქეითისთვის უცხო ადამიანებთან კონტაქტი სასარგებლო არ არის ბატონო რიუ._ქეითის რიუსგან დასაშორებლად, დის ეტლს უკითხავად დავწვდი და რიუსთან დისტანციის გასაზრდელად უკან გავაგორე.

ჩემი მყისიერი რეაქციით დაბნეულმა რიუმ და გაოცებულმა დამ ერთდროულად გამომხედეს, მაგრამ საჭირო დრო მაინც მოვძებნე, რომ რიუსთვის ჩუმად ყოფნა მეთხოვა.

-გრეის რას აკეთებ?-ჩემი ქმედებით შერცხვენილმა ქეითმა პატარა ბავშვივით დამტუქსა და რიუს ხელი ჩემი წინააღდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოართვა.

-ცუდად არ გამიგოთ ბატონო რიუ.  ჩემი მეგობრის დახმარებით ქეითი ახალ თერაპიებს მომდევნო კვირიდან იწყებს. ექიმმა კი გამაფრთხილა მისი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო.

მისთვის მინიშნებებით სიტუაციის ახსნის შემდეგ, რიუს წარბები მუდარის ნიშნად საწყლად ავუწიე, მაგრამ მისი დამშვიდების ნაცვლად კმაყოფილი ღიმილი მივიღე.

-საინტერესოა. თქვენ მეგობარს რა ჰქვია ქალბატონო გრეის? დარწმუნებული ხართ რომ სანდო ექიმს იცნობს? თავის ქება არ მინდა, მაგრამ ჩემი კომპანია უკვე დიდი ხანია ქველმოქმედებას ეწევა და უიმედო პაციენტებს ახალ იმედებს აძლევს. დარწმუნებული ხართ რომ თქვენმა მეგობარმა სანდო ექიმთან მიგიყვანათ? შემიძლია თქვენი შემოწმება ჩემ ნაცნობ ნეიროქირურგს ვთხოვო. ახალი მეთოდების წყალობით უამრავ ადამიანს ხელახლა გავლის საშუალება მისცა._ჩემ გასაღიზიანებლად წამოწყებულმა თამაშმა მოსვენება დამიკარგა.

თამაშს არასწორ ადგილზე იწყებდა. მის ერთ შეცდომასაც კი შეეძლო ჩემი პირამიდასავით აწყობილი ტყუილები მიწასთან გაესწორებინა და ნერვიულობით მათი ჯანმრთელობა დაეზიანებინა.

-გასაოცარია. ჩემი ახალი ექიმი გრეისის მეგობარმაც ზუსტად ასე აღწერა. როგორი სასაცილო იქნება, რომ აღმოჩნდეს ბატონი დეივი სწორედ ის ადამანია, რომელზეც ორივენი ვსაუბრობთ._რიუსთან საუბარში ჩართულმა ქეითმა უდარდელად წარმოთქვა და ჩუმად ჩაიხითხითა.

მაინტერესებდა მაშინაც თუ გაეცინებოდა, რომ გაეგო დეივი კი არა, ჩემი მისტიური მეგობარიც თავად რიუ იყო.

-მგონი ნამდვილად ასეა ქეით. ჩემ ნაცნობ ექიმს დეივ მონდგომერი ჰქვია და რაღაც მკარნახობს რომ თქვენი ნეიროქირურგის გვარიც სწორედ იგივეა._თავდაჯერებულმა რიუმ სახეზე აკრული კმაყოფილი ღიმილით კიდევ ერთხელ გამომხედა და მისი უპირატესობები მარტივად დამანახა.

-საოცარი დამთხვევაა არა დედა?_მისაღებ ოთახში, სახლში დამზადებული ლიმონათით ხელში შემომავალ დედას აღფრთოვანებულმა ქეითმა ღიმილით ჰკითხა და მისი ჭიქა მაშინვე გამოართვა.

-სათანადოდ ვერ დაგხვდით ბატონო რიუ. ამისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეიძლება ვიკითხო  თქვენნაირ წარმატებულ ადამიანს ჩვენთან რა უნდა?_დაინტერესებულმა დედამ ქეითის გვერდით ჩამოჯდომის შემდეგ იკითხა და თვალი ჩემკენ ისე გამოაპარა, თითქოს სიმართლე უკვე იცოდა.

-მომიტევეთ ქალბატონო მეი. თქვენმა დახვედრამ ჩემი მოსვლის მიზეზი სულ გადამავიწყა. აქ გრეისთან მოვედი._აუღელვებად, ყოყმანის გარეშე დააკმაყოფილმა რიუმ დედის ინტერესები და ჩემი სხეული უსიამოვნო სიმხურვალით კიდევ აავსო.

ამჯერად რის მიღწევას ცდილობდა?

-გრეისთან მოხვედით? თქვენ ორნი ხომ არ...

-არა, არა. არასწორად გამიგეთ ქალბატონო ჰარპერ. აქ მხოლოდ სამსახურის გამო ვარ. გადავწყვიტე დანის კომპანიის გარდა ახალი მიმართულება ავიღო. გალერეას ვხსნი, რომელიც ბევრ ახალ ხელოვანს ადგილის დამკვიდრებაში მოეხმარება.  გრეისზე ერთი ჩემი ნაცნობისგან გავიგე. მას პირველ გამოფენაზე მონაწილეობის მიღება ვთხოვე, მან კი აქ მისი ნამუშევრების დასათვალიერებლად დამიბარა._მაშინვე სწრაფად ახსნა რიუმ, როგორც კი გაიაზრა დედაჩემის გონებამ სიტუაცია სრულიად სხვა რელსებზე შესვა.

-გამოფენაზე დათანხმდი გრეის?_ახალი ინფორმაციით გახარებულმა ქეითმა ემოციების დამალვა ვერ შეძლო.

ჩემი საბოლოო წარმატებით აღტაცებულმა ხელები წელზე ძლიერად მომხვია და შვებისგან ამოისუნთქა.

-ვერ წარმოიდგენ ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის გრეის. ჩემი ავარიის შემდეგ მხოლოდ ის მადარდებდა, რომ ჩემზე გადმორთული შენი ოცნებისთვის ბრძოლას იმ დროს აღარ უთმობდი, რაც საჭირო იყო. ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ ჩემმა შემთხვევამ შენში დანაშაულის შეგრძნება გამოიწვია. შენი მჯერა გრეის. დარწმუნებული ვარ, ეს გამოფენა მხოლოდ შენი წარმატებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია. ამიტომ მას ისე მიჰყევი, როგორც ბავშვობაში და დამპირდი, რომ უფროს დაზე ფიქრის გამო უკან აღარ დაიხევ.

მისმა ემოციურმა საუბარმა ნაწილებად დამშალა. ჩემი ემოციების დამალვა, როგორც არ უნდა მეცადა, ის მაინც ამჩნევდა. ჩემზე. მაინც ღელავდა და ჩემ წარუმატებლობაში თავს იდანაშაულებდა.

-ქეით..._მისი ემოციებით გულდამძიმებულმა მხოლოდ დის სახელის თქმა შევძელი.

ამდენი განსაცდელის შემდეგ, ის ისევ ის ქეითი იყო, რომელიც უმცროს დაზე ყველაფრის ფასად ზრუნავდა.

-კარგი. ბატონი რიუ იცდის. დარწმუნებული ვარ ის აქ ჩვენი ცრემლების სანახავად არ მოსულა. მიდი გრეის. ბატონ რიუს გაუძეხი და ანახე, რამენად დიდი ვარსკვლავი აღმოაჩინა.

ამაყად განმიცხადა ქეითმა და წინ, მოქმედებისკენ მიბიძგა.

ქეითის საუბრის მოსმენის თანავე, ამ დროის მანძილზე გაჩუმებული რიუ ფეხზე წამოდგა და ჩაფიქრებული წამით ინტერესით მომაშტერდა.

-გამომყევით ბატონო რიუ_გამოსაფხიზლებლად დინჯად მივმართე და გეზი წლების მანძილზე დახურული ფარეხისკენ ავიღე, მაგრამ კარზე ზარის ხმამ ორივე შეგვაჩერა.

-ნათან? დღეს ნამდვილად დალოცვილი დღე გვაქვს._დედის პირიდან ნაცნობი სახელის მოსმენის თანავე რიუს დაეჭვებულმა გავხედე.

თუ ერთად მოდიოდნენ, ბატონი დანი აქ ნაადრევად რას აკეთებდა?

-მითხრა რომ საქმე ჰქონდა და ჩემ მერე მოვიდოდა._ჩემი კითხვის მოსმენამდე ამიხსნა რიუმ და ჩვენკენ მომავალ ნათანს მაშინვე მიუბრუნდა.

-ხომ არ დავიგვიანე?_ჩვეული მომღიმარი სახით იკითხა ნათანმა და რიუს გაოცებული მზერით გადახედა.

რა თმან უნდა. მისი ცოდნის წყალობით ვერ ხვდებოდა ჩემი ოჯახის წევრები, პასუხისმგებლობას გაქცეულ მამას ასე მშვიდად რატომ უყურებდნენ.

-არა, სწორედ ახლა ჩავდიოდით._სასწრაფოდ ავუხსენი ნათანს და ფარეხში სახლთან საერთო კარიდან გავედი.

ნაცნობი თაბაშირისა და მეტალის სუნი ირგვლივ ისევ იმ წლებს, ინახავდა, როდესაც ჩვენი უბედურებების მთელი სერია დაიწყო.

მტვრისგან დასაცავად ფარეხის თითოეულ კუთხეში ბინა დადებულ ნამუშევარს ფერადი ნაჭრები ფარავდა და იქაურობას მოჩვენებების ბუდესავით აქცსევდა.

აქ  ბოლოს მაშინ ვიყავი, როდესაც  ქეითის ავარიის შემდეგ ჩაშლილი გამოფენიდან ნამუშევრების მთელი სერია დავაბინავე.

თითოეული აქ დატოვებული ნამუშევარი ჩემი ემოციებისა და ხედვების ხორცშესხმა იყო. ადამიანის ზომის სკულპტურები ჩემი ხელით შექმნილი უკვდავი არსებები იყვნენ და სინათლის ნახვას საბოლოოდ შეძლებდნენ.

შუქის ანთებისა და რამოდენიმე ნამუშევრიდან ნაჭრის გადაძრობის შემდეგ რიუს და ნათანის შეძახილები ერთდროულად მომესმა.

-საოცრებაა. _რიუს უჩვეულო რეაქციამ იმაზე მეტად გამახარა ვიდრე ვიფიქრებდი.

-გრეის ეს ის ლეგენდარული "ტკივილია"_ნათანის მოულოდნელმა წამოძახილმა და თხუთმეტამდე  ნამუშევრიდან, მისი საყვარელი, მეტალში ჩამოსხმული ფიგურის დანახვამ ნოსტალგია გამიღვიძა.

ნათანი სწორედ მისი შექმნისას გავიცანი.

-გახსოვს გრეის? როდესაც მის შექმნაში გეხმარებოდი მუშტებს ძლიერად მირტავდი და ამას იმით ამართლებდი, რომ ამ შინაარსის ნამუშევრის შექმნისთვის შესაფერისი ემოციები მჭირდებოდა. _წარსულის გახსენებით გახალისებულმა ნათანმა ჩუმად ჩაიცინა და ნამუშევარს უკეთესად დააკვირდა.

დროს მისთვის ვერაფერი დაეკლო.   მწარე ემოციებში ჩაძირული ქალის სხეულის ნაწილი ძველებური დრამატულობით, უიმედოდ ცდილობდა უფორმო, ემოციების ლოდიდან ამოღწევას.

ეს ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო. სკულპტურის შექმნის იდეა სწორედ მაშინ მომივიდა, როდესაც მამის წასვლის შემდეგ დედის წლობით დამალული ემოციები ერთ დღეს მის უთახში ქურდულად შეპარვის შემდეგ დავინახე.

მახსოვს ჩემმა გონებამ მისი იატაკზე დაფენილი კაბა, სევრის მდინარეებად, დედის ქვითინისგან დაკლაკნილი სხეული კი ამ მდინარესთან მებრძოლ ქალად აღიქვა.

-რიუ ვერც კი წარმოიდგენ. ამ სკულპტურის შექმნისას სულ 15წლის იყო. გამოძერწილ ყალიბს ფიზიკურად ვეღარ ერეოდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. ჩვენი ხელმძღვანელი მისი ხედვითა და მონდომებით ყოველ ჯერზე უფროდაუფრო გაოგნებული რჩებოდა. ამიტომ მის დასახმარებლად დახმარებას გვთხოვდა ხოლმე._ბავშვობაში დაბრუნებული ნათანი ჩვენ საერთო ისტორიებს რიუს დიდი სიამოვნებით უყვებოდა, მაგრამ ბატონი დანი მოსმენილით დიდად კმაყოფილი არ რჩებოდა.

-ერთმანეთს ამდენი ხანია იცნობთ?_მოყოლილ ისტორიაზე ორიენტაციის ნაცვლად რიუმ სრულიად სხვა კითხვა დასვა და წამით ორივე ჩვენგანი დაგვამუნჯა.

ვერ ვხვდებოდი ბატონი დანი ჩვენი ურთიერთობით რატომ ინტერესდებოდა. ნუთუ ჩვენი საერთო მოგონებების სხვისი თვალით ნახვა ისეთი ემოციური არ იყო, როგორიც ჩვენთვის?

-ასეა. ერთმანეთი კოლეჯის დასრულების შემდეგ დავკარგეთ და ამის გამო ბევრი რამ გამოვტოვეთ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა. საბედნიეროდ საერთო ისევ ორივეს გვაქვს. ორივე მარტოხელა მშობელი ვართ, ახლა კი ისიც ემატება, რომ ვითანამშრომლებთ კიდეც.

პოზიტივით ავსებულმა ნათანმა რიუსთვის პასუხის გაცემა არ დაიშურა, მაგრამ მის სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველებას ადგილი წამითაც არ დაუტოვებია.

-გრეისი მარტოხელა დედა არ არის. მატეოს მეც ვყავარ დაგავიწყდა?_გაბუტული ბავშვივით, უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა რიუმ და დანარჩენი ნამუშევრების დათვალიერება ჩვენ გარეშე დაიწყო.

ნათანთან დაკავშირებით , რაღაც აწუხებდა. ამას შორი მანძილიდანაც ვგრძნობდი. მისი ენთუზიაზმით ლაპარაკი რიუზე დიდი მონდომების მიუხედავად მაინც უარყოფითად მოქმედებდა.

თითოეული ნამუშევრის სახელისა და მონაცემების აღრიცხვის შემდეგ, პირველ ეტაპზე მოსაგვარებელი საქმე საბოლოოდ ბოლოში გავიდა, მაგრამ რატომღაც არც ნათანი და არც რიუ წასვლას არ ჩქარობდნენ.

ნათანთან გაგრძელებული საუბრის მიუხედავად, მაინც შევნიშნე ჩემი ნამუშევრებიდან რიუს მიერ  არჩეული ერთ-ერთი მათგანი.

ქანდაკებას "დაკარგული" ერქვა. რიუს წინ შეურყევლად მდგომი ბრინჯაოში ჩამოსხული მამაკაცის ფიგურა ისე დაგრეხილიყო, თითქოს ცდილობდა თავიდან, რაღაც ძლიერად ჩამაგრებული, მთელი ძალით ამოეგლიჯა, მაგრამ სწორედ აქ იკარგებოდა. თავის გადასარჩენად, რაღაც ამოუცნობთან ბრძოლაში ჩაკარგული ვერ იაზრებდა, ნელ-ნელა, როგორ იქცეოდა სწორედ იმ ამოუცნობ ფიგურად .

-გრეის. გალერეის გახსნის გამო სათანადო ყურადღებას ვეღარ გაქცევ და ეს არ მომწონს. ჩემი გადატვირთული განრიგის გამო დეიზიც გამიბრაზდა, ამიტომ ვიფიქრე ჩემი შემოთავაზებული პიკნიკი შაბათს ხომ არ მოგვეწყო?_ნათანის მივიწყებული შემოთავაზების კიდევ ერთხელ დიალოგში შემოჭრამ თავი ისევ შემახსენა, მაგრამ ამჯერად მისი შემოთავაზება არა მარტო მე რიუმაც გაიგონა.

-წარმოიდგინე გრეის. გაზაფხულმა გამოცოცხლება უკვე დაიწყო. პარკები გამწვანდა. მატეოსთვის,  დეიზისთვის და ჩვენთვის ეს რაღაც კარგი განტვირთვა იქნებოდა.

ნათანის დახატულმა იდეებმა ფიასკო პირდაპირ მის წინ განიცადეს, როდესაც ჩვენ წინ უეცრად ასვეტილმა რიუმ ჩანაწერების ფურცლები  ნათანს შეაჩეჩა და დიდი ხნის შემდეგ ამაყად გაიკრიჭა.

-ნება მომეცი გრეისის ნაცვლად გიპასუხო. პიკნიკი, ნამდვილად მომხიბვლელი გეგმაა ნათან, მაგრამ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. ხვალ მატეოს პირველი საფეხბურთო მატჩი აქვს ამიტომ მის გვერდით ორივენი უნდა ვიყოთ. -მტკიცედ განაცხადა რიუმ და მისკენ ისე გამწია, თითქოს მოგებული პრიზი ვყოფილიყავი.

-ნამუშევრების წასაღებად სპეციალისტების გუნდს გამოვგზავნი და თითოეულ ნამუშევარს დიდი სიფრთხილით გადაიტანენ. ახლა უკვე შეგვიძლია წავიდეთ._დინჯად ამიხსნა რიუმ და  ფარეხიდან გასასვლელი კარისკენ გამიძღვა.

ნათანისა და რიუს გასაცილებლად დიდი მონდომების შემდეგ მარტო გავედი.

მათი ჩემ ოჯახთან ყოფნა ჯერ კიდევ მძაბავდა. იმის შიში, რომ რომელიმე გაუაზრებლად ჩემ ტყუილებს გამოამჟღავნებდა მოსვენებას ჯერ კიდევ არ მაძლევდა.

-შენთან სტუმრობა და ნამუშევრების ნახვა ძალიან მომეწონა გრეის._მის მანქანაში კომფორტულად მოთავსებულმა ნათანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო და ჯერ კიდევ ჩემ გვერდით მდგომ რიუს დაწვრილებული თვალებით გახედა.

-რიუ, არ მოდიხარ?

ნათანის შეკითხვა იქამდე გავიგე, სანამ იგივეს რიუს თავად ვკითხავი.

დღეს უცნაურად იქცეოდა. ჩემ მიმართ უცნაურ დამოკიდებულებას ავლენდა. მოსვლის წამიდან ჯერ მეთამაშებოდა, ნათანის მოსვლის შემდეგ კი თავს ისე იჭერდა, თითქოს მასთან საერთო წარსული მართლა მქონოდა.

-ბარგი ჩაალაგე? სახლში მიგატანინებ. _ისე მომიბრუნდა რიუ, ნათანის შეკითხვაზე ყურიც არ შეუფერთხავს.

რას აკეთებდა? გუშინ თვითონვე მაფრთხილებდა რომ ჩვენ თანამშრომლობაზე არავის უნდა სცოდნოდა. რა იცვლებოდა? ნათანთან ნათქვამი ტყუილების გამო, იმ ადამიანთა სიაში მყავდა შეყვანილი, რომელთაც არ მინდოდა ჩემი დანთან კავშირის შესახებ გაეგოთ.

-ბარგი?_რიუს შეკითხვით გაოცებული ნათანი მოულოდნელი შეკითხვის გააზრების შემდეგ, ლამის ფანჯრიდან გადმოძვრა.

-ეს ჩვენი პირადი საქმეა ნათან. ამასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს?_რიუსა და ნათანს შორის გაბმული უხერხული დიალოგი ჭკუიდან მშლიდა.

მათ შორის რაღაც ხდებოდა, მაგრამ ამას ვერაფრით  ვხსნიდი.

-გრეის შერიგდით? _ნათანის შეკითხვამ და მისმა მცდარმა დასკვნებმა სხეული დამიბუჟა.

რიუ დანი ჩემთვის მხოლოდ მატეოს მამა და მის დასაცავად ჩემი მოკავშირე იყო. არ მინდოდა თავი მის სასიყვარულო ინტერესად ვინმესთან მაინც წარმედგინა, რადგან ეს კარგს არაფერს მომიტანდა.

-არა ნათან. უბრალოდ მატეოს მარტო უჭირს, იქ დროებით გადავდივარ._სუნთვა შეკრულმა ახალი ტყუილით თავი გავიმართლე და რიუს უსიტყვოდ ავხედე.

მის საქციელს გამართლებას ვერ ვუძებნიდი.

-კარგი, მგონი ხელს გიშლით. საღამოს დეიზისთან ერთად შეგხვდები გრეის._ძალით გაიღიმა ნათანმა და რიუსთან საბოლოოდ მარტო დამტოვა.

-რის მიღწევას ცდილობ? ახლა ჰგონია რომ შენთან არარსებული ურთიერთობის აღდგენას ვცდილობ!_გაბრაზებულმა საბოლოოდ ამოვღერღე და უფროს დანს შევუბღვირე.

-ბატონი რიუ, გრეის. დღეს უკვე მეორედ გაფრთხილებ. ჯერ უფლება არ გაქვს არაფორმალურად მომმართო.

-ჯერ?

ორაზროვანმა პასუხმა დამაბნია. რას ნიშნავდა ჯერ? მასთან ფორმალურად საუბარს, მხოლოდ მაშინ ვწყვეტდი, როდესაც ვბრაზობდი და ეს უნდა სცოდნოდა.

-ბარგი შეკარი? მანქანით შენი ჩემოდნების წასაღებად მოვედი. _საუბარი ისე გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

-ბატონო რიუ...

-დედაშენს უთხარი, რომ გადაბარგებაში დახმარება შემოგთავაზე და გამომყევი. მატეოს წამოყვანას სხვაგვარად  ვეღარ მოასწრებ.

ჩემო ხალხებო 😅🥰  ზოგადად ასეთი ფოტოების დართვით არ გამოვირჩევი ხომე, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, როდესაც მინდოდა თქვენთვის გრეისის ნამუშევრების ჩემებური ხედვა გამეზიარებინა.

ჩემ გონებაში გრეისის ნამუშევრები დაახლოებით ამ სტილშია. რას იტყვით?

Continue Reading

You'll Also Like

458K 6.4K 32
Rajveer is not in love with Prachi and wants to take revenge from her . He knows she is a virgin and is very peculiar that nobody touches her. Prachi...
674K 35.7K 20
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
1.4M 33.4K 46
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
2.5M 147K 48
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...