შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 15

78 10 37
By Emolass99

რა შემეძლო გამეკეთებინა? სოციალური ინფორმაციით რიუ ღამის ადამიანი არ იყო. თუ მისი სახელისთვის აშენებული ისტორიის ეს მხარე მაინც იყო ნამდვილი, მისთვის კლუბები და ერთი ღამის ურთიერთობები არ არსებობდა.

მასთან კონტაქტზე გასვლის იმედით მესამე ზარის გაწყვეტის შემდეგ მორიგი დანის ნომერი ავკრიფე და რაფაელის სახასიათო  ხმას მოუთმენლად დავუწყე ცდა.

რიუ შვილისთვის უნდა დამებრუნებინა!

-ქალბატონო გრეის, არ ვიცი რა პრობლემა გაქვთ, მაგრამ შუა ღამეა.
ერთმანეთს მიყრილი სიტყვების შემდეგ ის იყო უნდა გაეთიშა, რომ ჩემი უეცარი წამოძახილით შევაჩერე.

-რიუს პოვნას სად შევძლებ?_მაშინვე წამოვიძახე და ფორმალურობა სულ მივივიწყე.

-ჩემ ძმას რისთვის ეძებ?_გაოცებულმა რაფაელმა ტელეფონის მეორე მხარეს ჩასძახა.

-ატირებულმა მატეომ დამირეკა და პირობა ჩამომართვა რომ მამამისს სახლში დავაბრუნებდი._სასწრაფოდ ავუხსენი მორიგ დანს და მისგან მიღებული ოხვრის შემდეგ მთავარი კითხვა დავსვი.

-მისთვის ასეთი საქციელი ნორმალურია? სტატიებში მის შესახებ ამბობდნენ რომ ღამის ცხოვრებას არ მიჰყვებოდა, მაგრამ ეკრანს მიღმა რას აკეთებს? შეიძლება ვინმესთან ღამის გასატარებლად ან დასალევად იყოს?

ჩემი კითხვით დარცხვენილმა თავი გავაქნიე და სახლიდან მაშინვე გავედი, როგორც კი ხელში მოხვედრილი პირველივე სამოსი მოვირგე.

რიუს პირადი ჩემი საქმე არ უნდა ყოფილიყო!

-ერთი ღამის ურთიერთობებს გულისხმობ?_ჩემი შეკითხვის გააზრების შემდეგ რაფაელმა მოულოდნელად გაიცინა და ამით უფრო დამაბნია.

რიუ ზრდასრული და მიმზიდველი გარეგნობის კაცი იყო. რა იყო იმაში  სასაცილო, რომ მეფიქრა ქალთან დროის გასატარებლად წასულ რიუზე მატეო ტყუილად ღელავდა?

-მასზე საერთოდ არაფერი არ იცით გრეის. ქალები? დაიანის შემდეგ მისი ეს მხარე უკვე მერვე წელია აღარ არსებობს. შეიძლება დაელია, მაგრამ...

-დასალევად სად დადის?_ფუჭი საუბარი მაშინვე გავაწყვეტინე, როგორც კი ახალი ხელჩასაჭიდი ვიპოვე.

-როგორც ჩანს დანებებას არ აპირებთ. დღეს თქვენი წყალობით რთული დღე ჰქონდა. ამის გადაგორებისთვის დრო სჭირდება.

რაფაელის ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმის მოსმენამ გონება თავდაყირა დამიყენა.

დილით მოსმენილი კამათისა და მატეოს მოყოლილის შემდეგ, ჩემკენ გამოსვრილ ბრალდებას ახსნას ვერ ვუძებნიდი.

რიუს ემოციურ კრიზისთან მე რა შუაში ვიყავი?

-რაფაელ, უბრალოდ მითხარი სად შემიძლია ვიპოვო?_ ყოყმანის შემდეგ გონება ისევ საქმეზე მოვმართე.

-არ ვიცი. არ ვიცი გრეის. მატეოს გაქცევისა და შენი გამოჩენის შემდეგ რიუ დიდ წნეხშია. აქამდე, როდესაც თავს ცუდათ გრძნობდა დაიანის საფლავზე მიდიოდა, მაგრამ ბოლო დროს ჩვეულებებს ღალატობს. წინა დღესაც ბარში ვიპოვე.

გვიანი ზარით შეწუხებულმა რაფაელმა ზედმეტი ფიქრის გარეშე მიპასუხა და იმის იმედით გაჩუმდა რომ თავს დავანებებდი.

-რომელი ბარი იყო?_მისი გულგრილობით გაღიზიანებულმა დაძინების უფლება არც ახლა მივეცი.

ჩემი სახლიდან ათეულობით კილომეტრში მატეო უზარმაზარ სახლში, მამის დაკარგვის შიშის გამო გულამოსკვნით ტიროდა, კომფორტზე შეყვარებული ბიძა კი მის გამო არაფერს აკეთებდა.

-არ ვიცი, მგონი ილუზიონი ერქვა. მისმინე გრეის, მატეოს სურვილების ასრულებას ზედმეტად ცდილობ. რიუ აუცილებლად დაბრუნდება, უბრალოდ დრო სჭირდება, რომ...

მორიგი ჭკუის სწავლების მოსმენის ენერგია არ მქონდა, ამიტომ რაფაელს იქამდე გავუთიშე, სანამ უარესად გამაღიზიანებდა და პირველივე ტაქსი გავაჩერე.

ვერ ვიჯერებდი.

ვერ ვიჯერებდი გარემოებებს, რომლებშიც ყოველდღე ვხვდებოდი.

დანებს ჩემი მოსაწყენი ცხოვრება რამოდენიმე დღეში, ერთ დიდ თავისტკივილად ექციათ.

ტაქსის მძღოლთან ბარის სახელის გადაცემის შემდეგ ფანჯრიდან განათებულ ქალაქს გავხედე და ვცადე რაფაელის სიტყვებიდან აზრი გამომეტანა.

ვერ გამეგო ჩემი ბრალეულობა რიუს პრობლემებთან მიმართებაში რა იყო? მისი ვინაობის გაგების დღიდან პირობას ერთგულად ვასრულებდი და უსიამოვნო ურთიერთობის მიუხედავად მის საიდუმლოს მაინც ვინახავდი.

ისეთს რას ვაკეთებდი, რომ მის ცხოვრებას ძირფესვიანად ვცვლიდი?

ახალ გაურკვევლობაში ჩაძირული მოუთმენლად ველოდი, როდის ვიპოვნიდი უფროს დანს, რომ კითხვებზე პასუხები მიმეღო.

ერთ საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ტაქსი მითითებულ ბართან საბოლოოდ გაჩერდა და ჩემი ხელფასის დიდი ნაწილიც თან წაიყოლა.

ხმაურიანი ადგილის წინ შეჩერებულმა თავის შელამაზება უიმედოდ ვცადე და შენობაში სუნთქვაშეკრული შევედი.

თუ ის მართლა ჩემი მიზეზით ბრაზობდა, როგორ მოიქცეოდა, როდესაც დამინახავდა?

ალკოჰოლისა და საცეკვაო დარბაზის კვამლის ეფექტის სუნით  შეწუხებულმა წუთით სუნთქვა შევიკავე.

რა უნდა მეთქვა, როდესაც მკითხავდა, თუ რატომ ვიყავი მის მოსაძებნად?

გონება არეულმა საფეთქლები ყურისწამღები მუსიკისგან ატკიებული თავის დასამშვიდებლად დავიზილე და საშუალო ზომის ბარს თვალი მოვავლე.

დაბალი, ფერადი განათების წყალობით ნორმალურად ვერც გარემოს შესწავლასა და ვერც ადამიანთა ბრბოში ნაცნობი სახის ამოცნობას ვახერხებდი.

ბარის დახლთან წვალებით მისულს ის იყო ბარმენისთვის რიუს შესახებ უნდა მეკითხა, როდესაც მხედველობის არეალში ნაცნობი სახე და გამორჩეული თმის ფერი მომხვდა.

მისი დანახვით დამშვიდებულმა შვებისგან საბოლოოდ ამოვისუნთქე და დახლზე ჩამოძინებულ რიუს გაბედულად მივუახლოვდი.

-ბატონო რიუ._მისი გამოფხიზლება დავიწყე და მხრით ოდნავ შევანჯღრიე.

სასმელისგან გაბრუებული დანის გაღვიძება ჩემ გასაკვირად არ გამჭირვებია. ალკოჰოლისგან წაშლილი კარამელისფერი თვალები რიუმ ზლაზვნით გაახილა და ჩემი დანახვის თანავე ისე ჩაიცინა, თითქოს ჩემ მოსვლას ელოდა კიდეც.

-აქ რატომ მოხვედი, ჩემზე ღელავით ქალბატონო გრეის?_სიცილისას ჩაიბუტბუტა რიუმ და დახლს წვალებით ჩამოეყრდნო.

სასმელს მისი ყვრიმალები და ცხვირი შეეფაკლა, ნახევრად გახელილი თვალები კი ალკოჰოლისგან ამღვრეოდა.

იმაზე მთვრალი, იყო ვიდრე წინა დღით, მაგრამ ერთი განსხვავებით. ახლა ჩხუბის ხასიათზე ნამდვილად არ იყო.

-უკვე ძალიან გვიანია ბატონო რიუ, შინ უნდა დაგაბრუნოთ, მატეო თქვენზე ღელავს.

მხოლოდ მის გასაგონად წარმოვთქვი და წამოდგომის თანავე მხარში ამოვუდექი.

-რა თქმა უნდა. სულ დამავიწყდა. შენ ხომ ჩემი უბედური შვილის დამსახურებული არაბიოლოგიური დედა ხარ. ის სურათები მხოლოდ ჭორები იყო. ჩემთან მხოლოდ მისი მშვიდად ყოფნისთვის მოხვედი, მაგრამ არაუშავს. უკვე დიდი ხანია ჩემთვის ასე არავინ შეწუხებულა.

სიმთვრალისგან დახშული გონების წყალობით ჩაილუღლუღა რიუმ და წარბები შეკრა.

წინა შემთხვევისგან განსხვავებით ალკოჰოლს ამჯერად, ბევრად მგრნობიარე და სენტიმენტარული გაეხადა ეს კი უფროდაუფრო საინტერესოს ხდიდა.

იქნებ მისი ეს მდგომარეობა გამომეყენებინა და კითხვებზე პასუხიც მიმეღო?

ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ხელში  ჩავარდნილმა ახალმა შანსმა უეცრად ამაჟიტირა.

ჩემზე დაყრდნობილი რიუს ბარიდან წვალებით გაყვანის შემდეგ მისი მანქანის ძებნა არც კი დამიწყია, ისე დავუქნიე ხელი ჩვენი მიმართულებით მომავალ ტაქსის და გაჩერების თანავე რიუ უკანა სალონში მძიმე ბარგივით შევაგდე.

მის გვერდით ადგილის დაკავებისა და მძღოლისთვის რიუს სახლის მისამართის გადაცემის შემდეგ გვერდით მჯდომს ისე გავხედე თითქოს  მთვრალი თინეიჯერის დედა ვყოფილიყავი.

სავარძელს მიყრდნობილი რიუ მთელი მისი ძალებით ცდილობდა სასმლისგან გაბრუებულს არ ჩასძინებოდა, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოსდიოდა.

-რიუ გთხოვ არ გაითიშო._მის შესაფხიზლებლად მხარზე ხელი მოვუჭირე და სარკიდან მომართული მზერის შესამოწმებლად მძღოლს გავხედე.

-ის მართლა რიუ დანია?_გაოცებულმა ტაქსის მძღოლმა დანახულის გააზრების თანავე უცებ ამოილუღლუღა და ჩვენკენ ისე მობრუნდა გზის უყურადღებოდ დატოვებაზე არც კი უფიქრია.

-გთხოვთ უბრალოდ დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანეთ._ახალ შარში თავ გაყოფილი უცნობს შევევედრე და რიუს გამოსაფხიზლებლად ამჯერად მწარედ ვუჩქმიტე.

ტაქსის მძღოლმა მის შესახებ იცოდა. იცოდა რიუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა მე კი მასთან ერთად დანის სახლში მივდიოდი.

წარმოდგენაც კი მზარავდა რას იფიქრებდა უცნობი.

ფულის სანაცვლოდ, რომელიმე ჟურნალისთვის არასწორი ინფორმაცია, რომ მიეწოდებინა?

რიუ ნამდვილად მომკლავდა.
დედაჩემს კი გული მოკლავდა, ტელევიზიით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ჩემი და რიუს ურთიერთობის შესახებ რომ ენახა.

-ბატონი დანის ვინ ბრძანდებით ქალბატონო?_მძღოლის მორიგმა ცბიერმა შეკითხვამ სხეული დამიბუჟა.

როგორ შეიძლებოდა ყოველ დღე თავი უფროდაუფრო დიდ შარში გამეყო?

-ცნობისმოყვარეობა გაწუხებთ ბატონო კარტერ?_უეცრად გამოფხიზლებულმა რიუმ ტაქსის მძღოლს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სახელის ამოკითხვა მძოლის თავთან დამაგრებულ სერთიფიკატზე  შეძლო.

მის ფხიზლად დარჩენასთან გაბმული ჭიდილის გამო, არც კი მეგონა, თუ ახალ პრობლემაზე ორიენტირებას მოახდენდა.

-ცუდათ არ გამიგოთ ბატონო რიუ. თვალს ტელევიზიებში ხშირად გადევნებთ. არასდროს მეგონა რომ თქვენნაირ მარტოხელა კაცს ქალთან ერთად სახლში წავიყვანდი._კაცის სახეზე აკრულმა ამაზრზენმა გამომეტყველებამ ბრაზისგან სახე ამიჭარხლა.

მისი გამოხედვა თავს იაფფასიან მეძავად მაგრძნობინებდა, ეს კი ჩემ სიამაყეს პირდაპირ ურტყავდა.

-მცდარ სცენარებს ნუ დადგამთ ბატონო კარტერ, ის ჩემი მდივანია. ცოტა დავლიე, ამიტომ უნდა დარწმუნდეს რომ სახლში უსაფრთხოდ დავბრუნდები._ზედმეტი ფიქრის გარეშე, მთვრალი კაცისგან წამოსულმა ტყუილმა გამაოცა.

ასეთ მთვრალსაც კი შეეძლო დამაჯერებელი ტყუილის წამში მოფიქრება.

-მშვენიერი მდივანი გყავთ ბატონო რიუ, მაგრამ მასზე რომ ტელევიზიებმა გაიგონ პრობლემა არ შეგექმნებათ?_გამომცდელად იკითხა უცნობმა, სარკიდან ისევ ამაზრზენი მზერით გამომხედა და მანქანა ბატონი დანის ქუჩაზე შეუხვია.

-როგორ ბედავ შენ..._შანტაჟის მცდელობის გამო საჩხუბრად გამზადებული მძღოლისკენ გადავიწიე, მაგრამ რიუმ მხარზე დადებული ხელით ისევ მის გვერდით დამაბრუნა.

-მიკიბვმოკიბვას მოეშვი და თანხა დაასახელე._მობეზრებულმა რიუმ პიჯაკის ჯიბიდან ჩეკის წიგნაკი წვალებით ამოიღო და საჭირო ხაზის დასანახად თვალები მოჭუტა.

სიმთვრალე სწორად დანახვის საშუალებას ჯერ ისევ არ აძლევდა.

-გგონიათ გაშანტაჟებთ?_ცბიერმა მძღოლმა ისე შეიცხადა, თითქოს რომელიმე ჩვენგანი სულელი ყოფილიყო და მისი ნამდვილი განზრახვა ვერ შეემჩნია.

-ათასი გეყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ხალხი აუცილებლად ამოგიქექავს შენ ბინძურ საიდუმლოებებს. დარწმუნებული ვარ შენ კომპანიას ნამდვილად არ მოეწონება თუ ცნობილი კომპანიის ლიდერი შანტაჟისა და თაღლითობისთვის გიჩივლებს. _წარბის შეუხრელად მიმართა რიუმ კაცს, ჩეკზე წვალებით გადაწერილი თანხის მოხევის შემდეგ ფასიანი ქაღალდი კაცს ღორივით მიუგდო და მანქანიდან მაშინვე გადამათრია, როგორც კი მისი სახლის წინ შეჩერდა.

რიუს გაფრთხილებითა და ზედმეტი ფულის მიღებით დამუნჯებული ტაქსის მძღოლი ადგილს ჩვენი ჩამოსვლის თანავე მოსწყდა და მთვრალ დანთან ისევ მარტო დამტოვა.

-აი, რატომ უნდა გქონდეს მართვის მოწმობა. შენ გამო დღეს უკვე იმაზე მეტი ფულის გადახდა მომიწია, ვიდრე წარმოგიდგენია.-თავდაჯერებულმა რიუმ ისე გადმომჩურჩულა, თითქოს ახალ საიდუმლოს მიზიარებდა და მაშინვე მთელი ძალით დამეყრდნო, როგორც კი ცივმა ჰაერმა მის ალკოჰოლისგან გაჟღენთილ სხეულს ორიენტაციის უნარი კიდევ ერთხელ დააკარგინა.

-გთხოვ რიუ, ოღონდ აქ არ გაითიშო._მისი ბორძიკით შეშინებულმა მაშინვე წამოვიყვირე, როგორც კი სახლში შესვლისას მისი სიმძიმე მხრებზე მეტად დამაწვა.

დაახლოებით 185 სანტიმეტრის სიმაღლის ზრდასრული მამაკაცის ნახევარ სიმძიმეს, ჩემი სხეული ისედაც ძლივს უძლებდა, რომ გათიშულიყო და მთელი წონით დამწოლოდა ნამდვილად მეც თან წამიყოლებდა და ამჯერად ვერც მისი სხეულიდან გამოძვრომას შევძლებდი.

-ვცდილობ._ბავშვივით ჩაიბუტბუტა და მორიგი ნაბიჯი წვალებით გადადგა.

მისაღებ ოთახში ჯერ კიდევ ანთებული სინათლის დანახვის თანავე, რიუს მიმართულება იქით მივმართე და მძიმე სხეულის თრევით დაღლილმა ძლივს ამოვიოხრე.

მაინც რამხელა ირონია იყო, მატეოს თემაზე წამოჭრილ თითოეულ პრობლემას , ბატონი დანი იმით ირიდებდა თავიდან, რომ მე მისი ძიძა არ ვიყავი. ახლა კი ჩემ კისერზე ჩამოკიდებული გრძელი, ტლანქი სხეული მორჩილად მიცდიდა, როდის მივიყვანდი მის ოთახში დასაძინებლად.

მხრებზე აკიდებული რიუ გონებიდან მაშინვე ამომიფრინდა, როგორც კი მისაღებ ოთახში დიდ დივანზე მოკუნტული, მუჭისოდენა მატეო დავინახე.

მის ცისფერ, მაიმუნებიან პიჟამაში გამოწყობილს ხელში, რამოდენიმე, ცრემლებისგან დასველებული, ხელსახოცი ერთიანად ჩაებღუჯა და ლოდინით დაღლილს მშვიდად ჩასძინებოდა.

საღამოს სუსხს პიჟამოებიანი ბავშვი სიცივისგან ისე აეცახცახებინა ამის დანახვა შორი მანძილიდანაც შემეძლო.

-ცოტახნით აქ დამიცადე და ეცადე არ გაითიშო._რიუს მატეოს პირისპირ დადგმულ დივანზე ჩამოსმის შემდეგ, ოხვრას ამოვაყოლე და წელ ატკიებულმა მატეოს ოთახიდან თბილი პლედი მაშინვე გამოვაქციე.

ოთხად მოკეცილ მატეოსთან დაბრუნებულმა, რიუს ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მივაქციე, რაც დავრწმუნდი მატეო კარგად შევფუთე.

შვილის პირისპირ, გაუნძრევლად მჯდომი დანი ვაჟს ნახევრად გახელილი თვალებით ისე უყურებდა, თითქოს ის ნახატი იყო, რომლის ღრმა აზრიც უნდა ამოეკითხა.

-რიუ?_მის შესამოწმებლად მაშინღა მივმართე, როდესაც დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ, მისი უცვლელი, თვალის დაუხამხამებელი მზერა დავიჭირე.

ნამდვილად მატეოს უყურებდა, თუ თვალგახელილს ეძინა?

მის წინ დახრილმა, ამაყ ბიზნესმენს, ხელები გამოსაფხიზლებლად ცხვირწინ ავუქნიე და მის რეაქციას დავაკვირდი.

სახე გაყინულმა ჩემი რეაქციის შემჩნევისას ჩუმად ჩაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი მე არ მეკუთვნოდა. მიმიკა, რომელიც მის სახეს იკავებდა სინანულითა და სევდით იყო სავსე.

-რიუ უნდა დამეხმარო, რომ შენ ოთახამდე მიგიყვანო._მის მაჯაზე ჩაჭიდებულმა კიდევ ერთხელ შევახსენე და მაჯით მისი წამოწევა უშედეგოდ ვცადე.

-ისევ არაფორმალურად მომმართავ. _ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა რიუმ და ამჯერად მზერა მე მომაპყრო.

-რიუ..._მისი წამოწყებული საუბარი იმის მანიშნებელი იყო, რომ ჯერ ისევ ფხიზლად დარჩენას ცდილობდა, ეს კი ჩემ სასიკეეთოდ უნდა გამომეყენებინა.

უნდა გამეგო მისი ეს მდგომარეობა ჩემთან რა კავშირში იყო, ან რა ფოტოები ახსენა ბარში?

-ჩემი სიმთვრალის გამოყენებას აპირებ არა?_ჩემი ჩანაფიქრის ამოცნობის თანავე ჩაიბუტბუტა რიუმ და დივანზე მის გვერდით მანიშნა დავმჯდარიყავი.

-მიდი, იქნებ რამის შეცვლა შენ მაინც შეძლო. -ფილტრებისგან გამოცლილმა რიუმ საკუთარ კითხვას დაუფარავად თავადვე უპასუხა და ისევ მატეოს გახედა.

-რაფაელმა მითხრა, რომ დასალევად ჩემ გამო წახვედი. რაიმე არასწორად გავაკეთე?_მისგან მიღებული ნებართვის თანავე კითხვა დავსვი და პასუხის მოსმენამდე სუნთქვაც კი შევწყვიტე.

კითხვის მოსმენამ, სიფხიზლესთან მებრძოლი, უეცრად გააცინა. გაბრუებულმა ზედმეტი სიტყვების გახარჯვის გარეშე მისი მობილური პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო და კოდის აკრეფვის თანავე ტელეფონი მე გამომიწოდა.

-დაიანთან ათი წლის მანძილზე ვიყავი. ის ერთხელაც არ დამიმალავს. მზად ვიყავი მის გამო მიღებული უარყოფილი რექციების შემთხვევაში კომპანიაც დამეთო. მასთან ურთიერთობაში იმდენად შევტოპე, რომ ახლა შვილიც მყავს, მაგრამ არასოდეს, ჩამონათვალის მიუხედავად, მასთან ეს არასდეოს მომსვლია.-ჯერ კიდევ მოულოდნელობით გაოცებულმა ამოიბუტბუტა და უღონოდ ჩაიცინა.

მაღაზიის ფოტოებზე მე და რიუ ერთმანეთის პირისპირ, ახლო დისტანციაზე ვიდეგით. რიუს სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა, მე კი მას ისე შევყურბდი, თითქოს ის ჩემთვის ღირებული ადამიანი ყოფილიყო.

ნუთუ რიუს მართლა ასეთი სახით ვუყურებდი?

ჩემი გაუაზრებელი მიმიკებით შერცხვენილმა გვერდით მჯდომს გაუბედავად გავხედე.

ჩემი სახის გამომეტყველება რიუსაც, რომ ისე აღექვა, როგორც მე და არასწორი დასკვნები გაეკეთებინა?

-ეს დასასრული არ არის გრეის._ჩემი რეაქციებით გახალისებულმა დანმა ტელეფონის ეკრანს თითი სასწრაფოდ გადაუსვა და მორიგი ფოტო გამიზიარა.

ამჯერად დროში გაჭედილ ფოტოზე, პარკინგზე, მანქანაში ვისხედით. რიუ მთლიანად ჩემკენ იყო მობრუნებული და მიყურებდა, როგორ ვისვამდი ტუჩსაცხს.

ჩემკენ მოპყრობილ მზერაში საეჭვო ნაპერწკლები ამჯერად მის თვალებში იკითხებოდა.

რიუსგან ნებართვის მიღების შემდეგ ტელეფონში მორიგი ფოტო თავად ვნახე და სუნთქვა მაშინვე შევწყვიტე, როგორც კი გავიაზრე ფოტოზე ზუსტად ის წუთი იყო აღბეჭდილი, როდესაც რიუმ ჩემი ტუჩიდან ზედმეტი ტუჩსაცხის მოშორება სცადა.

იმ მომენტისგან განსხვავებით ფოტოზე უკეთ აღვიქვამდი, თუ ჩემთან რამდენად ახლოს იყო რიუ. მისი თვალები პირდაპირ ჩემი ჟოლოსფრად შეღებილი ტუჩებისკენ იყო მოპყრობილი და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ჩვენ შორის, რაღაც თანამშრომლობაზე მეტი ყოფილიყო.

-ეს..._მოულოდნელი სკანდალური ფოტოებით ენა ჩაგდებულმა ჩემზე მომართული მზერის პატრონს გაფართოებული თვალებით შევხედე.

-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემ სამყაროში გრეის._ცალყბად ჩაიღიმა რიუმ და ტელეფონი ისევ დაიბრუნა.

სასმელი მის გონებას სიტუაციის რეალურად აღქმის უფლებას არ აძლევდა და სწორედ ამიტომ მისი პირველად მშურდა.

ფოტოები რომ გავრცელებულიყო დედაჩემს ნამდვილად გულის შეტევა მოკლავდა, მე კი ჩემ მომაბეზრებელ ცხოვრებას ვეღარასდროს დავუბრუნდებოდი.

-რიუ ეს ფოტოები, რომ გავრცელდეს...

-უკვე მოგვარებულია. _ჩემი დუმილისგან მეტად მოდუნებულმა ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა და თვალები მძიმედ გაახილა.

-აი, როგორია რიუ დანის ყოველდღიურობა ქალბატონო გრეის. დარწმუნებული ხართ რომ მატეოს ამ რეალობაში გამოჩენა კიდევ გსურთ? უბრალოდ დაფიქრდით რა მოჰყვება ამხელა აღიარებას. მზად ხართ უტაქტო ბავშვებისგან დამცირებული, ატირებული მატეოს, ყოველდღე დასამშვიდებლად?

-მას არავინ...

-"მამასაც კი არ უყვარხარ", საცოდავი ობოლი, მიტოვებული, უარყოფილი. აი რას ახსენებდნენ რაფაელს სინათლეზე გამოსვლის შემდეგ კოლეჯში. რაფაელი ამ დროისთვის უკვდე დიდი იყო და მიღებულ სტრესს ფსიქოლოგების დახმარებით ძლივს გაუმკლავდა. დარწმუნებული ხარ, რომ მატეო ამ ყველაფერს შვიდი წლის ასაკში გაუძლებს?

რიუს ნამდვილი ფიქრების გაგებამ დამამუნჯა. აქამდე ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მაგრამ მას უკვე კარგად ეფიქრა.

იმ კაცს, რომელიც შვილს გულს ყოველ ჯერზე, უფრო მეტად სტკენდა, მხოლოდ იმაზე ღელავდა რომ საიდუმლოს გამხელის შემთხვევაში მისი ვაჟი განადგურდებოდა.

-რა უნდა გავაკეთო, რომ მას არც ამის გადატანა მოუწიოს და ამასთან ერთად არც ვინაობის დამალვა მოუწიოს?_ახალი გამოსავალის საძებნელად პასუხის მიღება ისევ რიუსგან ვცადე, მაგრამ ვიცოდი პასუხი არც თავად იცოდა.

-ფრთხილად უნდა იყოთ. ჩვენი ფოტოების ავტორი ვინც არ უნდა იყოს, უკვე იცის, როგორ გამოიყურები. არ მგონია დევნა შენც დაგიწყოს, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა. ამჯერად მისი მოსყიდვა შევძელით, მაგრამ ნამდვილად ვეღარ შევაჩერებთ თუ მატეოზე გავა.

პრობლემების გახსენებისგან შეწუხებულმა ჩუმად ამოიოხრა და თვალები დახუჭა.

მატეოს საფრთხეში ჩაგდება თუ უკვე მეც შემეძლო, რამდენად სასარგებლო იყო ჩემი მის გვერდით ყოფნა?

აქ მის დასახმარებლად ვიყავი და მისთვის ახალი სტრესის მიზეზად ქცევა ის უკანასკნლი იყო, რაც მინდოდა.

-სახლში უნდა დავბრუნდე._ჩემი ახალი სამსახურით შეშინებულმა, რეალობისგან გაქცევა ამ გზით ვცადე და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ არ გამომივიდა.

რიუს ხელი მაჯაში იქამდე ჩამეჭიდა, სანამ მისგან შორს წასვლას შევძლებდი.

უეცარმა დაბრკოლებამ წინ წასვლის ნაცვლად რიუს გრძელ ფეხებში ამხლართა და უკვე მეორეთ წამაქცია.

განსხვავება მხოლოდ ერთი იყო. ამჯერად ჩემი ადგილი მთვრალ, ნახევრად გათიშულ რიუს დაეკავბინა.

მორიგი შემთხვევისგან გულამოვარდნილმა, თავის დასახსნელად ფეხზე წამოდგომა სასწრაფოდ ვცადე, მაგრამ მაშინვე გავშეშდი, როგორც კი რიუმ ჩემ შესაჩერებლად, თავისუფალი ხელი ამჯერად წელზე მომხვია.

მისი ქმედებით დამფრთხალმა და სუნთქვაშეკრულმა, მთვრალ დანს გაფართოებული თვალებით გავხედე და მისი ქმედებისთვის ახსნის მოძებდა დავიწყე.

მთვრალი იყო. სასმელი ბევრი რამის გააზრებაში უშლიდა ხელს, მისი ეს ქმედებაც სწორედ ამის ნაწილი  იყო. რამე არასწორი რომ ჩაედინა?

საკუთარმა ფიქრებმა პატარა გოგოსავით გამაწითლა.

-არ წახვიდე.-ჩუმად ჩაიბუტბუტა რიუმ და გაუაზრებლად გრძელი თითებით თმა ყურსუკან გადამიწია.

რიუ დანი გულცივი ბიზნესმენი იყო, რომელსაც ყველა პრობლემის მოგვარება ჩეკის ფურცლებით შეეძლო. როგორ შეიძლებოდა ახლა მის კალთაში ჩამომჯდარი გაუნძრევლად ვყოფილიყავი და ის უცნაური სიტყვები რეალურად აღმექვა, რომლებიც ფხიზელი რიუსთვის არც კი არსებობდა?

-ის ჯერ დაიანმა მიატოვა, შემდეგ კი მე. ჩვენი დაშვებული შეცდომებისგან განადგურებულ მატეოს სრულიად შემთხვევით საბოლოოდ გამოუჩნდა ის ადამიანი, რომელსაც ის იმსახურებს. ამიტომ გთხოვ დარჩი. არ ვიცი რას, როგორ გავაკეთებ, ან რა გამოსავალს ვნახავ, მაგრამ გთხოვ, დამეხმარე ჩემი შეცდომები გამოვასწორო.

მისი გულწრფელობით გაოგნებული, უეცრად შეცვლილ რიუს გაფართოებული თვალებით შევყურებდი და ვერ ვიაზრებდი, რომ ამდენი მცდელობის შემდეგ დახმარებას საბოლოოდ მაინც მთხოვდა.

-რა შემიძლია გავაკეთო?_ჩუმად ვიკითხე და შეძლებისდაგვარად მისი სახისგან თავი შორს დავიჭირე.

-ჩვენთან გადმოდი გრეის._ძლივს ამოილუღლუღა და დიდი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ გაითიშა.

Continue Reading

You'll Also Like

1.4M 35K 47
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
1.5M 135K 46
✫ 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐎𝐧𝐞 𝐈𝐧 𝐑𝐚𝐭𝐡𝐨𝐫𝐞 𝐆𝐞𝐧'𝐬 𝐋𝐨𝐯𝐞 𝐒𝐚𝐠𝐚 𝐒𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 ⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎ She is shy He is outspoken She is clumsy He is graceful...
187K 14.6K 36
Her marriage was fixed which was an arranged marriage but she moved to London to pursue her career and dreams and after that, she would marry. But in...
453K 26.7K 44
The story continues to unfold, with secrets unraveling and new dangers lurking in the shadows. The Chauhan family must stay united and face the chall...