Will Be Back Again | J. JK

נכתב על ידי jkhtv7

14.9K 854 195

❗არის +18 ❗ რა მოხდება მაშინ, როცა შენი მასწავლებელი შენთან სწავლის ნაცვლად , სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყებს... עוד

ეს ვინ არის? 🧐
ცოდვილი
გადამარჩინე.
ძალადობა
ამის დედაც!
OMG
დაასათაურეთ
ჩემი ქალიშვილია
დავიღალე 😕
დასასრული?
😘👽
ლექტორი ( სეზონი 2)
პარკი
მუდამ მეყვარები

still with you

692 45 5
נכתב על ידי jkhtv7

მთელი ორი კვირა ჯონგუქი არ გამოჩენილა ხან სად დაეხეტებოდა ხან სად ხელში რვეული და კალამი ეჭირა რომელშიც მხოლოდ თავის გრძნობებს და უკიდეგანოდ ღრმა ნოტებს წერდა.

მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ლიზა დეპრესიაში იყო და თავის თავს წყევლიდა რადგან ის ვინც თავისთავზე მეტად უყვარს მისი არ ქვია.

ევა იუჯინს ჰყავს წაყვანილი და ცდილობს რომ რამენაირად ბავშვი გაამხიარულოს რომელიც მხოლოდ „მამას“ იძახის და ამ უკანასკნელი სიტყვის გამო ცრემლებს აფრქვევს.

ჯივუ თავის თავში ჩაიკეტა მას ვინც შეუყვარდა მას მისი დანახვაც არ უნდა განა ადვილია ამდენი ხანი ის კაცი შეაკავო შენს გვერდით რომელსაც გული სხვისკენ მისდის და იცის რომ პატარა ანგელოზი ჰყავს?

ჯიამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე როგორც კი გაიგო რომ ლიზას ჯიბე გასქელებია მივიდა და ურცხვად მოთხოვა ფული ლიზამ კი ფული მიუგდო და იმ სახლს გაეცალა.

არავინ იცის სად დაბოდიალობს ორი ტანჯული სული რომლებსაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ მაგრამ ეს სიყვარულიც აკრძალულია მათთვის.

ჯონგუქი სანაპიროს წინ ჩამომჯდარა და კალამს ფურცელზე ერთ წამს არ აყოვნებდა წერდა და წერდა თითქოს კალამი იყო მისი გული ფურცელი კი მისი სხეული.

- იქნებ ეს ყველაფერი შევცვალო? - კითხა თავის თავს ბიჭმა.

სანაპიროს მოშორდა და წავიდა იქ სადაც თავის ფურცლებს ძალა ექნებოდა.

დიდი სტუდიოს წინ იდგა და უყურებდა მის გარშემო ყოველივეს.

- აბა დავიწყოთ? - ამბობს პროდიუსერი და ჯონგუქის რვეულს ჩაჰკიკიტებს.

- რაც მალე მით უკეთესი! - ამბობს ჯონგუქი და მიკროფონის წინ დგება.

ჯონგუქმა დაიწყო თავისი ნაშრომის შესრულება დრო და დრო ცრემლებს იწმენდდა რომელიც თავისივე სიმღერის გამო მოსდიოდა თვალებიდან ვიღაცისთვის ეს უბრალო სიმღერა იყო ვიღაცისთვის კი თავისი მთელი ცხოვრება გაკვირვებული უყურებდა პროდიუსერი ბიჭს რომელიც ტკბილ ჰანგებს აჟღერებდა და თან ცრემლად იღვრებოდა „რა ტკივილი აქვს ამ ბიჭს ასეთი რომ ასეთი გრძნობებით გადმოსცემს ამ ყველაფერს“ ამბობს გულში და ბიჭის სიმღერაზე მომდგარ ცრემლებს იმშრალებს.

ბიჭმა დაასრულა სიმღერა და თვალები გაახილა რომლებიც ამდენი ტირილისგან მძიმედ დაკროდა ერთმანეთს.

- ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო! - პროდიუსერი ტაშს უკრავს ბიჭს.

- როდის იქნება მზად? - თვალებში შესციცინებს ბიჭი.

- ჰმ... შენთვის 2 საათში! - ამბობს პროდიუსერი და სიმღერის დამუშავებას იწყებს.

ჯონგუქი ზის და აკვირდება ბიჭის ყველა მოძრაობას ამ წამს ყველაზე ლამაზად და სასიამოვნოდ სიმღერის შექმნა ეჩვენებოდა თავის ტკბილ ხმას უსმენდა და ცრემლი ადგებოდა.

- ვსო მზად არის აი გამომართვი ეს დისკებია და ყოველი შემთხვევისთვის თუ მათ რამე დაემართება აი გამომართვი ეს ჩიპი აქ არის ჩაწერილი შენი სიმღერა...წარმატებები! - ბიჭს აწვდილ ხელში ნაშრომს თბილად უღიმის და აუდიტორიას ტოვებს.

ბიჭი მალევე გაეცალა იქაურობას და გარეთ კონვერტი იყიდა სადაც ასეთი წერილი დაწერა:

„ ლიზ ჩემო სიცოცხლევ... მე შენ ყოველთვის მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები... მე იმ ქვეყნად დაგელოდები მაშინ კი მართლა შევძლებთ ვიცხოვროთ ერთად...მგონი ვალდებული ვარ რომ ამ ყველაფრის მიზეზი გითხრა... მე შენს გადასარჩენად მიგატოვე იმ დაწყევლილ დღეს...ნაბიჭვარი მამაჩემი მემუქრებოდა შენი სიცოცხლით კიდევ თუ მოგეკარებოდი მაშინ დაგკარგავდი მე კი არ შემიძლია სულის გარეშე მარტო სხეულით ვიარსებო... ვიცი რომ გეზიზღები და ეს არც მიკვირს... ევას უთხარი რომ მამიკოს ყოველთვის უყვარდა... მას შემდეგ რაც ევას შესახებ გავიგე ბანკის ანგარიში შევქმენი  იქ იმდენი ფულია რომ მთელი თქვენი ცხოვრება გეყოფათ აი ეს არის პაროლი ******** თქვენ ჩემს გარეშეც სრულფასოვანი ოჯახი ხართ და არ მინდა რომ ჩემს გამო რომელიმეს რამე გევნოთ... მიყვარხართ...მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებია ლიზ... იმედია ამ სიმღერას მოსმენის ღირსდან ჩამთვლი ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის... მიყვარხარ, მადლობა და მშვიდობით!

                                            your teacher jeon "

ბიჭმა წერილი და დისკი კონვერტში მოათავსა და თავი წაუკრა ჯიბეში ჩაისრიალა და იქ წავიდა სადაც ამ წერილს ადგილს უპოვიდა.

კარის წინ დგას და ფიქრობს დარეკოს თუ არა ზარი ბოლოს კი ძალას იკრებს და ზარს რეკავს.

- მოვდივარ! - ისმის საპირისპირო მხრიდან და კარები იღება - შენ აქ რა გინდა?

- იუჯინ ახლა ამის დრო არ არის...ეს გამომართვი - ხელში კონვერტს აწვდის - ეს ლიზას გადაეცი...მადლობა ყველაფრისთვის ძმაო...- ბიჭს ეხვევა.

- ვინ ალის? - გამობაჯბაჯდა ევა  როცა ჯონგუქი დაინახა სახე გაუბრწყინდა და მისკენ გაიქცა...- მამა! - ბიჭს ფეხზე მიეკრო და სიხარულისგან ტირილი დაიწყო ჯონგუქმა მალევე აიტაცა ხელში და გულში ჩაიკრა.

- მოგენატრე პატარავ? - მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა თითქოს ამას ბოლოჯერ აკეთებდა...ან იქნებ მართლა ბოლოჯერ აკეთებდა?!

- სად იყავი ? მომენატლე! - თავისი პაწუკა ხელები მაგრად შემოხვია ბიჭს.

- ჯონგუქ კარგად ხარ? - იუჯინმა როცა ბიჭის მდგომარეობა შეამჩნია მას კითხა.

- არა...მაგრამ არაუშავს მალე დასრულდება! - ამოილაპარაკა ბავშვის კისერში ბიჭმა - ევა ახლა რაღაცას გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე კარგი... მე შენ ძალიან მიყვარხარ! - უთხრა და მოწოლილი ცრემლი მოიწმინდა...იუჯინს კონვერტი გამოართვა და მას მისცა...- ეს დედიკოს მიუტანე კარგი? - ბავშვმა თავი დაუქნია და გვერდით ოთახში შებაჯბაჯდა.

- ჯონგუქ მაშინებ! - გაკვირვებული სახით შეხედა იუჯინმა.

- მშვიდობით ძმაო! - ბიჭს გადაეხვია და იქაურობას გაეცალა იუჯინი კი გაკვირვებული დატოვა.

საწოლზე პატარა კუთხეში მოკუნტულ გოგოს ბავშვის ხმა აღვიძებს.

- დედა...დე...ნახე მამიკომ ლა გამომატანა სენთან...- ხელში კონვერტს აფრიალებს ევა.

-  მამიკო? - კონვერტი გამოართვა ბავშვს.- კარგი ევა გადი და მალე გამოვალ! - ბავშვმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა ლიზამ კონვერტი გახსნა და როცა დისკი დაინახა გაუკვირდა წერილი წაიკითხა და ლამის იქვე დალია სული ხელის კანკალით აიღო დისკი და კომპიუტერში ჩართო.

სიმღერამ დაკვრა დაიწყო.

               " ისევ შენთან ერთად"

" შენმა ნაზმა ხმამ სხეულზე იარები გამიჩინა.

გთხოვ, კიდევ ერთხელ დამიძახე.

ყინულივით ცივი მზე ჩადის.

მის ქვეშ ვექცევი, თუმცა შენკენ ნაბიჯს მაინც გადმოვდგამ.

ისევ შენთან ერთად



წყვდიადივით ბნელ ოთახს არ უნდა შევეგუო, მაგრამ ისევ ვეჩვევი.

ჰაერის გამაგრილებლის ხმა ყრუდ ჩამესმის.

თუ სასურველს არ მივიღებ, ნაკუწებად ვიქცევი.

ერთად ვიცინოდით ერთად ვღვრიდით ცრემლს.

თითქოს უმნიშვნელო ემოციები ჩემთვის ყველაფრის იქცნენ.

სადაც არ უნდა იყოს...როცა კვლავ შეგხვდები თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი, რომ მომენატრე.

ბედნიერი მოგონების მიღმა ისევ წვიმს, მაშინ როცა მარტო ვცეკვავ.

როდესაც ბურუსი გაქრობას დაიწყებს, სველი და ფეხშიშველი შენსკენ გამოვიქცევი  გთხოვ, თუ ასე მოხდება , მაგრად ჩამეხუტე.

იმის გამო , რომ მთვარე მარტო სულად გამოიყურებოდა და ბნელით მოცული ღამეს გულ ამოსკვნილი ტიროდა ვიცოდი, თენდებოდა.

მაინც მინდოდა რომ ზეცაზე ვარსკვლავის სახით შენთან ერთად დავრჩენილიყავი. რომ მცოდნოდა იმ დღიდან და იმ წუთიდან აქამდე მოვიდოდით, მეტ მოგონებას შევაგროვებდი.

სადაც არ უნდა იყოს...როცა კვლავ შეგხვდები თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი , რომ ძალიან მომენატრე.

ბედნიერი მოგონების მიღმა, ისევ წვიმს ,  მაშინ როცა მარტო ვცეკვავ.

როდესაც ბურუსი გაქრობას დაიწყებს, სველი და ფეხშიშველი შენსკენ გამოვიქეცი  გთხოვ, თუ ასე მოხდება , მაგრად ჩამეხუტე.


ნაზი ღიმილის მიღმა, რომელიც მეგებება, მშვენიერ იასამნისფერს დავხატავ.

შეიძლება ჩვენი ნაკვალევი არ დაემთხვეს ერთმანეთს, მაგრამ ამ გზის გავლა შენთან ერთად მსურს.

მაინც შენს გვერდით ვარ. “

ლიზამ მიხვდა ამ ყველაფრით რისი მიღწევაც უნდოდა ჯონგუქს და გულ ამოსკვნილი დაიწყო ტირილი გარეთ წვიმა დაიწყო თითქოს ეს მინიშნება იყო იმის რომ ჯერ კიდევ არის რაღაც იმედი.

ლიზამ ფანჯრისკენ გაიხედა და წვიმა როცა დაინახა " სველი და ფეხშიშველი" იყო ის პირველი რაც გაახსენდა.

სახლიდან გავარდა და თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა რაიმე მინიშნებას ეძებდა რომ მისი ერთადერთი სიყვარული რაიმეთი ეხსნა.

" თუ სადმე სიცოცხლის დასრულება მსურს ეს იქნება სანაპირო სადაც შენს კალთაში ჩამოვდებ თავს და სულს ისე გავატან ღმერთს" ეს სიტყვები ამოუტივტივდა თავში ჯონგუქმა ეს ყველაფერი იმ ღამის შემდეგ უთხრა როდესაც ეგონა რომ ლიზას ეძინა.

თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა იქ სადაც ჯონგუქი ეგულებოდა ისე იყო ახლა ჯონგუქით გაბრუებული რომ იმასაც ვერ იაზრებდა გარეთ შუა ქუჩაში ფეხსაცმლის გარეშე როგორ ელოდებოდა ტაქსს.

ტაქსი გაჩერდა და სველი გოგო ეგრევე მანქანაში ჩახტა არ მოუსმინა ტაქსისტის წუწუნს რომელიც გამუდმებით ჩიოდა იმას რომ სავარძელი დაუსველა.

ტაქსი სანაპიროს წინ გაჩერდა ისევ თავსხმა წვიმა იყო ზღვა ღელავდა ირგვლივ არავინ ჩანდა წვიმის გამო ამას პლიუს გოგოს დაცრემლიანებული თვალები რომელიც მხედველობას უფრო უუარესებდა.

სიმღერის ტკბილი ხმა ისმის რომელიც აქამდეც გაეგო გოგოს მელოდიას მიყვება და ბოლოს რაღაც მოძრავს ხედავს ცდილობს მხედველობა გააუმჯებესოს და მის თვალებმა უკეთ აღიქვას ის რაც ახლა მის წინ ხდება.

ხელებით თვალებს იფშვეტს და მხოლოდ ახლა ამჩნევს მოცეკვავე სხეულს რომელიც თავსხმა წვიმაში სრულიად სველი და ცივ ქვიშაზე ფეხშიშველი ცეკვავს.

ეს ჯონგუქი იყო რომელიც ფეხშიშველი ცეკვავდა მთვარეც თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა რომ მისთვის მიენათებინა შუქი ბოლოს კი მოცეკვავე ბიჭი უპოვნია და მის სითბოს უზიარებდა.

გარშემო ბურუსი ჩამოწოლილა ყველაფერი ისე იყო როგორც ამას ჯონგუქი თავის სიმღერაში აქსოვდა ყოველი მოქმედება და გარშემო ყველაფერი ისე იყო ვიღაცას წინასწარ გათვლილი ეგონებოდა მაგრამ ეს ხომ რეალობაა? მწარე რეალობა.

გოგო ცდილობ მიუახლოვდეს მოცეკვავე სხეულს რაც შეიძლება მალე მაგრამ მას მისი დასისხლიანებული ფეხები უშლის ხელს ცდილობს გადადგას ნაბიჯი მაგრამ ეს ახალ ტკივილს ანიჭებს მას.

' განა ჩემს ცხოვრებაზე მტკივნეულია' ამბობს გოგო და ცდილობს გადადგას ნაბიჯი მაგრამ ვერა და ვერ ახერხებს ამას.

- ჯონგუქ! - ყვირის ბოლო ხმაზე მისი ხმა კი ყველას და ყველაფერს ექოს ედება.

მოცეკვავე სხეული წყვეტს ცეკვას და იხედება იმ მხარისკენ რომლიდანაც ეს ხმა ესმის.

ხედავს პატარა აცახცახებულ სხეულს რომელიც თავიდან ბოლომდე სველია და სიცივისგან თრთის.

- ლიზ...- ამ უკანასკნელს ამბობს და გოგოსკენ გარბის ახლა მისთვის ყველაზე დიდი წამალი ის გოგოა რომლის გამოც თანახმაა რომ სიცოცხლე დათმოს.

" როდესაც ბურუსი გაქრობას დაიწყებს, სველი და ფეხშიშველი შენსკენ გამოვიქცევი  გთხოვ, თუ ასე მოხდება , მაგრად ჩამეხუტე"

გოგოსკენ მირბის თითქოს რაღაცას ელის რომ მოხდება გოგოსკენ მანძილს ამცირებს და მხოდ ახლა ამჩნევს გოგოს რომელიც ლამისაა ჩაიკეცოს ფეხებიდან კი სისხლის ნიაღვარი მოსდის.

გოგომ ხელები ფართოდ გაშალა რადგან მონატრებული სხეული გულში მაგრად ჩაეკრო და მისი ლამაზი სახე დაეკოცნა.

ერთ წამს ბიჭი გაჩერდა თითქოს მის იქით გზა არ ჰქონდა ფიქრობდა "ეს ნეტავ სიზმარია თუ უკვე მოვკვდი?" ფიქრობს და გოგოს უყურებს რომელსაც ფეხებში ძალა ნელნელა ერთმევა " თუ ეს სიზმარია სიზმარში მაინც ვიყო ბედნიერი! " ამბობს და როგორც იქნა მონატრებულ სხეულს იკრავს გულში  და ხელებს მაგრად ხვევს.

გოგო ტირილს უმატებს და რაც შეუძლია მაგრად ხვევს ბიჭს ხელებს თან მას მის ნაზ კანს უკოცნია და მის ფითქინა კანზე აფრქვევს ცრემლებს.

- მომენატრე! - ათრთოლებული ხმით ამბობს ბიჭი და გოგოს ისე ეკრობა თითქოს მაგნიტი იყოს.

- შენს გარეშე არ შემიძლია! - ამოილაპარაკა ბიჭის კისერში ატირებულმა გოგომ.

გოგოს ფეხი ეკვეთება და ბიჭის ხელებში გული მისდის ბიჭი კი მის ხელებში მოქცეულ გოგოს დაჰყურებს და მხოლოდ ახლა იაზრებს რომ საშინლად მძიმედ სუნთქავს.

_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-

ჩემივე ნაწერის გამო მე თვითონ დავიღვარე ცრემლად😭

დამიჯერეთ იმაზე რთულია წერდე ასეთ ემოციურ თავს ვიდრე კითხულობდე 🤧

იმის გამო რომ სახლში ვიჯექი და ამას ვწერდი ყველანაირად ვცდილობდი მოწოლილი ცრემლები როგორმე ჩამეხრჩო რის გამოც ყელი საშინლად ამეწვა 😔

ამდენს ვეღარ გავუძელი და საპირფარეშოში გავვარდი და თავს უფლება მივეცი რომ ყველანაირი გრძნობისგან განვთავისუფლებულიყავი.👽

המשך קריאה

You'll Also Like

389K 30.7K 43
_ ဗုဒ္ဓက မကယ်ရင် ငါကိုယ်တော်က မိစ္ဆာဖြစ်စေပြီး မင်းကိုကယ်တင်မယ် _ _ ဗုဒၶက မကယ္ရင္ ငါကိုယ္ေတာ္က မိစၦာျဖစ္ေစၿပီး မင္းကိုကယ္တင္မယ္ _ Start date - Octo...
57 8 3
Warning! This may contain the thoughts of a heavy heart that may cause more damage to ur already broken heart.