შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 10

79 11 25
By Emolass99

თავი ახალ საფიქრალში ჩავიგდე.

რიუს დამაიმედებელ შემოთავაზებაზე პასუხის მოსაფიქრებლად დრო ერთი საღამო მქონდა.

"კარგად იფიქრე გრეის. თუ ხვალ ცხრა საათზე ჩემი სახლის კართან ვერ გნახავ შემოთავაზება გაუქმდება. ნუ ღელავ შენ დას დანის საქველმოქმედო ფონდის სიაში ჩავწერ და ადრეთუგვიან კომპანია დაეხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირობას ვდებ ჩემ შვილს ვეღარასდროს ნახავ. გინდა დავიჯერო ჩემი შვილისადმი გულწრფელი გრძნობები? ხვალ ყველაფერს ზუსტად გავიგებ."

მისი დამაბნეველი სიტყვების წყალობით უკვე ტვინი მიდუღდა. რიუ დანი ჩემი თავის ტკივილი ისე გამხდარიყო, ვერც კი გამეაზრებინა.

"როგორ უნდა გავიგო, რომელ არჩევანს ჩათვლით ჩემ გულწრფელ ნაბიჯად?"

"პასუხი თავად მოიფიქრეთ ქალბატონო გრეის."

გაუგებრობით შეწუხებულმა პატარა ბავშვივით ამოვიოხრე და ფეხები გავაბაკუნე.

ქეითის ჯანმრთელობას სასწაულებრივად, ყოველშემთხვევაში მივიღებდი და ამის დიდი მადლიერიც ვიყავი, მაგრამ ვერ გამეგო.

არჩევანის გაკეთება მატეოს ძიძობასა და მის დავიწყებას შორის უნდა გამეკეთებინა.

ჩემი მისდამი გულწრფელი გრძნობების დასამტკიცებლად, რომელი უნდა ამერჩია?

მატეოს ძიძობაზე დათანხმება ერთი შეხედვით კარგი საქციელი იყო. მარტოობით დატანჯული ბავშვის გვერდით დგომა და მისთვის დედობის გაწევა ის იყო რაც მატეოს სჭირდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ მიღებულ სწრაფ დახმარებას, შესაძლოა რიუ მის მცდარ აზრებში დაერწმუნებინა. 

იმ შემთხვევაში თუ ხვალ დანების სახლს არ მივაკითხავდი, მატეოს ისევ მარტოობისთვის გავწირავდი. არ მეცოდინებოდა დროსთან ერთად რიუ მის მიმართ ლმობიერი გახდებოდა თუ არა, გადალახავდა თუ არა მარტოობის გრძნობას, იქნებოდა თუ არა ბედნიერი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ რიუ დანი ჩემი მოსყიდვის მცდელობებში თავს წაგებულად იგრძნობდა.

ასეთი ეგოისტი ვიყავი? ნუთუ ადამიანის ბედნიერებას ვიღაცის მცდარი აზრების გამო დავთმობდი?

-რა გავაკეთო?_სიამაყისგან შეწუხებულმა კიდევ ერთხელ დავიწუწუნე.

-გრეის, კარგად ხარ?_დედის მოულოდნელმა შეკითხვამ პირადი პრობლემებისგან გამომარკვია.

შემოსასვლელ კარზე აყუდებული ზლაზვნით წამოვიწიე და მასთან სამზარეულოში გავედი.

-მატეო წავიდა? ფანჯრიდან დავინახე, როგორ ელაპარაკებოდი ვიღაც კაცს. შენი მეგობარი ისაა?_გამომცდელად მკითხა დედამ და ჭურჭლის რეცხვა ისე დაიწყო ჩემკენ წამითაც არ გამოუხედავს.

გამიმართლა. რიუს სახე ვერ დაინახა. დედასაც რომ გამოეჭირა?
მისთვის ყველაფერი, როგორ უნდა ამეხსნა?

რიუს დღევანდელი საქციელი ყველაზე მეტად მაოცებდა. ჩემამდე მოსასვლელად და შვილის წასაყვანად ერთი კვირა დასჭირდა, დღეს კი პიროვნების დაფარვის გარეშე ერთი საათი იმგზავრა და მისი ვინაობა საფრთხეში ჩააგდო.

-ასეა. მოსვლა დააგვიანდა და მომიბოდიშა._სწრაფად ვუპასუხე დედას და დარეცხილი ჭურჭლის დამშრალება პარალელურად დავიწყე.

გვერდით მდომ აფუსფუსებულ დედას სახეზე უცნაური ღელვა ეტყობოდა, მაგრამ მთელი ძალით ცდილობდა ეს კარგად ჩაეყლაპა.

-ბავშვიან კაცს ხვდები გრეის? _მოთმინება დაკარგულმა მაინც ამოღერღა და ჭურჭლიდან ყურადღება ჩემზე მთლიანად მომართა.

-რა თქვი?_მისი კითხვის შინაარსით გაოგნებულმა ძლივს ამოვილუღლუღე. დედისგან მოსმენილი სიტყვები უკანასკნელი იყო, რის მოსმენასაც ველოდი.

-მატეოსთან შენი დამოკიდებულება დავაფიქსირე. ის შენთვის უბრალოდ მეგობრის ბავშვი არ არის გრეის. ამის აღიარება არ მომწონს, მაგრამ მის გვერდით შვილზე შეყვარებული დედასავით იქცეოდი. რამდენი ხანია მათთან ატარებ დროს? როდის დაიწყეთ შეხვედრა, ან...

-დედა ცოტახანს გაჩერდი._გაოცებულმა იქამდე შევაწყვეტინე, სანამ კიდევ უარეს შეკითხვებს მოვისმენდი.

მსგავსი ეჭვის გაჩენის საბაბი არ მიმიცია!

-მატეოს მამასთან მხოლოდ ვმეგობრობ კარგი? ჩვენ შორის არაფერი ხდება. გეფიცები.

მაშინვე ავუხსენი და მის სახეზე წამიერად შეცვლილ ემოციებს დავაკვირდი.

ქარვისფერ თვალებში თითქოს სინანულის მკვეთრი ფერიც კი ჩაუდგა. იმის მიუხედავად, რომ მისი მცდარი ფიქრებით კმაყოფილი არ იყო, არც ის გაუხარდა, რომ მცდარი დასკვნები გააკეთა.

-ჩემი ბრალია._ჩუმად დაიჩურჩულა და ისევ ჭურჭელს დაუბრუნდა.

ამჯერად ბრაზის ნაცვლად სინანულის ცრემლებს ებრძოდა და ეს თვალსაჩინო იყო.

-დედა, შენ რა შუაში ხარ?_მისი ემოციებით დაბნეულმა გაუბედავად ვიკითხე.

-მე და ქეითმა ყველაფერი წაგართვით საყვარელო. ოცნების სამსახური, პირადი ცხოვრება. ოცდარვა წლის ხარ გრეის. ურთიერთობებზე და ოჯახის შექმნაზე უნდა ფიქრობდე, მაგრამ ამის ნაცვლად ხანში შესულ დედას და ავადმყოფ დას უვლი. ეს უსამართლობაა. ტვირთად გაწევართ. ვინ იცის შენი დის ავარია, რომ არა...

დედის დარდით დანაღვლიანებული საუბარი, ძლიერი ჩახუტებით გავაწყვეტინე.

-ჩემთვის ტვირთი არ ხართ დედა._მის დასაიმედებლად გადავჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე.

რაც არ უნდა ყოფილიყო, ისინი ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. მათი გასაჭირი არ შემეძლო გულგრილად დამეტოვებინა.

-შენზე ვღელავ გრეის. ქეითის ოპერაციის ხარჯები,  ჩვენი და შენი ბინის გადასახადები, ყველაფერი შენ კისერზეა. წარმოდგენაც მზარავას ამ ყველაფრისთვის რისი ატანა გიწევს. ჩვენ გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩება. ამაზე არც კი ვიღელვებდი, რომ ვიცოდე, რომ ოჯახის შექმნა არ გინდა.

დედა მართალი იყო. ჩემი ოჯახის ყოლა ყოველთვის მინდოდა. ამაზე ბოლო წლები განსაკუთრებით მეფიქრებოდა, მაგრამ ჩემი დისა და დედის ჯანმრთელობის სანაცვლოდ შემეძლო ამ იდეის შორ პერსპექტივაში გადასროლა.

-დედა, მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, გპირდები._მის გასამხნევებლად კიდევ ერთხელ გადავჩურჩულე და ქეითის გამოჯანმრთელების შანსებზე ფიქრი დავიწყე.

თუ რიუს ნაცნობი ექიმი ქეითს შეტევებისგან იხსნიდა, ეს ჩემთვის და დედასთვისაც შვება იქნებოდა. 60% შანსი ვიღაცისთვის შესაძლოა ცოტა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენთვის მთელი სიცოცხლე იყო.

-გრეის, ჩემო გოგო, მიხარია რომ ამხელა წნეხის მიუხედავად ჩემ გამხნევებას ცდილობ, მაგრამ...

-ჩემი სიტყვები ფუჭი არ არის დედა.   მატეოს მამას ნაცნობი ექიმი ჰყავს. მან ქეითის სამედიცინო ისტორია ბატონ დეივს  გადასცა, ექიმმა კი სამოც პროცენტიანი გამოჯანმრთელების შანსი მოგვცა.

-ამას მართლა ამბობ?_ჩემი მოსმენით გაოგნებულმა გამომცდელად მკითხა, ნიჟარას მიეყუდა და დანაოჭებული ხელები გულზე დაიწყო.

-ასეა, ექიმ დეივს ქეითისნაირი პაციენტები ფეხზეც კი დაუყენებია. თუ ვცდით ყველაზე ცოტა შეიძლება ქეითი შეტევებისგან დავიხსნათ.

-ღმერთო ჩემო, გრეის..._ჩემი გაცემული ინფორმაციით აღფრთოვანებულმა დედამ ძლივს ამოილუღლუღა, წამიერად გაჩენილმა იმედის ნაპერწკალმა თითქმის აატირა კიდეც, მაგრამ მალევე მის სახეზე იმედგაცრუების ახალმა ტალღამ გადაირბინა.

-ვერ შევძლებთ._იმედ გადაწურულმა  ჩაიბუტბუტა და იქვე სკამზე დასჯილი ბავშვივით ჩამოჯდა. -ეს ყველაფერი დიდ თანხებზე გავა. ისედაც მაწუხემს ის თუ ჩვენთვის რამდენს აკეთებ. არ მინდა ახალი ვალები აიღო და ცხოვრება მეტად გაირთულო.

შვილების ბედით გულდამძიმებულმა დედამ თავი უიმედოდ ჩაქინდრა და მომხიბვლავი შემოთავაზების გონებიდან ამოშლა სცადა.

-დედა საქმე ამაში არ არის. _მისი დარდით შეწუხებულმა სწრაფად ამოვილუღლუღე და დედის წინ დავჯექი.

-უკვე გითხარი, მატეოს მამა ჩემი მეგობარია. ფინანსები საკუთარ თავზე აიღო. ის დაგვეხმარება.

რიუს ჩემ მეგობრად გასაღება არ მომწონდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. რაღაც უნდა დამეთმო იმისთვის რომ ოჯახი სკანდალში არ გამეხვია.

-ამას რატომ აკეთებს? უკვე წლებია არავინ არაფერში დაგვხმარებია. იქნებ მართლა მოსწონხარ?_ჩაფიქრებულმა რიუს ქველმოქმედების მიღმა ქვეტექსტის ძებნა დაიწყო, ამან კი მწარედ გამაცინა.

მან არც კი იცოდა ქეითის ჯანმრთელობის წყალობით რამხელა თავისტკივილი გამიჩინა ბატონმა რიუმ.

-დედა გთხოვ..._აზრს მოკლებული ფიქრების გასაწყვეტად გავაფრთხილე და დაღლილი ფეხზე წამოვდექი.

-კარგი, კარგი. კურსს მალე დავიწყებთ გრეის? ქეითის წამლები ისევ გველევა, ბოლო ოპერაციის შემდეგ კი მისი შეტევა მეტად საშიშია. გამოწერისას ექიმმა გამაფრთხილა რომ მორიგი შეტევა წინასთან შედარებით ზღაპარი იქნებოდა.

დედის წამიერად შეცვლილმა ხმამ ჩემი გონება მთლიანად მოიცვა.

ორი არჩევანი მქონდა. ქეითის კურსები მალევე დამეწყო და ჩემი ცხოვრება მთლიანად დანების საიდუმლო ცხოვრებისთვის მიმენდო, ან დის გადარჩენის იმედად დამეცადა და მატეოსთან შეხვედრაზეც უარი მეთქვა.

რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, რიუს შემოთავაზებული პირველი ვერსია მეტად მომხიბვლელი მეჩვენებოდა. ხვალ მასთან მისვლის შემდეგ ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ წავიდოდა.

მატეოსთან მეგობრობას შევძლებდი, ქეითს დამსახურებულ კურსს გავატარებდი და ამასთან ერთად ნათანთან მუშაობით აღებული ფულის დაგროვებას ახალი სახლისთვის დავიწყებდი.

პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად ქცეულ აზრზე ფიქრით ისე შემომათენდა ვერც კი გავიაზრე.

ერთ საათიან გზას ისევ ნაცნობი ავტობუსით დავადექი და ტელეფონზე რიუსგან გამოგზავნილ კოორდინატებს მკვლევარივით ავედევნე.

რა მნიშვნელობა ჰქონდა რას იფიქრებდა რიუ დანი? ამ შემოთავაზებაზე დათანხმებით იმ ყველაფერს მივიღებდი რაც მჭირდებოდა. არ მადარდებდა ამაყი ბიზნესმენის თვალში, როგორი ადამიანი გამოვჩნდებოდი.

თეთრი, უზარმაზარი სახლის გალავანთან შეჩერებულს წამით გზაში მოკრეფილი სიმამაცე მთლიანად გადამავიწყდა.

-მიდი გრეის, რაც არ უნდა იყოს, მატეოს მოვლის სანაცვლოდ ფულს მაინც არ აიღებ. ეს უბრალოდ ქეითის და მატეოს სასიკეთოდ კეთდება.

თავს კიდევ ერთხელ შემოვუძახე, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა მაინც ვერ შევძელი.

რკინის ორნამენტებიანი ჭიშკარიდან სიმწვანეში ჩაფლული თეთრი სასახლე სამეფო რეზიდენციასავით თვალისმომჭრელად ბზინავდა.

სახლი ერთი შეხედვით მიწიერ მშვენიერებას ასხივებდა, მაგრამ მატეოს წყალობით ვიცოდი რომ იქაურობა მარტოობის ნაცრისფერი ჰაერით იყო სავსე.

-მანდ კიდევ დიდხანს უნდა იდგე? შენი შემოთავაზების დრო თითქმის ამოიწურა, მე კი გითხარი რომ სახლის კართან უნდა დამენახე და არა ეზოს ჭიშკართან.

სახლის კიბეებთან უეცრად გამოჩენილმა რიუმ წამიერად დამაფრთხო.

წარჩინებული დანი ღია ვერანდასთან, კიბის ბოლო საფეხურზე იდგა. ჩვევისამებრ თეთრი კლასიკური შარვალი და იმავე ფერის სვიტრი ეცვა. ცალ ხელში ფინჯანი ეჭირა, მეორეში კი წყლის მილი და მებაღესავით ნაადრევად გაყვავილებულ ყვავილებს რწყავდა.

მისი თავდაჯერებული და ამაყი სახე სურვილს მიჩენდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი მოსყიდვა მაინც ვერ შეძლო, მაგრამ არ შემეძლო. ჩემი ამ სახლთან დანახვა სწორედ ამას ნიშნავდა.

-ბარგი არ წამოგიღია?_კიდევ ერთხელ კითხვა მაშინღა დასვა, როდესაც მილის დაგდების შემდეგ პატარა პულტით კარი დისტანციურად გამიღო და ეზოში შესვლის უფლება მომცა.

-მზად ვარ მატეოს ძიძად ვიმუშავო, მაგრამ აქ არ გადმოვცხოვრდები. _მტკიცედ განვუცხადე და მის წინ უშიშარი მეომარივით წარვდექი.

ჩემი სიჯიუტით გახალისებულმა წამით ამაყად დამხედა, შემდეგ კი ცალყბად გაიღიმა. ხელში მოქცეული ფინჯნიდან ცხელი სითხე მოსვა და სახლში უკანმოუხედავად შევიდა.

ერთ ადგილზე გაჩერებულს ვერ გამეგო, როგორ უნდა მემოქმედა. მეგონა ბატონი დანი სახლში მაინც შემიპატიჟებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებია.

-არ შემოხვალ? სახლი ცივდება._საბოლოოდ მაინც გამომძახა და ჩემი სახლში შესვლისთანავე კარი ზურგსუკან მიხურა.

ინტერიერის თვალიერებაში გავერთე.

ორ სართულიან სახლს მაღალი ჭერი აერთიანებდა. შესასვლელი საკარნავალო დარბაზს წააგავდა. მარმარილოს იატაკი დიდი ჭაღიდან   წამოსულ სიკაშკაშეს ირეკლავდა. კედელს გაყოლებული უცხოდ დახვეული საფეხურები მეორე სართულზე ადიოდა და წრიულად შენობის ფორმას მიუყვებოდა.

-წამომყევი მოვალეობებს გაგაცნობ._სახლის შესათვალიერებლად მოცემული დროის ამოწურვის შემდეგ წამოიძახა რიუმ და პირველი სათულის მაღალი თაღის ქვეშ გაიარა.

-აქეთ სამზარეულო და სასადილოა. ბევრი რამის მომზადება არ მოგიწევს. საკვებზე ჩემი მზარეული ზრუნავს, მაგრამ მატეო გამონაკლისია. დილის ადამიანია, მზარეულის მოსვლამდე შივდება, ამიტომ მისთვის მხოლოდ საუზმის მომწადება დაგჭირდება.

ექსკურსიამძღოლივით გამაცნო სიტუაცია და სასადილოდან გრძელი დერეფნით ახალი სივრცისკენ გამიძღვა.

-ეს ნატალის ოთახი იყო. _ერთ-ერთი კარის შეღებისთანავე მომმართა და დაცლილი სივრცის შეთვალიერების საშუალება მომცა.

ოთახი საკმაოდ ნათელი იყო. კედელთან მოზრდილი ზომის ლოგინი იდგა, მის გვერდით პატარა ტუმბო იკავებდა ადგის, დერეფანთან საზიარო კედელზე კი დიდი ზომის კარადას დაედო ბინა.

-იმ შემთხვევაში, თუ აქ დარჩენა მოგიწევს, ან შინ წასვლას ვერ მოასწრებ აქ დარჩენას შეძლებ.-მოკლედ მითხრა და კარი ისევ დახურა.

-არ ვაპირებ...
-მართალია შენი ოთახი სახლის მეორე ბოლოშია, მაგრამ მატეოს ოთახისგან მხოლოდ სამი კარით ხარ დაშორებული._საუბარი გამაწყვეტინა და მატეოს კარზე მიაკაკუნა.

-მალე გაემზადე, სკოლაში წასაყვანად მოგაკითხეს._კარის მეორე მხრიდან გასძახა რიუმ შვილს და ამჯერად უკან, სასადილოში გამიძღვა.

-შენი მოვალეობები მისი სკოლაში წაყვანა და უკან დაბრუნება იქნება. ასევე იძულებული იქნები მატეოს სწავლას თვალყური ადევნო და მის დაძინებამდე აქ დარჩე. შაბათ-კვირას უფლებას მოგცემ მატეო სადაც გინდა იქ წაიყვანო, მაგრამ ერთი პირობით. არავინ უნდა გაიგოს, რომ დანია.

ბიზნეს შეთანხმებასავით წარმიდგინა მისი მოთხოვნები და მაგიდაზე დადებული საქაღალდიდან ამოღებული ფურცლები კალამთან ერთად გამომიწოდა.

-ეს რა, გაუთქმელობის ხელშეკრულებაა? _ცინიკურად ჩავიცინე, მაგრამ მისი სერიოზული სახის დანახვის თანავე გავჩუმდი.

-მე ბიზნესის სფეროში ვარ. იმის დამადასტურებელი საბუთი მჭირდება, რომ ამ სამსახურზე თანახმა ხარ._თავი გაიმართლა და ხელით მანიშნა კონტრაქტი გადამეთვალიერებინა.

-ასი ათასი დოლარი, იმის სანაცვლოდ თუ კონტრაქტს ნაადრევად გავწყვეტ?_გაბერილი თანხის დანახვით გაოცებულმა ხმამაღლა წამოვიძახე.

-ეს ორმხრივი შეთავაზებაა. ჩემი მხრიდან კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში გაორმაგებულ თანხას მიიღებ.

-მატეოს სოციალურ სივრცეში ჩემ შვილად გასაღება? -მორიგი მოთხოვნის ამოკითხვის თანავე რიუს მოუთმენლად გავხედე.

-ახლო მომავალში გალერეის გახსნას ვაპირებ. ასევე გეგმაში  კომპანიის წლისთავთან  დაკავშირებული წვეულებაცაა, რომელიც სავარაუდოდ აქ გაიმართება.

-გინდათ მატეო თქვენ ოფიციალურ შეკრებებზეც გამოჩნდეს?_მისი სურვილით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

თუ მატეოს ნაამბობს გავითვალისწინებდი, მოსმენილი მოთხოვნა, რაღაც ახალი იყო.

-მინდა წვეულებებზე მატეო შენი სახელით მოვიდეს. თან ეს აქამდე უკვე გაგიკეთებია ხომ ასეა? ნათანისთვის მატეოს დედა შენ ხარ._ამაყად გადმომხედა რიუმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

-გრეის, არ მინდა დაგაჩქარო, მაგრამ ჩემი შემოთავაზების დრო იწურება. კონტრაქტის გაცნობა ხელმოწერის შემდეგაც შეგიძლია.

სასხვათაშორისოდ მითხრა და კალამი ხელში აათამაშა.

კონტრაქტი სამ წლიანი იყო. ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს დრო ვერ გამეძლო და კონტრაქტი გამეწყვიტა?

გამოწვდილი კალამი რიუს გამოვართვი და ზედმეტი ფიქრის გარეშე გამოყოფილ ადგილზე ხელი მოვაწერე.

-მშვენიერია. დღეიდან მატეოს ძიძა და არაბიოლოგიური დედა ხარ. მინდობილობა უკვე გავაკეთე, ასე რომ შეგიძლია მის კრებებზეც დედის სტატუსით მიხვიდე._რიუს გამარჯვებული სახის დანახვა მაღიზიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ მატეოს დედად თავის გასაღება არ მამწუხრებდა, იმაზე მაინც ვბრაზობდი, რომ დიდებული დანისთვის ჩემზე მატეოს მობმა პრობლემების დასასრული იყო.

-კინაღამ დამავიწყდა._ხელჩანთის აღებისას წამოიძახა რიუმ, ღია წაბლისფერი წარბები ზემოთ აზიდა და ჩემოდნიდან ახალი კონტრაქტი ამოაძვრინა.

-იმედი მაქვს ამჯერად თქვენთან ხელის მოწერას არ მაიძულებთ. _ახალი ფურცლების დანახვისას მაშინვე შევიცხადე.

-ეს შენი დის საბუთებია. მეურვის თანხმობა სჭირდება, რომ კურსები დაიწყონ._მობეზრებულმა სწრაფად ამიხსნა და ოთახიდან გასვლა დააპირა.

-არაფორმალურად რატომ მომმართავთ ბატონო რიუ? მგონი ამის უფლება არ მომიცია._მისი მომართვით გაღიზიანებულმა დიდი ხნის ცნონბისმოყვარეობა დავიხშე და დიდებულ ბიზნესმენს ამაყად შევხედე.

ჩემი შეკითხვით გახალისებული რიუ ჩემკენ ნელა დაიძრა და საჭირო მანძიზე მოახლოვების შემდეგ ზემოდან ამაყად დამხედა.

არ ვიცი ეს ჩვენი სიმაღლის სხვაობის ბრალი იყო, თუ იმ ამაყი მზერის, რომლითაც მიყურებდა, მაგრამ თავი იმ მომენტში პატარა ჭიანჭველად ვიგრძენი.

-ფორმალურად, რატომ უნდა მოგმართო გრეის? ჩემზე ოთხი წლით პატარა ხარ, ამასთან ერთად ჩემი დასაქმებული პირი ხარ. იერარქიულად უფლება მაქვს ისე მოგმართო, როგორც მინდა.

ამაყად გაიღიმა და მზერა ჩემ უკან დერეფანზე გადაიტანა.

-გრეის? _მატეოს აღტაცებულმა წამოძახილმა სახლი აახმაურა და ამასთან ერთად ჩემი გონება ზედმეტი ბრაზისგან გაწმინდა.

-მიესალმე მატეო, გრეისი დღეიდან შენი ძიძა და განუყრელი მეგობარი იქნება._შვილისთვის შეფუთული ლამაზი საჩუქარივით წარმადგინა რიუმ და მატეოს თავის დაკვრით უფლება მისცა ჩამხუტებოდა.

Continue Reading

You'll Also Like

3.1M 131K 35
"Stop trying to act like my fiancée because I don't give a damn about you!" His words echoed through the room breaking my remaining hopes - Alizeh (...
761K 40.1K 21
This book is about the two daughters-in-law of Rajputs who have gotten married to the two Rajput siblings and are best friends as well even before be...
714K 43.7K 38
She was going to marry with her love but just right before getting married(very end moment)she had no other choice and had to marry his childhood acq...
3.7M 294K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...