แƒ›แƒแƒ’แƒ แƒแƒ›...

By vki_kika7

38.8K 1.5K 304

๐Ÿ”ž don't read to children ๐Ÿ”ž More

แƒžแƒ˜แƒ แƒ•แƒ”แƒšแƒ˜ แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒแƒ แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒกแƒแƒ›แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒแƒ—แƒฎแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒฎแƒฃแƒ—แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒ”แƒฅแƒ•แƒกแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒจแƒ•แƒ˜แƒ“แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒ แƒ•แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒชแƒฎแƒ แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒแƒ—แƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒ—แƒ”แƒ แƒ—แƒ›แƒ”แƒขแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒ—แƒแƒ แƒ›แƒ”แƒขแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒชแƒแƒ›แƒ›แƒ”แƒขแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒ—แƒแƒ—แƒฎแƒ›แƒ”แƒขแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜
แƒ›แƒ”แƒ—แƒ”แƒฅแƒ•แƒกแƒ›แƒ”แƒขแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜

แƒ›แƒ”แƒ—แƒฎแƒฃแƒ—แƒ›แƒ”แƒขแƒ” แƒ—แƒแƒ•แƒ˜

1.5K 77 18
By vki_kika7

თვალს რომ ვახელ თეთრ ჭერს ვხედავ.

ვიხსენებ ბოლოს ნანახ კადრებს და სწრაფად ვდგები ფეხზე. საავაფდმყოფოში ვარ. ხელზე გაკეთებული რაღაც წვრილი მილები მოვიგლიჯე და ის იყო კარში უნდა გავსულიყავი რომ ნიკა შემოვიდა პალატაში.

- ნიკა მითხარი რომ სანდრო ამ შენობაში არაა და რომელიმე პალატაში არ წევს!

ნიკა დუმს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩემი სანდრო სდღაც აქაა.

- რომელ პალატაშია?

ვკითხე თითქოს დანებებით და ხმადაბლა.

ისევ დუმს.

პალატიდან გავვარდი.

საავადმყოფოს დერეფნებში დავრბოდი და ყველა ოთახის კარს ვაღებდი იმ იმედით რომ სადმე სანადროსაც დავინახავდი.

გავაღე ერთ, ორი, სამი, ოთხი და მეხუთე კარს ვაღებდი რომ ვიღაც მაჩერებს. ხელს ძლიერად მკიდებს და იქით დერეფანში გადავყავარ. ვიცანი. ის საბა იყო.

- საბა, სანდრო სადაა? კარგადაა?

- არა. სანდრო ცუდადაა და ეს შენი დამსახურებაა!

- რას როშავ? სადაა? ამოღერღე!

ცრემლები მახრჩობდა უკვე, საბას ბოლო ხმაზე ვუყვიროდი.

- რეანიმაციაში ამის დედაც!

მას ხმა გაუტყდა, თვალები კი აუცრემლიანდა.

- მატყუებ!

ვუთხარი და გამოვბრუნდი რომ უკან წავსულიყავი და სანდროს ძებნა გამეგრძელებინა მაგრამ საბა მაჩერებს და ისევ უკან მაბრუნებს.

- სანდრო იქ შენს გამოა! შენი ბრალია და იცი რატომ? რათქმაუნდა, საიდან გეცოდინება

- რას როშავ ამის დედაც ამოღერღე წყეულო ნაბიჭვარო!

- რას ელენე და სანდრო იქ იმიტომაა რომ შენმა ყოფილმა გამოსირებულმა ლევანიმ მოაწყო ავარია! გაფრთხილებ სანდროს სიახლოვეს აღარ გნახო, მადლობელი ვარ ერთ დროს რომ დამეხმარე მაგრამ ახლა შეგიძლია უკან მოუხედავად გაქრე!

- საბა კიდევ ერთი სიტყვაც და თავს ვერ შევიკავებ! მოკეტე და გამეცალე, სანდროს დედა უნდა ვნახო, მასთან მინდა საუბარი.

- არ გირჩევ ამის გაკეთებას! ქალი ისედაც განადგურებულია შენ რომ გნახოს უფრო გამწარდება... წადი ელენე, წადი და ყველა მშვიდად ვიქნებით!

საბას ვერ ვცნობდი. ამ დროის განმავლონაში ძალიან შეცვლილა... გაჩუმებული ვიდექი და ვუსმენდი. ვისმენდი როგორ მთხოვდა წასვლას.

- არსად წამსვლელი არ ვარ სანამ ამას სანდრო არ მეტყვის!

- სანდრომ შესაძლოა შენს გამო ვერც კი გაიღვიძოს და თუ სასწაული მოხდება და თვალს გააახელს ძველებურად მაინც აღარაფერი იქნება...

წინადადების დასრულებაც კი ვერ მოასწრო თვალებიდან ცრემლები წასკდა და ადგილზე ჩაიკეცა. მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცეია დერეფნის ბოლოში ანასტასია დავლანდე და მისკენ გავემართე, იქ მისვლამდე კი ექიმი გამოვიდა რეამინაციიდან და განაცხადა.

- მდგომარეოა არც ისე მძიმეა. არ ვიცით რამდენხანში გამოიღვიძებს და არც ის ვიცით რომ გამოიღვიძებს როგორ იქნება.

იქ მისვლა ვეღარ გავბედე, გამოვბრუნდი და საავადმყოფოს შენობა დავტოვე. ვგრძნობდი ნიკა მომყვებოდა.

ემოციები მიტევდა, შორს წასვლა ვერ შევძელი. საავადმყოფოს ეზოში ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.

ვიგრძენი ნიკამ როგორ წამომაყენა და გულში ჩამიკრა. მე კი თავის შეკავება არ მინდოდა, უფრო ვუმატე ტირილს. ნიკა უბრალოდ მამშვიდებდა.

- მართლა ჩემი ბრალია! საბა მართალია!

- გაჩუმდი, შენ არაფერ შუაში არ ხარ! მას არ უნდოდა ამის თქმა, გთხოვ ელენე თავი ხელში აიყვანე. სანდროს გამო!

- ნეტავ მე გავეტანე იმ მანქანას!

- ეს აღარ თქვა, გთხოვ.

- ნიკა, შენი დახმარება მჭირდება.

- გისმენ ელე.

- როგორმე სანდროს ექიმი უნდა ვნახო, საბა ამაში ხელს შემიშლის ამიტომ უნდა დამეხმარო. პალატაში რომ გადაიყვანენ მის სანახავადაც კი არ შემიშვებს ამაშიც უნდა დამეხმარო.

- რა თქმა უნდა!

- გმადლობ, ნიკა.

სახლში მივედი. სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი. წყეული ის დღე როცა ლევანისთან დავიჭირე საქმე...

გათენებამდე თვალი არ მომიხუჭავს. დილით შვიდ საათზეე ნიკასგან შეტყობინება მომდის.

"გაემზადე, მოგაკითხავ და სანდროს სანახავად წაგიყვან. პალატაში გადაიყვანეს."

შეტყობინების წაკითხვა და ჩემი უსაზღვო ბედნერება ერთი იყო. მაშინვე სააბაზანოსში შევვვარდი, ვიბანევე მოვწესრიგდი და ნიკას დაველოდე.

და აი ისიც კარზე ზარია.

კარი გავაღე თუმცა ნიკას ნაცვლად ანასტასია შემრჩა. კარგი, ახლა მისგანაც მომიწევს საყვედურების მოსმენა?

- ანასტასია, თუ აქ იმისთვის მოხვედი რაც საბამ მითხრა მოსმენის თავი არ მაქვს და იცოდე. თქვენზე არანაკლებ დღეში ვარ მეც!

- მე არ მაინტერესებს საბამ რა გითხრა, უბრალოდ ნიკამ მითხრა რომ სანდროს სანახავად აპირებდი წასვლას და აქ ამიტომაც ვარ.

- ხელი უნდა შემიშალო?

- არა, ლილიანას უნდა მივხედო სანამ სახლში არ იქნები.

- მოიცაა...

- წადი სანდრო გელოდება.

სიმართლეს გეტყვით და ანასტასიასგან ამას არ ველოდი. მოულოდნელად სიხარულისგან გადავეხვიე და სახლიდან გავვარდი. გაერეთი ნიკა დამხვდა.

- იქ არავინ არ იქნება?

- არა ელე, დაწყნარდი. მე და ტასომ მოვაგვარეთ. დედამისი სახლშია იქ ყოფნას აზრი არ აქვსო დაარწმუნა საბა კი ლევანის მოსაძებნადაა ასე რომ გზა ხსნილია ქალბატონო.

არავინ თქვას! არავინ გაბედოს და თქვას რომ ადამიანები მეორე შანსს არ იმსახურებენ! ახლა მართლა დაამტკიცა ნიკამ რომ იმსახურებდა მეორე შანსს!

მანქანაში ჩავჯექით და საავადმყოფოსკენ გავეშურეთ. მალე ადგილზე ვიყავით. თავიდან ძალას ვერ ვიკრებდი სანდროსთან შესასვლელად თუმცა საბოლოოდ მივხვდი რომ სიკვდილამდე მენატრებოდა და ყოყმანის დრო არ იყო!

პალატაში როგორც კი შევაბიჯე გული ისე ამიჩქარდა მეგონა მალე გონებას დავკარგავდი. ფეხები ამიკანკალდა. ძალა მაინც მოვიკრიბე და მას მივუახლოვდი. არა, ნუ მეტყვით რომ ცრემლები უნდა შემეკავებინა! ამას თქვენც კი ვერ მოახერხებდით ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავით.

წამლების სუნი ხარბად შევისუნთქე და მასთან ახლოს ჩამოვჯექი. ვუყურებდი თუ რა ცუდ მდგომარეობაში იყო ჩემ გამო. ჰო საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და იცით რის გამო? მე, ჰო მე ვიყავი ლევანის სამიზნე, რამოდენიმეჯერ გაფრთხილებაც კი მივიღე მისგან რომ იმას არ მაპატიებდა რაც წარსულში გავუკეთე და შურს იძიებდა მგარამ რას ვიფიქრებდი თუ მართლა ამ დონემდე დაეცემოდა...

სანდროს ხელს ჩემი ხელი ნაზად შევახე, შემდეგ დავიხარე და ტუჩზე ვაკოცე.

- შენთან რომ ვარ ხოლმე ჩემი გულისცემა გესმის? მე მესმის შენი გულის ხმა. ახლაც მესმის... შენი გული მეუბნება მიყვარხარ და არ დამტოვო არსად წახვიდეო. ასეც იქნება! არსად წავალ, არ დაგტოვებ! მუდამ შენს გვერდით ვიქნები, იქამდე სანამ შენ არ მეტყვი წადიო ამიტომ შენც ვალდებული ხარ დარჩე და არსად წახვიდე! ვალდებული ხარ თვალი გაახილო და მითხრა რომ გიყვარვარ სანდრო! აქ ყოველდღე მოვალ, არ მაინტერესებს შენს მეგობარს მოსწონს ეს თუ არა. მთავარია რომ შენს გულს მოსწონს რადგან ის ისე ძგერს რომ პალატის ოთხივე კედელს ესმის ხმა!

კვლავ კოცნა დავუტოვე და ის იყო ზურგი ვაქციე რომ აპარატი რომელიც მის გულის წნევას ზომავდა აწრიპინდა. პალატიდან ჩქარი ნაბიჯებით გავვარდი დ ექიმებს დავუძახე.

***

დერეფანში ველოდებოდი ექიმი როდის გამოვიდოდა, რომ გამეგო მისი მდგომარეობა. და აი ისიც, გამოჩნდა. სწრაფად წამოვდექი და ექიმთან მივირბინე. სანამ რამეს ვკითხავდი მანამდე თვითონ დაიწყო საუბარი.

- ვატყობ პაციენტისთვის ყველზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.

- დიახ, ის ჩემი საქმროა.

- კაბინეტში გამომყვებით?

- საქმე ცუდადაა?

- დაწყნარდით, წამობრძანდით და ყველაფეს მოგიყვებით.

უხმოდ გაყვა დერეფანს თავისი კაბინეტისკენ და მეც უკან ავედევნე. კაბინეტში შესვლისას ვიგრძენი რომ მეტად შრომისმოყვარე ექიმი იყო. ამას მის კაბინეტში თაროზე დალაგებული სამედიცინო წიგნები მოწმობდნენ.

ჭიქა წყლით შეავსო და მაგიდაზე დადო.

- დაბრძანდით.

ხელით თავისუფალი ადგილისკენ მიმითითა. ეს ყოველივე მაშინებდა.

- არ მინდა, მითხარით საქმე რაშია, უნდა წავიდე მეჩქარება.

- დაბრძანდით და გაიგებთ

- უკვე ძალიან მაშინებთ ექიმო.

ექიმმა ღრმად ამოისუნთქა და სათვალე მოიხსნა.

- ახლა რასაც გეტყვით ეს სანდროს არცერთი ოჯახის წევრისთვის არ მითქვამს, ამიტომ გთხოვთ დაბრძანდეთ და ისე მომისმინოთ.

რა აზრი ჰქონდა გაჯიუტებას?

- ახლა გისმენთ.

- ავარიის დროს როგორც ჩანს თავი ძლიერად დაარტყა რამაც მეხსიერების დაქვეითება გამოიწვია. გარდა ამისა, შანსი დიდი იყო რომ გონებრივი ჩამორჩენილობაც გამოეწვია, ამის გამო ექიმები იძულებულნი გავხდით ტვინის რაღაც ნაწილი ამოგვეჭრა რაც მეხსიერების სამუდამო დაკარგვას გამოიწვევდა.

- ანუ ამბობთ რომ არავინ და არაფერი ემახსოვრება თუ გაიღვიძებს?

- ჯერ ისიც კი არ ვიცით საერთოდ თუ გაიღვიძებს, შესაძლებელია 2 წელი ან საერთოდ 20 წელი იძინოს.

- რამდენია შანსი მალე გამოღვიძებისა?

- ვერაფერს გეტყვით.

ჯანდაბა... წამოვდექი და ის იყო კაბიეტიდან უნდა გავსულიყავი, რომ ექიმის სიტყვებმა შემაჩერა.

- ჯერ ყველაფერი არ მითქვამს.

ნელა მოვტრიალდი.

- თუ რამე უარესის თქმას აპირებთ, ჯობია არ თქვათ.

- მე გეტყვით და თქვენ გადაწყვიტეტ უერესია თუ უკეთესი. ექიმები, ვისაც სანდროს მდგომარეობა გავანდეთ, ყველა იმას ამბობს რომ მეხსიერების მთლიანი ნაწილი წაიშალა და ვერაფერს ვერ გაიხსენებს, ვერასდროს.

- გითხარით არ თქვათ მეთქი!

- მაგრამ, თქვენს სიტყვებზე მის გული აჩქარდა. ეს ან სასწაულია ან ექიმების შეცდომა. მე უფრო პირველი მგონია. ერთსაც გეტყვით და მერე წადით თუ გინდათ. სანდრო რომ გამოიღვიძებს, ეს არ ვიცი როდის მოხდება მაგრამ ერთადერთი ვინც მას, უფროსწორად მის გულს ემახსოვრება თქვენ იქნებით და ერთადერთი ვისი წყალობითაც შეძლებს... თუმცა დაივიწყე ის წარსულის გახსენებას ვერასდროს შეძლებს, მაგრამ ცხადია თქვენ აუცილებლად გიცნობთ და მიხვდება, რომ მისი ადამიანი ხართ.

***

სამი თვე გავიდა...

სამი წყეული თვე სანდროს გარეშე.

ამ სამი თვის განმავლობაში დღე არ ყოფილა მის სანახავად რომ არ მივსულიყავი.

არ იღვიძებდა...

ამას რა ნამუსით მიკეთებდა?!

იმედს მაინც არ ვკარგავდი, მას გვერდიდან არ ვშორდებოდი.

ნიკასგან და ანასტასიასგან მხარდაჭერა არ მაკლდაა. სანდროს დედასთნ კონაქტს ვერიდებოდი. ასევე საბასთანაც. ლევანის ჯერ კიდევ ეძებდა. დავიფიცე როცა იპოვიდა მას ჩემი ხელით გამოვჭრიდი ყელს.

დღე ჩვეულებრივ დაიწყო. კაფეს დავუბრუნდი. კლიენტებს, ლილიანას და ჩემს ცხოვრებას. ყველაფერი ძველებურად იყო თუმცა სანდროს გარეშე...

მტკივნეულია თუ არა? რათქმაუნდა! თუმცა ადამიანი რკინაა! შესაბამისად მეც ვუძლებ ამ ტკივილს...

კაფე როგორც ყოველთვის ერთი საათით ადრე დავტოვე. მადლობა ღმერთს ნიკა მყავს გვერდით და ის მეხმარება კაფის საქმეებში. და ასევე ანასტასიაც...

ჩვეულებრივ სახლში მივედი, მოვწესრიგდი და ნიკასგან ზარს დაველოდე რომ სანდროსთან წავეყვანე.

მობილური აწკრიალდა. მეც დიდი სიხარულით ავიღე და ვუპასუხე, მაგრამ...

1255 სიტყვა...

Continue Reading

You'll Also Like

1M 20.2K 104
Cover by GlebTheZombie on deviantart. I DONT OWN ANY CHARACTERS OR DC. Batfam/brothers xreader requests welcome. KEY- Y/n - your name Y/ln - last...
133K 2.8K 36
Avery Jones, younger sister of Callum Jones, grew up in a small town in Maine. A town where everyone knows everyone and everything. After the sudden...
17.5K 1K 40
แƒ แƒ แƒฎแƒ“แƒ”แƒ‘แƒ แƒ แƒแƒ“แƒ”แƒกแƒแƒช แƒแƒ“แƒแƒ›แƒ˜แƒแƒœแƒ”แƒ‘แƒ˜ แƒกแƒ แƒฃแƒšแƒ˜แƒแƒ“ แƒ’แƒแƒœแƒกแƒฎแƒ•แƒแƒ•แƒ”แƒ‘แƒฃแƒšแƒ˜ แƒจแƒ˜แƒœแƒแƒ’แƒแƒœแƒ˜ แƒกแƒแƒ›แƒงแƒแƒ แƒแƒ—แƒ˜ แƒ”แƒ แƒ—แƒ›แƒแƒœแƒ”แƒ—แƒก แƒฎแƒ•แƒ“แƒ”แƒ‘แƒ˜แƒแƒœ? แƒ แƒ แƒฎแƒ“แƒ”แƒ‘แƒ แƒ แƒแƒ“แƒ”แƒกแƒแƒช แƒ”แƒ แƒ—แƒ˜ แƒฆแƒแƒ›แƒ” แƒจแƒ”แƒœแƒก แƒชแƒฎแƒแƒ•แƒ แƒ”แƒ‘แƒแƒก แƒ›แƒ—แƒšแƒ˜แƒแƒœแƒแƒ“ แƒชแƒ•แƒšแƒ˜แƒก? แƒ ...
45.6K 1K 23
Isang groupo Ng kalalakihan na tagapag mana Ng ari-arian Ng mga magulang nito at groupo Ng kababaihan na anak Ng mayayamang political at may Isang da...