მეთექვსმეტე თავი

2.8K 114 53
                                    

ჰავანა საუკეთესო ადგილია ადამიანისთვის სულიერი სიმშვიდის საპოვნელად არა?

შეიძლება დასამალადც კი კარგი ადგილი იყოს...

თავის მოსაკლავადაც...

სიყვარულის საპოვნელადაც და ვინ იცის იქნებ საუკეთესო ადგილი იყოს მოგონებების წასაშლელადაც.

თუმც ჩემი მოგონებები არ იშლება! მიუხედავად იმის, რომ მთელი სამი წელია ვცდილობ, ვწვალობ... არა, არ გამომდის! ვერანაირად ვერ ვშლი ჩემი მეხსიერებიდან ადამიანს ვისთვისაც ჩემი გული აძგერდა!

ღმერთს მადლობა მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი და არ გამიჭირდა, თორემ ახლა ალბათ რომელიღაც სახლში ვიქნებოდი ჭერში გამოკიდული!
თუმცა რატომ ვუხდი ღმერთს მადლობას? იმიტომ, რომ წამართვა ის ადამიანები ვინც სიკვდილამდე მიყვარდა?! სრული ირონია! მეტი არაფერი...

ვაი, რომ ეს ბედისწერაა და ვერ ვმართავ მას ისე როგორც მე მსურს...

ბევრს ვლაყბობ არა? არაუშავს, მიეჩვევით. მე თუ მივეჩვიე შენც მიეჩვევი.

მთელი სამი წელი ვგლოვობდი და ახლაც ვგლოვობ მამაჩემის დაკარგვას.
არ ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ეს ისევ ლევანის ნამოქმედარია.
ჰო. იმდენად ბოღმიანია ადამიანი რომ მანამ არ ჩერდება სანამ სიკვდილს თვალებში არ ჩახედავს. ან სარკეში კმაყოფილი არ დააკვირდება საკუთარ თავს!

სამი წლის წინ, როცა მობილურზე ზარი შემომივიდა, მაცნობეს რომ მამა დავკარგე. თქვენ იცით ეს გრძნობა? ალბათ ყველამ არა...

იმ დღესვე ბარგი ჩავალაგე და ლილიანასთან ერთად დედაჩემთან წამოვედი.

სანდრო? სანდრო თურმე იმ დღესვე მოსულა გონს. ერთ ცუდ ამბავს კარგიც მოყვა, ეს კარგია. მაგრამ... მაგრამ მეგობრებო როგორც ექიმმა იწინასწარმეტყველა, სანდროს არავინ არ ახსოვდა. მეტიც, მას სიარულიც კი არ შეეძლო...
ახლა როგორაა? მხოლოდ ის ვიცი რომ გავლა შეძლო. სხვა არაფერი ვიცი. ესეც ძლივს გავიგე, ნიკასგან.
ნიკას ცოლო მოუყვანია...
საბასაც...

მაგრამ... Where stories live. Discover now