შეინახე დანის საიდუმლო

Bởi Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... Xem Thêm

თავი 1
თავი 2
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 3

103 13 12
Bởi Emolass99

რიუ დანი

კაბინეტში, გორგოლაჭიან სკამზე ჩამომჯდარი, ხმაურიან სიჩუმეში ვცდილობდი ცათამბრჯენის ხედის ყურებით თავი დამემშვიდებინა და ახალი კრიზისის გადაჭრის საშუალება მეპოვნა.

საქმე ცუდათ მიდიოდა. პატარა პარაზიტის უეცარი გაბედული საქციელი პრობლემებს არა მარტო მე, არამედ შვიდ წლიან მუხლჩაუხრელ შრომას უქმნიდა.  მისი ერთი ზედმეტი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა მთელი ჩემი კარიერის თავდაყირა დასაყენებლად.

-კარგი, ყველაფერი რიგზეა. ჰარპერთან მარტი გავუშვი. გავაფრთხილე რომ გოგოსთან თავი  მატეოს მამად გაესაღებინა და ბავშვი სახლში მიეყვანა.-კაბინეტში შემოსვლისთანავე გაბედულად საუბარი დაიწყო რაფაელმა და ადგილი ჩემი მაგიდის წინ მოურიდებლად დაიკავა.

-ეს არ მამშვიდებს. იმ პატარა პარაზიტს ნებისმიერ წამს შეუძლია ბოლო მომიღოს. იქამდე ვერ დავმშვიდდები, სანამ ისევ სახლში არ დავაბრუნებ.-უკან მიუხედავად ჩავიბუტბუტე და ფეხი ნერვიულად ავათამაშე.

-კარგი რა რიუ. ის შენი შვილია. იცის რომ შენი ვინაობის გამხელა საფრთხეს ორივეს შეგიქმნით. შენზე, როგორც არ უნდა ბრაზობდეს არაფერს არ იტყვის. გრეისმა ეს თავად მითხრა. მთელი ძალით ცდილობდა მისგან შენ შესახებ გაეგო, მაგრამ გვარიც კი ვერ ათქმევინა. გგონია შვიდი წლის  ბავშვს, რომელსაც შენი განადგურება უნდა კოზირს ამდენ ხანს შეინახავდა? -უდარდელად მიპასუხა რაფაელმა და ტელეფონის ეკრანზე თითების წკაპუნი დაიწყო.

მისი გამამხნევებელი სიტყვები, რამდენად იმედისმომცემიც არ უნდა ყოფილიყო ვგრძნობდი ეს გაქცევა კარგს არაფერს მომიტანდა.

ნატალის შემდეგ ზღვარს გადავცდი.  არასწორ დროს არასწორი რამ ვთქვი სანაცვლოდ კი ამბოხებული, მოწიკწიკე, შვიდი წლის ბომბი მივიღე.

-რა? ჯანდაბა.-რაფაელის უეცარმა წამოძახილმა ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია.

ხედზე გადართული უკან მშვიდად მივბრუნდი და აღელვებულ რაფაელს მომთხოვნი მზერით გავხედე.

-ეს ქალი...-გაღიზიანებულმა რაფაელმა ტელეფონის ეკრანზე თითების წკაპუნით ახალი ნომერი აკრიბა და მოპასუხეს მოუთმენლად დაუწყო ცდა.

-ყველაფერი რიგზეა ქალბატონო ჰარპერ? ახლახანს ბიჭის მამამ მომწერა, რომ...

გაცოფებულ რაფაელს ყურმილის მეორე მხრიდან გამოსულმა მოგუდულმა ხმამ საუბარი დაწყებამდე შეაწყვეტინა.

-სპიკერზე ჩართე._პირის მოძრაობით ვანიშნე ნახევარძმას და სკამის საზურგიდან წინ, მინის მაგიდისკენ გადავიხარე.

-მამა? რაფაელ სულელი გგონივართ? მან მატეოს სახელიც კი არ იცოდა. დარწმუნებული არ ვარ რომ თქვენი ნდობა სწორი საქციელი იყო. მე მისი უსაფრთხოება მინდოდა და არა ფსიქოპატი ბიზნესმენისთვის გადაცემა.

გოგოს მოთმინება დაკარგულმა ხმამ სხეულის თითოეული უჯრედი დამიძაბა.

რაფაელის შეცდომის წყალობით მას ახლა შეშლილი ნაძირალები ვეგონეთ.

-ფსიქოპატი? თქვენ არასწორად გაიგეთ, მატეოს მამა ის...-თავის გასამართლებლად დაწყებული საუბარი რაფაელს ზარის მოურიდებელმა შეწყვეტამ აიძულა.

-შეშლილია? რაზე საუბრობს?!-ბრალდებით შეურაცხყოფილმა ჩემთან დაჩივლების პარალელურად იგივე ნომერზე რეკვა დაიწყო.

-ასე არ ვიტყოდი. მეც მის მსგავსად ვიფიქრებდი. სახელის თქმა, როგორ დაგავიწყდა?

-ქალბატონო გრეის!

-თუ კიდევ დარეკავთ გპირდებით გიჩივლებთ!-ჯერ კიდევ გაღიზიანებულმა ქალმა მკაცრი დედასავით მიმართა რაფაელს.

-ქალბატონო გრეის შეშლილი არ ვარ მე...
-ვთიშავ!

-უნდა გამიგოთ. მამამისი მის ვინაობას მალავს!_რაფაელის მოულოდნელად წამოძახილმა მნიშვნელოვანმა საიდუმლო ინფორმაციამ თვალები გამიფართოვა და ინსტიქტურად ფეხზე წამოჭრა მაიძულა.

-რა თქვით? -გაოგნებული და დაბნეული ქალის ხმა წამიერი დუმილის შემდეგ მეორე მხრიდან კვლავ გაისმა.

-არ გაბედო!_კბილებში ჩუმად გამოვცარი და რაფაელს მუქარის ნიშნად თითი მკაცრი ბოსივით დავუქნიე, მაგრამ უმცროსი ძმისთვის ეს არაფერს ნიშნავდა.

-არსებობს გარკვეული გარემოებები რის გამოც მატეოს მამას თქვენთან მოსვლა არ შეუძლია. ის ახლა ზუსტად ჩემ წინ ზის და თქვენ საუბარს ისმენს. უბრალოდ გთხოვთ გამოგზავნილ მძღოლს მატეო გამოაყოლეთ და ზედმეტი პრობლემებისგან გაგვათავისუფლეთ.

-მატეოს მამა თქვენ ხართ რაფაელ?-გამომცდელად იკითხა ჩემმა ახალმა თავის ტკივილმა და რაფაელი მოულოდნელად გააცინა.

-რა თქმა უნდა არა! გეფიცებით ამჯერად სიმართლეს გეუბნებით. მატეოს მამა შვილზე ძალიან ნერვიულობს. გთხოვთ საქმეს ნუ გაართულებთ.

-საქმეს მე არ ვართულებ ბატონო დან. თუ სიმართლეს ამბობთ და მატეოს მამას მართლა იცნობთ, გადაეცით რომ ბავშვს იქამდე დავიტოვებ, სანამ მის წასაყვანად თავად არ შეწუხდება!

მტკიცედ წარმოთქვა ჰარპერმა და ტელეფონი კიდევ ერთხელ გათიშა.

-შარში ვართ. -დუმილი რაფაელმა დაარღვია და ამჯერად სავარძელში უიმედოდ ჩაეშვა.

-რამე რომ თქვას? რიუ, უნდა წახვიდე და წამოიყვანო. ეჭვი კიდევ რომ შეეპაროს? პოლიციაში რომ დარეკოს? ხომ იცი თუ ხმა გავრცელდება დანი...

-არსად არ წავალ!-გოგოს სიჯიუტითა და შეუპოვრობით მიღებული გამოწვევა ჩემი ახალი თავის ტკივილი იყო.

ჩემ ერთ მხარეს უნდოდა საზიანო ინფორმაციის წყარო ჯიუტი ქალისგან რაც შეიძლება მალე გამოეცალა, ნაწილი კი დიდი მაცდუნებელივით ჩუმად მეჩურჩულებოდა გრეის ჰარპერის პრინციპულობა მატეოს მასთან დატოვებით გამომეცადა.

-ნამდვილად ის კაცი ხარ, რომელიც  რამოდენიმე წუთის წინ ნერვულ შეტევასთან ჩუმად გამკლავებას უშედეგოდ ცდილობდა?

-მასზე სრული ინფორმაცია მჭირდება. უნდა ვიცოდე სად დადის, სად მუშაობს, რა ინტერესები აქვს. უნდა ვიცოდე მატეოს კარგად უვლის თუ არა. მინდა ყოველი შემთხვევისთვის მზად ვიყო. -იტალიელი მაფიოზივით აუღელვებლად წარმოვთქვი და სავარძლის საზურგეს გამაოგნებელი სიმშვიდით მივეყრდენი.

-გაგიჟდა.-თავისთვის ჩაილუღლუღა რაფაელმა და კაბინეტი ტელეფონზე თითების წკაპუნით დატოვა.

გრეის ჰარპერი ტიპური გმირის სინდრომით დაავადებული ქალი ჩანდა. მისი ამბიციური მოთხოვნები კი ჩემ იმ პიროვნებას აღიზიანებდა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში კარგად შემესისხლხორცებინა.

მას ჭკუას ვასწავლიდი. ისევე, როგორც სხვებს, მის ადამიანობასაც ფულით ვიყიდდი და მატეოს სახლში საკუთარი ფეხითვე დავაბრუნებდი.

-ვნახოთ გრეის ჰარპერ შენი კეთილგანწყობა სადამდე გაძლებს ჩემ მომაბეზრებელ შვილთან.

***

დღეები გადიოდა. ჩანაფიქრისამებრს გრეისსა და მატეოზე მხოლოდ ჩუმად მიღებულ ინფორმაციებს ვგებულობდი.

მისი სიჯიუტის წინააღმდეგ ჩართულ თამაშში გატარებული ყოველი დღე მეტად მავსებდა იმ დღის გათენების სურვილით, როდესაც დანის ოფისში მატეოს თავისი ფეხით მოარბენინებდა.

-არა, არ გამოდის! ჩემი ვინაობაც კი დავთმე მის წამოსაყვანად, მაგრამ არა. ისევე გამომაგდო, როგორც მარტი._აღშფოთებული რაფაელი კაბინეტში უკითხავად შემოიჭრა და ჩვევისამებრ ჩემ წინ სავარძელში ხმაურიანად ჩაჯდა.

-უკვე გითხარი, არ იმუშავებდა.-მხრების ჩეჩვით აუღელვებლად ვუპასუხე მას და კომპიუტერში კვლავ საქმეს მივუბრუნდი.

ამ ქალს გასატეხად იმაზე მეტი დრო სჭირდებოდა ვიდრე ველოდი.

-რიუ საერთოდ აღარ ღელავ? მგონი შენ იყავი ის ერთადერთი, რომელიც მოსვენებას ვერ პოულობდა. ასე რამ დაგამშვიდა? შენი შვილი ნატალის შემდეგ სითბოს ეძებს. თუ ეს გრეისთან იგრძნო... თვითონაც იცი რისკს რამდენად ზრდის ყოველი დღე. მატეო იმ ქალთან უკვე ერთი კვირაა ცხოვრობს.  იქნებ დღეს მოუყვეს? ან იქნებ ხვალ?

საზიანო საიდუმლოს გათქმის შიშით დაზაფრულმა რაფაელმა უშედეგოდ სცადა ჩემი შეშინება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

-არ მოყვება. მატეოს რამდენადაც არ უნდა ვეზიზღებოდე კარგად იცის, რომ გათქმული საიდუმლო ახალ პრობლემებში გახვევს.-კომპიუტერის ეკრანიდან თავის აწევის გარეშე დავაბრუნე პასუხი და კმაყოფილმა ჩავიცინე.

-გარდა ამისა, თავად თქვი რომ ის ქალი სამსახურიდან გამოუშვეს. როგორ გგონია სადამდე შეძლებს უმუშევარი ქალი სხვისი შვილის შეფარებას? -თავდაჯერებულმა ვიკითხე და იმედგაცრუებულ რაფაელს პირველად ავხედე.

მისი გიშრისფერი წარბები ზუსტად ისე შეეკრა, როგორც ჩემთან ჩხუბის დროს ახასიათებდა. ფერმკრთალი სახე ვარდისფრად შეფაკვლოდა, ცხვირი კი ისე ჩამოეწია აბუზულ, დაკარგულ ბარტყს წააგავდა.

-რიუ, ნუთუ შვილი მართლა ასე არ გადარდებს? ვიცი მას ისევ ადანაშაულებ, მაგრამ შენი შვილია. ნუთუ მართლა არ გადარდებს? იმ ქალს არც კი იცნობ. რომ ვერ მოუაროს? რამე რომ დაუშავოს? ის ხომ დაიანის ერთადერთი დანატოვარია. არ მესმის, როგორ შეგიძლია...

-დაიანს მასთან ნუ ახსენებ!-სამარადისო ტკივილად ჩაბეჭდილი ქალის სახელმა რაფაელის თითოეული სიტყვა გადაფარა და კაშკაშით დაიწყო ჩემი დაშანთვა.

-შეიძლება მატეო დაშავდეს რიუ. სხვა თუ არაფერი იქნებ ამის გამო მაინ დათმო შენი საიდუმლო ერთ უცხო ქალთან მაინც.

-სახლში ვბრუნდები. -რაფაელის უშედეგო მცდელობები კიდევ ერთხელ მოვისროლე გონებიდან, ხელმოსაწერი საბუთების ნაწილი ხელჩანთაში ჩავიწყე და კაბინეტიდან გასასვლელი კარისკენ დავიძარი.

-უბრალოდ იფიქრე ამაზე რიუ. შენი სიჯიუტის გამო შეიძლება საქმე სანანებლად გაგიხდეს. -გასვლამდე მომაძახა რაფაელმა და წასვლის უფლება საბოლოოდ მომცა.

როგორც ყოველთვის ჩემი სიმშვიდის დარღვევა რაფაელმა ამჯერადაც შეძლო.

მიუხედავად იმისა რომ შვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა და მისი აღზრდა მთლიანად ნატალიმ იტვირთა, სადღაც გულის სიღრმეში იმ მამას მაინც აწუხებდა სინდისი, რომელიც დაიანის სიკვდილის შემდეგ გაუჩინარდა.

ეს შემაწუხებელი შეგრძნება შიგნიდან ჩუმად მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა.

მართლა რომ რამე დამართნოდა? მისი დაკარგვა ჩემთვის მტკინვეული იქნებოდა? მატეო ჩემი არჩეული ტვირთი იყო. მისი წყალობით ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება და უამრავი ტყუილის თქმა მიწევდა. ნუთუ მსგავსი ტვირთის მხრებიდან მოშორება მართლა მატკენდა?

მსგავსმა კითხვებმა თავში ბოლოს მაშინ გამიელვა, როდესაც პარიზის ფილიალში გადასვლასა და იქ დანის დამკვიდრების გეგმებზე უარის თქმა მის გამო მომიწია.

მაშინ დიდ მუხრუჭად ქცეული შვილის გამო ისე ვბრაზობდი ამის ჩემში დატოვება ვერ შევძელი და მისი თანდასწრებით რაფაელთან დავიჩივლე.

მისი ნაცრისფერი თვალები მაშინ სხვანაირად ჩაქრა. მიუხედავად იმისა რომ მატეოსთვის გულთბილი, მოსიყვარულე მამა არასდროს ვყოფილვარ, ერთი შეხედვითაც შევნიშნე, როგორ გავუცრუე ჩემი სიტყვებით იმედები.

ნუთუ მისი გრძნობები მადარდებდა? მისი წყალობით დაიანი დავკარგე. რატომ უნდა მტკენოდა მის გამო? მისი გადარჩენა მე არ მითხოვია! თავად იბრძოლა სიცოცხლისთვის და ის ქალი მომიკლა, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შემეძლო.

შინ დაბრუნებულმა ჩანთა მარტოსულობით ავსებული სახლის შესასვლელში დავტოვე და ჩვევისამებრს სიჩუმეს მივაყურადე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირა სახლი მისი მომაბეზრებელი სათამაშოების ხმაურით არ ყრუვდებოდა, მაინც ვერ ვწყვეტდი გამაბრუებელ სიჩუმეში ამ შემაწუხებელი ხმების გაგონებას.

ისინი თითქოს სადღაც რეალობასა და ჩემი გონების საზღვარში ისე ჩაბეჭდილიყვნენ, რომ ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდნენ.

მარტოობა.

აი რისი სუნი იდგა მთელ სახლში. ნატალისა და მატეოს წასვლის შემდეგ ამ შემაწუხებელ სურნელს ვერაფრით ვიშორებდი.

-მასზე ფიქრს მოეშვი რიუ. დარწმუნებული ვარ ის პატარა პარაზიტი ქალბატონ გრეისს თითის წვერზე იტრიალებს.- სენტიმენტალურობით შეწუხებულმა თავს შემოვუძახე. ჟურნალების მაგიდაზე უცვლელად დადებულ ტაბლეტს მაშინვე დავწვდი და სამზარეულოში მზარეულის დატოვებული საჭმლის შესამოწმებლად შევედი.

"ხუთშაბათის მენიუ:

ბატონი რიუსთვის_ტაფაზე შემწვარი ორაგული ლიმონის და ნივრის კრემის სოუსით;

მატეოსთვის_სოკოს წვნიანი მოთუშული ხორცით.

გემრიელად მიირთვით"

საჭმლის კონტეინერებზე დაკრული მენიუს დანახვამ ჩემი მომაბეზრებელი შვილი კიდევ ერთხელ შემახსენა და წუთით იმაზე დამაფიქრა, თუ რას ჭამდა ის.

მისი თხილეულისადმი მწვავე ალერგიაზე გრეისს უკვე მოუყვებოდა? შეცდომა რომ დაეშვა და შეტევა დასწყებოდა?

გადაჭარბებული ფიქრებით გაღიზიანებულმა გონების დასაცლელად თავი სასწრაფოდ გავაქნიე და ჩემი ვახშამი კონტეინერიდან თეფშე გადავიტანე.

ბოლო შვიდი დღე მატეომ ძველ მასწავლებელთან ერთად მშვიდად გაატარა. რაიმე საფრთხე რომ ყოფილიყო აქამდეც მოხდებოდა. ის როგორც არ უნდა დამეიგნორებინა, მაინც კომფორტს მორგებული ბავშვი იყო. არავის მისცემდა უფლებას მისთვის საზიანო რამე გაეკეთებინა.

სიმარტოვეში, თეფშისა და ჩანგლის წკარუნის ფონზე უღიმღამო ვახშამი და საკუთარ თავთან დაუსრულებელი ჭიდილი რაფაელის მოულოდნელმა ზარმა გამაწყვეტინა.

-რაფაელ დღეისთვის საკმარისია. ვახშამს მიფუჭებ.-მობეზრებულმა ყურმილში მისი ხმის გაგონებამდე ჩავძახე და მობილური უკან მაგიდაზე დავაბრუნე.

ჩემმა გაფრთხილებამ არ იმუშავა. მომაბეზრებელი ძმის ზარმა რამოდენიმე წუთში სახლი ისევ აახმაურა, მაგრამ არც ამჯერად დავნებდი. ზარი მარტივი მოძრაობით გავთიშე და ტაბლეტში ახალი პროექტების თვალიერება ვახშმის ფონზე დავიწყე.

დროს უაზროდ ვწელავდი და რაფაელის ზარებს მხოლოდ თვალის შევლების შემდეგ იქამდე ვთიშავდი, სანამ ტაბლეტზე ახალმა  შეტყობინებამ თვალი არ მომჭრა.

"სიჯიუტეს თავი დაანებე და ზარს უპასუხე რიუ! ეს მატეოს ეხება. მე გაფრთხილებდი, მაგრამ არ იმოქმედე აი შედეგიც!"

შეტყობინების პირველი აბზაცის ამოკითხვის თანავე ჩემი ყურადღება, თან დართულმა საიდუმლოდ გადაღებულმა ფოტოებმა მიიქცია.

ნაცრისფერ ქურთუკსა და თეთრი საღებავებით მოსვრილ შარვალში გამოწყობილი ოცდაათ წლამდე ქალს შეშინებული მატეოსთვის ხელი ძლიერად ჩაეჭიდებინა. დაუვარცხნელი, კოსად აწეული თმა კაპიუშონით ნახევრად დაეფარა და სახე ალეწილი ქალაქის მთავარი საავადმყოფოსკენ მიიწევდა.

ავისმომასწავლებელმა ფოტოებმა ჩემი აღელვება შეძლო. მატეოს ჯანმრთელობით შეშინებულმა, რაფაელის მორიგ ზარს ნაჩქარევად ვუპასუხე და ქურთუკის ასაღებად ინსტიქტურად დავიძარი.

-რა მოხდა? კარგად არის? -ანერვიულებულმა რაფაელს ხმის ამოღება არ ვაცადე ისე ჩავძახე ყურმილში.

-ასეც ვიცოდი. ამჯერად შეშინდი არა?-ჩემზე გაბრაზებულმა დამცინავად მიპასუხა და მძიმედ ამოიოხრა.

-რაფაელ პასუხი გამეცი! ახლა როგორ არის?_სუნთქვაშეკრულმა მომთხოვნი ხმის ტემბრით ვიკითხე და მანქანის გასაღების ასაღებად სამზარეულოში დავბრუნდი.

-კარგადაა. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ საავადმყოფოში ჩემი წამოსვლიდან ნახევარ საათში წავიდნენ. რამოდენიმე წუთის წინ კი ახალი ფოტოები მივიღე.

-რა ფოტოებზე საუბრობ?-მოუთმენლად ვიკითხე და ტაბლეტს შესამოწმებლად კიდევ ერთხელ დავხედე.

-უკვე გამოგიგზავნე.-რაფაელის პასუხის მოსმენის თანავე ეკრანზე ახალმა ფოტოებმა დაიდეს ბინა.

წინა ფოტოებისგან განსხვავებით ქალის სახე შვებას მოეცვა. აჩეჩილი ტანსაცმელი და თმა უკვე გაესწორებინა, ჩაძინებული მატეო კი გულზე მიეხუტებინა და მზრუნველი დედასავით ხორბლისფერ თმაზე ხელს უსვავდა.

-ახლა სახლში ბრუნდებიან. საავადმყოფოდან მის სახლამდე დაახლოებით ოცი წუთის სავალია. ასე რომ ალბათ მალე დაბრუნდებიან.

რაფაელის სიტყვები თითქოს ჩემი მღელვარების დასახშობად იყო ნათქვამი, მაგრამ ეს არ მამშვიდებდა.

რაც არ უნდა ყოფილიყო, მატეო ჩემი შვილი იყო, მასზე უნდა მეზრუნა.

-ჰარპერის მისამართი მომწერე რაფაელ.

-მზად ხარ ვინაობა გაწირო? მატეოსთვის? შენთვის ის ხომ უბრალო ტვირთია? -გამომცდელად იკითხა მან.

-მე ვალდებულებები მაქვს. მატეო ხელს, როგორც არ უნდა მიშლიდეს მისი ჯანმრთელობა ჩემი ვალდებულებაა.-თავი სასწრაფოდ გავიმართლე და სახლის კარი მაშინვე გამოვიხურე, როგორც კი მობილურზე მოკლე შეტყობინებამ მისამართის შესახებ მამცნო.

-თუ ვინაობის გამო პრობლემას შეგიქმნის საჭირო ინფორმაცია გადმოვგზავნე. შეძლებ მარტივად მოისყიდო.-ბოლოს დაამატა რაფაელმა და ზარი ჩემი პასუხის მოსმენამდე გათიშა.

ცარიელ ტრასაზე გონება არეული მივიწევდი უცნობი ქალის სახლისკენ.

ჩემი შვილის ჯანმრთელობა ასე პირველად მადარდებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ უცნობ ქალთან ერთი კვირა ისე დავტოვე თითიც არ გამინძრევია.

მანქანის პატარა ეკრანზე გამოსული რუკიდან შემაწუხებელი ხმა გამუდმებით მითითებდა მიმართულებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დარჩენილი წუთებით ჩემ გამხნევებას ცდილობდა.

გრძელმა გზატკეცილმა საბოლოოდ  ცათამბრჯენებში ჩაკარგულ ძველ, დაბალ შემობამდე მიმიყვანა.

არაფრით გამორჩეული კორპუსი  მთლიანად მწვანე, მცოცავი სუროთი იყო შემოსილი. მისი ერთხელ შეთვალიერებაც კი გაგახსენებდა ტყეში დატოვებულ ნასახლარს.

"მესამე სართული, 65-ე ბინა."

ინფორმაციის გადასამოწმებლად რაფაელის შეტყობინება კიდევ ერთხელ შევამოწმე და ნესტიან დერეფანში გაბედულად შევაბიჯე.

ყოველი ახალი ნაბიჯი სუნთქვას მიკრავდა. ყოველი მომდევნო წამი უფრო მაახლოებდა იმ საიდუმლოს გამხელასთან, რომელსაც შვიდი წელია ყველასგან ვმალავდი.

რკინის კართან შეჩერებული წუთით გავჩერდი.

ვერ ვიჯერებდი, რომ მატეოს გამო მზად ვიყავი ჩემი რეპუტაცია საფრთხეში ჩამეგდო.

იქნებ არც ღირდა მისი წამოყვანა? მოკლეხნიანი ვიზიტი საავადმყოფოში დიდი საფრთხის გამო არ იქნებოდა, არა?

ჩემში გაჭედილმა დილემამ თითქოს წუთით ისევ მოახერხა უგრძნობი კაცის გამოღვიძება, მაგრამ ადამიანურმა სისუსტეებმა მაინც თავისი გააკეთა.

უკან დახევაზე ფიქრით გართულმა გაუაზრებლად დავაჭირე ზარის ღილაკს და უეცარი წკრიალით დამფრთხალმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

კარის მეორე მხარეს რაღაც ახმაურდა. იატაკი აღრჭიალდა და მძიმე ნაბიჯებმა კარისკენ დაიწყეს სვლა.

-ახლავე მოგიტან უბრალოდ დამიცადე.

უცნობი ქალის ხმის მოსმენის შემდეგ კარის საკეტი ხმაურიანი წრიპინით გაიღო და შეღებული კარის ზღურბლზე ლეგენდარული გრეის ჰარპერი გამოჩნდა.

იმაზე დაბალი და სუსტი აღნაგობა ჰქონდა, ვიდრე წარმომედგინა. მისი თმა ფოტოებისგან განსხვავებით სიოზე მოლივლივე ხორბლის მარცვლების ფერი იყო.

მისი გამომეტყველების შესწავლისას პირველად მისი ღია კარამელისფერი თვალები შევნიშნე. წარბებ აწეული თვალებში ჩალექილი გაოგნებით შემომყურებდა და ოდნავ შეღებული ჟოლოსფერი ტუჩებით რაღაცის თქმას ცდილობდა.

-თქვენ...-გაოგნებულმა ძლივს ამოილუღლუღა და თავი შეუმჩნევლად გააქნია.

-ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი._დაძაბულმა დინჯად წარმოვთქვი და ქალს ზემოდან გაბედულად დავხედე.

-გრეის, ამდენ ხანს რატომ გაჩერდი? ხომ გითხარი მინდოდა...

სახლიდან გამომავალი მატეოს მომაბეზრებელი ჭყიპინა ხმა მაშინვე შეწყდა, როდესაც გრეისის სხეულს ამოფარებულმა ცნობისმოყვარეობით გაფართოებული თვალებით ამომხედა.

-მამა?_შეშინებულმა ჩუმად ჩაიბუტბუტა და გრეისის უკან მაშინვე გაუჩინარდა.

-შეუძლებელია. მამაშენი რიუ დანია?_მოულოდნელი ინფორმაციით გაოცებული გრეისის ზურგს უკან უეცარმა წამოძახილმა სამივე ჩვენგანის ყურადღება მისკენ მიმართა.

Đọc tiếp

Bạn Cũng Sẽ Thích

3.1M 70.5K 81
Diana is an 18 year old girl about to start her senior year until she bumps into a woman at the bookstore who has quite the personality. The woman ta...
3.7M 293K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...
856K 27.7K 69
"Real lifeမှာ စကေးကြမ်းလွန်းတဲ့ စနိုက်ကြော်ဆိုတာမရှိဘူး ပျော်ဝင်သွားတဲ့ယောကျာ်းဆိုတာပဲရှိတယ်" "ခေါင်းလေးပဲညိတ်ပေး Bae မင်းငြီးငွေ့ရလောက်အောင်အထိ ငါချ...
709K 43.4K 38
She was going to marry with her love but just right before getting married(very end moment)she had no other choice and had to marry his childhood acq...