შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 2

114 15 20
By Emolass99

ძველი შენობის გრძელ კიბეებს მოულოდნელ სტუმართან ერთად მივუყვებოდი და იმის გააზრებას ვცდილობდი, თუ რა იქნებოდა ახლა.

გამოვლილი პრობლემებისა და რთული პასუხისმგებლობების შემდგომ, მატეოს წნეხს ვეღარ გავუძლებდი.

მოულოდნელად დაკარგული შემოსავლის გარეშე არა თუ მატეოს ან ჩემ ოჯახს, საკუთარ თავსაც ვერ დავეხმარებოდი.

ემოციურად დაღლილმა უკანასკნელი საფეხურიც უკან მოვიტოვე და რკინის შავ კართან შევჩერდი.

ხელებ დამძიმებულმა მძიმე ყუთი მიწაზე მაშინვე დავდგი და კარი ზანტად გავაღე.

ამბოხებული მატეოს აღფრთოვანება თითქოს ძალას მაძლევდა კიდეც. მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა სად მიდიოდა, ახალი თავშესაფარი მაინც იმ ბავშვივით ახარებდა, რომლისთვისაც ერთი ტკბილეული მსოფლიო ბედნიერებას უტოლდებოდა.

-ცოტა არეულობა იქნება. სამსახურის გამო დალაგებას ვერ ვასწრებდი. -დარცხვენილმა ჩავიბუტბუტე, უცნობი ბავშვი ჩემ წინ დავიყენე და კარის შეღების თანავე წინ გავუძეხი.

სახლში შებიჯების თანავე თაბაშირის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სურნელი, ერთგული მეგობარივით შემომეგება.

ემოციური და მოულოდნელობებით აღსავსე დღით დაღლილმა შუქი მარტივად ავანთე. მოუხერხებელი ფეხსაცმელები სასწრაფოდ გავიხადე და პატარა სტუმარს მისაღებ ოთახში გავუძეხი.

-თოლიები!_გაოგნებულმა მატეომ მაშინვე წამოიყვირა, როგორც კი სტუდიოს ტიპის სახლის ერთ-ერთ კუთხეში დადგმული ჩემი ჯერ კიდევნაძერწი, დაუსრულებელი ნამუშევარი დაინახა, ხელში მოქცეული ცელოფნები ძირს დაყარა და მისკენ გაიქცა.

-ფრთხილად იყავი, ძალიან მძიმეა, თუ გადმოყირავდება დაგაზიანებს._წინდახედული დედასავით გავაფრთხილე მატეო, ულვაშიანი გამყიდველის მოცემული ცელოფნები იატაკიდან ავიღე და სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყე.

უცნობი ულვაშიანი კაცის სიკეთე ჩემთვის ჯერ კიდევ კარგად მივიწყებული ძველი იყო. უსიამოვნოდ გამოვლილი ოცდა რვა წლის განმავლობაში ის კაცი პირველი იყო, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა.

-გა-სა-ხლე-ბის ბრძა-ნე-ბა._მატეოს ენის ბორძიკით წარმოთქმულმა სიტყვებმა დამზაფრა.

შეშინებულმა ბოსტნეულს თავი მაშინვე მივანებე და მატეოსკენ გაფართოებული თვალებით შევბრუნდი.

-გრეის, ეს შენი ფურცელია?_ცნობისმოყვარე მატეომ ხელში მოქცეული ფურცელი დაუზარელად მომირბენინა და პატარა გმირივით ამომხედა.

-ყოჩაღი ბიჭი ხარ მატეო._ძალით გავუღიმე შექებისთვის გამზადებულ ბავშვს და ახალ დოკუმენტს შეშინებულმა გაფართოებული თვალებით დავხედე.

გრეის ჰარპერს.

ქალბატონო გრეის, მოგახსენებთ, რომ სახლთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა. თვენი გადასახადი კი ჯერ ისევ დაუფარავია.

სწორედ ამიტომ გაცნობებთ. მომდევნო შვიდ სამუშაო დღეში დაფაროთ გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინის დაცლა მოგიწევთ.

მფლობელი: მერი სტიუარტი

ქეითის ბოლო შეტევის გამო კონტრაქტის გასაგრძელებელი თანხა ჯერ კიდევ არ მქონდა. დრო კი იწურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ წუთს შემეძლო სახლში, დედასთან და ქეითთან დაბრუნება, ამის გაკეთება მაინც არ მინდოდა.

ერთ დროს ვარსკვლავური მწვერვალებისკენ გაწეულს, ჩემი ერთადერთი მიღწევის დათმობა არ მინდოდა.

არ მინდოდა ახალი სამსახურის ძებნით მიღებული სტრესი, ჩემი ოჯახის უკანასკნელი წევრების ავადმყოფობის მიზეზი გამხდარიყო.

-გრეის, ცარიელი მაცივარი რატომ გაქვს? -იმედგაცრუებული მატეოს ხმამ გაუაზრებლად მაიძულა ზრდასრულთა დაუსრულებელ პრობლემებს მოვმწყდარიყავი და პატარა პარაზიტზე გადავრთულიყავი.

-მისმინე მატეო.-სტრესით გაჟღენთილი დღით შეწუხებული მის სიმაღლეზე ჩავიმუხლე და ხელები მდიდრული პერანგის მაჯებზე მოვკიდე.

მისი დახმარება, როგორც არ უნდა მდომებოდა, ვერაფერს შევძლებდი. სხვას რომ დავხმარებოდი, ჯერ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება უნდა შემძლებოდა.

-მამაშენის შესახებ უნდა მითხრა. მითხარი სადაა და როგორ დავუკავშირდე? გპირდები იქამდე არმივცემ შენი წატვანის უფლებას, სანამ არ დავრწმუნდები რომ აღარასდროს გაწყენინებს.

ჩემი სიტყვების წყალობით მის ნაცრისფერ თვალებში აკიაფებული ბრაზის დანახვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მატეოს პასუხი გამეგო.

-მასთან არ დავბრუნდები! მამას არ ვჭირდები. გავიგე, როგორ უთხრა მის ძმას რომ ჩემი არსებობა ხელს უშლიდა._გულგატეხილმა მაშინვე ამოისლუკუნა და ჩემი ხელები უხეშად მოიშორა.

-მატეო სხვა გზა არ მაქვს. ხომ ხედავ მე ღარიბი ვარ. საჭმელი არ მაქვს. ვერ მოგივლი. იმის საშუალება არ მაქვს რომ ის ყველაფერი მოგცე რაც დაგჭირდება. გარდა ამისა არის კანონი, რომლის წყალობით მე შენი დატოვების უფლება არ მაქვს.

ყველასგან უარყოფილი ბავშვის ისტორიით დამძიმებულმა, ამჯერად გულწრფელი მიზეზით ვცადე თავის გამართლება.

შტორმის ღრუბელივით მოქუფრული ნაცრისფერი თვალები ნელ-ნელა შეიცვალა. მათში ბრაზი ამჯერად სევდამ და ახალი იმედისკენ სწრაფვამ ჩაანაცვლა.

ჩემი სიტყვების მოსმენით დამუნჯებულმა წუთით ჩუმად მიყურა. თითქოს იმდენად საიმედო მიზეზის გამოძებნა უნდოდა, რომელსაც უარს ვეღარ ვეტყოდი.

ასაკთან შეუფერებელ დილემაში ჩაკარგული შვიდი წლის ბავშვის ყურებამ სინდისის ქენჯნა გამიმძაფრა.

გამოუვალი მდგომარეობისგან დასტრესილმა თვალები ძლიერად დავხუჭე და ძველი სავარძლის საზურგეს იატაკზე ჩამომჯდარი ემბრიონის პოზაში მივეყუდე.

როგორ უნდა გამემხნევებინა ბავშვი, რომელსაც სიყვარულისთვისა და ოჯახური სითბოსთვის ბრძოლა ნაადრევი ასაკიდან უწევდა?

გამოსავლის ძებნაზე ფიქრში გართულს, სადღაც ახლოსვე უცნაური ხმაური მომესმა. უცხო ბავშვის პასუხისმგებლობით მხრებ დამძიმებულმა სწრაფად გავახილე თვალები და წუთით ადგილზე გავიყინე.

ახალი გარემოსთვის მებრძოლ მატეოს, სამზარეულოს დახლთან სკამი მიეხოხებინა, ულვაშიანი კაცის ნაჩუქარი ბოსტნეული ნიჟარასთან მიეცოცებინა და დიდი მონდომებით მის გარეცხვას ცდილობდა.

-მატეო...

-შემიძლია დაგიმტკიცო რომ ჩემი დატოვება კარგი იქნება. -ბოსტნეულის რეცხვააი გართულმა უკან მოუხედავად, ახალი შემართებით დაიწყო საუბარი.

-ნატალიმ ბევრი რამ მასწავლა. ის მეუბნებოდა, როდესაც აღარ იქნებოდა ჩემ თავზე თავად უნდა მეზრუნა. ამიტომ ხუთი წლიდან მასწავლიდა საჭმლის კეთებას. შემიძლია საჭმელი გაგიკეთო და სახლი დაგილაგო სანაცვლოდ კი აქ ცხოვრების უფლება იქამდე მომეცი, სანამ არ გავიზრდები.

მისმა შემართებამ გული უცნაური სი ნანულით ამივსო. ის ფაქტი რომ მისი ძიძა ხუთი წლის ბავშვს არსებობისთვის ბრძოლას მთელი არსებით ასწავლიდა სასოწარკვეთილებას ასხივებდა.

ვინ იყო მატეოს მამა? ასე რატომ სძულდა და ტანჯავდა საკუთარ შვილს? როგორ შეეძლო მისთვის ზედმეტად ადრე გაზრდა ეიძულებინა?

-კარგი, რის მომზადებას აპირებ პატარა მზარეულო? დასაწყისისთვის შემიძლია პომიდვრის დაჭრაში მოგეხმარო. -მისი უიღბლობით დანაღვლიანებულმა ძალით გავუღიმე და სწორი ხორბლისფერი თმა ხელით ავუჩეჩე.

***

ვახშმის ჭურჭლის დასუფთავება წყლის გაბმულ ჩხრიალსა და ჩემ არეულ ფიქრებთან ერთად მომიწია.

ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა, როგორ მემოქმედა. მატეოს ბედი იმაზე მეტად მაღელვებდა, ვიდრე წარმომედგინა.

ერთის მხრივ მინდოდა მისთვის შესაფერისი გარემო შემექმნა და ნაადრევად დაწოლილი წნეხი მისი მხრებიდან ამეცილებინა, მაგრამ ვიცოდი მორიგი პასუხისმგებლობის ზიდვას მარტო ვეღარშევძლებდი.

შესაფერის სამსახურებში დარეკვაც კი ვიფიქრე, მაგრამ თავს ამის უფლება ვერ მივეცი.

რა იქნებოდა, თუ მამამისთან საუბარი და სიტუაციის მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლებოდა? თუ შევძლებდი მატეოს მამისთვის შვილის განცდები ზუსტად გადამეცა, იქნებ მასში მივიწყებულ გულთბილ მამას გამოეღვიძა? იქნებ შემეძლო მათ ურთიერთობის დალაგებაში დავხმარებოდი?

წყლის მოკეტვის თანავე დასადგურებულ სიჩუმეში ჩაკარგული მატეოს ძებნა თვალებით დავიწყე.

სამზარეულოს დახლის წინ ძველ ლურჯ სავარძელში ჩასვენებული, ორად მოკეცილი მატეო მიტოვებული შვლის ნუკრივით გამოიყურებოდა.

მისი პატარა ხელები ფაფუკი ლოყის ქვეშ ამოედო და ისე ფშვინავდა, თითქოს გარემო პრობლემებს სამუდამოდ დახსნოდა.

მის მოუხერხებელ ადგილზე ძილით შეწუხებულმა, ჯერ კიდევ პატარა სხეული წვალებით ავიყვანე ხელში და ჩემი საძინებლის კარი ფეხის მიკვრით შევაღე.

ძილის მაცდურ ალერსში გახვეულმა მატეომ პატარა ხელები კისერზე გაუაზრებლად მომხვია და პატარა აპრეხილი ცხვირი ჩემ კისერში ჩააძვრინა.

-ნატალი ისე მენატრებოდი...-ტუჩების სუსტი რხევით დაიჩურჩულა მატეომ და მაშინვე მომშორდა, როგორც კი მისი ზურგი რბილ მატრასს შეეხო.

ჩემ ლოგინს წამიერად მორგებულმა მატეომ კვლავ მშვიდად ფშვინვა მაშინვე დაიწყო, როგორც კი ჩემ ბალიშს რბილი სათამაშოსავით ჩაეხუტა და თბილ პლედში გაეხვია.

რთული მისახვედრი არ იყო, რომ ნატალი მისი ძიძა იყო, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო მასთან აღარ იყო. თუ იმას გავითვალისწინებდით, რომ ჩემთან ყოფნის პერიოდში მატეოს დედა არც კი უხსენებია, ნატალი მისთვის უბრალო აღმზრდელზე მეტი გამოდიოდა.

მისი დამშვიდებული სახის ყურებაში გართულმა თავი ვაიძულე ოთახი დამეტოვებიდა და ჩემი მოვალეობა შემესრულებინა.

ახალი დღის გადალახვით დაღლილი სამუშაო მაგიდასთან ოხვრით მივჯექი და ჩემი ოჯახის საპატივცემულოდ შექმნილ მინიატურულ თაბაშირის ფიგურებს წუთით მზერა გავუსწორე.

რაც არ უნდა ყოფილიყო, გვერდში დგომა ყველას სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ბავშვობაში გვერდით არაერთი ადამიანი გვედგა, ჩვენი გასაჭირი ყველაზე მეტად ისევ ოჯახის წევრს მიჰქონდა გულთან.

მნიშვნელობა არ ჰქონდა მამას წასვლამდე, რამდენი გვედგა გვერდით, რადგან მისი წასვლის და ქეითის ავარიის შემდეგ, მხოლოდ ჩვენ სამნიღა დავრჩით.

სწორედ ამიტომ უნდა დავხმარებოდი მატეოს ოჯახის აღდგენაში. როგორც არ უნდა მეცადა ჩემ შესაძლებლობებს საზღვრები ყოველთვის ექნებოდა, რასაც მის ოჯახზე ვერ ვიტყოდი.

თუ მამამისს ვიპოვიდი, შევძლებდი მასთან დალაპარაკებას. ვეცდებოდი მათი პრობლემა გამერკვია და ნატალი მათთან დამებრუნებინა.

დაღლილმა ნოუთბუქი თვალების ფშვნეტით გავხსენი და ინტერნეტის ჯადოსნურ სივრცეში ქვეყნის მწვერვალში მოქცეული კომპანიის, დანის სახელი ჩავწერე.

მატეოსთან არაერთი მცდელობის მიუხედავად მამამისზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დანში მუშაობდა.

შვიდი წლის ბავშვის კვალობაზე მატეო ბევრად ჭკვიანი იყო, რადგან არცერთხელ არ დამიბრუნა პასუხი, როდესაც მისი გვარი ვიკითხე.

წინ რთული საქმე მელოდა.

დანის უზარმაზარ კომპანიაში შვიდი წლის ბავშვის მამა უსახელოდ და უგვაროდ უნდა მომეძებნა.

საათები გადიოდა, კომპანიის უცნობ თანამშრომლებთან კონტაქტი კი უშედეგოდ მიდიოდა.

პოლიციის ბაზაში დაკარგული ბავშვების განცხადებებიც კი მოვძებნე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

თვალებ ატკიებულმა სტატიის მიხედვით დანის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მეილი უიმედოდ გავხსენი და კლავიატურაზე თითების წკაპუნი დავიწყე.

ბატონ რაფაელ დანს.

ბოდიშს ვიხდი გვიან შეწუხებისთვის, მაგრამ თქვენი დახმარება სასწრაფოდ მჭირდება.

დღეს დაკარგული შვიდი წლის ბავშვის მატეოს შეფარება მომიწია.

ალბათ გაგიკვირდებათ ამ ინფორმაციას, რატომ გიზიარებთ, მაგრამ თქვენი დახმარება სწორედ ამ საკითხში მჭირდება.

მატეო სახლიდან გამოიქცა. კატეგორიულ უარზეა მამის ვინაობა მითხრას, მაგრამ გავიგე რომ დანში მუშაობს. ვიცი თითქმის შეუძლებელს ვითხოვ, მაგრამ იქნებ გაარკვიოთ ვინმეს დღეს შვიდი წლის ბიჭი თუ დაეკარგა?

დიდ პატივს დაგდებთ თუ მის დაბრუნებაში დამეხმარებით.

ჩემი ინფორმაციით მატეოს დედა დიდი ხანია გარდაცვლილი ჰყავს, მის მომვლელს კი ნატალი ერქვა.

არ ვიცი ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ თუ-არა, მაგრამ თქვენი დიდი იმედი მავს.

პატივისცემით გრეის ჰარპერი.

მეილის გაგზავნის თავანავე სხვა თანამშრომლების ინფორმაციის ძებნა უყოყმანოდ გავაგრძელე.

მიუხედავად ჩემი ცდისა, ვიცოდი ისეთი კომპანიის თანამდებობის პირი, როგორიც დანის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, ვიღაცის ბავშვის ძებნისთვის თავს არ შეიწუხებდა.

მორიგი მეილის წერა ახალმა შეტყობინებამ იქამდე შემაწყვეტინა, სანამ თანამშრომლის სახელის დაწერას მოვასწრებდი.

დაიმედებულმა ახალი მეილი სასწრაფოდ გავხსენი და თვალებ გაფართოებულმა ადრესანტის სახელი თავიდან გადავიკითხე.

ქალბატონო გრეის,

ვერც კი წარმოიდგენთ თქვენმა მეილმა, როგორ გამახარა. ბიჭის მამას სწორედ რამოდენიმე საათის წინ ვესაუბრე.

ვერ აღგიწყერთ საბრალო მამა, როგორ განიცდიდა შვილის დაკარგვას. ზუსტად ნახევარი საათის წინ გავუშვი სახლში იმ პირობით, რომ შვილის მოძებნაში დავეხმარებოდი.

ვერც კი გადმოგცემთ იმდენად მადლიერი ვარ თქვენი სიკეთის. შემიძლია ვიკითხო პოლიცია ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბიჭის მამა ზედმეტად ნერვიულობდა შვილის ფსიქოლოგიურ წნეხზე.

პატივისცემით რაფაელ დანი.

მეილის შინაარმა ერთიანად დამაბნია და ეჭვით ამავსო.

მატეოს ნაამბობი მამის გულგრილობაზე, საერთოდ არ ემთხვეოდა იმ კაცის ღელვას, რომელმაც თავად ერთ-ერთი დანიც კი შეაწუხა.

ახალი დილემის წინაშე დავდექი.

ნუთუ შეიძლებოდა მატეოს მოვეტყუებინე? მისი თვალები იმდენად ბრწყინავდა გულახდილობით იმის დაჯერება მიჭირდა, რომ მას გამოქცევა სხვა მიზნით უწევდა.

თუ მამამისი მასზე ასე ღელავდა, რატომ ცდილობდა მატეოს აღმზრდელი ბავშვისთვის თვითგადარჩენის მინიმალური ხერხები ესწავლებინა?

იქნებ თავად რაფაელ დანი ცდილობდა ჩემ მოტყუებას გარკვეული მიზეზების გამო?

სანამ ახალ ეჭვებში გარკვევას ვცდილობდი, ტელეფონის გამაყრუებელმა წკრიალმა გამეფებული სიჩუმე ღრიალით გააპო და შიშისგან შემაცბუნა.

ეკრანზე გადაწერილი ნომერი ჩემთვის უცნობი იყო.

დაბნეულმა და მოულოდნელად უცნაურ სიტუაციაში აღმოჩენილმა, ტელეფონს ყოყმანის შემდეგ გადავუსვი ხელი და ყურზე საპასუხოდ მივიდე.

-მადლობა ღმერთს. ქალბატონი გრეისი ხართ? მე რაფაერ დანი ვარ. რამოდენიმე წუთის წინ თქვენგან დახმარების თხოვნის მეილი მივიღე.-უცნობის სახასიათო სავსე ხმამ და მისი ვინაობის გაგებამ შემაშინა.

როგორ შეეძლო მას ჩემი ნომერი რამოდენიმე წუთში გაეგო?

-ქალბატონო გრეის, ჩემი გესმით?_ისევ გაიმეორა რაფაელმა და პასუხის მოლოდინში კვლავ მიჩუმდა.

-თქვენ... ჩემი ნომერი, როგორ გაიგეთ?_დაბნეულმა ძლივს ამოვილუღლუღე და ჩემი საძინებლის კარი იმის იმედად გამოვხურე, რომ მატეოს ჩემი საუბრით არ გავაღვიძებდი.

-მარტივი იყო. თქვენი სივი ჩვენ ბაზაში დაფიქსირებული იყო. რამოდენიმე თვის წინ დიზაინერის პოზიციაზე აყვანა გინდოდათ, მაგრამ უმაღლესი განათლების არ ქონის გამო უარი გითხრეს. ძალიან ვწუხვარ. ამას რომ ვაკონტროლებდე თქვენნაირ ადამიანს ასე არ დაგტოვებდით.

ჩემზე წუთიერად შეგროვებული ინფორმაციით დამუნჯებულმა პასუხის გაცემა ვერც ამჯერად მოვახერხე.

-შეიძლება საქმეს დავუბრუნდეთ? მატეოს მამის მიმართ ვალდებულებას ვგრძნობ. საბრალო კაცი ალბათ ნორმალურად ვერც კი ისვენებს. ვერ მოვისვენებ, თუ...

-ბატონო რაფაელ, დარწმუნებული ხართ რომ მატეოს მამაზე საუბრობთ? თქვენი აღწერილი პიროვნება საერთოდ არ ემთხვევა იმას, ვინც მატეოს წყალობით გავიცანი.

დაეჭვებულმა შეკრული წარბებით ვიკითხე და ტუჩზე ნერვულად ვიკბინე.

ყურმილის მეორე მხარეს წუთით სუნთქვის ხმაც კი შეწყდა, შემდეგ კი გამაყრუებელი სიცილი გაიმა.

-ქალბატონო გრეის, შვილები გყავთ? -სიცილით იკითხა რაფაელმა.

-თუ ჩემი სივი ნახეთ ამ კითხვაზე პასუხი უკვე უნდა იცოდეთ ასე არ არის? -გამომცდელად ვიკითხე.

-დღევანდელი ბავშვები პრეტენზიებითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. მამამისის თქმით დილით გაკვეთილების გაცდენის გამო დატუქსა, ის კი სახლიდან გამოიქცა.

რაფაელის თავდაჯერებულმა საუბარმა კვლავ დამაბნია. მისი მოყოლილი ისტორია რეალობას მეტად გავდა. მსგავსი დაპირისპირება მშობლებთან მატეოს ასაკში მეც მქონდა. მახსოვს სახლიდან ერთხელ მეც გავიქეცი, მაგრამ შინ მაშინვე დავბრუნდი, როგორც კი სიბნელემ შემაშინა.

მატეოს რაღაც სხვა აწუხებდა, რაღაც ისეთი, რაც უფლებას არ მაძლევდა უწყინარი კამათის ისტორია ასე მარტივად დამეჯერებინა.

-ქალბატონო გრეის, თქვენ ჩემ კითხვაზე არ გიპასუხიათ. პოლიცია საქმის კურსშია? გამოძიება მიმდინარეობს? -დიდხნიანი პაუზის შემდეგ საუბარი ისევ რაფაელმა წამოიწყო და დიალოგში ჩართვა მაიძულა.

-არა. მათთვის არ დამირეკავს. მატეომ დახმარება მთხოვა მე კი არმინდოდა ის პოლიციის განყოფილებაში გათენებით უფრო შემეშინებინა.

ჩემ ეჭვებს დანებებულმა საბოლოოდ ვუპასუხე ერთ-ერთ დანს და მორიგ შეკითხვას დაველოდე.

-შეგიძლიათ თქვენი მისამართი მითხრათ? ახლავე შევძლებ წამოსვლას და მის დაბრუნებას.

-არა!_მის შეკითხვას იქამდე გადავუსვი ხაზი, სანამ გააზრებას შევძლებდი.

მზად არ ვიყავი ფაქტების გადაუმოწმებლად მატეო გამეშვა და ახალ შარში გამეხვია. ამას არ იმსახურებდა.

-უკაცრავად?
-მას ახლა სძინავს. დღეს ემოციური დღე ჰქონდა. დაიღალა. უმჯობესი იქნება თუ ხვალ პირადად მამამისი მოაკითხავს. -მტკიცედ წარმოვთქვი და საძინებლის კარს ისე შევხედე, თითქოს იქედან მატეოს იმედგაცრუებული სახის დანახვას შევძლებდი .

-დარწმუნებული ხართ რომ უსაფრთხოდ არის? მამამისი ნერვიულობს. არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა...

-მატეო მამაზე ძალიან ნაწყენია. დიდი ბოდიში, მაგრამ მას სხვას ვერავის ვანდობ. უმჯობესია ხვალ თავად მამამისმა მოაკითხოს. უნდა დავრწმუნდე რომ ის დაბრუნების შემთხვევაში კარგად იქნება.

გამბედაობის მოკრების თანავე, სათქმელი ერთ ამოსუნთქვაში ჩავატიე და ტელეფონი იქამდე გავთიშე, სანამ რაფაელი კიდევ რამის თქმას შეძლებდა.

Continue Reading

You'll Also Like

291K 33.6K 84
#Book-2 of Hidden Marriage Series. 🔥❤️ This book is the continuation/sequel of the first book "Hidden Marriage - Amazing Husband." If you guys have...
4.1M 170K 63
The story of Abeer Singh Rathore and Chandni Sharma continue.............. when Destiny bond two strangers in holy bond accidentally ❣️ Cover credit...
856K 27.7K 69
"Real lifeမှာ စကေးကြမ်းလွန်းတဲ့ စနိုက်ကြော်ဆိုတာမရှိဘူး ပျော်ဝင်သွားတဲ့ယောကျာ်းဆိုတာပဲရှိတယ်" "ခေါင်းလေးပဲညိတ်ပေး Bae မင်းငြီးငွေ့ရလောက်အောင်အထိ ငါချ...
757K 39.9K 21
This book is about the two daughters-in-law of Rajputs who have gotten married to the two Rajput siblings and are best friends as well even before be...