მაოხრებლები

By NikaGogoladze

328 27 418

თინეიჯერი ბიჭი, სახელად ლუკასი ტელეპორტაციის ხელსაწყოთი მოულოდნელად სხვა სამყაროში ამოყოფს თავს, საიდანაც მის... More

დაკარგული
განმსჯელი
ცუდის ნიშანი
ეშმაკის მახვილი
ქალთევზა
ჯილდო
მიკელი
სტუმარი
სინდელბერი...
სინდელბერის საიდუმლო
ციხე-სიმაგრე
სამეფო, რომელიც დამარცხდა
ფორტენი
ტრაგედიის ნიშნები
წითელი მახვილი
უპატიებელი მოგონებები
შუქურისკენ მიმავალი
ორთაბრძოლა
ერთადერთი შანსი

გეონილი

25 2 1
By NikaGogoladze

  რამდენიმე მშვიდმა დღემ განვლო. ანა და ლუკასი სოფელში მოშინაურდნენ, ისინი საფრთხეს აღარ გრძნობდნენ. ყველაფერი კარგად იყო, გაიცნეს ადგილობრივები და დამეგობრდნენ მათთან. ზოგჯერ კენჭებით სამაგიდო სტილის ოდნავ მოსაბეზრებელ თამაშს თამაშობდნენ, ზოგჯერ ანა ლუკასს მიზანში სროლასა და ხმლის ქნევაში ავარჯიშებდა. საღამოობით მთელ სოფელში ერთი დიდი ვახშამი იმართებოდა და სუფრას ყველანი დიდი მონდომებითა და ხალისით შეექცეოდნენ. ის ბედნიერება, რაც ანამ და ლუკასმა ამ ძვირფას და თავიანთი ცხოვრებისთვის უჩვეულო "ოქროს" მომენტებში შეიგრძნეს, მათ შიშის გრძნობას ჰგვრიდა, რადგან ეშინოდათ ერთმანეთის დაკარგვის. მათ შორის უკვე საკმაოდ ძვირფასი მეგობრული კავშირი იყო და ამ კავშირის გაწყვეტის ანას ცხოვრებაში პირველად შეეშინდა. მეოთხე დღეს უხასიათობისაგან დაღლილმა ლუკასმა სთხოვა, ტყეში ცოტახნით გაესეირნათ და ასეც მოხდა. ორივენი უიარაღოდ წავიდნენ. ტყეში ცოტა კენკრა იყო და კრეფას შეუდგნენ. როცა მოსაღამოვდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, გაანალიზეს, რომ სულ სხვაგან იყვნენ და გზა აებნათ. ეს ცოტა ცუდი იყო იმ მხრივ, რომ არასწორი გზით თუ წავიდოდნენ, ფორტენის ტყეში შეიძლებოდა თავის ამოყოფა. მაგრამ გზის გაკვლევამდე ანა რაღაცამ შეაყოვნა.

"ჩუმად!" - ხმადაბლა უთხრა მან ლუკასს; "აქ ვიღაც არის."


-გამარჯობათ _ არსაიდან ფრენით გამოჩნდა ვიღაც უცნობი, რომლის დანახვაზეც ანამაც და ლუკასმაც ხმამაღლა იყვირეს.

-ვინ ჯანდაბა ხარ?

-მე გეონილი ვარ, ვიცი ვინც ხართ და შემიძლია, დაგეხმაროთ. 

-დახმარება ნამდვილად არ გვაწყენდა მაგრამ შენ რატომ არ გადასცემ ჩვენს თავს განსჯელს, ნუთუ ჯილდო გკიდია?

-თქვენ წარმოიდგინეთ, კი. მე არ ვინტერესდები ფულით, მე ვინტერესდები მეგობრული ადამიანებით. სწორედ ეს მინდა თქვენგან - მეგობრობა, სხვა არაფერი.

-მეგობრობა? ჰაჰ, მეგობრობით შემოიფარგლები? შენ რა, ადამიანი არ გინახავს?

-მას შემდეგ რაც ფორტერის კლანმა ჩემი ყველა წევრი ამოხოცა, მინდა გიპასუხოთ რომ არა, არ მინახავს.

-უი, ვწუხვარ...

-და რითი აპირებ ჩვენს დახმარებას? _ ჰკითხა ლუკასმა, რომელიც მთელი ეს დრო დუმდა.

-არ ვიცი, მე შემიძლია უცბად სახლიც წარმოვსახო, ან უფასო ფრენა ოღონდ ორივეს ვერ აგიყვანთ, მძიმეები იქნებით.

-დაგვცინი?

-არა, რატომ?

-არ ვიცი, ეგეთი შთაბეჭდილება შემექმნა...

 -არაუშავს, ნელ-ნელა შემეჩვევით.

-სახლის იდეა ცუდი არ იყო. _ მიუგო ანამ

-კარგით, ჯერ სოფელს გაპოვნინებთ.

-მოიცა, საიდან იცი... თუმცა აღარ მიკვირს.

-მე ერთ-ერთი დიდებული მბრძანებელი ვარ სამი ორიგინალი სახელმწიფოს მმართველებიდან, რომლებიც აპოკალიფსის შემდეგ კლანებამდე დავიდნენ. მას შემდეგ ერთადერთი სახელმწიფო არსებობს, რომელსაც თავად პლანეტის მმართველი განაგებს.

-განმსჯელი?

-არა, პირველი მმართველი: აეტე.

-გასაგებია.

-აი მოვედით.

-შთამბეჭდავია.

-დიდი მადლობა!

-არაფრის, სახლის მშენებლობაც აქვე დაიწყოს? 

-დიახ, ცოტა მოშორებით, მაგრამ ამას როგორ გააკეთებ?

-ამ სოფელში ყველა მიცნობს, მშენებლებს დავიქირავებ, ფული საკმარისად მაქვს, მატერიის წარმოქმნა კი თავად შემიძლია.

-რა? რანაირად?

-მაგიით, სივრცეს იძენს თუმცა მისი აღება და შენების გარდა რამეში გამოყენება შეუძლებელია, ვერც გაყიდი რაიმე ძვირფასი თუ იქნა.

-კარგი, მადლობა კიდევ ერთხელ წინასწარ.

-არაფრის.  _ გაუღიმა მან ანას და წავიდა.

-გგონია ამის ნდობა შეიძლება?

-რატომ არა?

-არ ვიცი, უცნაურად იქცევა.

-ყოველ შემთხვევაში, სხვა გზა და საშუალება არ გვაქვს.

-კარგი, ჯანდაბას. 

ლუკასი ადგა და სოფელში გაბრუნდა, ანაც თან გაყვა.


                                                               *2 კვირის შემდეგ*

მას შემდეგ, რაც ანა და ლუკასი მოშინაურდნენ, უკვე თავისუფლად შეეძლოთ სოფელში გავლა და სრულად დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ. გეონილსაც ამასობაში დაესრულებინა ყველაფერი და სახლი უკვე მზად იყო. მან ორივე მათგანს დაუძახა, ვითომ ვახშამზე, თუმცა მისულებს უზარმაზარი ორ-სართულიანი, მდიდრულად მორთული სახლი დახვდათ. ლუკასი თვალებს არ უჯერებდა, რადგან ასეთი მბზინავი და დიდებული სახლი აქამდე არასდროს ენახა თავის პლანეტაზე. გეონილმა სახლში შეიპატიჟა, შიდა ინტერიერიც დიდებული იყო, ყველანი დიდ, გრძელ მაგიდაზე დასხდნენ და აქ უკვე მართლაც რომ, ვახშამს შეექცნენ.

-არც კი ვიცი რა ვთქვა, ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ, ბატონო გეონილ.

-ეს ჯერ არაფერია, ჩემს გვერდით თუ იქნებით, ბევრად უკეთესსაც დაგპირდებით.

-მადლობთ.

-ზევითა სართულს თუ დაათვალიერებთ, ტანსაცმელიც დაგხვდებათ.

იმ საღამოს კარგი დრო ატარეს და მოილხინეს. თუმცა მათ არ იცოდნენ რა მოელოდათ... 

Continue Reading

You'll Also Like

295K 45.3K 52
This is not my own story. It is fan translation. Credits to original author. Picture credits to original artist. Associated name- 穿成暴君的男妃 English n...
175K 16.1K 43
ကောင်းကင်ဘုံရဲ့ထိပ်သီးမဟေသီတစ်ပါးဖြစ်ဖို့ကလွယ်ကူမယ်ထင်နေသလား ? အဓိကဇာတ်ဆောင် - အဓိပတိရာဇ + ရူစန္ဒာအဏီရာ MAHARVERSE SEASON 2|| Imaginary Heaven and im...