ციხე-სიმაგრე

18 1 7
                                    

ლუკასმა დიდებული სინდელბერის კარიბჭე შეაღო, და ქალაქში შევიდა, რომელიც ზედმეტად ცივ ფერებში აისახებოდა და მას ნისლიც ეწყობოდა. მიტოვებული და ჩაბნელებული სახლები, არანაირი სინათლე, მხოლოდ უკუნეთური ბურუსი და თოვლი, შუაში კი - გზა, რომელიც ქალაქის ციხესიმაგრეს ცდებოდა და სადღაც, კიდევ უფრო შორს მიდიოდა. თოვლის ფანტელები ლუკასის თმაზე ეცემოდნენ. წინ მიდიოდა. წუთები წუთებს მისდევდა, წამები წამებს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, ვერაფერს ხედავდა. დაიღალა, მუხლებზე დაეცა და ჩანთა მოიხსნა ზურგიდან. ხელები მიწაზე დადო და გზას გახედა. თენდებოდა.

-არაფერი ხდება, არავინაა... მითი მითად დარჩა, ჯობს უკან გავბრუნდე.

და როდესაც გაბრუნებას აპირებდა, მიწის ზანზარი შეიგრძნო, წაბარბაცდა. 

-საით გაგიწევია, ლუკას... ყველანაირად ვცადე მიმენიშნებინა, რომ აქ არ მოსულიყავი.

ლუკასს თვალები გაუფართოვდა, უკან გამოიხედა და ისევ ის უსახო მთის ეშმაკი დაინახა.

-აქ რა გინდა?.. - მაგრამ ისევ არ გასცა პასუხი.

-არ მოხვიდე, მე გაგაფრთხილე! - თქვა და გაქრა.

-რა ვქნა, მაშინაც გამაფრთხილა, რომ ანას გადასარჩენად რაღაც უნდა გამეწირა, მაგრამ არაფერი მიქნია. მოიცა... ხმალი! მას ხმალი უნდოდა... მისი მსახურიც ამიტომ მოვიდა... ისინი ციხე-სიმაგრეში არიან. მომატყუა... უნდა წავიდე! 

წავიდა კიდეც, ამ ჯერად მალე მიაკითხა ციხე-სიმაგრეს.

-ახლოს ვყოფილვარ - გაიფიქრა.

ციხის უზარმაზარი კარი ღია იყო, შევიდა, ნაგებობის ცენტრი ღია ცისქვეშა ბაღი იყო, შუაში დიდი თეთრი ფანტანი, რომელსაც ხავსი მოკიდებოდა და წყალიც ასევე კარგი შესახედავი არ იყო. კედლები ქვისაგან იყო ნაგები. სულ პირდაპირ იყო შესასვლელი, რომლითაც პირდაპირ კიბეებზე ავიდა და ციხის ზედა ნაწილზე მოხვდა. ერთი დერეფანი იყო, ერთი გზა. ამ გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე ოთახები, ხოლო სულ პირდაპირ - უზარმაზარი აივანი, რომელსაც სამკუთხედის ფორმა ქონდა, როგორც ციხე-სიმაგრის წინა ნაწილს - მოწვეტებული სამკუთხედის ფორმა. აივანზე ვიღაც იდგა, თეთრ სამოსში და თეთრ აბჯარში გამოწყობილი ტიპი იდგა, ასევე თეთრი ბოლოდამწვარი მოსასხამით, ზედ კი სინდელბერის ლოგო ჰქონდა გამოსახული: თეთრი შევარდენი ლურჯი თვალებითა და მოოქროვილი ფრთებით.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now