წარსულმა მომავალში შემოაბიჯა

By LKV1234567

10.1K 573 144

წყვილი, რომელსაც არავინ ელოდა... More

შეხვედრა
კლუბი
თვალები გაახილე პატარავ
ტკივილნარევი წარსული
მკვდარი ხარ ბარბაქაძევ!!
მხოლოდ ბიზნესპარტნიორი
არა ის უფრო მეტია
თითქმის კოცნა
ახალი თავი არ არის!
ზარი
წვეულება
ისინი შეერთდნენ
ავტორის წერილი
ნუთუ რეალურად მოხდა?
მოლოდინები
ახალი მოთხრობა!!!!!!
პაემანი ნაწილი 1
პაემანი ნაწილი 2
პაემანი ნაწილი 3
საუკეთესო მეგობრებს ვერაფერს გამოაპარებ!

კონფერენცია და ის

641 36 14
By LKV1234567

     ხელები წელზე შემომხვია და ახლოს მიმიზიდა, დავიბენი, ჩემს სახესთან მოახლოება დაიწყო, თან თვალებში მიყურებდა და ბოლოს უნდა ეკოცნა რომ უკან დავიხიე. რატომ ლინა? ეს რატომ გააკეთე?
წასვლას ვაპირებდი მაგრამ გზა გადამიღობა და კედელთან მიმიწყვდია, ხელები დამიჭირა და თავის დაღწევის ყველა საშუალება გააქრო.
     - არასდროს, არასდროს გაბედო და ზურგი შემაქციო, გასაგებია?! - ხმას ვერ ვიღებდი
     - გასაგებია მეთქი?
     - გ-გასაგებია
     - ახლა კი სად გავჩერდით - ისევ მოახლოება დაიწყო, არ ვინძრეოდი რადგან ეს მეც მინდოდა, საშინლად მინდოდა. უნდა ეკოცნა მაგრამ თვალები გავახილე. ოხ ეს მაღვიძარა, რათქმაუნდა ლინა სიზმარი იყო. აბა რა გეგონა მართლა გაკოცებდა? მაგრამ ესეთი სიზმარი რატომ დამესიზმრა? ანდრია რატომ დამესიზმრა? ნუთუ მომწონს? არა არა კი ადრე მომწონდა მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ფიქრები უცებ გავფანტე, ავდექი და მოვემზადე. დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი კომპანიის მომავალს. კომპანია ,,ასტროსთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას ბიზნეს პარტნიორობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის დიდი მოგება იქნება რადგან ვაღიარებ ეს კომპანია ძალიან წარმატებულია მარკეტინგულ სფეროში. გენერალურ დირექტორზე არაფერი მსმენია, ალბათ იმიტომ რომ არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ რატომღაც უცნაურად ვგრძნობ თავს ალბათ სიზმრის ბრალია. სამზარეულოში შევირბინე და ერთ ვაშლს დავტაცე ხელი, მანქანაში ჩავჯექი და კომპანიისკენ წავედი.
შევედი თუ არა ჩემი მდივანი დამხვდა, გრაფიკით ხელში და დღევანდელი დღის გეგმები მომახსენა.
     - ლინა, კომპანიასთან შეხვედრა შუადღის თორმეტზე გაქვთ, მანამდე კი მნიშვნელოვან საბუთებს უნდა მოაწეროთ ხელი და უნდა გადახედოთ დამპროექტებელი ჯგუფის მიერ შექმნილ დიზაინს. - მიხარია რომ დირექტორის ნაცვლად საკუთარ სახელს მეძახის.
     - გასაგებია, როგორც იქნა დირექტორის ნაცვლად სახელით მომმართე, მიხარია - გავუღიმე, ის კი დაიმორცხვა როგორი საყვარელია. კაბინეტში შევედი და მუშაობას შევუდექი. მუშაობისას ანანო შემოვიდა და შემახსენა რომ შეხვედრა ოც წუთში დაიწყებოდა, დრო ასე მალე გავიდა? ვერც შევნიშნე. ავდექი, საბუთები ავიღე, სარკეში თავი შევათვალიერე და კონფერენციის დარბაზისკენ გავეშურე. ალბათ კომპანია ,,ასტროს" წარმომადგენლები უკვე მოსულები არიან. დარბაზში შევედი და თვალი მოვკარი რამდენიმე უცხო თანამშრომელს ალბათ ესენი უნდა იყვნენ.
     - მოგესალმებით, მე კომპანია ,,გრუპონის" გენერალური დირექტორი ლინა გახლავართ - ხელი გავუწოდე, მაგრამ არ ვიცოდი რომელი იყო გენერალური დირექტორი. ერთი ბიჭი კი წინ გამოვიდა და ხელი ჩამომართვა
     - მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ლინა, მე კომპანია ,,ასტროს" დამპროექტებელი ჯგუფის წინამძღოლი გიორგი გახლავართ - მაგრამ დირექტორი სადაა? არ ეკადრება დროზე მოსვლა?
     - ჩემთვისაც სასიამოვნოა ბატონო გიორგი და გთხოვთ უბრალოდ ლინა დამიძახეთ - თითქოს მან ჩემი ფიქრები წაიკითხა როცა მიზეზს ვარკვევდი თუ რატომ არ არის დირექტორი ადგილზე.
     - ბოდიშს გიხდით დირექტორს ცოტა შეაგვიანდა და მერწმუნეთ რამდენიმე წუთში აქ იქნება -  ზუსტად ამ წამს კარი ვიღაცამ შემოაღო და ყველას ყურადღება მიიპყრო.


     თვალები ვჭყიტე, მას აქ რა უნდა. ანდრიას აქ რა უნდა, ნუთუ ის არის დირექტორი არა არა არა შანსი არ არის, მაგრამ აქ რა უნდა მაშინ. ისეთი გაკვირვებული ვიყავი ვერ შევნიშნე მისი მოახლოება.
     - გამარჯობა, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, კომპანიაში შევყოვნდი. მე კომპანია ,,ასტროს" გენერალური დორექტორი ანდრია გახვლავართ, მიხარია თქვენთან შეხვედრა, ეს კი ჩემი პარტნიორია ბატონი ალექსანდრე -ჯერ მის გვერდით მდგომ ბიჭზე მანიშნა შემდეგ კი ხელი გამომიწოდა, მე კი ძლივსძლივობით ჩამოვართვი, რადგან ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რა ხდებოდა. ჩემმა მდივანმა ანანომ შეამჩნია ჩემი დაბნეულობა
     - დირექტორო ლინა კარგად ხართ? - გონს მოვეგე
     - კი კი კარგად ვარ - და ანდრიას შევხედე
     - მოგესამლებით ჩვენს კომპანიაში. მე ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ლინა გახლავართ, ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა ბატონო ანდრია - მისი სახელი სპეციალურად გამოვკვეთე
     - იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ ქალბატონო ლინა - აი ის ეშმაკური გამოხედვა რომელიც ჩემს სიზმარში ჰქონდა, ვერ ვიტან. შეხვედრა დაიწყო და ორივე კომპანია განიხილავდა ხელშეკრულების პირობებს. მე და ანდრია კი ერთმანეთს დაჟინებით ვუმზერდით, ბოლოს კი მან თავისი სიტყვა წარმორთქვა
     - ქალბატონო ლინა დიდი იმედი მაქვს რომ პარტნიორები გავხდებით და ერთად შავასრულებთ მომავლის  გეგმებს - ისე ამბობდა ამ სიტყვებს თითქოს სხვა რამეს გულისმობდა - ჩვენი კომპანია ფიქრობს რომ საკმაოდ ხელსაყრელი იქნება თქვენთან შემოერთება და არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო. ჩვენ თანახმა ვართ რომ ეს კომპანიები გავაერთიანოთ - ყველამ ტაში დაუკრა, ახლა მე წამოვდექი ფეხზე.
     - დიახ მეც დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება და თანახმა ვარ ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას პარტნიორობასთან დაკავშირებით - ის გავაკეთე რაც კომპანიისთვის მომგებიანი იქნებოდა მიუხედავად იმისა რომ მისი ნახვა ყოველდღე მომიწევდა. ხელი მოვაწერეთ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
     - იმედი მაქვს ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მომგებიანი იქნება ორივესთვის - ხელს არ მიშვებდა
     - ასევე ბატონო ანდრია, ახლა კი დაგტოვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. - მისგან რაც შეიძლება მალე მინდოდა თავის დაღწევა. ჩემს კაბინეტში შევედი, საბუთები მაგიდაზე დავყარე, ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი.
     - ეგ სიმპატიური იდიოტი, გუშინ ხომ მნახა და ხომ გაიგო ვინ ვიყავი, არ შეეძლო ეთქვა?! - ისე ვიყავი გაბრაზებული რომ ვერ გავიგე კაბინეტში ვიღაცის შემოსვლა.
     - ესეიგი სიმპატიური ვარ? მადლობა ხშირად მეუბნებიან - რა?
     - რა? შენ აქ რატომ ხარ?
     - კიდევ გაიმეორე რომ სიმპატიური ვარ.
     - რ-რატომ უნდა გავიმეორო როცა არც კი მითქვამს - თითების წვალება დავიწყე.
     - ტყუილი არასდროს გამოგდიოდა ლინა, ყოველ ჯერზე როცა ნერვიულობ თითებს იწვალებ - ეს როდისღა შენიშნა.
     - არ მითქვამს თქო
     - როგორც გინდა, მაინც ხომ გავიგე - თვალი ჩამიკრა, იდიოტი.
     - საქმე არ გაქვს? აი მე კი უამრავი და დიდ პატივს დამდებ თუ წახვალ
- ჩემი ნათქვამი დააიგნორა და ამათვალიერა
     - სამსახურში ასე გამომწვევად რატომ გაცვია? - ჰა


     - რა? რა შენი საქმეა რა მეცმევა? თან გამომწვევი სულაც არაა
     - ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა და მეორედ ეგრე აღარ ჩაიცვა - თქვა თუ არა ეგრევე დატოვა კაბინეტი. შემდეგში შენ შეგეკითხები რა ჩავიცვა რაა. როგორ მომიშალა ნერვები, სასწრაფოდ ტელეფონი ავიღე და ლოლას დავურეკე.
     - დღეს საღამოს ხომ გცალია?
     - ასე უცებ რა მოხდა? რა გჭირს?
     - ხო გცალია?
     - კი მცალია, რა იყო?
     - კლუბში მივდივართ, არაფერი მკითხო იქ მოგიყვები ყველაფერს. დღეს 8ზე აქ გაჩნდი, იცოდე სექსუალური იყავი თორე მეთვითონ გამოგაწყობ და შენც იცი რომ არ მოგეწონება - მის პასუხს არც დაველოდე რომ გავუთიშე.

ესეც მეორე თავი, გმადლობთ რომ კითხულობთ. იმედი მაქვს რომ აზრს დააფიქსირებთ.

Continue Reading

You'll Also Like

3.5M 283K 96
RANKED #1 CUTE #1 COMEDY-ROMANCE #2 YOUNG ADULT #2 BOLLYWOOD #2 LOVE AT FIRST SIGHT #3 PASSION #7 COMEDY-DRAMA #9 LOVE P.S - Do let me know if you...
4M 167K 63
The story of Abeer Singh Rathore and Chandni Sharma continue.............. when Destiny bond two strangers in holy bond accidentally ❣️ Cover credit...
1.4M 33.6K 46
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...
1.1M 61.5K 59
𝐒𝐜𝐞𝐧𝐭 𝐨𝐟 𝐋𝐨𝐯𝐞〢𝐁𝐲 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐭𝐡𝐞 𝐬𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 〈𝐛𝐨𝐨𝐤 1〉 𝑶𝒑𝒑𝒐𝒔𝒊𝒕𝒆𝒔 𝒂𝒓𝒆 𝒇𝒂𝒕𝒆𝒅 𝒕𝒐 𝒂𝒕𝒕𝒓𝒂𝒄𝒕 ✰|| 𝑺𝒕𝒆𝒍𝒍𝒂 𝑴�...