შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

4.7K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 1

349 21 11
By Emolass99

ავტორის წინასიტყვაობა:
დიდხანს ვიკავებდი თავს და საბოლოოდ ვეღარ მოვითმინე. ჩემი ახალი მოთხრობით დაგიბრუნდით.

შეინახე დანის საიდუმლო, ზრდასრულების პრობლემებზე, მათ ოცნებებსა და სასიყვარულო ურთიერთობებზე მოგიყვებათ. გაგაცნობთ მათი წარსულში დაშვებული შეცდომების გავლენებსაც და ეკრანს ამოფარებული ლამაზი სამყაროს უკან დამალულ სიბნელეებსაც.

იმედი მაქვს ისტორია დაგაინტერესებთ და მოგხიბლავთ.

                            
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არაერთი ოცნება მქონია. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ვისახავდი მიზნად, ერთ დღეს მსოფლიოში ცნობილი მხატვარი გავმხდარიყავი.

არასდროს მღლიდა ფანქრებითა და ფუნჯებით ჩემი გამოგონილი პერსონაჟებისა და სამყაროს ხატვა. პატარაობიდანვე ვტკბებოდი შემოქმედებითი ძალებით, რომელიც საუკეთესო ჯილდოსავით ჩემ გონებასა და გულში ჩაბეჭდილიყო.

ასე ხდებოდა იქამდე, სანამ ჩემი უფროსი და, მისი უკანასკნელი სახსრებით, მეთოთხმეტე დაბადების დღეზე მოქანდაკეთა ერთ თვიან კურსს არ მაჩუქებდა.

მახსოვს, დაკარგული და შეშინებული მივდიოდი საღებავებისა და თაბაშირის სუნით გაჟღენთილ ძველ, დანესტილ დერეფანში. გაოგნებული, გაფართოებულ თვალებს ვერ ვწყვეტდი დერეფანში განლაგებულ თაბაშირის ღვთაებრივ სკულპტურებს.

ის აღტაცება და აღფრთოვანება დღემდე მიბუჟებს სხეულს.

დერეფნებში ბინა დადებული ძველი ქანდაკებები, მათი მოქუფრული და დანაღვლიანებული სახეებით, დროში გაყინულ ღვთაებებს გავდნენ.

ძერწვასთან პირველი შეხება ჩემთვის ახალი ვარსკვლავის დაბადებას გავდა. მასთან პირველმა ფიზიკურმა კონტაქტმა, თავად შემოქმედად მაგრძნობინა თავი.

ჩემ თითებს შორის გამოძერწილი სილუეტები ჩემი ნაწილი იყო. მათ მთელი ჩემი დარდისა და ტკივილის თან წაღება და დატევა შეეძლოთ.

ჩემსავე შექმნილ, ერთი შეხედვით უსულო ქმნილებებს შეეძლოთ კარგი კომპანია გაეწიათ და მდუმარედ აეტანათ ის გრძნობები, რომლებსაც დედასთან და უფროს დასთან ვერ გამოვხატავდი.

სწორედ ამ კავშირმა გადამრთო ახალ რელსებზე. ახალი მიზანი გამიჩნდა.

მსურდა ჩემი გადმოფრქვეული ხილული ემოციები, ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად მექცია და სხვისთვისაც გამეზიარებინა. მინდოდა ძერწვისადმი სიყვარული მხოლოდ ერთი თვით არ გაგრძელებულიყო და ამის ასახდენად ყველაფერი გავაკეთე.

ჩემი ოჯახის მატერიალური პრობლემების მიუხედავად შევძელი სკოლის დამთავრების შემდეგ, ხელოვანთა კოლეჯში სტიპენდიით ჩავრიცხვა. ბოლომდე ვიბრძოდი სასურველის მისაღებად.

ვმუშაობდი, რათა საყვარელ პროფესიაზე უარის თქმა არ დამჭირვებოდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც ადამიანს შეეძლო, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც არ უნდა მომენდომებინა, ღმერთი მაინც სხვა გეგმებს მიმზადებდა.

ამას იქამდე ვერ ვხვდებოდი, სანამ კოლეჯის დამთავრებიდან ერთ წელში, ჩემი სადებიუტო გამოფენის წარმოუდგენელი გეგმები, უეცარმა ზარმა დაანგრია.

იმ დღეს მთელი ჩემი ძალისხმევისა და შეუპოვრობის წყალში ჩაყრა, ჩემი უფროსი დის სიცოცხლისთვის მომიწია.

მოულოდნელმა კატასტროფამ ახალ, უიღბლო ცხოვრებაში მომისროლა.

შესაძლოა შეცდომაც დავუშვი. საკუთარი ძალები არასათანადოდ შევაფასე და ნაადრევად დავნებდი.

იქნებ ჩემი დის ავადმყოფობასთან ერთად, ოცნების ასახდენად გაღებული შრომა არც ისე რთული გასამკლავებელი ყოფილიყო?!

შესაძლო ვარიანტებზე რამდენიც არ უნდა მეფიქრა, ყოველთვის ერთ პასუხამდე მივდიოდი.

დის კეთილდღეობა ჩემთვის მეტად ფასობდა, ვიდრე ოცნება, რომელმაც მცდელობების მიუხედავად მიწაზე დამცა და მორიგ სასოწარკვეთილ ადამიანად მაქცია.

გეგმები შემეცვალა.

მომხიბვლელი, ემოციებით გამოძერწილი ფიგურების ნაცვლად, ამჯერად სამედიცინო ტერმინებზე, პროფესიონალ ფსიქოლოგებზე, ნეიროქირურგებსა და ფიზიოთერაპერტებზე ვფიქრობდი.

არც მატერიალური მდგომარეობა იყო გამონაკლისი.

საჭიროებებისათვის არაერთი დაპრკოლების გადალახვა დამჭირდა. სამყაროში, რომელშიც ხელოვნების მოყვარულ გოგოს არ გაუმართლა, პროფესიისა და სტაბილური სამსახურის მისაღებად ბევრი წვალება დამჭირდა.

იმედ გადაწურული ბოლოს ისევ, ხელოვნებისადმი სიყვარულმა გადამარჩინა და იმ შეუმდგარ მეოცნებედ მაქცია, რომელიც უკანასკნელი შესაძლებლობით, სკოლის ონავარ ბავშვებს, ხელოვნების შთამბეჭდავ შესაძლებლობებზე აღტაცებით ესაუბრებოდა.

ქვიშის საათზე დრო ისე სწრაბად ჩამოიცალა, ვერც კი გავიაზრე.

თვეებმა და წლებმა დედის შესაძლებლობებიც თან წაიღეს და მასთან ერთად მეტი პასუხისმგებლობა მე გადმომილოცეს.

მეოცნებე ხელოვნების მოტრფიალეს ნაცვლად, ამჯერად უკვე ზრდასრულ, ოცდარვა წლის ქალად ვიქეცი. ჩემი საზრუნავი კი მხოლოდ დასა და დედას წარმოადგენდა.

სამსახური, დედისა და დის ჯანმრთელობის თანხებთან ერთად ჩემი ბინის შემოსავალს ძლის ისტუმრებდა, ამიტომ ოცნება საბოლოოდ შევწყვიტე.

ოცდარვა წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ის კონკია არასდროს ვიქნებოდი, რომელსაც ბოლოს ნანატრი მაინც აუხდებოდა.

ყოველდღიურობაში ჩავიძირე და იმ ხალხის ნაწილად ვიქეცი, რომელთათვის სამსახურს ყველანაირი ადამიანური სიხარული ამოეშალა გონებიდან.

რთულ გარემო პირობებთან ბრძოლას შეგუებული, ცხოვრებას ყველაფრის მიუხედავად იმ აზრით ვაგრძელებდი, რომ პრობლემების მიუხედავად, ოჯახისთვის მაინც ის უდარდელი გოგო ვიყავი, რომელსაც გაღიმებული სახით შეეძლო ყოველ შაბათ-კვირა მათი მონახულება და საჭირო პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება.

მეგონა ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. მზად ვიყავი რთულ გზას დამდგარს კიდევ ათწლეულები გამეძლო დიდი წნეხისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა არც ეს იყო საკმარისი.

-მის ჰარპერ, ჩვენ სკოლაში ერთგულად გატარებული ხუთი წლისთვის დიდ მადლობას გიხდით, მაგრამ სამწუხაროდ დროა თქვენი ადგილი უფრო კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა დაიკავოს.

მოსმენილი ინფორმაცია, ქეითის ავარიის მაცნობელი ზარისა და დედის მოულოდნელი გულისშეტევის დღესავით წარმოუდგენელი მოსასმენი აღმოჩნდა.

უკანასკნელი იმედი ხელიდან ისე გამომეცალა, ხელჩასაჭიდი არაფერი დამრჩა.

რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომლის გულისთვის ნერვიულობა სასიკვდილო განაჩენი იყო? როგორ უნდა გამეღიმა ეტლს მიჯაჭვული დისთვის, რომელსაც დაავადების სიმძიმის გამო, ჯერ კიდევ ეგონა რომ ჩემ ოცნებებს მივსდევდი?

-მის ჰარპერი მოდის!_სკოლის დერეფანში მიმავალს ჯერ კიდევ ლაღი ბავშვების აჟიტირებული ყვირილი მესმოდა.

რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ეს სამსახური შემოსავალთან ერთად ის უკანასკნელი ადგილი იყო, სადაც ნამდვილად გაღიმება შემეძლო.

-მის ჰარპერ, მოგვენატრებით.

უკანასკნელ გაკვეთილზე შემავალს, თორმეტ წლამდე ბავშვების მომზადებული გასაცილებელი ბანერი და მათი პატარა ჯადოსნური ხელებით გამოძერწილი ფიგურები შემომეგება.

ნამდვილი საოცრება იყო ჯერ კიდევ მათი უშრეტი ფანტაზიებით შექმნილი ფიგურების უკანასკნელად დანახვა და იმის გაფიქრება, რომ მათში რაიმე დადებითის გამოღვიძება შევძელი.

ნაბიჯები დამიმძიმდა. ხუთ წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, გარეთ უსარგებლო ნივთივით გამოგდებას, აქამდე შეგროვებული ძალებიც გამოეცალა ჩემთვის.

ხელში მოქცეული, სკოლიდან წამოღებული, ნივთებით სავსე ყუთით ხელში მივუყვებოდი დაუსრულებლად გაწელილ ქუჩებს და ახალ გამოსავალზე ფიქრს ვერ ვწვეტდი.

დანებება არ შემეძლო, როგორც ყოველთვის ჩემი სიცოცხლე მხოლოდ მე არ მეკუთვნოდა! არ შემეძლო მთელი წნეხი დედისთვის ან დისთვის გადამებარებინა.

სასოწარკვეთილი და პრობლემებით დამძიმებული ვიყავი, როდესაც მოულოდნელმა შეჯახებამ და ახალმა დაპრკოლებებმა გამომაფხიზლა.

შიშისა და სირბილისგან გულამოვარდნილი, აქოშინებული ათ წლამდე ბიჭუნა მთელი მონდომებით ამოფარებოდა ჩემ ზურგს და შეშინებული ჩემი პიჯაკის ბოლოებს მთელი ძალით ეჭიდებოდა.

-ბიჭუნა, რაიმე პრობლემა გაქვს? ასე მოულოდნელად უცნობთან მისვლა და...

-დამეხმარეთ.-შეშინებულმა გაფართოებული ქარვისფერი თვალები უიმედოდ მომაპყრო.

-ხომ მაინც დაგიჭირე შე პატარა მაწანწალა!

ახალ უბედურებაში აღმოჩენილმა გააზრება ვერ მოვასწარი, ისე ჩაავლო ბიჭს ხელი სახე გამურულმა, შავ ულვაშიანმა შუახნის კაცმა და ატირებული ბავშვის ძალით წაყვანა სცადა.

-შეჩერდით!-გაუბედავად დავიყვირე, მასთან ყოყმანის შემდეგ მივედი და ბავშვის ხელი ამჯერად მე დავიჭირე.

-როგორ ბედავ! ეს ბავშვი შენია? საქმეს მიხედე და გაიარე! -გაცოფებულმა კაცმა კბილებში გამოცრა და ბავშვის წასაყვანად კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.

საკუთარ პრობლემებზე ორიენტირებულს, აქამდე შესაძლოა კაცისთვის მისი წაყვანის უფლებაც კი მიმეცა, მაგრამ არა ახლა. მაშინ, როდესაც უსახლკარო ბავშვს ისევე სჭირდებოდა ვიღაცის დახმარება, როგორც მე.

-მე მისი მშობელი ვარ! როგორ ბედავთ მასთან ასე მოქცევას?-გამბედაობა მოკრეფილმა წამოვიყვირე, ყუთი მიწაზე დავდე და უცნობს ბავშვი ხელიდან საბოლოოდ გამოვგლიჯე.

-როგორ ვბედავ? უნდა გრცხვენოდეს. შვილი ქურდად გაზარდეთ! აუცილებლად გასწავლით ჭკუას, როდესაც პოლიციას გამოვიძახებ!-სახე აჭარხლებულმა მამაკაცმა ავისმომასწავებლად ჩაიბურტყუნა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

სამსახურის დაკარგვის, მოახლოებული გადასახადებისა და დაკარგული სასიცოცხლო შემოსავლის შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში საათობით ყურყუტი ის უკანასკნელი იყო, რისი გადატანაც მინდოდა. ამიტომ გამოსავალი უნდა მეპოვნა! ჩემი ნათქვამი ტყუილი არ უნდა გამოაშკარავებულიყო.

-გთხოვთ, დარეკვა საჭირო არ არის. ზარალს აგინაზღაურებთ. დღეს მისთვის საკვები ფულის დატოვება ვერ მოვახერხე, შიმშილმა აიძულა მსგავსი დანაშაული ჩაედინა. გთხოვთ, ჩემი შვილი ასეთი არ არის. უბრალოდ მითხარით, რამდენი გინდათ და გადაგიხდით.

ქურდობით გაღიზიანებულმა კაცმა წამით თვალი შემავლო, ხელში აღებულ ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა და ისევ ჯიბეში დააბრუნა.

-როგორ შეგეძლო შვილი მშიერი დაგეტოვებინა? შენ და შენ ქმარს ბავშვის გაზრდა მარტივი გგონიათ? ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მას ქურდობისკენ არ უბიძგოთ. თქვენ კი რას აკეთებთ? -გაბრაზებულმა, დაახლოებით დედის ასაკის, ულვაშიანმა, პატარა ბავშვივით დატუქსვა დამიწყო და თან ჩემ ნივთებით სავსე ყუთს დახედა.

-საშინელებაა! სამსახური დაკარგე? ფული რით უნდა გადამიხადო, თუ შემოსავალიც არ გაქვს?_შეწუხებულმა ხმამაღლა ამოიოხრა და მის მიტოვებულ დახლს გახედა.

-ყველაფერს მოგცემთ, რაც დამრჩა.-თავი მაშინვე გავიმართლე და გვერდით ამომდგარ შეშინებულ უცნობ ბავშვს ხელი მხარზე დავადე.

-ჯანდაბა, წამოდი. -უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა დიდ ლოყებიანმა გამყიდველმა და მისი დახლისკენ დაიძრა.

-მადლობა ქალბატონო._ჩუმად გადმომჩურჩულა ჯერ კიდევ შეშინებულმა ბავშვმა, როდესაც ყუთი ისევ ხელში ავიღე და გამყიდველს უკან მასთან ერთად გავყევი.

-რამდენი უნდა გადავიხადო?

მაშინღა ვიკითხე, როდესაც დახლთან აფუსფუსებულმა გამყიდველმა ცელოფნების შრაშუნი უთქმელად დაიწყო.

-შენი ფული არ მჭირდება! -ჯერ კიდევ გაღიზიანებულმა დაიბუზღუნა, ცელოფნები ხელში აიღო და ბავშვს მაშინღა მიაწოდა, როდესაც ჩემი დაკავებული ხელები დაინახა.

-ჩათვალე რომ ეს ვალია! მაშინ გადამიხდი, როდესაც სამსახურს იშოვი და კიდევ, შვილს ყურადღება უკეთესად მიაქციეთ.-გაბრაზებულმა უხეშად მომმართა და ხელი ისე ამიქნია თითქოს მომაბეზრებელი ბზუილა მწერი ვიყავი.

-მადლობა.-მისი ფარული სიკეთით გაოგნებულმა კაცს მადლიერების ნიშნად თავი დავუკარი და გზა უცნობ ბავშვთან ერთად გავაგრძელე.

-კარგი, ახლა შემიძლია ვიკითხო.-ქუჩის ჩავლის შემდეგ ამოვიოხრე, ყუთი ისევ მიწაზე დავდე და ბიჭის სიმაღლეზე ჩავიმუხლე.
მისი გარეგნობითა და ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებდით უსახლკაროს ნამდვილად არ გავდა.

ტანსაცმლის მსგავსი დიდებული ხარისხი აქამდე არსად მენახა. მისი ქურთულიკ ჯიბეზე ოქროსფრად ამოქარგული ლათინური M ლურჯ ტანისსამოს მეტად მომხიბვლელს ხდიდა.

-რა გქვია?-დაკარგული ბავშვის ვინაობა ჯერ კიდევ შეწუხებულმა ვიკითხე. ბიჭის კეთილდღეობა, როგორც არ უნდა მდომებოდა, მისი ჩემ მხრებზე აკიდება აღარ შემეძლო.

-მატეო.-აბუზულმა ათ წლამდე ბავშვმა გამობურცული პატარა ვარდისფერი ტუჩებით ჩაიბუტბუტა და თავი დამნაშავესავით ჩახარა.

-მატეო, აქ როგორ მოხვდი?‐მისი ნდობის მოსაპოვებლად გავუღიმე ბავშვს და მისი პატარა ხელები ჩემსაში მოვიქციე.

-ავტობუსი ამერია და დავიკარგე.-კვლავ დამნაშავესავით ჩაიბუტბუტა მატეომ.

-არაუშავს, დაგეხმარები. სახლის მისამართი გახსოვს?

ჩემი შეკითხვის მოსმენის თანავე ბიჭი უცნაურად შეიშმუშნა. ჩაკიდებული ხელები წვალებით დაიხსნა და ანერვიულებულმა ამომხედა.

-ჯექსონვილში მივდივარ. იქ დეიდა ნორასთან ვიცხოვრებ. -სუნთქვას ამოაყოლა მატეომ და გამომცდელად შემომხედა.

მატეოს მოწოდებულმა დაუჯერებელმა ინფორმაციამ და მისმა უჩვეულო ჟესტებმა ბავშვი ტყუილში მარტივად ამხილა.

ჯექსონვილი რიჩმონდიდან დაახლოებით შვიდი საათის სავალ გზაზე იყო. მისი ასაკის ბავშვი თანმხლების გარეშე უკან ვერ დაბრუნდებოდა.

-მატეო, შენ რა სახლიდან გამოიქეცი?_მისი საუბრიდან გამოტანილი დასკვნით გაოგნებულმა ძლივს ვიკითხე და ბიჭს ხელები მხრებზე დავაწყე.

მის სახეზე გადაკრული გამოჭერის შიში წამიერად სირცხვილმა შეცვალა. ფერმკრთალი ლოყები მაშინვე შეეფაკლა, გამობურცული ვარდისფერი ტუჩები კი სასაცილოდ შეწია და შიგნიდან იკბინა.

-მატეო, დედამ ან მამამ რამე დაგიშავეს? მათ რატომ გამოექეცი?_ბიჭის გადაწყვეტილებით გულდამძიმებულმა წარბები შევკარი და მატეოს თმაზე წავეთამაშე.

-დედა არ მყავს._დარცხვენილმა ბავშვმა თავისთვის ჩაიბუტბუტა და საკუთარ თითებზე თამაში დაიწყო.

-მამა?_სუნთქვაშეკრულმა ვიკითხე და ვცადე მატეოს სიტყვები გულთან ახლოს არ მიმეტანა.
-მამამ რამე გაწყენინა?

თავჩახრილმა ბიჭუნამ უარის ნიშნად თავი შეუმჩნევლად გააქნია და ყოყმანის შემდეგ შემომხედა.

-იმ სახლში ყოფნა აღარ მომწონს. ახალი ძიძა ნატალის არ ჰგავს. ერთი სული აქვს თავიდან, როდის მომიშორებს. არც ის არ მელაპარაკება. დეიდა ნორას ჩემთან ყოფნა უნდა. უნდა რომ მასთან ვიცხოვრო, ამიტომ მივდივარ.

გამბედაობა მოკრებილმა ჩემთან დაიჩივლა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა. ეტყობოდა მთელი ძალით ცდილობდა ჩემ დარწმუნებას, მაგრამ მის მხარს ვერ დავიჭერდი. ჯექსონვილი შორს იყო, გარდა ამისა მისი ოჯახური პრობლემები ჩემი გადასაჭრელი არ იყო. გადაწყვეტილება მამამისს უნდა მიეღო, რომელიც რატომღაც მატეოს ისტორიაში არც კი ფიგურირებდა.

-მატეო შინ უნდა დაბრუნდე. ალბათ მამა ახლა ყველგან გეძებს და შენზე ნერვიულობს. ის არ გეცოდება? შეიძლება ახლა დეიდა ნორასთან წასვლა გინდა, მაგრამ ეს მამასთან ერთად უნდა გააკეთო.

მისი დარწმუნება ვცადე, მაგრამ არც ამჯერად გამომივიდა. ჩემზე მოყინული მზერა ბიჭს წამიერად გაუცივდა. თითქოს ჩემმა სიტყვებმა განაწყენა კიდეც, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რეალობის აღსაქმელად ის ჯერ კიდევ პატარა იყო.

-ის არ მომძებნის. შვიდი წლის მანძილზე ერთხელაც არ დამლაპარაკებია! მამას არ ვუყვარვარ! მასთან არ დავბრუნდები!_ჯიუტად დაიბუზღუნა მატეომ, ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და პატარა ფეხები ასფალტზე პროტესტის ნიშნად გააბაკუნა.

მისი რეაქციით გაოგნებულს, რამოდენიმე წუთი დამჭირდა რეალობის აღსაქმელად. უცნობ მამა-შვილს შორის, როგორი სახის პრობლემაც არ უნდა ყოფილიყო, ის საკმაოდ დიდი და რთულად აღმოსაფხვრელი იყო.

-მატეო...
-შენთან წამიყვანე. იმ კაცს უკვე უთხარი, რომ დედაჩემი ხარ. გთხოვ უბრალოდ უკან ნუ დამაბრუნებ და მიშვილე.-მატეოს მოულოდნელმა ვედრებამ დამამუნჯა.

მისი ვედრება ჩვეულებრივი ბავშვის ახირებას არ გავდა. მას სასოწარკვეთილება ალაპარაკებდა. მამასთან შექმნილი პრობლემები მატეოს იმ ბავშვობას ართმევდა, რომელიც წესით ფერადი და ხალისიანი უნდა ყოფილიყო.

მისი ვედრება ჩემთვის უცხო არ იყო. მატეო თითქოს ჩემი წარსულის უარესი განმეორება იყო, იმ განსხვავებით რომ მას მამის გარდა სხვა არავინ ჰყავდა.

-მატეო, პოლიცია თუ გაიგებს, რომ ჩემთან მშობლის ნებართვის გარეშე ცხოვრობ პრობლემები შეგვექმნება. მე...

-გთხოვ..._ხელახლა ასლუკუნებულმა ბიჭმა გულის მომწურავად ამოიკრუსუნა და ჩემ წინ მუხლებზე დადგა.

-მამასთან აღარ მინდა. არ მინდა თავი ისევ უჩინარად ვიგრძნო. -აქვითინებულმა ძლივს წარმოთქვა და თავი ჩემ მუხლებზე დაწყობილ ხელებზე დამადო.

მისი უსუსურებით გულმოკლულს უარის სათქმელი გზა ისევ საკუთარმა თავმა გადამიჭრა.

სახლიდან გამოქცეული შვიდი წლის ბიჭის არც ქუჩაში და არც ოჯახში დატოვება არ შემეძლო.

-კარგი, იმ შემთხვევაში წაგიყვან თუ მამაშენის ნომერს მეტყვი. მან უნდა იცოდეს რომ ჩემთან იქნები._საკუთარ გრძნობებთან დამარცხებულმა ამოვიოხრე და ბავშვიც წამოვაყენე.

-ის... ის კომპანია დანში მუშაობს.

Continue Reading

You'll Also Like

2.8M 161K 50
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...
474K 14K 61
Silent, unforgiving and strikingly gorgeous, Rylan Parker is a cold-hearted businessman. An intimidating CEO, perfectly fitted in tailored suits and...
756K 39.9K 21
This book is about the two daughters-in-law of Rajputs who have gotten married to the two Rajput siblings and are best friends as well even before be...
4.1M 170K 63
The story of Abeer Singh Rathore and Chandni Sharma continue.............. when Destiny bond two strangers in holy bond accidentally ❣️ Cover credit...