გადაუჭრელი პრობლემა

Von girlfromasia25

2.8K 267 115

უამრავი თვალი მომაჩერდა. ყველამ ხმა გაკმინდა და მე შემომხედა. გამიკვირდა ვერ გამეგო ყველა რატომ მომჩერებოდა. ... Mehr

🔥თავი პირველი🔥
☀️თავი მეორე☀️
☀️💫☀️🔥
👀თავი მესამე👀
💢თავი მეოთხე💢
🎀თავი მეხუთე🎀
👕თავი მეექვსე👕
🎶თავი მეშვიდე🎶
📝თავი მერვე📝
💿თავი მეცხრე💿
🌀თავი მეათე🌀
🍃თავი მეთერთმეტე🍃
🌛თავი მეცამეტე🌜
📸თავი მეთოთხმეტე📸
😶თავი მეთხუთმეტე 😶
✉️თავი მეთექვსმეტე✉️
😲თავი მეჩვიდმეტე😲
🤺თავი მეთვრამეტე🤺
🛬თავი მეცხრამეტე🛬
💜თავი მეოცე❤️
ახალი!!

☁️თავი მეთორმეტე☁️

98 11 1
Von girlfromasia25

ვიღაცამ ხელში ამიყვანა და სადღაც გააგრძელა სიარული. თვალები პატარაზე გავახილე და შევხედე ადამიანს, რომელსაც ხელში ვეჭირე.
ცოტაც და ბედნიერებისგან ვიყვირებდი მაგრამ თავი შევიკავე. ძალიან მომნატრებოდა და მხოლოდ ეხლა გავიაზრე. ჯეუნვუ ჩემს კაბინეტს მიადგა და გააღო.
მე თვალები კვლავ დავხუჭე. მან ჩემს ტახტზე დამაწვინა და ჩემი ქურთუკი დამაფარა. ცოტა ხანს თავზე მედგა. მერე კი ვიგრძენი როგორ მომიახლოვა სახე. მისი სიცილი ჩამესმა ყურში.
- როდემდე უნდა მომატყუო, რომ გძინავს?
დავიბენი. კი მაგრამ რანაირად? თვალები გავახილო და დავამტკიცო, რომ მღვიძავს თუ??

- ვიცი, რომ გღვიძავს წეღან დაგინახე თვალებ გახელილი, რომ იყავი. ნუ გრცხვენია გაახილე თვალები.

აღშფოთებულმა თვალები გავახილე. მხოლოდ მასთან რატომ მომდის ასეთი უცნაური შემთხვევები?!. ძალიან მცხვენია და უხერხულად ვარ. სადღა წავიღო სახე აღარ ვიცი.
ტახტზე ჩამოვჯექი. ის კი
გვერდით მომიჯდა კაი ძმაკაცივით.  ნეტა ვიღაცა მომკლავდეს. ცოტათი მაინც გამინელდებოდა სირცხვილის გრძნობა.

- აბა მოგენატრე ფანო?

ეს ფანობაც დამემატა შავი ჭირივით. ხელები სახეზე შემოვირტყი და ამოვიოხრე, თავი ჩავწიე და გავაქნიე. თითქოს ამ ჟესტით გამოვხატე "რა იდიოტი ხარ."

- არ მოგენატრე? მე კიდე ძალიან მომენატრე.
ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა. ლამის დავიხრჩვი. თავში ისევ და ისევ ისმოდა "მე კი ძალიან მომენატრე"
სახიდან ხელები უცებ ჩამოვწიე და მოვსულიერდი მერე გაოცებულმა შევხედე. მომესმა? არა ნამდვილად მომესმა. რა სისულელეებს იძახის. გავიცინე და შემდეგ თითებით ვანიშნე "შენ მე?!" მერე ისევ სიცილი გავაგრძელე.
- ხო რა იყო ჩემი მეგობარი არ ხარ? უკვე ოჯახის წევრივით, დასავით ხარ.

"მეგობარი" და "და" მიწოდა. ვაღიარებ საშინლად მეწყინა მაგრამ მერე ჩემი თავის გამიკვირდა. მეტს რას მოველოდი? არა, მაინც მეტს რას ველოდი? გული მეტკინა.
მე ძლიერი უნდა ვიყო! არაუშავს ესეც ხდება ხოლმე. მუჭები შევკარი და გავშალე დასაწყნარებლად.
ახლა გავიაზრე იმ ბიჭების ტკივილი, როცა ის გოგები მიმართავენ "ძმათი" ვინც მოწონთ.

მოიცა რაო ახლახანს რა ვთქვი? ჯეუნვუ მომწონს? რა თქმა უნდა როგორც აიდოლი და მომღერალი. სხვა რა უნდა იყოს? არც არაფერი. გულის სიღრმეში კი ირონიულად ვიმეორებდი "არც არაფერი" და ჩემი თავის მეც არ მჯეროდა.

მტკიცედ გავაქნიე თავი ფიქრების გასაფანტად.
თითქოს ეს რამეს შველოდეს.
- ეჰჰ მომენატრე მეცც.... ვუთხარი ქართულად.
- ხო იცი  არ მესმის ეს ენა. კორეულად მითხარი!
-  მომენატრე არა ის! რას მეღადავები. ვუთხარი კორეულად.

- შენი საშველი არ იქნება. ისევ ისეთი უხეში დარჩი. მითხრა ჯეუნვუმ.
- ერთ კვირაში ადამიანი შეცვლილიყოს მე არ გამიგია. მოვუჭერი.

- შენს მაგივრად ბევრს არ ვიტლიკინებდი....(ჯეუნვუ)

- შენი სიტყვები რანაირად გავიგო? მემუქრები?
- ისე გაიგე როგორც გინდა.
ბოროტულად გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.

მაინც ვერ ჩავწვდი რის მიღწევას ცდილობს. ბოლოს ფეხზე ავდექი და რინთან წავედი სავარჯიშოდ.
სანამ რინთან ჩავიდოდი გადავწყვიტე დღეს საბოლოოდ ვეტყვი მშობლებს, რომ თავი ყულფში გავყავი.

უკვე სახლში ვარ. ვიმეცადინე და ალბათ 3ის ნახევარია დილის.  საათისთვის არ შემიხედავს.
რა აზრი აქვს საათის გაგებას მაინც ღამეა უფრო სწორედ დილა? ამაზე ვფიქრობდი.

ვცდილობდი დრო გამეწელა და მშობლებისთვის არ დამერეკა მაგრამ როდემდე? ჯობს ჩემგან გაიგონ.

ვიდეო ზარით ვრეკავ.
მალე აიღებენ ალბათ.
აი დედაჩემის სახეც გამოჩნდა ეკრანზე.
იღიმის...
- დედა როგორ ხართ? რა ხდება მანდ ახალი?

- არაფერი ძველებურად. კორეულის გაკვეთილებზე კარგად მისდის შენს ძმას საქმე და კიდევ... ეს როგორ დამავიწყდა! ამ ვითომ კარგ ბიჭს ისევ ვერ ვაკავებთ სკოლაში!. "შატალოზე" გაპარულა გუშინ თურმე ეს ლაწირაკი. დამრიგებელმა დამირეკა. მე კი აზრზე არ ვიყავი. როგორ შევრცხვი ვერ წარმოიდგენ, როცა თორნიკეს ამბავი მითხრეს...

შორიდან ჩემი ძმის ყვირილიც გაისმა "დედაააა!"

- გაჩუმდი შენ! არავის უთქვამს ხმა ამოიღეო. ისედაც დამნაშავე ხარ! მოდი და შენს დას მიესალმე! რამე უთხარი მელანო თორე ერთხელაც იქნება ვცემ შენს თავხედ ძმას.

თქვა დედაჩემმა.
ჩამეღიმა. როგორ მომნატრებია პატარა კინკლაობები, რომლებსაც ადრე ვერ ვიტანდი...

აი ეკრანზე თორნიკეს გამოსახულებამ დაიკავა ადგილი.
- აბა როგორი იყო "შატალო"?ვინები იყავით? ვიკითხე ინტერესით.
ჩემს კითხვაზე დედამ იყვირა:
- გოგო ნორმალური თუ ხარ?! კიდე ეგ უნდა შენს ძმას???

- რა ვქნა მე არასდროს ვყოფილვარ და იქნებ ჩემი ძმისგან გავიგო რა შეგრძნებაა! ვიმართლე თავი სიცილით.

ჩემმა ძმამ ჩაიცინა და მიპასუხა.
- რავი იყო რა.... ადრე უკეთესებზე დავდიოდი.  ამის თქმაზე თავში წამოარტყა დედაჩემმა. რაზეც გავიცინე.

მალე თორნიკემ გააგრძელა.
"ანა და ლუკა გვაკლდნენ, მაგათთან ერთად უფრო მაგარ დროს ვატარებთ ხოლმე."

- უი რატო არ იყვნენ?
- რავი კოვიდი ქონიათ ოჯახში და სკოლაში არ დადიან.

- მამა სად არი?? გამიკვირდა, როცა ვერ შევამჩნიე.

- გოგიტას დაბადების დღეზეა! მიპასუხა დედაჩემმა მობეზრებული ხმით.

- ნუ ახლა გოგიტას დაბადების დღეზე თუა ეპატიება. ვთქვი სიცილით.

- თორნიკე დაბადებისდღეზე რას აპირებ? ვის პატიჟებ? რა გინდა გაჩუქო? 16 წელი ცოტა არაა ხო იცი... ერთკვირაში მოდის შენი დაბადების დღე.

ახლა დავფიქრდი ჯესუნგს გავაცნობდი ამას.  მაგრამ ეს ყალთაბანდი ძალიან თავზეხელაღებულია გამიფუჭებს ჯესუნგს.

- რავი აბა.  ელენეს ვეტყოდი კინოში წავიდეთთქო მაგრამ... რავი აბა...
- რა "რავი აბა" აგიტყდა. უთხარი! უარი თუ გითხრა არაუშავს. უთვალებო და უჭკუო ყოფილა მერე ვინმე მხედველობიანი მოიწონე.

- ნუ დამცინი!  გახსოვდეს ცხოვრებაში შეყვარებული არ გყოლია!

- ე ბიჭო შენ ზედმეტები ხო არ მოგდის! დაბადების დღის საჩუქარს გაჩუქებ თუ არა ამ სიტყვებზე გადაგიწყვიტავ იცოდე! ვუთხარი სიცილით.

- კაი, კაი
მე დაბადების დღეზე მინდა....
ამ დროს კარებზე ზარი დარეკა ვიღაცამ.

ამ ღამეს ვინ უნდა იყოს?
შიშისგან  ლამის თმები გამითეთრდა.
ჩემი სახლის მისამართი არავინ იცის.
მალე საკუთარი თავი დავაწყნარე. მეზობელი იქნება რამის სათხოვნელად.
მიუხედავად იმისა, რომ კორეაში "ორი თავი ხახვის"თხოვნის კულტურა არ არსებობს. თანაც შუაღამისას არც საქართველოში უვარდებიან ხახვისთვის.

ჩემი ძმა გაჩუმდა და მითხრა წადი კარი გააღეო.
კარს ჭუჭრუტანა არ ქონდა. კამერით ნახულობდი გარეთ ვინ იყო მაგრამ სამწუხაროდ ჩემს კარებს გუშინ დაუზიანდა კამერა.
კარი ნელა გავაღე. ჩემი ძმისთვის ისევ არ გამითიშია.  და გარეთ ჯეუნვუ არ დამხვდა დაყუდებული?!

-ვინაა?? გაისმა ჩემი ძმის ხმა.
- ჩემი მეგობარი.
-აუ გამაცანი რა! მითხრა ძმამ.

ჯეუნვუ დაუკითხავად შემოვიდა და ჩემს ძმას ხელი დაუქნია.  გავბრაზდი.
- ეეეე ეს ის ბიჭი არააა!? შენ ტვინი რო მიგქონდა ?
კიდევ კარგი ქართულად საუბრობდა ახლა.
ოღონდ ეხლა ის არ იყვიროს რასაც მე ვფიქობ გთხოვთ რა!
მაგრამ ვინ გაცდის ოცნებას მაინც. გაისმა ყვირილი "დედაააა მოდიიი!"

დედაჩემიც მალე გამოჩნდა.
ჯეუნვუ ღიმილით ჩამოჯდა ტახტზე. მეც სხვა გზა არ მქონდა დავჯექი მის გვერდით. მაინც უნდა მეთქვა დღეს და ბარემ ამასთან ერთად ვეტყოდი.

- დედა მოკლედ მომისმინე.....
ერთი ჩავისუნთქე და დავიწყე.
"  ჯეუნვუ, კორეაში ყველაზე პოპულარული სოლო არტისტი, ჩემთან კოლაბორაციას აპირებს და მეც დავთანხმდი. კონტრაქტზეც ხელი მოვაწერე და ახლა ვემზადებით სიმღერის ჩასაწერად."

- მერე? მკითხა დედაჩემმა ღიმილით.
- რა მერე? გამიკვირდა.
- რა სერიოზული სახით მიყვები ცოტა გაიღიმე გოგო! ვიღაცას ეგონება ძალით გამღერებენ. სიცილი დაიწყო. "როგორ ვამაყობ მელანო შენით! ყოჩაღ!"დააყოლა ბოლოს.

მოიცა ამდენი იმისთვის ვიწვალე, რომ ეს მომესმინა? ცოტა ჩხუბს და დაძაბულობას ველოდი.. უცნაურად ჟღერს მაგრამ იმედი გამიცრუვდა. 

დედაჩემმა ბევრი ილაპარაკა.
ლამის ეკრანიდან გადმოვიდა.
იმდენად ახლო მოქონდა სახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი შეეთვალიერებინა.

ბოლოს დამემშვიდობა.
"წავედი მამიდაშენს უნდა მოვუყვეო."

ტელეფონი ისევ ჩემს ძმას შერჩა.
ვიცოდი ჩემი ძმა კორეულს, რომ ცოდვილობდა მაგრამ ამდენად თუ იცოდა არ მეგონა.
უცებ არ დაუწყო ჯეუნვუს ლაქლაქი!
- არ ვიცი ჩემი და ასეთი იღრბლიანი თუ იქნებოდა.. როგორც შ/ს ფიქციებში. იმედია ისეთი დაბოლოება ექნება მის ისტორიასაც როგორც ფიკებშია ხოლმე.
ხუმრობდა ჩემი ძმა.

მე კი ლამის თვალები ბუდიდან ამოვიგდე იმდენი ვუბრიალე.
ბოლოს ინტერნეტმა გაჭედა და დასრულდა ჩემი ტანჯვაც ასე ინტერნეტის გაჭედვა ცხოვრებაში არ გამხარებია.

კითხვის ნიშნით გავხედე ჯეუნვუს.
- აქ ასე გვიან რამ მოგიყვანა?
- კომპანიკდან სულ ასე მოვდივარ. რინმა შენი უნივერსიტეტის წიგნი გამომატანა წაუღეო.

დაცვას ვერ გამოატანეს?? ვფიქრობდი ჩემთვის.

- ეს შ/ს და ფიქცია რა ჯანდაბა??? გაისმა ჯეუნვუს დაბნეული ხმა....

-----------------------------------------
1077 სიტყვა გამოვიდა! ამდენი ჯერ არ დამიწერია😯.


Weiterlesen

Das wird dir gefallen

67.3K 1.1K 26
DISCLAIMER: cover was found on google!! None are mine!! The cookies will be slightly humanised though out this. You can't fall in love with an enem...
25.4K 1.1K 17
-შენ?! -გამარჯობა სიხარულო.(ცალმხრივი ღიმილი) ისტორია არის გოგოზე რომელსაც ბავშვობიდან დასდევს ბიჭი და ამბობს რომ სამუდამოდ ერთად იქნებიან. ვნახოთ რა...
1.7K 58 13
მაფიის ბოსის ქალიშვილი რომელიც მათ მტერს ვაჟს შეუყვარდება. წამიერი თვალების შეხვედრა და გულში გაიარა სიყვარულის ნაპერწკალმა, ორი რადიკალურად განსხვავ...
1.2M 53K 99
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC