ჯონგუკს ამაყად დაეკავა თეჰიონის გვერდით ადგილი. უფროსი დიდი ინტერესით უსმენდა ლექციას, რასაც ჯოგუკზე ვერ ვიტყოდით. იგი ალმაცერად აკვირდებოდა ყველა სტუდენტს. თავიდან ბოლომდე შეავლებდა თვალს, ისეთი შეწუხებული გამომეტყველებით, თითქოს იმ ოთახში მყოფი დანარჩენი სტუდენტების არსებობა, ყველაზე ამაზრზენი რამ ყოფილიყო მის ცხოვრებაში.
რატომღაც ამ ლექციაზე, უმეტესად გოგონები იყვნენ, რაც ჯონგუკს აღიზიანებდა, რადგან თეჰიონი მიმზიდველი და სექსუალური იყო, ამასთან ერთად მზრუნველი და ყურადღებიანი. რა თქმა უნდა ნებისმიერ, გოგონასა თუ ბიჭს, მოეწონებოდა ასეთი ყმაწვილი. უმცროსის აზრით კი ეს გოგონები ისეთი მეტიჩრები და თავშეუკავებლები იყვნენ, რომ უნდოდა თითოეული მათგანი გაექრო აქედა.
ჯონგუკმა მარჯვენა მხარზე შეხება იგრძნო. თავი მაშინვე ამ მიმართულებით გააბრუნა და მასთან ახლოს მჯდომი გოგონა დაინახა, რომელიც ანთებული თალებითა და მორცხვი ღიმილით უქნევდა უმცროსს ხელს. ბიჭმა შეწუხებული სახით გახედა და წარბები აუწია გოგონას, რომ ეთქვა რა უნდოდა.
"გამარჯობა." ნაზად წარმოთქვა გოგონამ. "აქ პირველად გხედავ, ახალი ხარ?" გოგონამ თმა ყურზე გადაიწია და თბილი ღიმილით ელოდა ჯონგუკის პასუხს. ეტყობოდა, რომ ბიჭმა მისი ყურადღება მიიბრყრო და როგორც ჩანს დროსაც არ კარგავს.
"არა. გეი ვარ." უემოციოდ უთხრა ბიჭმა და თეჰიონისკენ გაბრუნდა. იმ გოგონას არსებობა აღარც გახსენებია, ახლა მთელი ყურადღება უფროსისკენ ჰქონდა მიმართული. ბიჭს მკაცრად და უკმაყოფილოდ უყურებდა.
თეჰიონმა მისი დაჟინებული მზერა შეამჩნია.
"რა იყო? აქ ყოფნა მოგბეზრდა?" თბილად ჰკითხა მან.
"მომბეზრდა? ისე მეკითხები, თითქოს დიდი სიხარულით შემოვედი. საერთოდ, შენ რომ არ გეთხოვნა, აქაურობას არც კი დავსუნავდი." ბიჭმა ცხვირი აიბზუა და კალმის ტკაცუნი დაიწყო.
"არ მითხოვნია."
"რომ ვამბობ, ესეიგი ასეა და შენ მთხოვე. შენ რა გსიამოვნებს აქ ყოფნა?"
"სიამოვნება რა შუაშია, უბრალოდ ლექციაა და ვალდებული ვარ მოვუსმინო. აქ განათლების მისაღებად ვარ, ჯონგუკში."
"ხო, რა ვიცი, ამ მეტიჩრებს განათლებულის არაფერი ეტყობათ. ის ცინდლიანი გოგო, მთელი ლექციაა სარკეს თვალს არ აშორებს. თუ განათლების მისაღებად არის მოსული, მაშინ ლექტორს უსმინოს და სარკეში ყურება შეწყვიტოს."
უმცროსის ბავშვური საქციელები, ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა თეჰიონს სახეზე.
"და შენ რისთვის ხარ აქ მოსული, გუკი." ბავშვური ტონით ჰკითხა, თან ლოყაზე უჩქმიტა.
ჯონგუკი წუთით დაფიქრდა. სულ გამოსულელდა. ნუთუ იმდენად ვეღარ თოკავს თავს, რომ თეჰიონს ლექციებზე დაჰყვება, რომ ნახოს ვისთან აქვს კონტაქტი და არის თუ არა ეს კონტაქტი საეჭვო. ბიჭს უცნაურმა გრძნობამ დაუარა სხეულში. როგორც ჩანს ეჭვიანობის ტალღამ ჩაძირა, მაგრამ რატომ? რატომ ხდება ასეთი ეგოისტი, როცა საქმე თეჰიონს ეხება.
"მინდა და ვარ. რა არ შეიძლება? ამ ლექციაზე დასწრება თავისუფალია, მაგიტომ არის ამდენი ცანცარა გოგო შემობრძანებული..." ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა ბოლო სიტყვები. "დასწრება თავისუფალია და თუ მომინდება შემოვალ." ნერვიულად განაგრძობდა კალმის ტაკცუნს.
"კალამი გააჩერე, სულელო." უთხრა თეჰიონმა, თმა აუჩეჩა და თავის წიგნაკში რაღაცის ჩანიშვნა განაგრძო. ჯონგუკმა კალამი უხეშად დადო მაგიდაზე და ხელები გადააჯვარედინა.
როცა ლექცია დამთავრდა და ორივენი გასავლელად ემზადებოდნენ, თეჰიონთან ერთ-ერთი გოგონა მოვიდა. ის მაღალი იყო, გრძელი, შავი თმითა და იდეალური აღნაგობით. თეჰიონს რაღაც უჩურჩულა, ჯონგუკს ძალიან აინტერესებდა რა, თუმცა გაგება ვერ მოახრხა, პირდაპირ თეჰიონისთვის კითხვა კი შერცხვა. გოგონამ პასუხად თეჰიონისგან თავის დაქნევა მიიღო და მალევე გავიდა აუდიტორიიდან.
"ჯონგუკ, ახლა სახლში მიდიხარ?"
"ჰო, ცოტახანში წავალ. რატომ?"
"რაღაც საქმე მაქვს, თუ დამელოდები ერთად წავიდეთ."
უმცროსმა ეჭვის თვალით გახედა. ეს საქმე ალბათ იმ გოგონას უკავშირდებოდა, ბიჭი კი ვერ ისვენებდა, უნდოდა თეჰიონისთვის ხელი ჩაეჭიდა და აქედან გაეყვანა, ისე რომ სხვას არ ჰქონოდა საშუალება მას დალაპარაკებოდა.
"რა საქმე გაქვს? დიდ ხანს უნდა გელოდო?"
"არა, მალევე მოვალ, თუმცა თუ გეზარება შეგიძლია წახვიდე."
"არა! დაგელოდები. გასავლელთან ვიქნები და მალე მოაჯვი."
"კარგიიი." თეჰიონმა ჩანთა მოიგდო ზურგზე, ჯონგუკი კი აუდიტორიაში დატოვა.
"გამოყლევებული. ის გოგოც და ეს კლოუნიც. მომინდომეს საქმეები. მეტიჩარა." მსგავსი რეპლიკებით, ნელ-ნელა გაუყვა გასასვლელისკენ გზას. გზად ის გოგონა შეხვდა, რომელიც ლექციაზე გამოელაპარაკა.
"გამატარე!" მობეზრებით უთხრა გოგონას, რომლისთვისაც შეეძლო უბრალოდ გვერდი აეარა, თუმცა ეს ხომ ჯონგუკია.
"ღმერთო, რა უხეში ხარ." თვალები გადაატრიალა და ბიჭს გამოეცალა.
"დავუშვათ ვარ. მერე?"
"მერე? ალბათ მაგიტომ ხარ გეი. შენნაირ უზრდელს რომელი გოგო გაეკარება." ცალყბად ჩაიცინა გოგონამ.
"რაო?" გაეცინა ჯონგუკს. "გეი იმიტომ ვარ, რომ შენნაირი მეტიჩარა გოგოები, ყველგან ყრია, ერთჯერადი პარკებივით." მიაყარა ჯონგუკმა და სწრაფად ჩაირბინა კიბეზე.
მართლაც, როგორ აღიზიანებდა ეს გოგონები. ყველა გააღიზიანებდა, ვინც თეჰიონის გვერდით იქნებოდა, თუმცა რატომ? იუნგი და ჯინი მისი ახლო მეგობრები არიან, მაგრამ როცა მათ სხვა ხალხთან ერთად ხედავს, ასეთი გრძნობა არ ეუფლება. თითქოს ბიჭს გააზრებული აქვს, რომ თვითონ ერთადერთი პიროვნება ვერ იქნება, თავისი მეგობრების ცხოვრებაში. მან იცის თავისი ადგილი და დანარჩენი სხვებისიც, ვისაც იუნგი და ჯინი იცნობენ, თუმცრა როცა საქმე თეჰიონს ეხება, უნდა რომ დედამიწამ მხოლოდ მათ გარშემო იტრიალოს. უნდა რომ თეჰიონისთვის თვითნ იყოს ყველაზე განსაკუთრებული. ყოველთვის უფროსის გვერდით სურს ყოფნა. მასთან გატარებული ყველა წუთის გახსენებაზე, უაზროდ ეღიმება და მუცელში უცნაური გრძნობა ეუფლება.
და მაინც რა არის ჯონგუკისთვის, თეჰიონში ასეთი განსაკუთებული. გარეგნობა თუ შინაგანი გარემო, ორივენაირად უზომოდ იხიბლებოდა ბიჭი უფროსით. თეჰიონის არსებობა, გულს უჩქარებდა და ჟრუანტელს ჰგვრიდა. ეს იმაზე მეტი იყო, რასაც ჯიმინის მიმართ გრძნობდა. დიახ, ასე განსაკუთრებულად, თავს პირველად გრძნობდა მის ცხოვრებაში. მას თეჰიონი მოსწონდა და უნდოდა ეს ყველასთვის ეთქვა, ვინც კი გზად შეხვდებოდა.
ღიმილი და ემოციები მაშინვე წაეშალა, როცა დერეფანში, კედელთან მიყრდნობილი თეჰიონი დაინახა, მის წინ კი ის მაღალი გოგონა, რომელიც კისერზე ჩამოჰკიდებოდა ბიჭს და მასთან უფრო ახლოს მიიწევდა. ჯონგუკს დეჟავუ ჰქონდა, ნუთუ ახლა იგივეს დანახვა მოუწევდა, რაც მაშინ დაინახა, ნამჯუნის წვეულებაზე.
გოგონა თეჰიონს აეკრო ტუჩებზე, რამდენიმე წამით ასე იყო, შემდეგ კი ღიმილით მოშორდა ბიჭს. ჯონგუკი კი ემოციებს ვეღარ თოკავდა, ღრმად სუნთქავდა, ფრჩხილებით ხელის გულებს აწვებოდა და გაფართოვებული თვალებით იხედებოდა უფროსის მიმართულებით.
ბიჭმა ღრმად ჩაისუნთა და სწრაფი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით ჩაუარა "წყვილს". გოგონას მხარი გაჰკრა, ის კი თეჰიონს მიეჯახა უხეშად. თვითონ ჯონგუკმა სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო გზა, უფროსისთვის არც კი შეუხედავს.
"უნდა წავიდე." სწრაფად წარმოთქვა თეჰიონმა და ჯონგუკის მიმართულებით გაიქცა. ნუთუ უმცროსმა დაინახა? ეს არასწორია, არ უნდა დაენახა, ახლა წესით გასასვლელში უნდა ყოფილიყო.
თეჰიონი მალევე მიეწია ჯონგუკს, ხელი იდაყვში ჩაავლო და თავისკენ შემოატრიალა.
"გამიშვი." უხეშად უთხრა ჯონგუკმა და თავის განთავისუფლებას შეეცადა. "გამიშვი!" უფრო ხმამაღლა დაიძახა ბიჭმა. მაგრამ თეჰიონი ხელს არ უშვებდა.
"რა გჭირს?" მზრუნველი ტონით ჰკითხა მან.
"რამე მჭირს?"
"თითქოს გაბრაზებული ხარ..."
"კიმ, ახალი ამბავია, რომ უხეში და უკარება ვარ? ჩხუბის თავი? მითხარი ეს ახლა გაიგე? არა ბუნებრივად რატომ გეჩვენება? და უკან ნუ მომყვები. ხელი გამიშვი და იმ გოგოსთან წადი." თითქმის ყვირილით ამბობდა უმცროსი და უხეშად ცდილობდა უფროსის ხელის მოშორებას, თუმცა თეჰიონი არ ნებდებოდა. უმცროსი მხრებით დაიჭირა და თვალებში ჩახედა.
"არა, უხეში არ ხარ. შენ თვითონ ქმნი შენს თავს ასეთს, თუმცა რეალურად მზრუნველი და კეთილი ხარ, გასაგებია?" მკაცრად განუცხადა თეჰიონმა, რაზეც საკმაოდ მოულოდნელი მუშტი მოხვდა სახეში. ბიჭმა გაკვირვებით შეხედა ჯონგუკს, რომელსაც თვალები გასწითლებოდა და ღრმად სუნთქავდა.
"ნუ! ნუ მეუბნები მსგავს სიტყვებს და ნუ იჭერ თავს ჩემთან ასე ახლოს, თუ შემდეგ სხვადასხვა გოგონებთან ერთად აპირებ სიარულს და მათთან კოცნას." კბილებში გამოსცრა უმცროსმა და თვალებიდან ცრემლები გადმოჰგორდა.
"ჯონგუკ..." ბიჭის დანახვაზე თეჰიონს გული ეტკინა და თავი დამნაშავედ იგრძნო. უნდოდა ახლოს მისულიყო მასთან და ჩაჰხუტებოდა, თუმცა ამის ცდა და ჯონგუკის შეუჩერებელი მუშტების დაშინება თეჰიონისთვის ერთი იყო.
"საერთოდ რატომ დამიახლოვდი? ჩემი წავლებით ხალისობ? გინდა, რომ სულ ნერვები მიშალო?!" ხმამაღლა ყვიროდა ბიჭი და უფროსისთვის რტყმას განაგრძობდა.
თეჰიონს აწუხებდა ეს სიტუაცია, თუმცა მეორე მხრივ გული უხტოდა, რადგან ახლა ხომ აშკარა გახდა, რომ ჯონგუკიც არ არის გულგრილი მის მიმართ. უფროსმა ჯონგუკის ხელები დაიჭირა და მისკენ დაიწყო სვლა. ჯონგუკი უკან იხევდა სანამ მისი ზურგი კედელს არ შეხვდა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, უმცროსმა ვერც კი გაიაზრა როგორ აღმოჩნდა თეჰიონის ტუჩები თავისაზე. ბიჭს თვალები გაუფართოვდა და ერთ ადგილად გაქვადა, სანამ თეჰიონი მისი ნაზი ტუჩების დაგემოვნებით იყო დაკავებული.
ჯონგუკი მოეშვა, თეჰიონმა კი ფრთხილად შემოჰხვია ხელები წელზე. უმცროსიც ფრთხილად აჰყვა კოცნაში. მისი თვალებიდან გადმოგორებული ცრემლების გემოს ორივენი გრძნობდნენ.
ჯონგუკის გულმა, საგულე დატოვა და სადღაც გაიქცა, თეჰიონი კი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან, ყოველთვის უნდოდა, უმცროსისთვის ეკოცნა და ახლა უჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს რეალურად ხდებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ცივი ზამთარი დასრულდა და თბილმა გაზაფხულმა ჩაანაცვლა, ფერადი ყვევილებითა და თბილი, სასიამოვნო ნიავით.
თეჰიონმა ფრთხილად მოაშორა უმცროსს ტუჩები და საკუთარი შუბლი ჯონგუკისას მიაბჯინა.
"ჯონგუკ, ის კოცნა არაფერს ნიშნავდა." ღრმა ამოსუნთქვებს შორის წარმოთქვა ბიჭმა.
"და ეს?" ჩაიჩურჩულმა ჯონგუკმა.
"ბევრს." გაეღიმა თეჰიონს და ძლიერად ჩაეხუტა უმცროსს.
ახლა ჯონგუკი გრძნობების მორევში იძირებოდა, ამიტომ ამჯობინა რომ მარტო დარჩენილიყო და საკუთარ თავში მარტოდ გარვეულიყო.
"მე... მაგვიანდება." დაბნეულად წარმოთქვა ბიჭმა და გასავლელისკენ გაიქცა. თეჰიონი გაღიმებული აყოლებდა თვალს უმცროსს, რომელიც კურდღელივით მიხტოდა.
ვაიმე ისეთი ლამაზი თავი გამოუვიდა ამ ყლეს რო არაფრის შეცვლა მინდაა :"(((( ეს თავი რომ ადამიანი ყოფილიყო ჩავეხუტებოდი და არსად გავუშვებდი :დდ