განშორებამდე... (დასრულებულია)

Door PhoetxReader13

34K 1.2K 1K

ეს არის ისტორია, რომელიც ცუდი ხუმრობით დაიწყო, რომელიც ბიჭის და გოგოს მეგობრობაზეა, ისტორია, რომელიც მხოლოდ ს... Meer

1 თავი
2 თავი
3 თავი
4 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
!!!
🙄🤔
11 თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
18 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი
22 თავი
23 თავი
24 თავი
25 თავი
26 თავი
27 თავი
28 თავი
29 თავი
30 თავი
სიახლე❗❗❗
new book!
❗❗❗
რჩევა მჭირდება...
link

17 თავი

809 35 14
Door PhoetxReader13

თქვენი აზრით, როგორი გრძნობაა როცა ისეთ ადამიანს კარგავ ვინც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სანამ არ დაკარგე ვერ მიხვდი ამას, ვერ იგრძენი თუ რა მნიშვნელოვანი ყოფილა ის შენთვის. თქვენივე სურვილით დაგიკარგავთ ადამიანები? იმედი მაქვს ეს შეცდომა არავის არ დაუშვია, მაგრამ მე ნამდვილად დავუშვი. ვაიძულე ჩემგან წასულიყო... რატომ? ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად მერყევი ვარ, მეც ვერ გამიგია რა მინდა, თან ეს ბოლო თვები ზედმეტად ავირიე, ხშირად არ მაქვს ამაზე ფიქრის დრო, მაგრამ როცა დრო მაქვს ისიც არ ვიცი რა და როგორ უნდა ვიფიქრო ვერაფერი გამიგია... როდის მერე გავხდი ასეთი? ყველა მეუბნება ძალიან შეიცვალეო, მაგრამ არ ვიცი თითქოს ვერაფერ ცვლილებას ვამჩნევ და ამავ დროულად თითქოს ის გოგო აღარ ვარ ვინც თქვენ გაიცანით და მითუმეტეს ის აღარ ვარ ვისაც თაკო იცნობდა, ვისაც სანდრო და ჩემი მშობლები იცნობდნენ... რა მემართება? რატომ ხარ ჩემს გონებაში იოანე გელოვანო? რატომ არ მანებებ თავს?

თვითმფრინავში ჩასხდომა დაიწყო და უკვე ყველას დავემშვიდობე, დედაჩემი ისე ტიროდა თითქოს ერთი კვირის ნაცვლად ერთი წლით მიშვებდა. არა კი ყოველთვის იყო ის მომენტი, როცა სადმე მიშვებდა სულ ნერვიულობდა და ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა რას ვშვებოდი, სად ვიყავი და ვისთან ერთად.

ბოლოჯერ შევხედე ჩემს მშობლებებს და ძვირფას მეგობრებს და გული დამწყდა, ვიღაც არ მოვიდა, არ დამემშვიდობა... მეწყინა, რომ არ მოვიდა. მართალია დიდი ხნით არ მივდივარ სულ რაღაც ერთი კვირით და მერე ისევ დავბრუნდები, მაგრამ მეგონა მისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანი ვიყავი, როგორც დანარჩენებისთვის, მაგრამ შევცდი...

კარგია რომ მივდივარ ყველაფერზე დასაფიქრებლად მექნება დრო და იმედია ამ ცვლილებების მიზეზს ვიპოვი.

მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე თვითმფრინავში ვიქნები... თაკოს შევხედე გაღიმებულმა და ღრმად ამოვისუნთქე ორი წამის წინ ჩასუნთქული ჰაერი. ყოველთვის ასე მემართება თითქოს ჩემს მუცელში რაღაც არსება დაძრწის და მოსვენებას არ მაძლევს, დრო და დრო გულის რევის საშინელი შეგრძნებაც მეუფლება და მგონია სადაცაა გული გამისკდება ნერვიულობით. თვალებს ვხუჭავ დასამშვიდებლად, ტუჩებს ერთ ხაზად ვასწორებ, მერე ისევ ვაშორებ ბაგეებს ერთმანეთს და კიდევ ერთხელ ვისუნთქავ ჰაერს ღრმად...

- ანას-ტასია - ძალიან ნაცნობი, სირბილისგან დაღლილი და აქოშინებული ხმა გავიგონე. სანამ შევბრუნდი მანამდე ვიცოდი უკან ვინც დამხვდებოდა და ლამის იყო ჩემმა გულმა ხტუნვა დაიწყო.

მაინც მოვიდა.

- ჩემს დაუმშვიდობებლად აპირებდი წასვლას? - თავი გვერდზე გადახარა და როგორც ჩვევია ტუჩის კუთხე ჩატეხა. რატომ იქცევი ასე იოანე გელოვანო? უკვე ჩემს წინ იდგა და თვალებში მიყურებდა.

- მეგონა არ მოხვიდოდი ასე რომ... - მხრები ავიჩეჩე, თითქოს ვანიშნე რა არის გასაკვირითქო?

- ზუსტად მაგის გამო იხედებოდი ხო უკან? - ჩაეცინა.

- მე...

- მოდი ჩაგეხუტო - ხელები პირველმა შემომხვია და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა - ანას-ტასია თაბაგარო იცი როგორც უნდა ჩამეხუტო...- და ისევ ჩაეცინა. მეც შემოვხვიე ხელები და მის გამხდარ, მაგრამ ძლიერ ხელებქვეშ გავინაბე.

- მშვიდობიანი მგზავრობა... და სასიამოვნო დასვება. - ოდნავ გამიღიმა და მერე თაკოსკენ მიბრუნდა.

- თქვენი გაცნობა ნორმალურად ვერც მოვახერხე, იმედია კიდევ მოგვეცემა შანსი, რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა შევძლოთ.

- იმედია... ბოდიში ჩემი უხეშობისთვის. - უხერხულად გაუღიმა თაკომ.

- წავედით?

- კი.

***

უკვე თვითმფრინავში ვარ და ერთი სული მაქვს როდის აფრინდება.

მგონი თქვენთვის არ მომიყოლა ჩემი და ვაჩეს ლაპააკის შესახებ. მოდი ახლა გიამბობთ დაწვრილებით ყველაფერს.

ვაჩემ თავისი პირობა შეასრულა იმ დღეს, როცა მან და ვიკამ კაფეში შეხვედრა გვთხოვეს ვიკა ნიკას და ლილეს გააყოლა ის კი ჩემთან სალაპარაკოდ დარჩა.

- რამდენი ხანია მე და შენ ასე მარტო არ დავმსხდართვათ და არ გვილაპარაკია.

- ვაჩე სულ რამდენიმე თვეა გიცნობ და როგორ მოვახერხებდით ამაზე არ გიფიქრია ხო? - გამეცინა მის დაუკვირვებლობაზე.

- ჰო მართალი ხარ. იმედია არ გწყინს და არ ბარაზდები ჩემზე, ლაპრაკი რომ გთხოვე.

- სულელო, შენზე როგორ უნდა გავბრაზდე, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ - ღიმილით წარმოვთქვი ეს სიტყვები და თან ვაჩეს ვუყურებდი.

ამ სიტყვების გაგონებისას ჯერ სახე გაუფითრდა მერე ოდნავ შეუბლი შეკრა, მერე სევდიანად გაიღიმა, ბოლოს კი თვალები აუწყლიანდა.

- რით დავიმსახურე შენი თავი ტასო?

- იმით რომ განსაკუთრებული ხარ ბატონო ვაჩე.

- შენ კი ანგელოზი ხარ. ისეთი ანგელოზი რომელსაც რაღაც ძალიან აწყენინეს და გული გატეხილი აქვს.

- კარგად მიცნობ.

- ეჭვი გეპარებოდა? - წერბები ზემოთ აქაჩა და თვალებ გაფართოებულმა შემომხედა როგორც ჩვეოდა. თითქოს მართლა უკვირდა რაღაც.

- როგორ გეკადრება. - შევიცხადე შეურაცხყოფილმა.

- კარგი გვეყოს თამაში.

- კაი მაშინ დავიწყებ უკვე მოყოლას.

- გისმენ.

- იმედი მაქვს იცი იოანეს ოჯახური მდგომარეობა.

- შენ საიდან იცი მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ? ვინ გითხრა? - ძალიან გაწითლდა სახეზე სიბრაზისგან.

- დაწყნარდი თავად იოანემ მითხრა - და როგორც ვფიქრობდი შოკში ჩავარდა - უფრო სწორად მე გავაჩუმე, უნდოდა მოეყოლა და აღარ გავაგრძელებინე მხოლოდ ის ვიცი, რომ მამასთან იჩხუბა და მერე დედამისს რაღაც მოუვიდა კარგად აღარც მახსოვს. ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო აი მაშინ როცა ვიკა ჩემთან დავპატიჟე და შენ რომ მეხვეწებოდი მეც წამოვალ ზღაპრებს არ მოგთხოვ და მალე დავიძინებო. - გამეცინა წარსულის გახსენებისას.

რამდენიმე კვირის უკან კი შენთვის ჩემი ოჯახის საიდუმლოც არ უნდა მეთქვა რა დარწმუნებული ვიყავი, რომ არავის ეტყოდიო.

- წავიდა.

- რა?

- დედამისი სახლიდან წავიდა.

- მართლა?

- ჰო...

- ვაჩე მე რატო მითხრა ის სიტყვები?

- ალბათ იმიტომ რომ ყველა მაგაზე ლაპარაკობს, კორპუსში, უბანში, ქალაქში საერთოდ ყველანგან.

- მერე და შენ თუ გამიცანი, ნიკამ, ლილემ, ირაკლიმ და სესილიმ თუ გამიცნეს მაგან, როგორ ვერ გამიცნო, როგორ ვერ შეიგნო, რომ მე ასეთ რამეს არასოდეს არ გავაკეთებდი?

წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ცუდადაა, მაგრამ მე რა შუაში ვარ, რა მიზეზით უნდა გამევრცელებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ბოლომდეც კი არ ვიცოდი. მე რაში მაწყობდა? რა იოანეს ოჯახის გარდა არაფერზე მაქვს საფიქრალი?

ის არ მყოფნის, რომ იმ საშინელმა ხუმრობამ ლამისაა ცხოვრებას წამართვას, სულ მაგ ხუმრობის ბრალია, მე რომ იოანესთან მაქ ურთიერთობა. უბრალოდ სესილის ვერ ვაწყენინებ.

- ტასი დამშვიდდი, დამშვიდდი კარგი?

არაფერია მე დაველაპარაკები იოანეს და ყველაფერს მოვაგვარებ. კაი?

- არა ვაჩე ნურაფერს ეტყვი მოვა დრო და მე თვითონ გავცემ პასუხს. თან უკვე ბოდიშიც მომიხადა, აღარ მინდა უფრო მეტად დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა, რამდენიმე დღეში თაკოსთან ერთად სტამბოლში წავალ, ფიქრი მჭირდება. უნდა დავფიქრდე ყველაფერზე და გავიგო ვინ არის იოანე ჩემთვის.

- დარწმუნებული ხარ? - დაეჭვებულმა მკითხა.

- კი. ახლა კი დემეტრეს დავურეკავ.

- ტასო ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? დემეტრე არა მამა. როდის მერე გაქ მამაშენთან ასეთი ურთიერთობა?

- არ ვიცი მგონი სულ ასე ვიყავით.

- გთხოვ მამა დაუძახე ყველა უსიამოვნება იმის შემდეგ იწყება როცა დედას და მამას ნაცვლად სახელებით მიმართავ.

- კარგი გავითვალიწინებ ვაჩე.

- მა ფლაუერსში დაგელოდო თუ ტაქსი გამოვიძახო?

- არა არა მე და ვაჩე ვართ მარტო.

- კაი დაგელოდები და ვაჩესაც გადავცემ შენს მოსვლამდე არ წავიდეს და მერე მასაც გავიყვანთ სახლში.

მამაჩემს გავუთიშე და ვაჩეს შევხედე სიცილით.

- გადმოგცე მამას სიტყვები თუ უკვე იცი?

- საჭირო არაა ისედაც არ დაგტოვებდი მარტოს.

მე და ვაჩემ იმდენი ვილაპარაკეთ ავინაზღაურეთ ერთმანეთის გარეშე ყოფნის დრო. მამაჩემი ერთ საათში მოვიდა და ძალიან გაეხარდა ვაჩე წასული, რომ არ დახვდა.

- ვაჩე ძალიან დიდი მადლობა, მარტო რომ არ დატოვე ტასო.

- რას ამბობთ დემეტრე ბიძია, მარტო როგორ დავტოვებდი.

- წამო სახლში გაგიყვანთ.

- საჭირო არაა...

- საჭიროა ვაჩე საჭირო, წამო.

დამშვიდობებისას ერთმანეთს გადავეხვიეთ.

- მადლობა ვაჩე დღევანდელი საუბრისთვის.

- ყოველთვის მზად ვარ.

***

- თურმე როგორ მომნატრებია აქურობა - გრილი ოდნავ ნესტიანი ჰაერი ჩავისუნთქე და თაკოსკენ გავიხედე - აი თურმე რა მაკლდა მთელი წელი.

- კეთილი იყოს - ღიმილით მითხრა და ესკალატორიდან პირველმა გადააბიჯა.

- მადლობა. - ღიმილით ვუთხარი და უკან გავყევი.

- აი თორნიკე ბიძია და ლელა დეიდა - ისე გამეხარდა მათი დანახვა ბარგის აღებისთანავე მათკენ გავიქეცი.

- როგორ მომენატრეთ - ორივეს ერთად ჩავეხუტე.

- ჩვენც მოგვენატრე საყვარელო, ასე ძალიან ნუ მოგვანატრებ ხოლმე თავს.

- კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა ანას-ტასია ძალიან მიხარია, რომ აქ ხარ. - ლელა დეიდამ ხელი გადამხვია და თბილი ღიმილით მითხრა.

- მადლობა მეც მიხარია, რომ აქ ვარ

- დედა, მამა როგორ ხართ? - თაკო ჯერ მამამისს შემდეგ კი დედას ჩაეხუტა.

ძალიან თბილი და საყვარელი ოჯახია, იმაზე მეტ სითბოსა და სიყვარულს გასცემენ ვიდრე შესაძლებელია.

- აბა რა ხდება საქართველოში? დემეტრე და ნათია როგორ არიან? - ყოველთვის ასე იყო მამაჩემიც და თორნიკეც (ვიმედოვნებ არ მიწყენს თუ მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ) პირველ რიგში ერთმანეთს და შემდეგ მეუღლეებს მოიკითხავდნენ ხოლმე. კეთილი შურით მშურს მათი მეგობრობის, მე და თაკოს მეგობრობის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ, მიუხედავად, იმისა რომ კილომეტრები აშორებთ ერთმანეთისგან და ორივეს საშინლად დატვირთული გრაფიკი აქვს ყოველთვის ცდილობენ თუ რომელიმეს დახმარება ჭირდება ან ტელეფონით ილაპარაკონ და ასე გადაჭრან პრობლემები ან თუ საჭირო იქნება პირველივე რეისით ერთმანეთთან ჩაფრინდნენ. აი ესაა მიზეზი რატომაც არ დაუწყია წუწუინი და ყოყმანი თაკოს როცა ჩამოსვლა ვთხოვე. - კარგად არიან მადლობა მოკითხვისთვის. თორნიკე ბიძია მამამ თქვენთან რაღაც გამომატანა.

- ხუთ ლიტრიანი რაღაც ხო? - სიცილით მითხრა.

- სოფლიდან პირადად თქვენთვის წამოიღო. და ჰო როცა ჩვენთან ჩამოხვალთ უფრო მეტს გამოგატანთ და თან სოფელშიც წავალთ.

- გამაგიჟებს ეს კაცი... - ღიმილით გადაიქნია თავი.

- ტასო მზად ხარ თურქული სიგიჟეებისთვის? - წარბები ეშმაკურად აათამაშა თაკომ.

- ხომ იცი, რომ ყოველთვის მზად ვარ.

- ჯერ სახლში და მერე სადაც გინდათ იქ წადით. - ხელები აწია და სულ ცოტა სიმკაცრით თქვა თორნიკემ.

- კარგი.

თურქეთი ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა არა იმიტომ რომ თაკო ცხოვრობდა აქ და მეც ასე თუ ისე ხშირად ჩამოვდიოდი მასთან. თურქეთი თავისი მშვენიერებით და შესანიშნავი ისტორიით ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. მომწონდა ჩაიხანები ქუჩები, მომწონდა მათი კულტურა და საერთოდ ყველაფერი მომწონდა, მთელი გულით მიყვარდა ღიმილიანი სახეებით, რომ მხვდებოდნენ სრულიად უცხო ადამიანები, მათი თბილი სახე და კიდე უფრო თბილი თვალები მიყვარდა. მოდი ბევრს აღარ გავაგრძელებ უბრალოდ ერთს გეტყვით თუ გინდათ თქვენი თვალით ნახოთ რა საოცარი ქვეყანაცაა თავად ეწვიეთ. ერთხელ თუ დაიპყრობს თქვენს გულს მერე სამუდამოდ გაგყვებათ ამ ქვეყნის სიყვარული.

- აბაა ყველაზე მეტად დღეს რის ნახვა გინდა?

- მმმ გიულხანეს პარკი, შემდეგ რუმელიხისარი დანარჩენს შენ განდობ.

- ოჰ როგორ მიხარია...ვიცოდი, რომ პირველად გილხანეს და რუმელიხისარის ნახვას მოინდომებდი როგორც ყოველთვის.

- რა ვქნა ძალიან მიყვარს ეგ ორი ადგილი.

- მეც.

- და ხო კიდევ ეფესო.

- ოჰ ეგ როგორ დაგვავიწყდა - სიცილით თქვა თაკომ - მერე კი სტამბოლის ყველზე გემრიელ ნაყინს დავაგემოვნებოთ.

- ლელა ესენი ნახე რა... თურმე რა გეგმები ქონიათ - სიცილით გადახედა თორნიკემ მეუღლეს.

- არც გამკვირებია სულ ასე იყვნენ...

სახლში მისულებმა ლელას გამომცხვარი ნამცხვარი მივირთვით და თან ვლაპარაკობდით.

- ტასო არაფერს მომიყვები? - ღიმილით მითხრა თაკოს დედამ. - რამე მიზეზი აუცილებლად ექნება შენს აქ ჩამოსვლას... არა იმას არ ვამბობ, რომ არ გამეხარდა პირიქით დემეტრემ რომ დარეკა ვუშვებო სიხარულით დავფრინავდი. უბრალოდ შენი აქ ჩამოსვლა სკოლის პერიოდში ცოტა მოულოდნელი იყო და ამას ისიც ემატება, რომ მთელი კვირით ჩამოხვედი... აქედან ისე ჩანს თითქოს ვიღაცის გამო გამოიქეცი... სიმშიდეს ეძებ და დასაფიქრებლად აქ წამოხვედი. - თავი დავხარე არ შემეძლო არც უარყოფა და არც დათანხმება და ყველაფრის მისთვის მოყოლა, არ შემეძლო ვინმესთვის მეთქვა ჩემი არეული ცხოვრების შესახებ, მომეყოლა ყველაფერი მაშინ როცა მე თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა... სულ არ იყო ჩემთვის პრობლემა გამიგებდა თუ ვერა რასაც მოვყვებოდი, მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ არ შემეძლო გაუაზრებლად, ბევრი ფიქრის და ჩემს თავში გარკვევის გარეშე რამე მომეყოლა და სხვების დასკვნებზე დაყრდნობით გამომეტანა საბოლოო განაჩენი.

- კარგი თუ არ გინდა ნუ მომიყვები საყვარელო - თბილად გამიღიმა - უბრალოდ იცოდე, რომ მე ყოველთვის მზად ვარ თუ დაგჭირდები... შენს თავს უსმინე და ნუ დაკარგავ მას ვინც შენს ამდენ ნერვიულობად და ფიქრად ღირს... ნუ დაკარგად მას ვინც შენს გონებასა და ფიქრებში ცხოვრობს...

- მადლობა ლელა დეიდა - თვალები ამიცრემლიანდა მის სიტყვებზე. ჩემ გონებას ჯერ ვერ გადაეწყვიტა, ვერ გაერკვია იოანე გელოვანი რას ნიშნავდა მისთვის, უბრალოდ მეგობარს თუ მეგობარზე მეტს. ჯერ დარწმუნებული არ ვიყავი მიყვარდა თუ არა... ჯერ საერთოდ არაფერში ვიყავი დარწმუნებული.

- ტასო შენი ტელეფონი რეკავს - მისაღები ოთახიდან გამომძახა თორნიკემ.

- მოვდივარ - ვუპასუხე და ჩქარი ნაბიჯით გავედი სამზარეულოდან.

- გისმენ - დედამ დამირეკა.

- კარგად დედა თქვენ როგორ ხართ?

- კი კი კარგად არიან.

- მამა რას შვება?

-აუ კარგით რა... პირველად ხო არ ვარ მარტო, თან რა განერვიულებთ ხომ იცით საიმედო ხელში ვარ - ჩემს სიტყვებზე გამეცინა და თან თორნიკეს შევხედე პირის მოძრაობით მკითხა 'მამაშენი გიჟს გავს ხო?'

- კარგი დედა წავედი ლილემ და ნიკამ უნდა დამირეკონ.

- კარგი ხო სახლში ჩავიკეტებით... ოდნავ მაინც გჯერა, რომ სახლიდან ფეხს არ გავდგამ?

- ვიცი, რომ თებერვალია. კაი კაი წავედი... სახლში ეგეთი არ ხარ და ახლა რა დაგემართა.

გავთიშიე და მესენჯერში უპასუხოდ დარჩენილ ზარს კიდევ ერთხელ შევავლე თავლი და მერე მე თვითონ დავურეკე ლილეს.

- რას შვები?

- რავიცი ერთი საათი იქნება რაც მოვედით სახლში. შენ რას შვები? - კამერა შეაბრუნა და მესხი გამოჩნდა ობიექტივში.

- ნიკოლოზ როგორ ხარ?

- ისე მეკითხები თითქოს რამდენიმე საათის წინ აეროპორტში არ დაგემშვიდობე - გეცინა და მერე ჩემს კითხვას უპასუხა - კარგად ტასუნა შენ როგორ ხარ? შენს დაქალს უკვე ენატრები თვითმფრინავში ასული არ იყავი ტირილი, რომ დაიწყო ძლივს დავამშვიდე.

- ვაიმე ლილეე თურმე როგორ გყვარებივარ - თვალები ცრემლებით ამევსო.

- სულელო მე ყოველთვის მიყვარდი - ოდნავ გაიცინა.

- ვა იოანეეე - ნიკას ხმა იყო.

- რა ხდება თქვენთან?

- აა არაფერი იოანე მოვიდა, ვაჩეს ქორწილზე გვაქ სალაპარაკოო.

- ტასია როგორ ხარ?

- კარგად იოანე შენ როგორ ხარ?

- რავი... მალე ჩამოდი რა... მომენატრე უკვე...

- ვერ დაგპირდები. კარგი ბავშვებო წავედი გიულხანე უნდა ვნახო მერე რუმელიხისარი და მოკლედ თავგადასავლები მელის... წავედი წავედი... კარგად.

- კაი მიდი და საღამოს დაგირეკავ ტასი.

- კარგი.

ზარი გავთიშე და თაკოსთან ავედი ოთახში.

***

ერთ საათში გარეთ გავედით გიულხანეს პარკით დავიწყეთ, როგორც ყოველთვის მერე რუმელიხისარი და ეფესო ვნახეთ ბოლოს კი ყველაზე გემრიელი ნაყინი მივირთვით და სასიამოვნოდ დაღლილები დავბრუნდით სახლში.

- დედა მართლა კარგად ვარ და ძალიან გთხოვ ნუ ნერვიულობ. - აღარ ვიცი მერამდენედ ვუმეორებ ამ სიტყვებს მართალია საზღვერ გარეთ ვარ და არა მეორე ოთახში სადაც ყოველ წამს შეეძლება ჩემი ნახვა, მაგრამ ხომ იცის რომ მარტო არ ვარ. მთელი ცხოვრებაა თორიკეს და ლელას იცნობს რა ემართება ყველა ჯერზე ვერ გამიგია.

- დედა ვარ ტასო როგორ არ ვინერვილებ? - და როგორც ყოველთვის ამ სიტყვებით ცდილობს ახლაც თავის გამართლებას.

- სულ რამდენიმე დღე და ისევ შენთან ვიქნები, სამუდამოდ ხომ არ წავსულვარ?

- მამა მოდი მე მელაპარაკე გაგიფუჭა ხასიათი ნათიამ.

- დემეტრეე!! - გაბრაზებული მზერა ესროლა დედაჩემმა.

- კაი ჩუმად ვარ. მამი შენ როგორ ხარ? რას შვები ეფესო ნახე უკვე? - დედას ხელი მოხვია და მერე მე გამიღიმა.

- კი თითქოს ბოლო ნახვის მერე არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვნახულობ.

- ყოველთვის ეგრეა.

- თაკო სად არის?

- ოთახში ავიდა გამოსაცვლელად.

- კარგი მომიკითხე ეგ გადარეული. კაი მამი წავედით და თორნიკეს მერე დავურეკავ.

- კაი კაი წავედი ვიღაც მირეკავს. მიყვარხართ.

- ჩვენც მამიკო.

დედას და მამას დავემშვიდობე და მორიგ ზარს ვუპასუხე. იოანე მირეკავდა.

- უნდა გამეთიშა უკვე ვის ელაპარაკები ამდენი ხანი - ვუპასუხე თუ არა იმ წამსვე ეს სიტყვები მითხრა. არანაირი მისალმება, არანაირი მოკითხვა.

- ჩემებმა დამირეკეს... და საერთოდ თუ ხასიათზე არ ხარ გავთიშავ მეც დაღლილი ვარ და აღარ მინდა ჩხუბი.

- ვინ გეჩხუბება მერე? სტამბოლის ჰაერმა ხო არ გაწყინა. - ჩაეცინა რაღაც უჩვეულოდ. თავისთვის.

- ეე კიდე მე ვარ დამნაშავე? როგორც კი გიპასუხე ვის ელაპარაკები ამდენი ხანიო ეს მითხარი.

- და არ შეიძლება, რომ ვიკითხო? - ცალწარბ აწულმა მითხრა გაურკვეველი მზერით.

- არა!

- რა დალიე ანას-ტასია?

- არაფერი.

- აბა რა გჭირს? არ გინდა ჩემთან ლაპარაკი?

- არა.

- რატო? ოთხი საათის წინ გელაპარაკე და მშვენივრად იყავი ნორმალურად მელაპარაკე და ახლა რა გჭირს?

როგორ ვუთხრა თურქეთში იმიტომ წავედი, რომ ბევრი მეფიქრა და გავრკვეულიყავი ჩემს თავში და გრძნობებშითქო?

- ტასი რამე დავაშავე ისევ? - ისეთი გულგატეხილი ჩანდა გული მომეწურა, მაგრამ რა ვქნა არ მინდა გული გვეტკონოს რომელიმეს.

- არა იოანე შენ არაფერი დაგიშავებია უბრალოდ... ანუ როგორ ვთქვა... ცუდ ხასიათზე ვარ და არ მინდა შენც გადმოგდო ჩემი ნეგატივი.

- რატო ხარ ცუდ ხასითზე? ასე მოგეწყინა უჩემოდ? - გაეცინა და თავი გვერდზე გადახარა, როგორც ჩვევია.

- ხო შენთან ჩხუბი მომენატრა და მაგიტო ვარ ცუდ ხასიათზე - მეც გამეცინა.

- სულ ჩხუბზე როგორ ფიქრობ?

- როცა საქმე შენ გეხება ჩხუბის გარდა არაფერზე აღარ მეფიქრება - ისევ გამეცინა.

- მე კი შენთან ჩხუბი კი არა შენ მომენატრე. მაგრამ ცუდი გოგო ხარ სულ მეჩხუბები და მეჩხუბები... გაგებუტე. - ქვედა ტუჩი გადმოაგდო და წარბები შეკრა ცდილობდა სიცილი შეეკავებინა.

მგონი ჩემმა გონებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ ჩემთან ჩხუბი კი არა მე მოვენატრე და ამ ერთ პატარა წინადადებას ატრიალებს ფირივით, თან დაჯერება უჭირს... არა დაჯერება კი არ უჭირს არ უნდა, რომ დაიჯეროს.

- ბუტიაც თუ იყავი არ ვიცოდი...

- შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი ჩემზე...

- და შენ?

- მეც არ ვიცი შენზე ბევრი, რამ ასე რომ მომეცი უფლება უკეთ გავიცნო ჩემი მეგობარი.

- მოვიფიქრებ და სახლში, რომ დავბრუნდები მერე გეტყვი პასუხს.

- აუუუ ერთი კვირა რა გაძლებს. - დაიჯღანა და ბუზღუნი დაიწყო.

- ნუ ბუზღუნებ და წავედი თაკო მეძახის... გარეთ გავდივართ ისევ.

- რაა? ამ დროს? შუაღამეა.

- კი იოანე ამ დროს და მერე რა რომ შუაღამეა?

- მარტო გადიხართ თუ ყველა ერთად?

- არა მხოლოდ მე და თაკო.

- ახლა არ გამაგიჟო, საშიშია ამ დროს გარეთ სიარული. არ გახვიდე რა - მისი სიტყვები თხოვნას უფრო გავდა ვიდრე მოთხოვნას.

- იოანე რა იყო? რატო ნერვიულობ ეგრე?

- ღმერთო შენ მიშველე - მოთმინება გამოლეულმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა - შენ ჩემი მეგობარი ხარ, განსაკუთრებული მეგობარი და ძალინ გთხოვ თავიდან ნუ ამახსნევინებ.

- აუ იოანე უფროსი ძმასავით არ დამიწყო რა... სანდრიკო მყავს მაგისთვის და ვაჩეც.

- და მე ვინ ვარ?

- შენ... - თვალები ავატრიალე. ფიქრისას თითქმის ყოველთვის ასე ვაკეთებ - შენ ხარ მწვანეთვალება ბიჭი რომელთან ჩხუბიც ყველზე მეტად მენატრება - გამეცინა.

- ტასო აქ რომ ჩამოხვალ ვერ გადამირჩები... ახლა გავთიშავ და იცოდე გარეთ მარტო არ გახვიდეთ.

- რომ გავიდეთ?

- ჯერ გადით და მერე ნახავ რაც მოხდება.

- კარგად... წავედი და იცოდე შენთნ ჩხუბი ყველაზე მეტად მეზიზღება...

- ჩემთნ ჩხუბის მერე მე გეზიზღები ხო?

- ეჰ ნეტა იცოდე, როგორ ცდები ჩემთნ მიმართებაში.

გათიშა.

მე ისევ გაურკვევლობაში დავრჩი.

გარეთ აღარ გავედით.

ჩემს პასუხ გაუცემელ კითხვებს კიდევ ერთი დაემატა და მთელი ღამე ვფიქრობდი რა იგულისხმა იოანემ, როცა მითხრა „ნეტა იცოდე, როგორ ცდები ჩემთან მიმართებაში" -ო.

თენდებოდა, როცა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და თუ რა გადაწყვეტილება მივიღე თანდათან გაიგებთ.  

თქვენი აზრით ტასომ რა გადაწყვეტილება მიიღო?

Ga verder met lezen

Dit interesseert je vast

153K 10.6K 92
The story of six people whose love for their country leads to an undying, unseen bond of love and friendship. This is a military based fanfiction b...
40.7M 1.1M 42
When Arianna marries billionaire Zach Price to save her family, she doesn't expect to fall in love with a man who'd always consider her a second choi...
6.2K 723 160
Opinionet e sinqerta për Wattpadin shqiptar.
19.9K 727 16
უბრალოდ წაიკითხეთ და დატკბით❤️💋🥵🔞