18 თავი

717 42 25
                                    

მოდი თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი თურქული თავგადასავლებით და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იმ დღის შემდეგ რაც იოანესთან ვილაპარაკე მის ზარებს აღარ ვპასუხებ, მეოთხე დღეა რაც აქ ვარ და რომ იტყვიან სულს ვღაფავ. არა ნუ იფიქრებთ, რომ თურქეთში ყოფნა არ მიხარია აქ წამოსვლა ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება იყო ბოლო თვეების მანძილზე რაც მიმიღია.

- აუ ისევ რეკავს - დავიწუწუნე მობეზრებულმა და დღეს უკვე მერამდენე ზარი დავტოვე უპასუხოდ უკვე აღარ ვიცი.

- ვინ რეკავს? - სააბაზანოდან გამოსულმა მკითხა და თან თმის გაშრობა დაიწყო.

- იოანე. - მისთვის არ მომიყოლია იმ საღამოს რაც მოხდა.

- რატომ არ პასუხობ? მოხდა რამე? - ეჭვის თვალით შემომხედა.

- არა - თავი გავაქნიე - არაფერი. უბრალოდ მინდა რაღაცებში გავერკვე და აზრები დავალაგო.

- როგორც ვხვდები ამ საკითხზე არ გინდა ლაპარაკი. - თავი დავაქნიე ამ წამსაც კი მის სიტყვებზე ვფიქრობდი. რატომ მითხრა, რომ მასთან მიმართებაში ვცდებოდი?ნეტა რა იგულისხმა ამ სიტყვებში? ან მე რა ჯანდაბას ვგრძნობ მის მიმართ? აქ უფრო მშვიდად ვარ, მაგრამ ეს სიმშვიდეც არასრულფასოვანია ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც მაკლია ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

- აუ კიდევ რეკავს - დავიწყე ისევ წუწუნი ტელეფონის ხმის გაგებისთანავე. - ლილე ყოფილა.

- ტასიიი როგორ ხარ? ძალიან მომენატრე მალე ჩამოდი რაა. - ისე სწრაფად თქვა გააზრება ძლივს მოვასწორი.

- მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ორი დღეც და ჩამოვალ.

- მართლა? აუ რა მაგარია.

- თქვენ რას შვებით? ნიკა, ვაჩე და ვიკა როგორ არიან?

- კარგად არიან მათაც ძალიან მოენატრე. სანდრო და ნუცი შემხვდნენ გუშინ სკოლიდან, რომ მივდიოდი სახლში, ძალიან გამეხარდა.

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now