კარში ახალგაზრდა გოგო იდგა, საკაოდ ლამაზი იყო.

_ გისმენ.
_ ამ.... ეს ნაილის სახლია?
_ კი შემოდი.

ძალიან დამაინტერესა ვინ იყო.

_ მე ელისაბედი ვარ.
_ მე ლიდია.
_ ლიდია?_ გავიგე ჰარის ხმა და უკან მივტრიალდი.
_ ჰაზ._ ჰაზ?? სერიოზულად? ვინ არის ეს გოგო.
_ ამ ელ, ეს ლიდიაა. ის... ჩემი შეყვარებულია_ ამ სიტყვებზე გული საშინლად მეტკინა მაგრამ თავს ძალა დავატანე და მათ გავუღიმე.

_ სასიამოვნოა, მე ელისაბედი ვარ. ჰარის მეგობარი_ ამის გაგებაზე ჰარიმ უკმაყოფილოდ შემომხედა.
_ ღმერთო ორსულად ხარ? ვგიჟდები ორსულებზე, ძალიან საყვარელი ხარ_ ეს გოგო ძალიან საყვარელია.
_ მადლობა.
_ კარგი წამოდით შევიდეთ.

მისაღებში გავედით და ლიდია მორცხვად მიესალმა ყველას.
_ გამარჯობა.
_ ბიჭებო ეს ლიდიაა, ჩემი შეყვარებული.
_ შეყვარებული?
_ რა?
_ რაა?_ გაუკვირდა ყველას.
_ ასეა ის ჩემი შეყვარებულია.
_ ამ ბოდიში გაგვიკვირდა, ჰარის ხშირად არ უყვარდება ხოლმე და _ აუხსნა ლიამმა ლიდიას.
_ აუუუ_ დავიყვირე რაზეც ყველა შეხტა და ყველამ მე გამომხედა.
_ რა მოხდა? ისევ ტკივილბი? გინდა ნიკს დავურეკო? კარგად ხარ? ბავშვი? როგორაა? _ დამაყარა კითხვები შეშინებულმა ლუიმ.
_ ღმერთო ლუუ, კარგად ვართ მეც და ბავშვიც.
_ აბა რა გაყვირებს, გული გამისკდა მეგონა ისევ ტკივილები დაგეტყო.
_ ტკივილები დამეწყება თუ ახლავე რამეს არ შევჭამ.
_ ვაიმეე რა კარგია მეც მშიაა_ წამოიყვირა ნაილმა ბედნიერმა.
_ სულ ჭამა არ შეიძლება ელის, მერე სუქდები და იმაზე ტირი რიმ ტანსაცმელი არ გეტევა.
_ აუუ ლუიი ასე ნუ მეუბნებიი.
_ კარგი ბოდიში.
_ გოგოებო წამოდით რამე მოვამზადოთ გინდათ?_ გვკითხა ჯიჯიმ.
_ სიამოვნებით.
_ პიცაა _ წამოვიყვირე მე.
_ პატარავ, ხო იცი რომ პიცა არ შეიძლება.
_ ლუიი დედასავით ნუ მელაპარაკები. არაფერი დაშავდება თუ ცოტას შევჭამ.
_ მაგრამ...
_ ლუი ის მართალია არაფერი დაშავდება ცოტას თუ შეჭამს_ დამიცვა ჰარიმ.
_ აგეე_ ენა გამოვუყავი ლუის.
_ ოჰჰ, ბატონო ჰარი, თქვენს წინააღმდეგ როგორ წავალ.
_ იდიოტი ხარ ლუი.
_ კარგი წავიდეთ მოვამზადოთ_ თქვა ჯიჯიმ და ჩვენც გავყევით.

პიცა ღიმელში შევდგით და მისაღებში დავბრუნდით. ლიდია ჰარის მიუჯდა გვერდით მე კი ლიამს ჩავუხტი კალთაში.

_ ეეე.
_ რა იყო ლუი, მთელი 5 თვე შენ გყავდა ცოტა ჩვენც გვინდა.
_ მართალია.
_ ელის, შეიძლება გკითხო ბავშვის მამა...
_ მან არ იცის ბავშვის შესახებ, უფროსწორედ ახლახანს გაიგო მაგრამ უკანასკნელი ნაბიჭვარივით მოიქცა, ბავშვი არ სურს.
_ ეს საშინელებაა_ მითხრა ლიდიამ.
_ ხო, მაგრამ მის გამო არ ვაპირებ ჩემი შვილის დათმობას.
_ გიყვარს?
_ მიყვარს და ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ მაგრამ ის მშიშარაა.
_ ჰარი შენ გიყვარს ბავშვები?
_ ჰაჰჰ_ ჩამეცინა მაგრამ ლიდიამ მაინც გაიგო.
_ რა მოხდა?
_ ჰარისაც არ უყვარს ბავშვები. თუ დაორსულდები დარწმუნებული იყავი რომ თავისი ხელით მიგიყვარს საავადმყოფოში აბორტის გასაკეთებლად.
_ არა ის ამას არ იზამს, მას ვიცნობ და ვიცი რომ უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს არ მოისურვებს.
_ ხო როგორ არა.
_ კარგი გეყოთ.
_ აუ წამო ვჭამოთ ალბათ პიცა უკვე გამოცხვებოდა_ თემა შეცვალეს ბიჭებმა.

New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now