თავი მეორე

Comincia dall'inizio
                                    

როცა ნიკა სახლში იყო ბავშვები ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდნენ, ანასტასია აპარებდა კვარკვალა თვალებს ოთახიდან და დემეტრეს ეხვეწებოდა დედასთვის დაერეკა მალე მოსულიყო. იმ დღეს ელენეს აგვიანდებოდა, ბავშვები მშივრები იყვნენ და გარეთ გასვლა დააპირეს, როცა მამის თვალებს გადააწყდნენ...

-დემეტრე!!!! დემეტრეს ჟრუანტელმა დაუარა ამ ხმაზე.

-ხოო.

-სად მიდიხარ და დაბლა რო დაიხედა თ-ც დააყოლა ანასტასია ძმის ფეხზე იყო ატუზული და მამას უცინოდა.

-გარეთ!.

-არ გახვალთ! ანასტასიას ნიკაპი აუკანკალდა ოთახში გაიქცა რო იქ არ ეტირა. დემეტრე ამაყად მიაბიჯებდა ოთახისკენ და გრძნობდა როგორ მოძრაობდა სისხლი მთელ სხეულში ბრაზისგან ადურებული.

-ასე არ გახვალთ, დაკუჭული გაცვია მაისური და ანასტასიას კაბა, ან გაიუთოვე და ისე გადით ან ვერ გახვალთ, ანასტასია უთოს ძლივს მოათრევდა აცრემლებული თვალებით იცინოდა, მოულოდნელად რო გადაეფიქრა ტირილი.დემეტრემ ტასოს გაუუთოვა კაბა და გარეთ გააცილა თვითონ სახლში შემობრუნდა, ნიკას ხმა არ გაუცია, ჩუმად ყურსასმენებით უყურებდა დემეტრე თავის ოთახში ფეხბურთს, კარისკენ ჰქონდა თვალები რო ნიკა არ შემოსულიყო და არ წაესწრო. ელენეს გარეთ დახვდა ანასტასია და უკვე მოყოლილი ჰქონდა სახლში რო შემოვიდნენ როგორ კარგად მოიქცა დემეტრე, ელენე უფრო ანერვიულდა დემეტრეზე, გრძნობდა როგორ იჩაგრებოდა.

-ანასტასია ხელით ნუ ჭამ! ჭიქა მაგიდაზე მძიმედ დადგა ნიკამ. შეშინებულმა პატარამ მაშინვე ელენეს შეხედა და დასვრილი ხელი ჩანგალს დაავლო და კართოფილს ძლივს „ჩაარტყა" ნიკამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და წარბებით უცნაური მოძრაობა გააკეთა, ელენემ მაშინვე აიყვანა პატარა ხელში ხელები დაბანა სუფთა ჩანგალი დაუდო და გაუღიმა.

-ესე ჭამე დე. დემეტრე მალევე ადგა ფეხზე ელენემ ნაღვლიანად გააყოლა თვალი შვილს, ანასტასია მაინც უღიმოდა მამას, რომელიც ზედ არ უყურებდა.

მეჯვარეებიDove le storie prendono vita. Scoprilo ora