💜2💜

23 4 22
                                    

არ დაწერო "The End"

ერთად მოვიფიქროთ "Happy End"

ისე შემოვაბრუნოთ ეს ყველაფერი,
რომ
ორი გული კვლავ ერთნაირად სცემდეს.

* * *

-ადექი! გაიღვიძე! კარგი ამინდია! დაჩი! წამოდი, გარეთ გავიდეთ!

ლილი სუსტ მუშტებს ურტყამდა ქმარს და მის შეფხიზლებას ცდილობდა...

-ჰმმმმ.... ლილი ხუთი წუთიც...

-არა! ადექი გთხოვ! ყვავილები დავკრიფოთ!

-ჯერ ჩაგეცვა მაინც ლილი...

-ჩავიცვამ, ოღონდ რომ ადგები მაშინ!

-კარგი ვდგები!

გოგონამ გაიცინა, მის თვალებში კი ვარსკვლავები აკიაფდნენ... ან იქნებ დაჩის ეჩვენებოდა ასე?!

-იქნებ დავრჩენილიყავით საწოლში..
არა?

ლილის შიშველ სხეულს შეხედა და ტუჩი მოიკვნიტა, სანაცვლოდ კი თავში ბალიში მოხვდა....

* * *
ყველაფერი ფილმს ჰგავს,
ნება მომეცი უბრალოდ გადავიღო..

-დადეშქელიანო, დამიჭირე!

გაჰკიოდა გოგონა და შუა მინდორისკენ მიიწევდა, მეუღლე კი ბედნიერი მისდევდა მას...

-თუ დაგიჭერ, მაკოცებ?

-არ დამიჭირო! აღარ მინდა!

-მოდი აქ!

გოგონამ ერთი გადაიკისკისა და უფრო აუსწრაფა ნაბიჯებს...

და გარბოდნენ... ვინ იცის რამდენი წრე შემოარტყეს მინდორს სიცილ-კისკისით...

-დაგიჭირე!
ხელში აიტაცა გოგონა და დაატრიალა, თან მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე. შემდეგ ფრთხილად დააწვინა და მის მუცელზე თავი დადო... ლილიანმა თლილი თითები მამაკაცის თმებში ახლართა...

-რა ლამაზია არა ცა, დაჩი?

-შენს ღიმილს ჰგავს...

-ჰმ... სამწუხაროა არა? ყოველთვის მეგონა ერთ დღეს დედა გავხდებოდი...

-ნუ იფიქრებ მაგაზე ლილიან, შენს თვალებს ნუ დაასველებ ცრემლებით... მოწყენა არ გიხდება ძვირფასო... უფალი უშვილოდ არ დაგვტოვებს...

-მასე ფიქრობ?

-მასე ვფიქრობ...

-მაშ, გინდა თქვა რომ დრო თავისას იზამს?

-ჰო ლილიან, ჰო. დრო თავისას იზამს...

*  *  *
შენ იცი, რომ ყველაფრის გამოსწორება შეგიძლია...

გადაწერეთ და გადაიღეთ ყველა სცენა და მონოლოგი...
ამოჭერით სიუჟეტიდან ბევრიც...

არ დაწერო "The End"
ერთად მოვიფიქროთ "Happy End"...

Вы достигли последнюю опубликованную часть.

⏰ Недавно обновлено: Jul 24, 2022 ⏰

Добавте эту историю в библиотеку и получите уведомление, когда следующия часть будет доступна!

"Happy End"Место, где живут истории. Откройте их для себя