🔆

26 6 3
                                    

- ვინ ხარ?!-გაიჟღერა ლექტორის ხმამ დარბაზში.

10 აგვისტო.

თითქმის ზაფხული მიიწურა, თითქოს დავიღალე კიდეც, დამღალა ამ ყოველდღიურმა ცხოვრებამ. ერთი და იგივეა ყველაფერი. თითქოს ჩემს ჯინაზე არ იცვლება.
ლექტორმა არდადეგების დაწყებამდე დაგვისა კითხვა: 'ვინ ხარ?' და დაგვავალა ამ კითხვაზე პასუხი გაგვეცა.
რათქმაუნდა არ დამიწერია და არც დავწერ.
ეს ჩემი სტილი არ არის.
ჩემი ცხოვრება ძაან მაგარი რამეა და ძაან მიყვარს. ნუ ხო ასევე ძაან მიყვარს ჩემი თავი. თავისივე ხასიათებით. ანუ ნარცისობითაც.
ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ ჯერ კიდევ, 10 აგვისტოს, უსასრულოდ ვიყავი შეყვარებული იმაზე, რაც ჩემს გარშემო იყო.
ხო ზუსტად, ჯერ კიდევ 10 აგვისტოს.

12 აგვისტო. (24:18pm)

 (24:18pm)

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ოუ...
მეტკინა.
გავქრი.
ჩავქრი.
გავტყდი.
ჩავფლავდი.
გავშტერდი.
სული გამომერთვა.
ვეღარ ვსუნთქავდი.
ასთმა მქონდა.
3 პანიკური შეტევა 2 წუთში.
2 გულის წასვლა 7 წუთში.
გააზრება.
გულისტკივილი.
არაფრის მაქნისი ცრემლები.
აღარაფრის უნარი.
ცხოვრების შეზიზღება.
საკუთარი თავის სიძულვილი.
და ხო კიდევ ერთი. მე მოვკვდი.
როგორც ფიზიკურად, სულიერადაც. როგორი ბანალურია.
ხო! ყველაფერი ბანალურად მეჩვენება.
არა კი არ მეჩვენება, არის კიდეც.
უბრალოდ, ვარდისფერი სათვალით ვიყავი შემკობილი აქამდე.
გიგრძვნიათ ოდესმე, თითქოს ეს ცხოვრება ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის რომ, შენ თავი კარგად არ იგრძნო?
ერთხელ მაინც გიგრძვნიათ?!
კი ხო?!.
მე უკვე ყოველ წამს ეგრე ვგრძნობ.
ან ვგრძნობ მაინც რამეს?!
უბრალოდ ის მიტრიალებს თავში რომ, ჩემი არავის არ ესმის.
მაგრამ ვიღაცას შეიძლება ჩემნაირად ტკიოდეს.

Who Am I?!Where stories live. Discover now