✨უშედეგო მცდელობა✨

101 12 80
                                    

ავტორის პოვ.

ჯიას წუხელ ჰვარანგის ყურებისას ჩაეძინა. ისეთი დაღლილი იყო ერთ სერიასაც კი ვერ უყურა ეგრევე ჩასთვლიმა.

დღეს კვირაა, ჯონგუკიც და ჯიმინიც შინ იყვნენ.

-რომელი საათია?(ჯიმინი)

-12:30!(ჯონგუკი)

-არადა 7:30 უკვე ფეხზე იყო! რამე ხოარ მოუვიდა???(ჯიმინი)

-არ ვიცი, წამო დავხედოთ!(ჯონგუკი)

ბიჭებმა კიბეებზე ფეხის წვერებზე აირბინეს და ოთახის კართან გაჩერდნენ.

-ჯია?(ჯიმინი)

-ჯია როგორ ხარ?(ჯონგუკი)

სიჩუმე... არანაირი რეაგირება...

-იქნებ შევიდეთ და გავაღვიძოთ?(ჯონგუკი)

-სხვა გზა არ არი... უკვე ნერვიულობას ვიწყებ!(ჯიმინი)

ჯონგუკმა კარი ფრთხილად შეაღო და ჩუმად შევიდა ოთახში. ჯიმინიც მას მიჰყვა.
ორივე მძინარე გოგონას დასცქეროდნენ. ჯონგუკმა ჯიას ლეპტოპი ააცალა და ტუმბოზე გადმოდო.

-ჯია! არ ადგები? პირველის ნახევარია უკვე!(ჯიმინი)

ოდნავ შეარხია გოგოს სხეული.
ამან კი მისი გამოღვიძება გამოიწვია.

-აჰჰ... მადლობა ღმერთს! ცოტა ვინერვიულე!(ჯონგუკი)

შვებით ამოისუნთქა და საწოლზე ჩამოჯდა.

-ბიჭებო? აქ რას აკეთებთ? ორივე ერთად რო დამადექით თავზე! მშვიდობა გაქვთ?(ჯია)

ამოილუღლუღა ნამძინარევი ხმით და საწოლზე წამოჯდა.
დასიებული თვალები ხელის გულებით დაისრისა და ორი სხეული ინტერესით შეათვალიერა.

-უბრალოდ ვინერვიულეთ! ამდენი ხანი რო გეძინა, ვიფიქრეთ ცუდათ იყავი!(ჯიმინი)

-რა დაგემართა? თვალები სულ დასიებული გაქვს!(ჯონგუკი)

-აჰ, ამის გამო გამაღვიძეთ? მეთქი რამე სერიოზულიათქო... ეს არაფერია, გუშინ ძალიან დავიღალე და ალბათ ენერგიის აღდგენა მესაჭიროებოდა! არაუშავს.. ერთი ფინჯანი ყავა ყველაფერს გამოასწორებს!(ჯია)

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 12, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🎶იდუმალი მუსიკოსი🎶Where stories live. Discover now