თეჰიონი მთელი დღის განმავლობაში მოუსვენრად იყო. ოთხჯერ მიულოცა ჯიმინს დაბადების დღე, ორჯერ მოასწო შხაპის მიღება. ოთახში იჯდა და ელოდებოდა როდის დაურეკავდა ჰოსოკი, რომ სახლიდან გასულიყო.
კიდევ ერთხელ შეამოწმა ზუგჩანთა, აინტერესებდა რაიმე ხომ არ რჩებოდა: ჰიგიენის ნივთები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ტელეფონის დამტენი და ჯიმინის საჩუქარი(თასმები, როკ ჯგუფების ალბომების ლოგოების გამოსახულებებით). ყველაფერი ადგილზე იყო.
თეჰიონის ტელეფომა დაიწრიპინა. ნორმალურად არც უნახავს ჰოსოკის მონაწერი, წამსვე ფეხზე წამოიჭრა და უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან. მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი ჩაისუნთქა და ჰოსოკს გადაეხვია.
-წამოდი თეჰიონ, ყველანი იქ არიან.-ჰოსოკმა მეგობარს ხმის ამოღებაც არ დააცადა, ისე გააქანა ჯიმინის სახლისკენ. თეჰიონს უხაროდა იქ მისვლა. სკოლა ორი დღის შემდეგ იწყებოდა და ხშირად ვეღარ შეძლებდა მათ ნახვას.
-აი გამომართვი და გაბერე-ჰოსოკმა თეჰიონს რამდენიმე მწვანე ბუშტი მიაჩეჩა ხელში და თვითონაც დაიწყო მათი გაბერვა. ჰორიზონტზე უკვე მოჩანდა მაღალი შენობა, რომელშიც ჯიმინი ცხოვრობდა. თეჰიონმა ნაბიჯს აუჩქარა, თან ბუშტს ბერავდა.
ადგილზე მისვლისას ყველა ბუშტი გაბერილი იყო, ჰოსოკი და თეჰიონი კი მძიმედ სუნთქავდნენ.
-მაინც არ მესმის ამდენი ბუშტი რატომ იყიდე. ხელში ძლივს მეტევა-წუწუნი დაიწყო თეჰიონმა, მაგრამ როცა ჰოსოკის სახეს შეხედა, გაჩუმდა და ელევატორისკენ დაიძრა.
-რას აკეთებ? მე მაგ ეშმაკის მანქანაში არ შევალ. შუქი რომ ჩაქვრეს? ან რომ ჩავარდეს და დავილეწოთ?
-ჰობი, სერიოზულად? მეშვიდე სართულზე ფეხით ასვლას არ ვაპირებ.
-ხოდა დარჩი აქ-უფროსმა ცხვირი აიბზუა, დემონსტრაციულად აქცია ზურგი თეჰიონს და კიზებე ასვლა დაიწყო. თეჰიონმა თვალები აატრიალა, ბუშტები მჭრიდროდ დაიჭირა და დაკარგული ლეკვივით აედევნა ჰოსოკს.
YOU ARE READING
Kiss
Fanfiction-საყვარელი ხარ-ღიმილით თქვა ჯონგუკმა და ტუჩს უკბინა. -ჰო? შენც არაგიშვს. #TaeKook #Oneshot 21.11.2020.
