꧁შეგუება꧂

41 0 0
                                    


(მოვლენები ვითარდება იმ ადგილიდან, საიდანაც ბუმი სანუს ფერფლით დამწვარ სახლში ბრუნდება. არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც მანჰვა არ აქვს წაკითხული, წარმატებები♥️)

༒༒༒

ბუმი დამწვარ იატაკზე იწვა...

მის გარშემო პატარა, წაქცეული ქოთანიდან გადმოყრილი ფერფლი, კარებიდან შემოსული სიოს ხარჯზე ნელ-ნელა მიმოიფრქვეოდა და არეულად ედებოდა აწეული ტანსაცმლისგან მოშიშვლებული სხეულის ნაწილებს.

-...სანუ...ო სანუ....მგჰჰ..!!- ტკივილისგან კვნესანარევი იგი ფრთხილად წაიწია თავისი წვრილი სხეულით წინ. ეს იყო ხელები ისევ ნერვიულად აათამაშა ფერფლში, გულები ზედ ნელა მოათავსა და მუშტად შეკრა.

ის ისევ ცდილობდა დაებრუნებინა ის შეგრძნება, რიმელსაც ოდესღაც სანუს მკვრივ სხეულზე შეხებისას განიცდიდა. მისი ტკივილი ყოველ ჩასუნთვაზე მძიმდებოდა და ცრემლები ამ მწვავე ზეწოლისგან უფრო ხშირი ხდებოდა.

მის წინ მუდმივად ის ადამიანი იდგა, ვისთანაც პირველად იგრძნო რომ ზიზღით არ უდგებოდნენ..
ვისთანაც პირველად გაიგო ,თუ რას ნიშნავდა შეხება იმ ადამიანისგან,ვინც მთელი გულით გიყვარს.

მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმებისა და იმ ტკივილის რაც გამოიარა მან, მისთვის უკვე ყველაფერი დასრულებული იყო,თავს ისე გრძნობდა თითქოს ცხოვრებამ აზრი დაკარგა.

ფიქრებით მოცულმა ბუმმა ფერფლით სავსე მუჭა გულთან მიიტანა, ხელი ნელა გაშალა და შავ მაისურზე კლაკვნით მიმოიფანტა. ის იატაკზე ირხეოდა, ტანსაცმელს ნელ-ნელა ნაცრისფრად სვრიდა და აზრობრივად ისევ სანუს შეხებას წარმოიდგენდა.

მან გაიაზრა თუ რამდენად მოკვდა მასში ადამიანი, რამდენად მოკვდა პიროვნება რომელიც ფაქტობრივად არც კი არსებობდა არადროს.სანუმ ის მოსპო, გაანადგურა მორალურად, მოკლა... მაგრამ მისთვის ზუსტად ის იყო მიზანი, ის იყო მიმართულება და მომავალი, რომელსაც გაგრძელება არ ეწერა.

-აი თურმე რას გულისხმობდი... როცა ამბობდი....ჰაჰ..-მან ხელები სახეზე აიფარა,ცრემლით დასველებულ ლოყებზე მიმოისვა და ისტერიული სიცილით ძლივს დაასრულა- როგორ შეიძლება ..მოკლა ადამიანი.. ისე..რომ არ მოკლა იგი...

იუნბუმის გამწარებული სული შველას ითხოვდა...
მისი განწირული კივილი ხმაურიანად უვლიდა დამწვარ ოთახებს და როგორც სირენა ,ისე ირხეოდა სიცარიელეში...

სიცარიელეში... რომელიც ბუმის შინაგანი სამყაროს მსგავსი იყო.

(პირველი თავიდან გამომდინარე დავაკვირდები რამდენად მოგეწონებათ წერის სტილი, გაგრძელება ნახევრად დაწერილი მაქვს ,ამიტომაც აქტიურობის მხრივ ნელ-ნელა დავდებ თავებს.მადლობა ყურადღებისთვის♥️)




















You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 29, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝙄'𝙢 𝙗𝙖𝙘𝙠 𝙔𝙤𝙤𝙣𝙗𝙪𝙢.Where stories live. Discover now