OpheliaApostolos

686 77 10
                                    

1.  რატომ 'ოფელია?

- ოფელია - უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც თავის ცხოვრებაში ერთადერთ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი თავისთვის და ისიც თვითმკვლელობაა.

ოფელია ურანის ერთ-ერთ მთვარეს ჰქვია, ბერძნული სახელია და "დახმარებას" ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის ოფელიასა და ჩემს პიროვნებას შორის დიდი განსხვავებაა,
არის რაღაც მსგავსებაც.
ოფელია ტკივილმა გააგიჟა და საბოლოოდ, თავი მდინარეში დაიხრჩო, ყვავილებით ხელში.

სიკვდილის აფიშირება, როგორც სილამაზე, ბევრისთვის მოუწონარი და უხეში ჟესტია,
მაგრამ ჩემთვის ამ პერსონაჟის სიკვდილი, დანარჩენ ისტორიას თუ საერთოდ არ შევეხებით, ლამაზი და სევდიანი გარდამავლობაა, იქ, სადაც შეიძლება ნაკლებად ეტკინოს.
აწ უკვე მკვდარი, ყვავილებით ხელში, მკვდარ სხეულთან ერთად, სველი კაბით.

მგონია, რომ ცხოვრებაში აუცილებლად მომიწევს ისეთი ტკივილის გამოცდა, რაც ზუსტად ისე გამაგიჟებს, როგორც ოფელიას,
თუმცა ის არ ვიცი, მოვერევი თუ ვერა მას.

და თუ იგი მოგერევა, ვფიქრობ, თქვენც ხვდებით, ბოლოს სადამდე მიგიყვანს ტკივილი, რომელსაც ვერ ინელებ.

2. რამდენად გგვანან შენი გმირები?

- არ ვიცი. ყოველთვის, როცა ახალი პერსონაჟი იბადება, მას რაღაც ნაწილს ვაძლევ და ეს ან მავსებს, ან კიდევ - პირიქით.
თითოეულ პერსონაჟს რაღაც ჩემი აქვს,
თუმცა, თუ ზუსტ პარალელს გავავლებ, ჩემი პიროვნების ანალოგი არცერთი არ არის,
პირიქით - განსხვავდებიან.

მაგალითად ბი, (ირისი  "Honeybee"-დან) უფრო პოზიტიური და ნათელი პერსონაჟია, ნაკლებად მგავს, ვიტყოდი, თუმცა საერთო აქაც არის,
როგორც ბის, მეც ვერასდროს ვივიწყებ მეგობრებს.  

არტემისის გამოჩენა ჩემში დიდი გარდაქმნა იყო. როცა ვწერდი, ვიცოდი, რომ ის აღარ ვიქნებოდი, ვინც ადრე ვიყავი და ყოველი თავის დაწერის შემდეგ, ამას ვხვდებოდი.
არ ვიცი, რამ მიბიძგა, უცებ რამდენიმე წინადადება დავწერე და მივხვდი, რომ ეს პერსონაჟი ბნელი უნდა ყოფილიყო.
რა თქმა უნდა, ეს სიბნელე, რაღაც მხრივ, ჩემგანაც გამოიჟონა, ასე რომ რაღაც მსგავსება აქაც არის.

21 კითხვა OpheliaApostolos-თანWhere stories live. Discover now