სასაფლაო II

169 30 0
                                    

თეჰიონი სარკის წინ ტრიალებს, ბოლოჯერ ავლებს თვალს მის გამზადებულ სხეულს და ოთახს წამებში ტოვებს.
სახლიდან გასვლას აპირებდა როცა სამზარეულოდან ძახილი მოესმა და ქერას თვალთახედვაში მალევე გაჩნდა გოგონას ფიგურა.

- მეძახდი ? - იკითხა და გოგონა აათვრიელა, იურის მიკლე წითელი კაბა მოერგი, თმები დაესწორებინა და მხრებზე ჩამოეშალა.

- ჰო საყვარელო, გოგოებთან ერთად გარეთ გავდივარ. - უთხრა და გაუღიმა, თეჰიონმა იქვე დაკიდებული გოგონას ქურთუკი აიღო და მას ჩაცმაში დაეხმარა.
- არ ვიცი როდის დავბრუნდები, არ მოიწყინო კარგი ? - ოდნავ აიწია და ქერას ლოყაზე დაუტოვა კოცნა.

- კარგი. - მოკლედ უპასუხა, მერე ორივენი თავიანთ გზაზე წავიდნენ, იური მის დაქალებთან ხოლო თეჰიონი სასაფლაოსკენ.

სასაფლაოს კართან შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, მოხუცი კაცისგან ნაყიდ თაიგულს ჩაებღაუჭა და შიგნით შეაბიჯა.
ეს კვირა წინა კვირისგან განსხვავებით კარგი ამინდებით გამოირჩეოდა.
თეჰიონი მალევე მიუახლოვდა საფლავს, ახლა უბრალოდ ფეხზე იდგა და მაღლიდან დასცქეროდა საფლავის ქვას.
ყვავილები ისევ იქვე დადო და ოდნავ გაიღიმა.

- ისევ აქ ვარ. - დაიწყო, შემდეგ შეჩერდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
- იცი, ჩემი ოჯახი ნელ-ნელა იშლება ბებია, ქალი რომელიც მიყვარდა ჩემს ზუგრგს უკან საფლავს მითხრის, იქნებ სჯობს რომ დავშორდეთ, მაგრამ იურის ვიცნობ... - ისევ შეჩერდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ისე სუნთქავდა თითქოს მძიმე ლოდი ედო გულზე.
- უფროსწორედ ამ ბოლო ხანში გავიცანი კარგად, ასე ადვილად არ გამეყრება, მაგრამ ამაზე ვიფიქრებ კპირდები. - გაიღიმა, შემდეგ სასაფლაოსკენ დაიხარა და საფლავის ფოთლებისგან გაწმენდა დაიწყო.

- ჰიონ. - თეჰიონი შეკრთა ხმაზე და უაკ მოიხედა, სადაც ბიჭის სხეული დალანდა, თეთრ მაისურსა, ყვითელ მოსაცმელში, ღია ფერის ჯინსში გამოწყობილი.

- გისმენთ ? - თეჰიონს ხმამ კითხვასავით გაიჟღერა.

- არ გახსოვარ ჰიონ ? - ბიჭის მუქმა ყავისფერმა თმამ ოდნავი სიოს ფონზე ფრიალი დაიწყო, ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თეჰიონისკენ.

- ალბათ ვინმეში გეშლებით. - თქვა და დააპირა იქედან წამოსულიყო.

- მართლა დაგვიწყდი ? შენი პატარა გუკი მართლა დაგავიწყდა ? შენი ბემბისთვალება ბიჭი მართლა დაივიწყე ჰიონ ? - ნათლად ემჩნეოდა წყენა ბიჭის ხმას, თეჰიონმა სულისშეკვრით ჩახედა ბიჭს თვალებში, ნათლად ამოიკითხა მის თვალებში დაგროვილი სევდა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ შეძლო, ვერც ერთი სიტყვის თქმა გაბედა.

წარსულის ტკივილი კვლავ დაბრუნდა.

თეჰიონმა თითქოს სუნთქვა შეწყვიტაო, ერთ ადგილას მიყინული აშტერდებოდა, ყავისფერთმიან ბიჭს.
მერე შეტრიალდა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, როცა უკან გამოიხედა, ბიჭი გამქრალიყო.

მისი გახშირებული გულის ცემა ყურებში ურტყამდა ქერას, წარსულის გახსენებაზე ტკივილით დაემანჭა სახე, ბებიამისის საფლაბისკენ არ გაუხედია ისე დატოვა სასაფლაო.

შორიდან კი ისევ უმზერდა პატარა ბიჭი ფარულად.

/___ოხ ეს მუზები___/

~together again~___Taekook___Where stories live. Discover now