UNKNOWN HUSBAND.

1.8K 61 6
                                    

'შენი ქმარი მაფიის ბოსია.
ხალხს მის დანახვაზე აკანკალებს, ზედმეტს ვერავინ უბედავს , ახლა კი , ელაპარაკები ქალს, რომელმაც ის გააჩინა.
შენგან ძალიან დიდ პატივისცემას მოვითხოვ სანამ ზეინი ჩამოვა.
მერე, თვითონ მოგხედავს.'
ეს ტექსტი იმდენად ნაცნობია , ღრმა ძილში მყოფი , რომ გამაღვიძოთ ზეპირად გეტყვით.
2 თვის წინ დადებული უცნაური კონტრაქტი ამოსუნთქვის უფლებას არ მაძლევს.
ჩემი ჩვეულებრივი , ერთფეროვანი და უფერული ცხოვრება, მამაჩემის განაცხადმა შეცვალა იმის შესახებ , რომ უნდა გავთხოვილიყავი.
როცა დედამ მიმატოვა, მამა ის კაცი იყო ღამით ჩემ საწოლთან , რომ იჯდა და ამბებს მიყვებოდა ფერიებზე , მაგრამ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ჩემი გმირი ერთმა გალეშილმა , მოსიარულე მკვდრად ქცეულმა სხეულმა ჩაანაცვლა.
რა თქმა უნდა წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი , 17 წლის ვარ და ჩემი მეურვე მამაჩემია, თუმცა გათხოვებიდან ჩემზე 'ბატონობის' უფლება ჩემს ქმარს გადაეცა , რომელიც დღემდე თვალით არ მინახავს და არც ვიცი როდის უნდა ველოდო ან საერთოდ თუ უნდა ველოდო მის დაბრუნებას.
როგორც ყველა ცხოვრებისეული უბედურების მიმზიდველ მაგნიტს , ამ საკითხშიც არ გამიმართლა და ჩემგან დამოუკიდებლად იმ კაცის ცოლი გავხდი, რომლისაც ალბათ ძალიან უნდა მეშინოდეს.
დედამისი სულ მანებივრებს იმ სიტყვებით, რომლითაც ისტორიის მოყოლა დავიწყე.
ერთი ფიცხი , უგულო ქალია , რომელსაც ფულისა და დიდების გარდა არაფერი და არავინ აღელვებს.
არც თავისი შვილი.
სამსახურის საქმეზე წავიდა თუ არა , სახლი თავის გავლენის ქვეშ მოაქცია.
ძალიან , ძალიან მეშინია იმის , რომ როცა დაბრუნდება უარესი იქნება, რადგან ახლა ჩვეულებრივი კონკიას ცხოვრება მაქვს.
სავარაუდოდ , როცა ჩემი ქმარი დაბრუნდება, დისნეის ყველა გმირის მწარე პერიოდს ერთიანად გამოვცდი ზემოდან დამატებული ჰოლივუდის უმაღლესი დრამებით.
'საერთოდ ვერ ვიგებ რატომ დაეხმარა ჩემი შვილი შენნაირ უსაქმურ არსებას.
მთელი დღე არაფერი უნდა აკეთო?'
ჰო, მე ვრეცხავ ჭურჭელს, ვწმენდ მტვერს, ვყრი ნაგავს, ვასუფთავებ იატაკს, ვუვლი ბაღს, ვაკეთებ საჭმელს, დავდივარ პროდუქტების საყიდლად და ამის შემდეგ არაფერს ვაკეთებ , როცა თვითონ შოპინგიდან დაბრუნებული იმაზე წუწუნებს როგორი დაღლილია.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მარიას ვიტან, არნახული ქმრის მიმართ პატივისცემაა.
რაც არ უნდა იყოს , როგორიც არ უნდა იყოს ზეინ მალიკი , მამაჩემთან მის გამო აღარ ვარ.
შეიძლება წინ ცუდი ამბები მელოდებოდეს , მაგრამ ის , რაც ადრე ხდებოდა , გაუსაძლისი იყო.

ოთახში ვარ და ჩემს ერთადერთ მეგობარს, ტრიშას ველაპარაკები , რომელიც ზეინის დაა.
აქ მოსვლისას გავიცანი და ამის შემდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად იქცა.
ხანდახან ვფიქრობ , როგორ შეიძლება ამ გოგოს ძმა ცუდი იყოს , მაგრამ როცა მარიას ვუყურებ , ვფიქრობ ამის შანსები საკმაოდ მაღალია.
'შენ ისეთ რაღაცებს მიყვები ზეინზე , საშიში საერთოდ არ ჩანს.'
ტრიშა წითელ ღვინოს ტუჩებთან ახლოს აჩერებს და კედელზე დაკიდებულ ვან გოგის ნახატს აკვირდება.
'ზი საშიში არაა.
იცი , მისი სახელი ყველამ იცის და ყველა ისეთ ტიპად აღიქვამს, ვინც მოგკლავს თუ ცუდად შეხედავ , მაგრამ ზეინი ხასიათებით ასეთი არაა.
გააჩნია როგორ მიგიღებს.
მორგებული აქვს იმიჯი , რომელიც საშიშ ტიპად წარმოაჩენს , რადგან როცა ასეთი არ ხარ , ყველა არ გემორჩილება.
როცა ამ კარს აღებს, განახებს იმას , რაც მასში ხდება და ამ დროს ყველაზე ლამაზ რაღაცას ხედავ.
ამაყი ხარ , რომ ამას მიაღწიე.
როცა პირველად დაგინახავს , მაშინვე მიხვდება ამ ორიდან რომელი უნდა გამოიყენოს შენთან.
თუ საშიში იმიჯი აირჩია, ამის შეცვლა შეუძლებელია , მაგრამ თუ ისეთ ადამიანად მიგიღო , ვისაც უნდა ენდოს , ძალიან გაგაბედნიერებს.
არ მინდა უფრო აგანერვიულო , მაგრამ ჩემი აზრით , შენთანაც საშიშ ტიპობას მოინდომებს.'
მისი ფოტოც კი არ მინახავს.
ტრიშა მეხვეწებოდა განახებო , მაგრამ მერჩივნა , როცა ჩამოვიდოდა პირველად მაშინ მენახა.
მგონი ძალიან ბევრი დავლიე.

Cold souls. Where stories live. Discover now