პროლოგი

396 22 5
                                    

ვცდილობდი გაყინული და გონებაში ნაფლეთებად შემორჩენილი სიმღერის ტექსტი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაინც აღმედგინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

არადა, იდუმალი სიამოვნებით ვიგონებდი, თუ რას განვიცდიდი მისი შესრულებისას. 

ახლა ეს შეგრძნებაც გაქრა და სულში დამრჩა უძირო სიცარიელე, რომელსაც გაურკვევლობა და სიკვდილის წყურვილი ერთვოდა. 

ფერადოვნება თავის დღეში არ მენახა და არც ვჩიოდი, თუმცა ჩემი სიმღერა მენანებოდა.

კიდევ ერთხელ, უშედეგოდ, ვცადე ნაწყვეტების შეერთება და დავნებდი.

ვერ ვიხსენებ. 

ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი სიმღერაა. 

ჩემი შავ-თეთრი სიმღერაა. 

შავი და თეთრი...

შავი და თეთრი... 

Black And White || Niall HoranWhere stories live. Discover now