გავედი ელენესთან და პიცის გამოძახება დავაპირე, რომ კარებზე კაკუნი გავიგონე და გაღება ისევ მე მომიწია

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.


გავედი ელენესთან და პიცის გამოძახება დავაპირე, რომ კარებზე კაკუნი გავიგონე და გაღება ისევ მე მომიწია. კარი გამოვაღე და ნოე იყო:
-მოკლედ ვერ მოგიშორე-ვუთხარი გაღიმებულმა, გვერდზე დავიწიე და სახლში შემოვუშვი.
ასე ვიყავი ჩაფიქრებული და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ელენეს მოწყობილი იყო. მე ნოეს მიმართ ისევ ის გრძნობები მქონდა, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა?? თითქოს ჩემი გონება მეუბნებოდა, რომ მასთან ერთად არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გული მასთან დარჩენას და მთელი ცხოვრების მასთან გატარებას მთხოვდა. მე კი არ ვიცოდი ვისთვის უნდა დამეჯერებინა.

მე და ელენემ პიცა გამოვიძახეთ, ბიჭები კი ლუდის და ჩიფსის საყიდლად წავიდნენ. მე და ელენე მარტოები დავრჩით და ელენემაც დრო იხელთა:
-აბა რა ხდება თქვენს შორის?? შერიგდით??
-მეც არ ვიცი-ჩავიცინე და მხრები ავიჩეჩე.
ფილმის არჩევა დავაპირე და საბოლოოდ ერთ-ერთი რომანტიული ფილმი ავარჩიე. ბიჭებიც მოვიდნენ და კარებზე ისევ კაკუნი იყო. სავარაუდოდ კიდევ ერთი სტუმარი გვყავდა. კარი გავაღე და ალექსანდრეს შევეჩეხე. ძალიან გამიხარდა მისი მოსვლა, მაგრამ აი ნოესი რა გითხრათ. როგორც კი ალექსი დაინახა, მაშინვე სახე შეეცვალა. მე კი სიცილით ვიგუდებოდი. მის სახეს რო ვუყურებდი. დავჯექით ფილმის საყურებლად. მე და ნოე ერთმანეთის გვერდზე ვიჯექით და ფილმის მაგივრად ერთმანეთს ვუყურებდით. რა ვქნა?? თვალს ვერ ვეყვეტდი და სულ მას ვუყურებდი. პიცაც ვჭამეთ და ფილმიც დამთავრდა. დივანიდან ავდექი და გავიზმორე. ცოტა მეძინებოდა კიდეც. ასე ვიდექი, როცა ალექსანდრე მოვიდა და ნაზად ხელი გადამხვია. თან ჩამეხუტა და მითხრა:
-ნეტა იცოდე, როგორ მომენატრე. რამდენი ხანია არ მინახიხართ. სულ გადამავიწყდა ჩვენი სიგიჟეები. გახსოვს ბავშვობაში რამდენს ვცელქობდით??
-კი მახსოვს. რა კარგი დრო იყო.
მე და ალექსანდრე ასე ჩახუტებულები ვიდექით და სავარაუდოდ ეს ნოეს საშინლად არ მოეწონა.
ნოე's pov
როცა დავინახე, რომ ალექსანდრემ ანის ხელი გადახვიე, მინდოდა იქვე მეცემა და ნაწილებად დამეშალა. ვერ ავიტან ანის სხვა ადამიანთან.

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang