და წავედი, მაგრამ არ გამიმართლა- არ ამიყვანეს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

და წავედი, მაგრამ არ გამიმართლა- არ ამიყვანეს. უკვე ლამის გავგიჟდი. ანერვიულებული ერთ-ერთ კაფეში შევედი და დავინახე რომ ჩრდილი მომიახლოვდა. გავშეშდი. ეს ის შეგრძნებაა, როცა საშინელებათა ფილმებში ხედავენ, რომ საშიშროება ემუქრებათ, მაგრამ ვერ ინძრებიან. ამ დროს ნოე ჩემს წინ ჩამოჯდა.
-აქ რას აკეთებ ამ შუაღამისას??
-სამსახურის გასაუბრებაზე ვიყავი-ვუთხარი უჟმურად.
-მოდი გამოვიცნობ- არ აგიყვანეს.
-ერთი ქულა შენ.
-ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება??
-ნოე მე შენგან მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. ჩვენი დაშორების მიზეზი მხოლოდ ჩემი ხასიათები და პროფესია არ ყოფილა.
- აბა რა არის???
-ასეთი რა წარსული გაქვს, რომ მე არაფერს მეუბნები. მე შენს შესახებ არაფერი ვიცი ან ვინ არიან შენი მშობლები? რამდენჯერმე მითხარი, რომ ჩვემ ერთად ვერ ვიქნებით, დრო არ გვაქვს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი??
-დამიჯერე ამის თქმა მეც მინდა, მაგრამ არ მინდა, რომ გული გეტკინოს.
-ასე უფრო მტკივა.
ამ დროს მაგიდიდან ავდექი, ჩანთა ავიღე და სახლისაკენ გავიქეცი. ნოე უკან მომსდევდა
-გთხოვ გაჩერდი -ასე მომსდევდა.
უცებ ხელი ჩამკიდა, თავისკენ მიმაბრუნა, ახლოს მიმიზიდა და მაკოცა. ამ დროს გავშრი. ვეღარ ვსუნთქავდი და ვეღარც ვინძრეოდი. ასე ვიდექით რამოდენიმე წამი. შემდეგ კი მითხრა:
-გთხოვ, აღარ გინდა ასე სირბილი. გეყოფა უკვე ჩემი ნერვების გამოცდა-ეს მითხრა და ნაზად კიდევ მაკოცა.
შემდეგ სახლში მიმაცილა. მეც უკვე დაღლილი ვიყავი და მასთან წინააღმდეგობის გაწევას აღარ ვაპირებდი. სახლსამდე მიმაცილა, შესვლას ვაპირებდი რომ ნოემ მითხრა:
-რაღაც დაგავიწყდა.
მეც მასთან გავექანე და ჩავეხუტე. შემდეგ კი ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
სახლში უნდა შევსულიყავი, რომ უცებ ვიღაცამ დამიძახა. შევბრუნდი და ღმერთო.....ეს ჩემი უძველესი მეგობარი ალექსანდრე იყო. გავექანე და ჩავეხუტე მთელი ძალით. ერთმანეთი მოვიკითხეთ
-ღმერთო აქ რას აკეთებ??-ვიკითხე გაოცებულმა.
-თორნიკესთან მოვედი. არ ვიცოდი თუ შენც აქ ცხოვრობდი.
-როგორ მომენატრე. რამდენი ხანია არ მინახიხარ-ვუთხარი ბედნიერმა.
ნოეს გაცნობა სულ დამავიწყდა. ამ დროს ნოე ახლოს მოვიდა, ხელი შემომხვიდა და თვითონ გაეცნო ალექსანდრეს.
-გამარჯობა, მე ანის შეყვარებული ვარ
-ღმერთო არ არსებობს. ანი შენ და შეყვარებული?? ხომ კარგად ხარ??
-კი კარგად არის ჩემი სიყვარული-უპასუხა ნოემ.
უკვე გვიანი იყო ალექსანდრეს დავემშვიდობე და სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს-მკითხა მკაცრი ხმით ნოემ
-არ არსებობს. შენ ეჭვიანობდი.
-არა რა სისულელეა.
-კი კი ნოე, ნამდვილად რა სისულელეა -ჩამეცინა.
ნოეს კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და სახლში შევედი. მშობლები დამხვდნენ. ვივახშმე და მაღლა ავედი. მაგდაც ამომყვა .
-ხო არ შერიგდით???-მკითხა გახარებულმა.
-ჩვენც არ ვიცით. ერთმანეთის მიმართ უფრო რბილები ვართ და სავარაუდოდ ეს ურთიერთობის დალაგებას ნიშნავს-ნაზად ჩავიცინე და სულ გავწითლი. ეს ის შეგრძნება იყო, თითქოს ნოე თავიდან შემიყვარდა, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი დალაგდება, სანამ ნოე თავის ისტორიას არ მომიყვება.
მაგდა ოთახიდან გავიდა მე ლოგინზე დავეხეთქე და თვალწინ ყველა კარგმა მომენტმა ჩამიარა ნოეს მიმართ. ისევ ის გრძნობები გამიჩნდა. მადლობა ამ სიზმარს. თითქოს გონება კვლავ გამინათა

P.S აბა როგორ მოგწონთ?? 🙏❤️მინდა გაგახაროთ და გითხრათ,რომ შემდეგ ნაწილში ნოეს ისტორიას გაიგებთ🙈🙈

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now