ასე ჩავიცვი და წავედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

    ასე ჩავიცვი და წავედი. მანქანაში ჯდომისას ნოეზე ვფიქრობდი და სულ გუდაურის ამბები მახსენდებოდა. ერთად გუნდაობა, სრიალი და თოვლში წოლა. თვალებზე ცრემლი მომადგა.
როგორც იქნა მივაღწიე. რეგისტრატურასთან მივედი და ოთახში ავედი. ასე ვიჯექი მთელი დღე. წიგნის წერა დავაპირე და გადავწყვიტე, რომ ჩემი და ნოეს სიყვარულის ისტორია უნდა დამეწერა. თან ასევე გამომცემლობის ძებნა დავიწყე. ასე ვიჯექი საღამომდე, შემდეგ კი კაფეში გასვლა დავაპირე. ოთახიდან გავედი და რეგისტრატურასთან ის სილუეტი დავინახე, მაგრამ.......არა..... ის არის....ნამდვილად ის არის.....
ამ დროს კანკალი დამეწყო. თვალიდან ცრემლი გადმომვარდა და ასე გაშტერებული ვიდექი, სანამ მან არ დამიმახა. ეს ნოე იყო, როგორც კი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა.
        -იქნებ ორი წუთი დამითმო და ერთად ვილაპარაკოთ??
არ ჩერდებოდა და უკან მომსდევდა.
      -შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. რაც მინდოდა უკვე გითხარი.
ოთახში შევედი და ჩემი ჩემოდანი ავიღე. აქ ერთი წუთითაც აღარ ვაპირებდი გაჩერებას. ჩემოდანი ავიღე და გარეთ გავიქეცი. ნოე მომსდევდა და გაჩერებას მთხოვდა. სასტუმროდან გავედით. ის-ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ნოემ ხელი მომკიდა, მისკენ მიმაბრუნა, ახლოს მიმიზიდა და მგზნებარედ მაკოცა.  მალევე მოვედი გონს. მისი ხელებისგან თავი გავითავისუფლე და გავიქეცი. მანქანაში ჩავჯექი და წავედი გაგიჟებული ვმართავდი მანქანას. სახე სულ სველი მქონდა ამდენი ტირილისგამ. ამ დროს მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი. სარკეში ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ ნოე მომსდევდა. თავს აღარ მანებებდა. ამ დროს სიჩქარეს მოვუმატე, რულზე კონტროლი დავკარგე და გზიდან გადავვარდი. იქვე მდგარ ბოძს შევასკდი. ვიგრძენი, რომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თვალები მეხუჭებოდა, ვეღარაფერს ვხედავდი, ყურებში კი მხოლოდ ნოეს სიტყვები მესმოდა.
      -გთხოვ, თვალები გაახილე
მეტი არაფერი მახსოვს. როცა თვალები გავახილე საავადმყოფოში ვიყავი. ჩემს გვერდზე ნოე იდგა. მაშინცე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ლოგინზე დავეხეთქე. ნოემ მომიყვა ყველაფერი. მადლობა გადავუხადე და ვთხოვე, რომ მაგდასთვის დაერეკა. ასე ჩუმად ვიყავით მე და ნოე, სანამ მაგდა არ მოვიდა. ხმის ამოღება არავის გვინდოდა. მაგდა მოვიდა. ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ექიმი შემოვიდა და მითხრა, რომ სერიოზული არაფერი მჭირდა. მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი სახეზე. მაგდა და ნოე ოთახიდან გავიდნენ. მე ავდექი, გავემზადე და მზად ვიყავი წასასვლელად. მაგდა დაბლა ჩავიდა. მე და ნოე დავრჩით.
      -იქნებ დამელაპარაკო???-მკითხა ნოემ.
      -ნოე, მე შენთვის არაფრის თქმა აღარ მინდა. მე უკვე გითხარი რაც საჭიროა. მე ასე არ შემიძლია ცხოვრება.
      -აბა ასე გინდა? რატომ იტანჯავ თავს?? ვიცი რომ შენც გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, მაგრამ ამას ვერ აანალიზებ. იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ სანამ დრო გვაქვს-ნოე ახლოს მოვიდა და ჩემი თავი მის ხელებში აღმოჩნდა. მისგან ისევ ვნებიანი კოცნა მივიღე.
  ისევ გავითავისუფლე თავი და წავედი. უცებ ნოემ დამიძახა:
     -შენს მანქანაზე არ ინერვიულო. მე მივხედავ-მომაძახა უკნიდან.
    -მადლობა-მეც ვუპასუხე.
დავლა ჩავდიოდი და თან ვფიქრობდი მის სიტყვებზე.
       "იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, სანამ დრო გვაქვს"
ალბათ ამდენი ფიქრისგან გავგიჟდებოდი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედით. სახლში შესვლისას მშობლები გაგიჟდნენ, როცა ასეთი დამინახეს: ნაკაწრებიანი და განდგურებული. მე მათ სახეებს თავი ავარიდე და მაღლა, ჩემს ოთახში ავედი. ლოგინზე დავეხეთქე და ტირილი დავიწყე. რატომ ვიტანჯავდი თავს??? ასეთი ბოროტი ადამიანი როგორ ვარ?? ჩემს თავსაც ვიტანჯავ და სხვასაც ვტანჯავ.ეს ყველაფერი რის გამო ხდება?? პასუხი მარტივია: ჩემი ეგოისტობის, თავისუფლების და კარიერის გამო. ნეტა ნოე არასდროს გამეცნო.
ამ დროს მაგდა ამოვიდა და მითხრა:
       -მშობლებს ყველაფერი მოვუყევი.
ამის შემდეგ ოთახიდან გავიდა. ჩემს თავში ისევ ჩაფიქრებული დავრჩი და ჩემი თავის გამართლებას ვცდილობდი. იქნებ ნოესთან ყოფნისას ბევრს ვიჩხუბებდით და ასეთ ცხოვრებას ალბათ ისევ დაშორება სჯობია. მეტი აღარ შემეძლო. სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. ნოეს კოცნაზე ვფიქრობდი. უზომოდ მენატრებოდა მისი სხეული, მისი ტუჩები. ეს შეგრძნება აღარ მშორდებოდა. ამის შემდეგ ღამის პროცედურა ჩავიტარე და დავწექი.

P.S აბა როგორ მოგწონთ??? ❤️🙏🤐

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now