მალევე გავედით  სასტუმროდან და მივსეირნობდით, როცა მომენტალურად სახეში თოვლის გუნდა მომხვდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მალევე გავედით  სასტუმროდან და მივსეირნობდით, როცა მომენტალურად სახეში თოვლის გუნდა მომხვდა. სიცილი დავიწყე, უცებ ხელში თოვლი ავიღე და ნოეს ვესროლე. ასე დავიწყეთ გუნდაობა. შემდეგ კი ნოემ თხილამურებზე სრიალი შემომთავაზა. მე არ ვიცოდი მასზე სრიალი, თუმცა ნოეს მივენდე. დავიწყეთ სრიალი და რამდენჯერმე გამომივიდა კიდეც. შემდეგ კი ერთად ჩასრიალება მოვინდომეთ, რა დროსაც მე ფეხი წამოვკარი, ნოეს მხარეს გადავვარდი და მასთან ერთად დაბლა დავეცი. ორივეს სიცილი აგვიტყდა.
ასე ვიწექით რამოდენიმე წუთი, სანამ ნოემ არ თქვა.
-ძალიან მიყვარხარ და ეს სულ იცოდე.
-მეც მიყვარხარ-ვუთხარი და ტკბილად ჩავეხუტე.
ბედნიერი ვიყავი ყველაფრით. ნოე იყო ადამიანი რომელიც ჩემს ცხოვრებაში, როგორც  ქარბორბალა ისე შემოიჭრა და მთელი ჩემი ცხოვრება აწეწა.
ასე ვიწექით, სადღაც 15 წუთი. შემდეგ შეგვცივდა და ავდექით. ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და  ასე მივსეირნობდით.
როცა ოთახებში ავედით უკვე 8 საათი იყო. მთელი სამი საათი ვიბოდიალეთ. ძალიან მციოდა და თან მეძინებოდა. მაშინვე დავწექი და დავიძინე. 10 საათზე გამეღვიძა და ნოესთან გავედი. ისევ წიგნს წერდა. მე სანამ მეძინა ის მუშაობდა. წასვლის დრო იყო. მე ჩემს ოთახში გავედი, დილის პროცედურა ჩავიტარე, გამოვეწყვე. ტანსაცმელი ასეთი ავარჩიე.

ნოესთან გავედი, ისიც მზად იყო და წავედით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ნოესთან გავედი, ისიც მზად იყო და წავედით. გზაში ისევ ვფიქრობდი. მე რატომ ვარ ასეთი აბდაუბდა ადამიანი?? როცა ადამიანი თავის საყვარელ ადამიანთანაა, პირიქით, უფრო კარგად წერს და მუზაც აქვს. უკვე რაღაც პერიოდებში ვხვდებოდი, რომ სიყვარული ჩემი სტილი არ იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემნაირი ადამიანი სიყვარულს შეძლებდა. მე ხომ უბრალო ადამიანი ვიყავი, რომელსაც წიგნის წერა უნდოდა. ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ნოემ მანქანა გააჩერა და მითხრა.
         -იცი.......მე....წიგნი უნდა გამოვცე.
ამ სიტყვებზე ისევ ის მეტოქეობის სურვილი დამეუფლა. მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვისაც სხვისი ბედნიერება გაუხარდებოდა, მაშინ როცა მე არაფერი გამომდიოდა. წარბი ავწიე და ნაზად გავიცინე. ნოე მიმიხვდა.
        -არ გაგიხარდა?
        -კი, კი. როგორ არაა, ძალიან ბედნიერი ვარ.
ეს იყო ჩვენი საუბარი. ნოემ მანქანა დაძრა და წავედით. ის კარგი ადამიანი იყო. ჩემთან ყოფნისას წერა უნდებოდა და საყვარელი ადამიანის გვერდით მუზა ჰქონდა, მაგრამ პრობლემა ალბათ ჩემში იყო. ყველა ნორმალური ადამიანი ბედნიერი იქნებოდა ასეთ დროს,როცა მე ტირილი დავიწყე. მეც მინდოდა იმ წარმატებისთვის მიმეღწია, რისთვისაც ამდენი რამ გამოვიარე: მშობლებთან კამათი, ამერიკაზე უარი და სხვა, მაგრამ ალბათ ცხოვრება ასეთია. ნოეზე სულაც არ ვიყავი გაბრაზებული, გაბრაზებული მხოლოდ ჩემს თავზე ვიყავი. გულში დიდი სევდა მეუფლებოდა, როცა ვიხსენებდი, რომ წიგნს ვერ ვწერდი. ვიხსენებდი, რომ არ შემეძლო პროფესია და სიყვარული ერთად მქონოდა. ეს მაწუხებდა.
სახლთან მივედით. მანქანაში ნოეს ჩავეხუტე და ვუთხარი.
         -ძალიან მიყვარხარ.
         -მეც მიყვარხარ- მითხრა მან.
სახლში შევედი, მაგდას შევეჯახე და ყველა დეტალი დაწვრილებით მოვუყევი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაგდას სამსახურის შესახებაც მოვუყევი და ძალიან ეწყინა. ისიც ამიხსნა, რომ ნოე ტყუილად დავადანაშაულე.
      ამის შემდეგ ოთახში ავედი და ღამის პროცედურა ჩავიტარე. ლოგინში დავწექი და ფიქრი დავიწყე. არაფერია თუ სამსახურიდან გამომიშვეს, ალბათ ამ პერიოდში წიგნის დაწერა ვერ მოვახერხე ან იქნებ საერთოდაც აღარ მიშვებენ სამსახურიდან. ჯერ ხომ არ იყო დამაწყვეტილი ,მაგრამ არაუშავს. ახლა ნოე არის ჩემს გვერდით და ნებისმიერ სიტუაციაში დამეხმარება. ამის შემდეგ ტკვილად დამეძინა და თან მთელი ღამე ნოეზე ვფიქრობდი და ამ პერიოდში მივხვდი, თუ რა ძალიან მიყვარდა ის .

P.S აბა როგორ მოგწონთ?? ❤️❤️🙏🙏

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now