ნუ ნორმალურად გამოვიყურებოდი

Ουπς! Αυτή η εικόνα δεν ακολουθεί τους κανόνες περιεχομένου. Για να συνεχίσεις με την δημοσίευση, παρακαλώ αφαίρεσε την ή ανέβασε διαφορετική εικόνα.

ნუ ნორმალურად გამოვიყურებოდი. თან ჩემი საყვარელი ფერის ტანსაცმელი მეცვა. საღამოც მოვიდა და წავედი ნოესთან. შევედი სახლში. უკვე ყველა იქ იყო. მაგდამ და ნოემ ერთმანეთი უკეთ და უფრო ახლოს გაიცნეს. ნოეს სუფრა ჰქონდა გაშლილი. ვჭამეთ და ცოტა ვისაუბრეთ სადღაც 11 სააათი ხდებოდა. მათ კი წასვლა მოინდომეს. მაგდა ისევ ჩემი მანქანით უნდა წასულიყო. ნოემ კი ცოტა ხნით დარჩენა მთხოვა. მეც არ გავუტეხე და დავრჩი. მაგდამ კი გამაფრთხილა, რომ დღეს ელენესთან რჩებოდა. ნოეს ტელეფონზე ურეკავდნენ და მეორე ოთახში გავიდა. მე კი მათი წასვლის შემდეგ სახლის დათვალიერება დავიწყე და ერთ ოთახს მივაგენი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ სახლს შორის. ირგვლივ სულ წიგნები იყო. ოთახი ყვითელი შუქებით იყო მორთული. მეორე მხარეს კი შუშის კარები, რომლიდანაც აივანზე გახვიდოდი. ოთახის შუაში საქანელა იყო ჩამოკიდებული. ნოეს დაწერილი ერთ-ერთი წიგნი ავიღე, შუქები ჩავაქრე და ყვითელი ნათურები ავანთე, შუშის კარები გავაღე და საქანელაზე კატაობა დავიწყე. საქანელა იმხელაზე კატაობდა, რომ თითქმის აივანზე გადიოდა. ამ დროს წვიმა წამოვიდა და წვიმის საამურ ხმასთან ერთად ვკითხულობდი ნოეს საოცარ წიგნს. ირგვლივ სიჩუმე და ყვითელი შუქი. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი. ასე გაშტერებული ვიყავი და წიგნს ვკითხულობდი, სანამ ნოე არ შემოვიდა ოთახში. ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა, სანამ არ მომიახლობდა და ნაზად არ ჩამეხუტა. უკვე გვიანი იყო. სადღაც 1 საათი და სახლში წასვლა დავაპირე. ნოემ კი მანქანით წაყვანა შემომთავაზა და მეც წავყევი. სახლში მივედით.ისევ ძალიან წვიმდა და თან არც ქოლგა მქონდა. ნოემ მანქანა გააჩერა. მანქანიდან გადავედი, ისიც გადმომყვა.

ნოე მომიახლოვდა, მისი სიმხურვალე ვიგრძენი, კიდევ უფრო მომიახლოვდა და ჩამეხუტა. თან ყურში ჩამჩურჩულა:
- ნეტა იცოდე, როგორ შემიყვარდი.
ამ სიტყვებზე მთელ ტანში სიცივემ და სითბობ ერთად ჩამიარა, გავშეშდი. შემდეგ კი მეც მოვხვიე ხელები და ნაზად ჩავეხუტე. ამ წვიმაში ვიდექით და უბრალოდ ერთმანეთს ვეხუტებოდით. შემდეგ კი ნოემ მითხრა:
-კარგი, შედი არ შეგცივდეს-ეს მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
მეც მაშინვე სახლში შევედი. სულ სველი ვიყავი. მაშინვე მაღლა ავედი და შხაპი მივიღე. თან მთელი ეს დრო ნოეზე და მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ნოეს მიმართ მეც რაღაც გრძნობა გამიჩნდა. თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ მეტოქეობა მეგონა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა და ეს მხოლოდ ნოეს სიტყვების შემდეგ აღმოვაჩინე ჩემს თავში. საშხაპედან გამოვედი, ცოტა ხნით კომპიუტერს ჩავუჯექი, წიგნის დაწერა ვცადე, მაგრამ ნოეს სიტყვებით იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ვერაფერი დავწერე. დავწექი, მაგრამ ვერაფრით დავიძინე. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მიმართ გრძნობებში გავერკვიე, ერთი რაღაც მაინც მაწუხებდა. ის რაღაც საიდუმლო, რასაც არ მიყვებოდა ან თავის მშობლების შესახებ ან რამე. მე მხოლოდ მისი ხასიათები და თვისებები ვიცოდი. სხვა არაფერი .ამდენი ფიქრისგან ლამის გავგიჟდი და ნოეს მივწერე.
-რას შვრები?
-რავი წიგნს ვწერ შენ??
ამ სიტყვებმა უფრო დამძაბა და გამახსენა ის ფაქტი, რომ წიგნს ვერ ვწერდი. ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე, სამსახურიდან ხომ არ წამოვიდე, თუმცა არა.
ეს პასუხი მხოლოდ ნოეს გამო ვთქვი. სამსახური ერთადერთი ადგილია, სადაც ნოეს ყოველდღე ვნახულობ. ასე რომ ამას ვერ ვიზამდი. სულ მოვწყდი ნოეს მესიჯს.
-რავი დავწექი და ერთი ფაქტი არ მაძინებს- ეს მივწერე და ცოტა ვინანე.
-რა ფაქტი??
- რატომ არ მიყვები შენზე არაფერს?? რამე ისეთი ხდება შენს ცხოვრებაში??
-ჯერ ამის თქმა არაა საჭირო. გავა დრო და ყველაფერს გაიგებ. ახლა კი უნდა დავწერო წიგნი. მოგვიანებით მოგწერ.

სწორედ ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები და ამ დროს იმედგაცრუების შეგრძნება დამეუფლა. იქნებ ნოეს ცხოვრებაში ისეთი რაღაც არის, რაც ჩვენ ერთმანეთთან ყოფნის საშუალებას არ მოგვცემს.
ამ დროს ჩემს თავში მრავალმა აზრმა გამიელვა, მაგრამ თავს შემოვუძახე. მეორე მხარეს გადავბრუნდი და ნოეს სახლი გამახსენდა. ის განტვირთვა. ასე ფიქრებში ჩამეძინა შემთხვევით.

P.S ესეც შემდეგი თავიი❤️❤️წინ კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ🙏❤️

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα