ბურგერები ავიღეთ და მაგიდები უნდა დაგვეკავა, რომ ნოე ჩემს გვერდზე დაჯდა (ღმერთო ეს ყველგან რატომ დამყვება) დავჯექით ერთმანეთის გვერდზე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბურგერები ავიღეთ და მაგიდები უნდა დაგვეკავა, რომ ნოე ჩემს გვერდზე დაჯდა (ღმერთო ეს ყველგან რატომ დამყვება) დავჯექით ერთმანეთის გვერდზე. ჩუმად ვიჯექით და არც ერთი ვიღებდით ხმას. ალბათ სალაპარაკო თემა არც ერთს არ გვქონდა. ჭამის შემდეგ თითქმის ყველა სამსახურში დაბრუნდა მხოლოდ მე, ნოე და კიდევ რამოდენიმე, სავარაუდოდ 6-მა თანამშრომელმა თავისუფლების მოედანზე გავისეირნეთ. ირგვლივ ყველაფერი საახალწლოდ იყო მორთული. მე და ნოე ერთმანეთის გვერდი-გვერდ დავდიოდით. დაღამებული იყო სადღაც 10 საათი, სახლში წასვლამდე სამსახურში შევიარეთ. მე საქმე უკვე აღარ მქონდა, ავიღე მანქანის გასაღები და სახლისკენ წავედი. გარეთ ისევ ნოე შემხვდა რამდენიმე წამი ასე ვუყურებდით ერთმანეთს. თითქოს რაღაცის თქმა გვინდოდა ერთამენეთისთვის, მაგრამ ხმას არ ვიღებდით. შემდეგ თვითონ დაიწყო.
- სახლში მიდიხარ??
- კი- უბრალოდ უხეშად ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი.

სახლში მისვლისას მაგდა კარგ ხასიათზე იყო და საჭმლის გაკეთება დაიწყო. კიდევ კარგი თორემ ძაან მეზარებოდა. მე კი აღარ მშიოდა, მაგრამ მაგდა იყო მოშიებული. თავისთვის გემრიელი ბლინები გამოაცხო. მე კიდევ ფილმის მოძებნა დავიწყე ინტერნეტში და რაღაც კარგ ფილმს წავაწყდი. მაშინვე ჩავრთეთ და ჩავუსხედით. მე ფილმის შუაში ჩამეძინა და როცა გავიღვიძე ფილმი უკვე დამთავრებული იყო. მაგდამ არაფერი შეიმჩნია, არადა ძალიან ეწყინა ჩემი ძილი😂😂
გადაღლილი და გათიშული მაღლა ავედი, ღამის რუტინა ჩავიტარე და დავწექი.ვერაფრით ვიძინებდი. ვფიქრობდი ჩემს დღევანდელ დღეზე და ამ დღის უდიდესი ნაწილი ნოე იყო. რატომ დავემთხვიეთ ყველგან ყველაფერში?? ხან ჩემს გვერდით დაჯდა, ხან კი წყნარად მესაუბრებოდა და დიდ ყურადღებას მაქცევდა.  მე ვერაფრით ვხვდებოდი ეს რატომ ხდებოდა. როგორც კი თვალს დავხუჭავდი, მაშინვე მის ლამაზ სახეს ვხედავდი. ამოტომ ტელეფონის აღება და სოციალური ქსელის გადამოწმება გადავწყვიტე. უკვე ღამის 1 საათი ხდებოდა და ძილი გადავწყვიტე. აღარ მინდოდა ხვალ ისევ მეჩხუბა მაღვიძარასთან. ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ ტელეფონის ხმა გავიგე. შეტყობინება იყო მოსული ელენესგან.
ელენე
-თუ არ გძინავს გამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო. თამ ჩვენც ვერ ვიძინებდთ. პიცა გამოვიძახოთ, ცოტა ლუდი და ჩიფსები გვაქვს და გამოდი შენც.

მეც მაშინვე ავდექი და ახლა თავიდან დავიწყე მზადება. გამოვიცვალე და არჩევანი სპორტულებზე შევაჩერე.

თან მეცინებოდა ამ შუა ღამისას ტანსაცმელს რომ ვერ ვარჩევდი, არადა ძალიან მაინტერესებდა ვისი გაცნობა უნდოდა ელენეს ჩემთვის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თან მეცინებოდა ამ შუა ღამისას ტანსაცმელს რომ ვერ ვარჩევდი, არადა ძალიან მაინტერესებდა ვისი გაცნობა უნდოდა ელენეს ჩემთვის. როგორც იქნა გავემზადე სადღაც ნახევარ საათში და ტელეფონს დავხედე და მოუთმენელი ელენეს უკვე ცხრა ათასი შეტყობინება  ვნახე.
     ელენე
-აღარ მოდიხარ??
-დაგეძინა??
-მოდიხარ??

ბოლოს მეც დავუბრუნე პასუხი.
         მე
კარგი მოვდივარ.
        ელენე
მალეე გელოდებით.

მოვემზადე, მაგდას ოთახში შევედი, ეძინა და აღარ გავაღვიძე. ისედაც დილით ძლივს ვაგდებდი გონზე. ამიტომ მარტო წასვლა ვამჯობინე. გარეთ გავედი. ისე ციოდა ლამის გავიყინე. სასწრაფოდ შევირბინე ელენესთან და თორნიკესთან. მელოდებოდნენ. ელენე კარში შემომეგება.
      ელენე
წამოდი მალე უნდა გაგაცნო.
გაიცანი ეს თორნიკეს მეგობარია,უნივერსიტეტი ერთად დაამთავრეს და ახლაც ძალიან კარგად მეგობრობენ.
      თორნიკე
ბოდიში,  რომ აქამდე ვერ გაგაცანი სულ დაკავებულია წიგნის წერით

ამ სიტყვების შემდეგ სამზარელოდან გამოვიდა თორნიკეს მეგობარი და მისი დანახვისას გაოცებისგან პირი დავაღე
   - აქაც შენ—ვთქვი გაოცებულმა.

P.S ესეც შემდეგითავი ❤️❤️დიდი მადლობა ვინც კითხულობთ 🙏ძალიან მიყვარხართ❤️❤️😍❣️

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now